49. სურა ჰუჯურათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تُقَدِّمُوا۟ بَيْنَ يَدَىِ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, წინ ნუ გაუსწრებთ ალლაჰსა და მის შუამავალს და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَرْفَعُوٓا۟ أَصْوَ‌ٰتَكُمْ فَوْقَ صَوْتِ ٱلنَّبِىِّ وَلَا تَجْهَرُوا۟ لَهُۥ بِٱلْقَوْلِ كَجَهْرِ بَعْضِكُمْ لِبَعْضٍ أَن تَحْبَطَ أَعْمَـٰلُكُمْ وَأَنتُمْ لَا تَشْعُرُونَ 2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აუწევთ ხმას შუამავლის ხმაზე მაღლა და არ მიმართოთ მას ისევე ხმამაღლა, როგორც მიმართავთ ერთმანეთს. რომ არ შეიქმნას თქვენი საქმენი ამაოდ და (ამას) ვერც კი იგრძნობთ. إِنَّ ٱلَّذِينَ يَغُضُّونَ أَصْوَ‌ٰتَهُمْ عِندَ رَسُولِ ٱللَّهِ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱمْتَحَنَ ٱللَّهُ قُلُوبَهُمْ لِلتَّقْوَىٰ ۚ لَهُم مَّغْفِرَةٌۭ وَأَجْرٌ عَظِيمٌ 3. ჭეშმარიტად, ვინც იდაბლებს ხმას ალლაჰის შუამავლის წინაშე, სწორედ ისინი არიან, რომელთა გულებიც გამოსცადა ღვთისმოშიშებისათვის. მათთვისაა მიტევება და დიდებული ჯილდო. إِنَّ ٱلَّذِينَ يُنَادُونَكَ مِن وَرَآءِ ٱلْحُجُرَ‌ٰتِ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْقِلُونَ 4. ჭეშმარიტად, ისინი, რომლებიც მოგიხმობენ შენ ოთახთა სიღრმიდან... უმეტესი მათგანი ვერ იაზრებს. وَلَوْ أَنَّهُمْ صَبَرُوا۟ حَتَّىٰ تَخْرُجَ إِلَيْهِمْ لَكَانَ خَيْرًۭا لَّهُمْ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 5. და რომ მოეთმინათ, ვიდრე მათგან გამოხვიდოდი, უკეთესი იქნებოდა მათთვის. და ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِن جَآءَكُمْ فَاسِقٌۢ بِنَبَإٍۢ فَتَبَيَّنُوٓا۟ أَن تُصِيبُوا۟ قَوْمًۢا بِجَهَـٰلَةٍۢ فَتُصْبِحُوا۟ عَلَىٰ مَا فَعَلْتُمْ نَـٰدِمِينَ 6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან მატყუარა (ფასიყი) რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ. وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ فِيكُمْ رَسُولَ ٱللَّهِ ۚ لَوْ يُطِيعُكُمْ فِى كَثِيرٍۢ مِّنَ ٱلْأَمْرِ لَعَنِتُّمْ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ حَبَّبَ إِلَيْكُمُ ٱلْإِيمَـٰنَ وَزَيَّنَهُۥ فِى قُلُوبِكُمْ وَكَرَّهَ إِلَيْكُمُ ٱلْكُفْرَ وَٱلْفُسُوقَ وَٱلْعِصْيَانَ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلرَّ‌ٰشِدُونَ 7. და იცოდეთ, რომ თქვენშია ალლაჰის შუამავალი. თუ თქვენ იგი დაგემორჩილებოდათ მრავალ საქმეში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით. მაგრამ ალლაჰმა შეგაყვარათ სარწმუნოება და გაგიმშვენიერათ ის თქვენს გულებში, და შეგაძულათ ურწმუნოება, უწმინდურობა და ურჩობა. სწორედ ისინი არიან სწორ გზაზე მავალნი. فَضْلًۭا مِّنَ ٱللَّهِ وَنِعْمَةًۭ ۚ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 8. ალლაჰის წყალობითა და სიკეთით. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَإِن طَآئِفَتَانِ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ ٱقْتَتَلُوا۟ فَأَصْلِحُوا۟ بَيْنَهُمَا ۖ فَإِنۢ بَغَتْ إِحْدَىٰهُمَا عَلَى ٱلْأُخْرَىٰ فَقَـٰتِلُوا۟ ٱلَّتِى تَبْغِى حَتَّىٰ تَفِىٓءَ إِلَىٰٓ أَمْرِ ٱللَّهِ ۚ فَإِن فَآءَتْ فَأَصْلِحُوا۟ بَيْنَهُمَا بِٱلْعَدْلِ وَأَقْسِطُوٓا۟ ۖ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُقْسِطِينَ 9. და თუ მორწმუნეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს შეებრძოლება, გამოასწორეთ მათ შორის, და თუ რომელიმე მათგანი დაჩაგრავს მეორეს, შეებრძოლეთ იმას, რომელიც ჩაგრავს, ვიდრე იგი არ დამორჩილდება ალლაჰის ბრძანებას; ხოლო თუ დამორჩილდა, მაშინ გამოასწორეთ მათ შორის სიმართლით და სამართლიანად მოიქეცით. