n ჯასიე

45. სურა ჯასიე
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. تَنزِيلُ ٱلْكِتَـٰبِ مِنَ ٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَكِيمِ 2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა. إِنَّ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّلْمُؤْمِنِينَ 3. ჭეშმარიტად, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სასწულებია მორწმუნეთათვის. وَفِى خَلْقِكُمْ وَمَا يَبُثُّ مِن دَآبَّةٍ ءَايَـٰتٌۭ لِّقَوْمٍۢ يُوقِنُونَ 4. და თქვენს გაჩენასა და იმაში, რაც მიმოასახლა ცოცხალი არსებებისგან, სასწაულებია ხალხისათვის, რომელსაც მტკიცედ სჯერა. وَٱخْتِلَـٰفِ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ وَمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ مِنَ ٱلسَّمَآءِ مِن رِّزْقٍۢ فَأَحْيَا بِهِ ٱلْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا وَتَصْرِيفِ ٱلرِّيَـٰحِ ءَايَـٰتٌۭ لِّقَوْمٍۢ يَعْقِلُونَ 5. დღისა და ღამის მონაცვლეობაში და იმაში, რაც ზეგარმოავლინა ალლაჰმა ციდან სარჩოსაგან და გააცოცხლა მისით მიწა მისი სიკვდილის შემდგომ; და ქართა მონაცვლეობაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ. تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِٱلْحَقِّ ۖ فَبِأَىِّ حَدِيثٍۭ بَعْدَ ٱللَّهِ وَءَايَـٰتِهِۦ يُؤْمِنُونَ 6. ეს არის ალლაჰის აიათები, რომელსაც გიკითხავთ შენ ჭეშმარიტებით. და ისინი ალლაჰის აიათების შემდგომ რომელ სიტყვას ირწმუნებენ? وَيْلٌۭ لِّكُلِّ أَفَّاكٍ أَثِيمٍۢ 7. ვაი ყველა მატყუარა ცოდვილს! يَسْمَعُ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ تُتْلَىٰ عَلَيْهِ ثُمَّ يُصِرُّ مُسْتَكْبِرًۭا كَأَن لَّمْ يَسْمَعْهَا ۖ فَبَشِّرْهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍۢ 8. რომელსაც ესმის ალლაჰის აიათები, მას რომ ეკითხება, მერე გაამპარტავნებული დაიჟინებს თავისას, თითოსდა ისინი არც სმენიაო. და სწორედ მას ახარე მტანჯველი სასჯელი! وَإِذَا عَلِمَ مِنْ ءَايَـٰتِنَا شَيْـًٔا ٱتَّخَذَهَا هُزُوًا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌۭ مُّهِينٌۭ 9. და თუ გაიგო ჩვენი აიათებიდან რაიმე, მასხრად იგდებს მათ. ჭეშმარიტად, სწორედ მათ მიეგებათ დამამცირებელი სასჯელი. مِّن وَرَآئِهِمْ جَهَنَّمُ ۖ وَلَا يُغْنِى عَنْهُم مَّا كَسَبُوا۟ شَيْـًۭٔا وَلَا مَا ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ أَوْلِيَآءَ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ 10. მათ უკან ჯოჯოხეთია. ვერაფერში არგებთ ის, რაც მოიხვეჭეს. და ვერც ის, რასაც იდგენდნენ მეოხად ალლაჰის მაგივრად, და სწორედ მათთვისაა დიადი სასჯელი. هَـٰذَا هُدًۭى ۖ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِمْ لَهُمْ عَذَابٌۭ مِّن رِّجْزٍ أَلِيمٌ 11. ეს არის ჭეშმარიტი გზა(ისლამი-თავჰიდი). და ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს თავიანთი ღმერთის აიათები, სწორედ მათ მიეგებათ მტანჯველი სასჯელი. ٱللَّهُ ٱلَّذِى سَخَّرَ لَكُمُ ٱلْبَحْرَ لِتَجْرِىَ ٱلْفُلْكُ فِيهِ بِأَمْرِهِۦ وَلِتَبْتَغُوا۟ مِن