46. სურა აჰყაფ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. تَنزِيلُ ٱلْكِتَـٰبِ مِنَ ٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَكِيمِ 2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰისაგან, ძლევამოსილისგან, ბრძენისგან. مَا خَلَقْنَا ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَآ إِلَّا بِٱلْحَقِّ وَأَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ۚ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ عَمَّآ أُنذِرُوا۟ مُعْرِضُونَ 3. არ გაგვიჩენია ცანი და დედამიწა და ის, რაც ამათ შორისაა, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებითა და განსაზღვრული ვადით. და რომელთაც არ ირწმუნეს, ზურგს აქცევენ იმას, რითაც შეაგონეს. قُلْ أَرَءَيْتُم مَّا تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ أَرُونِى مَاذَا خَلَقُوا۟ مِنَ ٱلْأَرْضِ أَمْ لَهُمْ شِرْكٌۭ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ ۖ ٱئْتُونِى بِكِتَـٰبٍۢ مِّن قَبْلِ هَـٰذَآ أَوْ أَثَـٰرَةٍۢ مِّنْ عِلْمٍ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 4. უთხარი: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით, ალლაჰის მაგივრად? მიჩვენეთ, მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ, ანდა იქნებ მათ წილი უდევთ ცათა შექმნაში? მომიტანეთ ერთი წიგნი მაინც უწინდელი ამისა (ყურანი), ანდა ცოდნის ნაკვალევი მაინც, თუკი მართალნი ხართ. وَمَنْ أَضَلُّ مِمَّن يَدْعُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ مَن لَّا يَسْتَجِيبُ لَهُۥٓ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ وَهُمْ عَن دُعَآئِهِمْ غَـٰفِلُونَ 5. და ვინ არის მასზე უფრო გზააბნეული, ვინც მოუხმობს ალლაჰის მაგივრად იმას, რომელიც ვერ შეისმენს მას აღდგომის დღემდე. და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ. وَإِذَا حُشِرَ ٱلنَّاسُ كَانُوا۟ لَهُمْ أَعْدَآءًۭ وَكَانُوا۟ بِعِبَادَتِهِمْ كَـٰفِرِينَ 6. და როცა შეიკრიბება ხალხი, იქნებიან მათი მტრები და იქნებიან მათი თაყვანისცემის უარმყოფნი. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتُنَا بَيِّنَـٰتٍۢ قَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِلْحَقِّ لَمَّا جَآءَهُمْ هَـٰذَا سِحْرٌۭ مُّبِينٌ 7. და როცა ეკითხებათ ჩვენი აიათები, ცხადად განმარტებულნი, ამბობენ ისინი, ვინც არ ირწმუნა იმ ჭეშმარიტებისა, რაც მიებოძათ - ეს ცხადი ჯადოქრობააო. أَمْ يَقُولُونَ ٱفْتَرَىٰهُ ۖ قُلْ إِنِ ٱفْتَرَيْتُهُۥ فَلَا تَمْلِكُونَ لِى مِنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا ۖ هُوَ أَعْلَمُ بِمَا تُفِيضُونَ فِيهِ ۖ كَفَىٰ بِهِۦ شَهِيدًۢا بَيْنِى وَبَيْنَكُمْ ۖ وَهُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 8. ანდა ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ მე შევთხზე იგი, მაშინ თქვენ ვერ დამიცავთ ალლაჰისაგან. იგი უკეთ უწყის იმას, რაშიც ხართ ჩაძირულნი. საკმარისია იგი მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის, რამეთუ იგი მიმტევებელი, მწყალობელია. قُلْ مَا كُنتُ بِدْعًۭا مِّنَ ٱلرُّسُلِ وَمَآ أَدْرِى مَا يُفْعَلُ بِى وَلَا بِكُمْ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰٓ إِلَىَّ وَمَآ أَنَا۠ إِلَّا نَذِيرٌۭ مُّبِينٌۭ 9. უთხარი: არ ვყოფილვარ პირველი შუამავალთაგან და არ ვიცი, რა მომელის მე ან თქვენ, რამუთე მივყვები მხოლოდ იმას, რაც ზეშთამეგონა და არავინა ვარ ცხადი შემეგონებელის გარდა. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِن كَانَ مِنْ عِندِ ٱللَّهِ وَكَفَرْتُم بِهِۦ وَشَهِدَ شَاهِدٌۭ مِّنۢ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ عَلَىٰ مِثْلِهِۦ فَـَٔامَنَ وَٱسْتَكْبَرْتُمْ ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 10. უთხარი: განა გიფიქრიათ, თუკი ეს (ყურანი) ალლაჰისგანაა და თქვენ არ ირწმუნეთ მისი, მაშინ, როცა ისრაელის ძეთაგან დაამოწმა მისი მსგავსი და ირწმუნა? თქვენ კი გამედიდურდით. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَوْ كَانَ خَيْرًۭا مَّا سَبَقُونَآ إِلَيْهِ ۚ وَإِذْ لَمْ يَهْتَدُوا۟ بِهِۦ فَسَيَقُولُونَ هَـٰذَآ إِفْكٌۭ قَدِيمٌۭ 11. უთხრეს მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, იმათ, რომელთაც ირწმუნეს: ნეტავ, ყოფილიყო ეს სიკეთე; ვერავინ დაგვასწრებდა მისკენო. და რადგან ვერ ჰპოვეს მისით ჭეშმარიტება, იტყვიან: ეს ძველი შეთხზულიაო. وَمِن قَبْلِهِۦ كِتَـٰبُ مُوسَىٰٓ إِمَامًۭا وَرَحْمَةًۭ ۚ وَهَـٰذَا كِتَـٰبٌۭ مُّصَدِّقٌۭ لِّسَانًا عَرَبِيًّۭا لِّيُنذِرَ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ وَبُشْرَىٰ لِلْمُحْسِنِينَ 12. და მასზე უწინ (მოვავლინეთ) წიგნი მუსასი, წინამძღოლად და წყალობად; და ეს წიგნი დამადასტურებლად არაბულ ენაზე, რათა შეაგონო მისით ისინი, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდნენ და სამახარობლოდ კეთილისმქმნელთათვის. إِنَّ ٱلَّذِينَ قَالُوا۟ رَبُّنَا ٱللَّهُ ثُمَّ ٱسْتَقَـٰمُوا۟ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 13. ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც თქვეს: ჩვენი ღმერთი ალლაჰიაო, მერე მტკიცედ დადგნენ, შიში არ ჰქონდეთ, და არც სადარდებელი. أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ خَـٰلِدِينَ فِيهَا جَزَآءًۢ بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 14. ისინი სამოთხის მკვიდრნი არიან, მარადიულად მასში, საზღაურად იმისა, რასაც აკეთებდნენ. وَوَصَّيْنَا ٱلْإِنسَـٰنَ بِوَ‌ٰلِدَيْهِ إِحْسَـٰنًا ۖ حَمَلَتْهُ أُمُّهُۥ كُرْهًۭا وَوَضَعَتْهُ كُرْهًۭا ۖ وَحَمْلُهُۥ وَفِصَـٰلُهُۥ ثَلَـٰثُونَ شَهْرًا ۚ حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ أَشُدَّهُۥ وَبَلَغَ أَرْبَعِينَ سَنَةًۭ قَالَ رَبِّ أَوْزِعْنِىٓ أَنْ أَشْكُرَ نِعْمَتَكَ ٱلَّتِىٓ أَنْعَمْتَ عَلَىَّ وَعَلَىٰ وَ‌ٰلِدَىَّ وَأَنْ أَعْمَلَ صَـٰلِحًۭا تَرْضَىٰهُ وَأَصْلِحْ لِى فِى ذُرِّيَّتِىٓ ۖ إِنِّى تُبْتُ إِلَيْكَ وَإِنِّى مِنَ ٱلْمُسْلِمِينَ 15. და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებისადმი. ატარა იგი დედამისმა ტანჯვით, ხოლო ფეხმძიმობა და ძუძუდან მოშორება ოცდაათ თვეს გრძელდება. ხოლო როცა მიაღწევს სრულწლოვანებას და ორმოცი წლისა