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. إِنَّمَا ٱلْمُؤْمِنُونَ إِخْوَةٌۭ فَأَصْلِحُوا۟ بَيْنَ أَخَوَيْكُمْ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 10. რამეთუ მორწმუნეები ძმები არიან, და გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული და გეშინოდეთ ალლაჰისა, რათა ეგებ შეწყალებულ იქნეთ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا يَسْخَرْ قَوْمٌۭ مِّن قَوْمٍ عَسَىٰٓ أَن يَكُونُوا۟ خَيْرًۭا مِّنْهُمْ وَلَا نِسَآءٌۭ مِّن نِّسَآءٍ عَسَىٰٓ أَن يَكُنَّ خَيْرًۭا مِّنْهُنَّ ۖ وَلَا تَلْمِزُوٓا۟ أَنفُسَكُمْ وَلَا تَنَابَزُوا۟ بِٱلْأَلْقَـٰبِ ۖ بِئْسَ ٱلِٱسْمُ ٱلْفُسُوقُ بَعْدَ ٱلْإِيمَـٰنِ ۚ وَمَن لَّمْ يَتُبْ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 11. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე და ნურც ქალები სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე; ნუ მოსცხებთ ერთმანეთს ჩირქს და ნუ დაუძახებთ ერთმანეთს (დამამცირებელ) ზედმეტსახელებს. რწმენის მიღების შემდგომ, რა სისაძაგლეა დამამცირებელი სახელი! და ვინც არ მოინანიებს... სწორედ ისინი არიან უსამართლონი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱجْتَنِبُوا۟ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلظَّنِّ إِنَّ بَعْضَ ٱلظَّنِّ إِثْمٌۭ ۖ وَلَا تَجَسَّسُوا۟ وَلَا يَغْتَب بَّعْضُكُم بَعْضًا ۚ أَيُحِبُّ أَحَدُكُمْ أَن يَأْكُلَ لَحْمَ أَخِيهِ مَيْتًۭا فَكَرِهْتُمُوهُ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ تَوَّابٌۭ رَّحِيمٌۭ 12. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, მოერიდეთ მრავალ ვარაუდს. ჭეშმარიტად, ზოგიერთი ვარაუდი ცოდვაა. და ნუ გამოიკვლევთ ერთმანეთის შეცდომებს და ნუ გაკიცხავს ზოგი თქვენგანი ზოგიერთს ზურგსუკან! განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ ჭამოს ხორცი თავისი მკვდარი ძმისა?! თქვენ ხომ გძულთ იგი. და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنَّا خَلَقْنَـٰكُم مِّن ذَكَرٍۢ وَأُنثَىٰ وَجَعَلْنَـٰكُمْ شُعُوبًۭا وَقَبَآئِلَ لِتَعَارَفُوٓا۟ ۚ إِنَّ أَكْرَمَكُمْ عِندَ ٱللَّهِ أَتْقَىٰكُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌ خَبِيرٌۭ 13. ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა! قَالَتِ ٱلْأَعْرَابُ ءَامَنَّا ۖ قُل لَّمْ تُؤْمِنُوا۟ وَلَـٰكِن قُولُوٓا۟ أَسْلَمْنَا وَلَمَّا يَدْخُلِ ٱلْإِيمَـٰنُ فِى قُلُوبِكُمْ ۖ وَإِن تُطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ لَا يَلِتْكُم مِّنْ أَعْمَـٰلِكُمْ شَيْـًٔا ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌ 14. თქვეს ბედუინებმა: ვირწმუნეთო! უთხარი: „არ გირწმუნიათ, არამედ თქვით დავმორჩილდითო. რამეთუ ჯერ კიდევ არ შესულა რწმენა თქვენს გულებში; ხოლო თუ დაემორჩილებით ალლაჰსა და მის შუამავალს, არაფერს მოაკლებს თქვენს საქმეებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. إِنَّمَا ٱلْمُؤْمِنُونَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ثُمَّ لَمْ يَرْتَابُوا۟ وَجَـٰهَدُوا۟ بِأَمْوَ‌ٰلِهِمْ وَأَنفُسِهِمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلصَّـٰدِقُونَ 15. მორწმუნენი მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, მერე არ დაეჭვებულან და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე. სწორედ ისინი არიან მართალნი. قُلْ أَتُعَلِّمُونَ ٱللَّهَ بِدِينِكُمْ وَٱللَّهُ يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 16. უთხარი: განა თქვენ ასწავლით ალლაჰს თქვენს სარწმუნოებას? მაშინ, როცა ალლაჰმა იცის, რაც ცათა შინაა და და რაც ქვეყანასა ზედაა და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. يَمُنُّونَ عَلَيْكَ أَنْ أَسْلَمُوا۟ ۖ قُل لَّا تَمُنُّوا۟ عَلَىَّ إِسْلَـٰمَكُم ۖ بَلِ ٱللَّهُ يَمُنُّ عَلَيْكُمْ أَنْ هَدَىٰكُمْ لِلْإِيمَـٰنِ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 17. ისინი გაყვედრიან, რომ ისლამი მიიღეს. უთხარი: ნუ მაყვედრით, რომ დამორჩილდით, არამედ ალლაჰი იღებს თქვენზე წყალობას, რომ დაგადგინოთ რწმენისაკენ, თუკი მართალნი ხართ. إِنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ غَيْبَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 18. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, დაფარული ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც აკეთებთ.