فَضْلِهِۦ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 12. ალლაჰია, ვინც დაგიმორჩილათ თქვენ ზღვა, რათა იცურონ მასზე ხომალდებმა, მისი ბრძანებით; რათა ეძიოთ მისი მადლი და რათა ეგების იყოთ მადლიერნი. وَسَخَّرَ لَكُم مَّا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا مِّنْهُ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 13. და დაგიმორჩილათ ყველაფერი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონიერი ხალხისათვის. قُل لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ يَغْفِرُوا۟ لِلَّذِينَ لَا يَرْجُونَ أَيَّامَ ٱللَّهِ لِيَجْزِىَ قَوْمًۢا بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 14. უთხარი მათ, რომელთაც ირწმუნეს, აპატიონ იმათ, რომელთაც ალლაჰის დღეთა(განკითხვის დღე) იმედი არა აქვთ, რათა უზღას მან ხალხს, რასაც იხვეჭდნენ. مَنْ عَمِلَ صَـٰلِحًۭا فَلِنَفْسِهِۦ ۖ وَمَنْ أَسَآءَ فَعَلَيْهَا ۖ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُمْ تُرْجَعُونَ 15. ვინც სიკეთე აღასრულა, თავისი თავის სასიკეთოდაა, ხოლო ვინც სიავეს ჩაიდენს, თავისი თავის საზიანოდაა. მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით დაბრუნებულნი. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحُكْمَ وَٱلنُّبُوَّةَ وَرَزَقْنَـٰهُم مِّنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ وَفَضَّلْنَـٰهُمْ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 16. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ ისრაელის ძეებს წიგნი, სიბრძე და შუამავლობა. სარჩოდ მივეცით სიკეთენი და გამოვარჩიეთ ისინი სამყაროსა ზედა. وَءَاتَيْنَـٰهُم بَيِّنَـٰتٍۢ مِّنَ ٱلْأَمْرِ ۖ فَمَا ٱخْتَلَفُوٓا۟ إِلَّا مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَهُمُ ٱلْعِلْمُ بَغْيًۢا بَيْنَهُمْ ۚ إِنَّ رَبَّكَ يَقْضِى بَيْنَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فِيمَا كَانُوا۟ فِيهِ يَخْتَلِفُونَ 17. ვუბოძეთ მათ ცხადი მტკიცებები ბრძანებისაგან. და არ უთანხმოებდნენ, თუ არა მხოლოდ იმის შემდგომ, რაც ცოდნა მიებოძათ, ერთმანეთის შურის გამო. შენი ღმერთი განჯის მათ შორის აღდგომის დღეს იმას, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. ثُمَّ جَعَلْنَـٰكَ عَلَىٰ شَرِيعَةٍۢ مِّنَ ٱلْأَمْرِ فَٱتَّبِعْهَا وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَآءَ ٱلَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ 18. შემდგომ ჩვენ დაგადგინეთ შენ სწორ გზაზე ბრძანებისგან. მიჰყევი მას და ნუ აჰყვები იმათ სურვილებს, რომელთაც არ იციან! إِنَّهُمْ لَن يُغْنُوا۟ عَنكَ مِنَ ٱللَّهِ شَيْـًۭٔا ۚ وَإِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ بَعْضُهُمْ أَوْلِيَآءُ بَعْضٍۢ ۖ وَٱللَّهُ وَلِىُّ ٱلْمُتَّقِينَ 19. ისინი ვერაფერში დაგეხმარებიან ალლაჰის წინაშე, და უეჭველად, უსამართლონი ერთმანეთის დამხმარენი არიან. ხოლო ალლაჰი კი ღვთისმოშიშთა შემწეა. هَـٰذَا بَصَـٰٓئِرُ لِلنَّاسِ وَهُدًۭى وَرَحْمَةٌۭ لِّقَوْمٍۢ يُوقِنُونَ 20. ეს არის მტკიცებულება კაცობრიობისთვის, ხელმძღვანელობა და წყალობა ხალხისათვის, რომელთაც