გახდება, იტყვის: ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ ვიყო მადლიერი იმისათვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში. შენ გთხოვ შენდობას და მე ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ! أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ نَتَقَبَّلُ عَنْهُمْ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا۟ وَنَتَجَاوَزُ عَن سَيِّـَٔاتِهِمْ فِىٓ أَصْحَـٰبِ ٱلْجَنَّةِ ۖ وَعْدَ ٱلصِّدْقِ ٱلَّذِى كَانُوا۟ يُوعَدُونَ 16. სწორედ ისინი არიან სამოთხის ბინადარნი, რომელთაგანაც შევიწყნარებთ საუკეთესოს, რაც ჰქმნეს და მივუტევებთ თავიანთ სიავეებს, ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად, რომელიც აღთქმული ჰქონდათ. وَٱلَّذِى قَالَ لِوَ‌ٰلِدَيْهِ أُفٍّۢ لَّكُمَآ أَتَعِدَانِنِىٓ أَنْ أُخْرَجَ وَقَدْ خَلَتِ ٱلْقُرُونُ مِن قَبْلِى وَهُمَا يَسْتَغِيثَانِ ٱللَّهَ وَيْلَكَ ءَامِنْ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ فَيَقُولُ مَا هَـٰذَآ إِلَّآ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ 17. და ის, რომელმაც უთხრა თავის მშობლებს: უფფ თქვენ! განა მპირდებოდით, რომ მე ვიქნებოდი აღდგენილი, მაშინ, როცა გარდამხდარან თაობები ჩემზე უწინ? ხოლო ორივენი ალლაჰს შესთხოვენ: (და ეტყვიან შვილს) ვაი შენ, ირწმუნე, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია! და იტყვის იგი: ეს სხვა არაფერია, უწინდელთა ზღაპრების გარდა. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ حَقَّ عَلَيْهِمُ ٱلْقَوْلُ فِىٓ أُمَمٍۢ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِم مِّنَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا۟ خَـٰسِرِينَ 18. ისინი, რომელთა ზედაც ახდა სიტყვა იმ თაობებში, მათზე უწინ რომ გარდასულან ჯინთაგან და ადამიანთაგან, წაგებულნი აღმოჩნდნენ. وَلِكُلٍّۢ دَرَجَـٰتٌۭ مِّمَّا عَمِلُوا۟ ۖ وَلِيُوَفِّيَهُمْ أَعْمَـٰلَهُمْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 19. და ყველას აქვს ხარისხები იმისაგან, რაც გააკეთეს, რათა სრულად მიეგოთ მათ თავიანთი საქმეებისთვის და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. وَيَوْمَ يُعْرَضُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ عَلَى ٱلنَّارِ أَذْهَبْتُمْ طَيِّبَـٰتِكُمْ فِى حَيَاتِكُمُ ٱلدُّنْيَا وَٱسْتَمْتَعْتُم بِهَا فَٱلْيَوْمَ تُجْزَوْنَ عَذَابَ ٱلْهُونِ بِمَا كُنتُمْ تَسْتَكْبِرُونَ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَبِمَا كُنتُمْ تَفْسُقُونَ 20. და იმ დღეს ცეცხლის პირისპირ წარდგენილნი იქნებიან ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს: „განა თქვენ არ გალიეთ თქვენი სიკეთენი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ისარგებლეთ მათით. დღეს კი მოგეზღვებათ დამამცირებელი სასჯელი, იმის გამო, რომ იამპარტავნეთ ქვეყანაზე უსამართლოდ და იმის გამო, რომ ურჩობდით. وَٱذْكُرْ أَخَا عَادٍ إِذْ أَنذَرَ قَوْمَهُۥ بِٱلْأَحْقَافِ وَقَدْ خَلَتِ ٱلنُّذُرُ مِنۢ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِۦٓ أَلَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّا ٱللَّهَ إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 21. და გაიხსენე 'ადის ძმა, რომელმაც გააფრთხილა თავისი ხალხი აჰყაფიდან(ქვიშის ბორცვები), როცა უკვე განვლეს შემგონებლებმა მასზე უწინ და მის შემდგომ: თაყვანი ეცით ალლაჰს. მე მეშინია თქვენს გამო დიდებული დღის სასჯელისაო. قَالُوٓا۟ أَجِئْتَنَا لِتَأْفِكَنَا عَنْ ءَالِهَتِنَا فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 22. უთხრეს: განა იმისათვის მოხვედი, რომ დაგვაშორო ჩვენს ღვთაებებს? მაშ, მოგვიტანე რითაც გვაშინებ, თუკი ხარ მართალი. قَالَ إِنَّمَا ٱلْعِلْمُ عِندَ ٱللَّهِ وَأُبَلِّغُكُم مَّآ أُرْسِلْتُ بِهِۦ وَلَـٰكِنِّىٓ أَرَىٰكُمْ قَوْمًۭا تَجْهَلُونَ 23. უთხრა: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია. მე კი გადმოგცემთ იმას, რითაც წარმოვიგზავნე, რამეთუ გხედავთ თქვენ უმეცარ ხალხად. فَلَمَّا رَأَوْهُ عَارِضًۭا مُّسْتَقْبِلَ أَوْدِيَتِهِمْ قَالُوا۟ هَـٰذَا عَارِضٌۭ مُّمْطِرُنَا ۚ بَلْ هُوَ مَا ٱسْتَعْجَلْتُم بِهِۦ ۖ رِيحٌۭ فِيهَا عَذَابٌ أَلِيمٌۭ 24. და როცა დაინახეს იგი ღრუბლად, მიმავლად თავიანთი ხეობებისაკენ, თქვეს: ეს ღრუბელია, რომელიც წვიმას მოგვიტანსო. დიახ, იგი სწორედ ის არის, რასაც ასე მიესწრაფოდით: ქარია და სწორედ მასშია მტანველი სასჯელი. تُدَمِّرُ كُلَّ شَىْءٍۭ بِأَمْرِ رَبِّهَا فَأَصْبَحُوا۟ لَا يُرَىٰٓ إِلَّا مَسَـٰكِنُهُمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْقَوْمَ ٱلْمُجْرِمِينَ 25. ანადგურებს ყველაფერს თავისი ღმერთის ბრძანებით. ამგვარად, დილას იქცნენ უხილავებად, მათი საცხოვრებლების გარდა. ამგვარად ვუზღავთ ცოდვილ ხალხს. وَلَقَدْ مَكَّنَّـٰهُمْ فِيمَآ إِن مَّكَّنَّـٰكُمْ فِيهِ وَجَعَلْنَا لَهُمْ سَمْعًۭا وَأَبْصَـٰرًۭا وَأَفْـِٔدَةًۭ فَمَآ أَغْنَىٰ عَنْهُمْ سَمْعُهُمْ وَلَآ أَبْصَـٰرُهُمْ وَلَآ أَفْـِٔدَتُهُم مِّن شَىْءٍ إِذْ كَانُوا۟ يَجْحَدُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 26. და ვფიცავ, მათ მივეცით ისეთი ძალაუფლება დედამიწაზე, როგორიც თქვენთვისაც კი არ მოგვიცია. ვუბოძეთ მათ სმენა, მხედველობა და გული. და ვერაფერი უშველათ სმენამ, ვერც მათმა თვალებმა და ვერც გულებმა, რამეთუ ისინი უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და შეიპყრო ისინი იმან, რასაც დასცინოდნენ. وَلَقَدْ أَهْلَكْنَا مَا حَوْلَكُم مِّنَ ٱلْقُرَىٰ وَصَرَّفْنَا ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 27. და ვფიცავ, დავღუპეთ სოფლები თქვენს ირგვლივ და ნაწილ-ნაწილ განვუმარტეთ აიათები, რათა ეგებ დაბრუნებულიყვნენ. فَلَوْلَا نَصَرَهُمُ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ قُرْبَانًا ءَالِهَةًۢ ۖ بَلْ ضَلُّوا۟ عَنْهُمْ ۚ وَذَ‌ٰلِكَ إِفْكُهُمْ وَمَا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 28. და რატომ არ შეეწივნენ ისინი, რომლებიც დაიდგინეს ღვთაებებად ალლაჰის მაგივრად? არამედ ზურგი აქციეს მათ. ეს იყო მათი სიცრუე და ის, რასაც თვითონ თხზავდნენ. وَإِذْ صَرَفْنَآ إِلَيْكَ نَفَرًۭا مِّنَ ٱلْجِنِّ يَسْتَمِعُونَ ٱلْقُرْءَانَ فَلَمَّا حَضَرُوهُ قَالُوٓا۟ أَنصِتُوا۟ ۖ فَلَمَّا قُضِىَ وَلَّوْا۟ إِلَىٰ قَوْمِهِم مُّنذِرِينَ 29. და ვფიცავ, წარმოვგზავნეთ შენთან ერთად რამდენიმე ჯგუფი ჯინთაგან, რათა მოესმინათ ყურანი, და როდესაც წარსდგნენ მის წინაშე, თქვეს: მოუსმინეთ, და როცა გასრულდა(კითხვა) გამობრუნდნენ თავიანთ ხალხთან შემგონებლებად. قَالُوا۟ يَـٰقَوْمَنَآ إِنَّا سَمِعْنَا كِتَـٰبًا أُنزِلَ مِنۢ بَعْدِ مُوسَىٰ مُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ يَهْدِىٓ إِلَى ٱلْحَقِّ وَإِلَىٰ طَرِيقٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 30. და უთხრეს: ჰეი ჩვენო ხალხო, ჩვენ მოვისმინეთ წიგნი, რომელიც ზეგარგდმოევლინა მუსას შემდგომ, დამადასტურებლად იმისა, რაც მასზე უწინ იყო. იგი ადგენს ჭეშმარიტებისკენ და სწორი გზისკენ. يَـٰقَوْمَنَآ أَجِيبُوا۟ دَاعِىَ ٱللَّهِ وَءَامِنُوا۟ بِهِۦ يَغْفِرْ لَكُم مِّن ذُنُوبِكُمْ وَيُجِرْكُم مِّنْ عَذَابٍ أَلِيمٍۢ 31. ჰეი, ჩვენო ხალხო! „უპასუხეთ მხმობელს ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი, რომ გაპატიოთ თქვენი ცოდვები და დაგიფაროთ მტანჯველი სასჯელისგან. وَمَن لَّا يُجِبْ دَاعِىَ ٱللَّهِ فَلَيْسَ بِمُعْجِزٍۢ فِى ٱلْأَرْضِ وَلَيْسَ لَهُۥ مِن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءُ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍ 32. ის კი, ვინც არ შეისმენს ალლაჰის მხმობელს, ვერაფერს შეძლებს ქვეყანაზე და არა ჰყავს მას, მის გარდა მეოხნი. სწორედ ისინი არიან ცხად გზააბნევაში. أَوَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّ ٱللَّهَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَلَمْ يَعْىَ بِخَلْقِهِنَّ بِقَـٰدِرٍ عَلَىٰٓ أَن يُحْـِۧىَ ٱلْمَوْتَىٰ ۚ بَلَىٰٓ إِنَّهُۥ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 33. განა არ უფიქრიათ, რომ, ალლაჰია იგი, ვინც შექმნა ცანი და დედამიწა? და არ დაქანცულა მათი შექმნით, რომ შემძლეა გააცოცხლოს მკვდრებიც? დიახ, იგი ჭეშმარიტად, ყოვლისშემძლეა. وَيَوْمَ يُعْرَضُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ عَلَى ٱلنَّارِ أَلَيْسَ هَـٰذَا بِٱلْحَقِّ ۖ قَالُوا۟ بَلَىٰ وَرَبِّنَا ۚ قَالَ فَذُوقُوا۟ ٱلْعَذَابَ بِمَا كُنتُمْ تَكْفُرُونَ 34. და იმ დღეს, როცა წარდგენილ იქნებიან ისინი, ვინც არ ირწმუნა ცეცხლის წინაშე (ჰკითხავენ მათ): განა არ არის ეს ჭეშმარიტება? მიუგებენ: დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს! ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის გამო, რომ არ ირწმუნეთ. فَٱصْبِرْ كَمَا صَبَرَ أُو۟لُوا۟ ٱلْعَزْمِ مِنَ ٱلرُّسُلِ وَلَا تَسْتَعْجِل لَّهُمْ ۚ كَأَنَّهُمْ يَوْمَ يَرَوْنَ مَا يُوعَدُونَ لَمْ يَلْبَثُوٓا۟ إِلَّا سَاعَةًۭ مِّن نَّهَارٍۭ ۚ بَلَـٰغٌۭ ۚ فَهَلْ يُهْلَكُ إِلَّا ٱلْقَوْمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 35. შენ კი მოითმინე, როგორც მოითმინეს მტკიცე ნების მქონე შუამავლებმა და არ ითხოვო მათთვის დაჩქარება, რამეთუ იმ დღეს იხილავენ იმას, რაც აღეთქვათ, რომ მათ არ დაუყვიათ, გარდა მთელი დღის ერთი საათისა. (ეს ყურანი) ცნობარია. განა განადგურდება ვინმე, ურჩი ხალხის გარდა?