მტკიცედ სჯერა. أَمْ حَسِبَ ٱلَّذِينَ ٱجْتَرَحُوا۟ ٱلسَّيِّـَٔاتِ أَن نَّجْعَلَهُمْ كَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ سَوَآءًۭ مَّحْيَاهُمْ وَمَمَاتُهُمْ ۚ سَآءَ مَا يَحْكُمُونَ 21. განა ფიქრობენ ისინი, ვინც სიავეს სჩადიოდა, რომ დავადგენთ მათაც ისევე, როგორც იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა? და რომ ერთნაირი იქნებოდა მათი სიცოცხლე და სიკვდილი?! რა ავია მათი განაჩენი! وَخَلَقَ ٱللَّهُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ وَلِتُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍۭ بِمَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 22. გააჩინა ალლაჰმა ცანი და ქვეყანა ჭეშმარიტებით, რათა უზღას ყოველ სულს, რაც მოიხვეჭა, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. أَفَرَءَيْتَ مَنِ ٱتَّخَذَ إِلَـٰهَهُۥ هَوَىٰهُ وَأَضَلَّهُ ٱللَّهُ عَلَىٰ عِلْمٍۢ وَخَتَمَ عَلَىٰ سَمْعِهِۦ وَقَلْبِهِۦ وَجَعَلَ عَلَىٰ بَصَرِهِۦ غِشَـٰوَةًۭ فَمَن يَهْدِيهِ مِنۢ بَعْدِ ٱللَّهِ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 23. განა არ გინახავს ის, ვინც დაიდგინა ღვთაებად თავისი ვნება? ცოდნის მიუხედავად აცდუნა იგი ალლაჰმა, დაახშო მისი სმენა, გული და დაუდგინა თვალებზე საბურველი. ხოლო ვინ დაადგენს სწორ გზაზე ალლაჰის შემდგომ?! განა ვერ კეთილგანსჯით?! وَقَالُوا۟ مَا هِىَ إِلَّا حَيَاتُنَا ٱلدُّنْيَا نَمُوتُ وَنَحْيَا وَمَا يُهْلِكُنَآ إِلَّا ٱلدَّهْرُ ۚ وَمَا لَهُم بِذَ‌ٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَظُنُّونَ 24. და თქვეს: ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებაა. ვცოცხლობთ და ვკვდებით და არაფერი გვკლავს, გარდა დროისაო. მათ კი ამის მცირედი ცოდნაც არა აქვთ, რადგან ისინი მხოლოდ ეჭვობენ. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتُنَا بَيِّنَـٰتٍۢ مَّا كَانَ حُجَّتَهُمْ إِلَّآ أَن قَالُوا۟ ٱئْتُوا۟ بِـَٔابَآئِنَآ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 25. და როცა ეკითხებათ მათ ჩვენი აიათები, ცხადად განმარტებული, არაფერია მათი საბუთი, იმის გარდა, რომ იტყვიან: მოგვიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი მართალნი ხართო! قُلِ ٱللَّهُ يُحْيِيكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يَجْمَعُكُمْ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ لَا رَيْبَ فِيهِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 26. უთხარი: ალლაჰი გაცოცხლებთ, მერე მოგაკვდინებთ, მერე შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. თუმცაღა ხალხის უმეტესობამ არ იცის. وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَيَوْمَ تَقُومُ ٱلسَّاعَةُ يَوْمَئِذٍۢ يَخْسَرُ ٱلْمُبْطِلُونَ 27. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმ დღეს, როცა დადგება საათი... სწორედ იმ დღეს წააგებენ ამაოსმყოფელნი. وَتَرَىٰ كُلَّ أُمَّةٍۢ جَاثِيَةًۭ ۚ كُلُّ أُمَّةٍۢ تُدْعَىٰٓ إِلَىٰ كِتَـٰبِهَا ٱلْيَوْمَ تُجْزَوْنَ مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 28. და შენ იხილავ ყოველ თემს მუხლმოყრილს. ყოველი თემი მიხმობილ იქნება თავის წიგნთან: დღეს მოგეზღვებათ იმისათვის, რასაც აკეთებდით. هَـٰذَا كِتَـٰبُنَا يَنطِقُ عَلَيْكُم بِٱلْحَقِّ ۚ إِنَّا كُنَّا نَسْتَنسِخُ مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 29. სწორედ ეს ჩვენი წიგნი ამეტყველდება თქვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტებით, რამეთუ ჩვენ აღვნუსხავდით იმას, რასაც აკეთებდით. فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فَيُدْخِلُهُمْ رَبُّهُمْ فِى رَحْمَتِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْمُبِينُ 30. ხოლო იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა... შეიყვანს მათი ღმერთი მოწყალებაში. სწორედ ეს არის აშკარა მიღწევა. وَأَمَّا ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَفَلَمْ تَكُنْ ءَايَـٰتِى تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَٱسْتَكْبَرْتُمْ وَكُنتُمْ قَوْمًۭا مُّجْرِمِينَ 31. ისინი კი, რომელთაც არ ირწმუნეს: განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები, თქვენ კი გამედიდურდით და იყავით ცოდვილი ხალხი. وَإِذَا قِيلَ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ وَٱلسَّاعَةُ لَا رَيْبَ فِيهَا قُلْتُم مَّا نَدْرِى مَا ٱلسَّاعَةُ إِن نَّظُنُّ إِلَّا ظَنًّۭا وَمَا نَحْنُ بِمُسْتَيْقِنِينَ 32. და როცა ითქვა: ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია და საათი, ეჭვი არ არის მასშიო, თქვით: არ ვიცით რა არის საათი, რამეთუ ვეჭვობთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და სულაც არა ვართ დარწმუნებულნიო. وَبَدَا لَهُمْ سَيِّـَٔاتُ مَا عَمِلُوا۟ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 33. და გამომჟღავნდება სიავენი, რაც გააკეთეს, და გარემოიცავს იგი, რასაც დასცინოდნენ. وَقِيلَ ٱلْيَوْمَ نَنسَىٰكُمْ كَمَا نَسِيتُمْ لِقَآءَ يَوْمِكُمْ هَـٰذَا وَمَأْوَىٰكُمُ ٱلنَّارُ وَمَا لَكُم مِّن نَّـٰصِرِينَ 34. და ითქმება: დღეს დაგივიწყებთ ისევე, როგორც დაივიწყეთ ეს შეხვედრა თქვენი დღევანდელი. თავშესაფრად გექნებათ ცეცხლი და არ გეყოლებათ შემწე. ذَ‌ٰلِكُم بِأَنَّكُمُ ٱتَّخَذْتُمْ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ هُزُوًۭا وَغَرَّتْكُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا ۚ فَٱلْيَوْمَ لَا يُخْرَجُونَ مِنْهَا وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ 35. ეს იმიტომ, რომ ალლაჰის აიათები დაიდგინეთ სამასხროდ და გაცდუნათ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. დღეს იქიდან ვერ შეძლებენ თავის დაღწევას და არც მათი სინანული მიიღება. فَلِلَّهِ ٱلْحَمْدُ رَبِّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَرَبِّ ٱلْأَرْضِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 36. და ქება-დიდება ალლაჰს, ღმერთს ცათა და ქვეყნისა, ღმერთს სამყაროთა. وَلَهُ ٱلْكِبْرِيَآءُ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 37. და მას ეკუთვნის განდიდებანი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. სწორედ იგია ძლევამოსილი,ბრძენი.