n ზუხრუფ

43. სურა ზუხრუფ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. وَٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُبِينِ 2. ვფიცავ ცხად წიგნს! إِنَّا جَعَلْنَـٰهُ قُرْءَ‌ٰنًا عَرَبِيًّۭا لَّعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 3. ჭეშმარიტად, ჩვენ დავადგინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა ეგების გონებას მოუხმოთ. وَإِنَّهُۥ فِىٓ أُمِّ ٱلْكِتَـٰبِ لَدَيْنَا لَعَلِىٌّ حَكِيمٌ 4. ჭეშმარიტად, იგი დედა წიგნშია, ჩვენს წიაღ, ამაღლებულია, ბრძენი. أَفَنَضْرِبُ عَنكُمُ ٱلذِّكْرَ صَفْحًا أَن كُنتُمْ قَوْمًۭا مُّسْرِفِينَ 5. განა შევწყვეტთ შეხსენებას იმის გამო, რომ თქვენ ზღვარგასული ხალხი ხართ? وَكَمْ أَرْسَلْنَا مِن نَّبِىٍّۢ فِى ٱلْأَوَّلِينَ 6. და რამდენი წარმოგვიგზავნია შაუმავლები გარდასულებში. وَمَا يَأْتِيهِم مِّن نَّبِىٍّ إِلَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 7. და არც ერთი შუამავალიც არ მისულა მათთან ისე, რომ მასხრად არ აეგდოთ. فَأَهْلَكْنَآ أَشَدَّ مِنْهُم بَطْشًۭا وَمَضَىٰ مَثَلُ ٱلْأَوَّلِينَ 8. და დავღუპეთ მათზე უფრო მტკიცე ძლევამოსილებით, და გარდახდა უკვე პირველთა მაგალითი. وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّنْ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ لَيَقُولُنَّ خَلَقَهُنَّ ٱلْعَزِيزُ ٱلْعَلِيمُ 9. და თუ მათ ჰკითხავ, ვინ გააჩინა ცანი და მიწაო, უსათუოდ გიპასუხებენ: გააჩინა ისინი ძლევამოსილმა, ყოვლისმცოდნემო. ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ مَهْدًۭا وَجَعَلَ لَكُمْ فِيهَا سُبُلًۭا لَّعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ 10. რომელმაც დაგიდგინათ დედამიწა სარეცლად და დაადგინა თქვენთვის მასში გზები, რათა ეგების ჭეშმარიტი გზით იაროთ. وَٱلَّذِى نَزَّلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۢ بِقَدَرٍۢ فَأَنشَرْنَا بِهِۦ بَلْدَةًۭ مَّيْتًۭا ۚ كَذَ‌ٰلِكَ تُخْرَجُونَ 11. და რომელმაც გარდმოავლინა წყალი ზომიერად. და მისით გავაცოცხლეთ მკვდარი მიწა. ამგვარად აღმოცენდებით. وَٱلَّذِى خَلَقَ ٱلْأَزْوَ‌ٰجَ كُلَّهَا وَجَعَلَ لَكُم مِّنَ ٱلْفُلْكِ وَٱلْأَنْعَـٰمِ مَا تَرْكَبُونَ 12. რომელმაც გააჩინა ყველანაირი წყვილად და დაადგინა თქვენთვის ხომალდთაგან და საქონელთაგან, რაზედაც სხდებით. لِتَسْتَوُۥا۟ عَلَىٰ ظُهُورِهِۦ ثُمَّ تَذْكُرُوا۟ نِعْمَةَ رَبِّكُمْ إِذَا ٱسْتَوَيْتُمْ عَلَيْهِ وَتَقُولُوا۟ سُبْحَـٰنَ ٱلَّذِى سَخَّرَ لَنَا هَـٰذَا وَمَا كُنَّا لَهُۥ مُقْرِنِينَ 13. რათა ამხედრდეთ მათ ზურგზე, მერე კი გაიხსენოთ მოწყალება თქვენი ღმერთისაგან, როცა მასზე ამხედრდებით და თქვათ: დიდება მას, ვინც დაგვიმორჩილა ჩვენ ეს, რამეთუ ჩვენ ვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას. وَإِنَّآ إِلَىٰ رَبِّنَا لَمُنقَلِبُونَ 14. ჭეშმარიტად, ჩვენს ღმერთთან დავბრუნდებით. وَجَعَلُوا۟ لَهُۥ مِنْ عِبَادِهِۦ جُزْءًا ۚ إِنَّ ٱلْإِنسَـٰنَ لَكَفُورٌۭ مُّبِينٌ 15. და დაადგინეს მის ნაწილად მისივე მსახურთაგან. ადამიანი აშკარა უმადურია. أَمِ ٱتَّخَذَ مِمَّا يَخْلُقُ بَنَاتٍۢ وَأَصْفَىٰكُم بِٱلْبَنِينَ 16. განა მან (ალლაჰმა) დაიდგინა ასულები გაჩენილთაგან, და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ? وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُم بِمَا ضَرَبَ لِلرَّحْمَـٰنِ مَثَلًۭا ظَلَّ وَجْهُهُۥ مُسْوَدًّۭا وَهُوَ كَظِيمٌ 17. და როცა მიახარებენ რომელიმე მათგანს იმას, რაც მან მიაწერა მოწყალეს, სახე შავად დაეფარება სიბრაზის გამო. أَوَمَن يُنَشَّؤُا۟ فِى ٱلْحِلْيَةِ وَهُوَ فِى ٱلْخِصَامِ غَيْرُ مُبِينٍۢ 18. განა ის, ვინც იზრდება სინაზეში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში? وَجَعَلُوا۟ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ ٱلَّذِينَ هُمْ عِبَـٰدُ ٱلرَّحْمَـٰنِ إِنَـٰثًا ۚ أَشَهِدُوا۟ خَلْقَهُمْ ۚ سَتُكْتَبُ شَهَـٰدَتُهُمْ وَيُسْـَٔلُونَ 19. და დაადგინეს მათ ანგელოზები მდედრებად, რომლებიც მოწყალის მსახურნი არიან. განა მოწმენი იყვნენ მათი გაჩენისა? ჩაიწერება მათი მოწმეობა და მოეკითხებათ. وَقَالُوا۟ لَوْ شَآءَ ٱلرَّحْمَـٰنُ مَا عَبَدْنَـٰهُم ۗ مَّا لَهُم بِذَ‌ٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ 20. თქვეს: რომ ენებებინა მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით მათო! - მათ არ გააჩნიათ ცოდნა ამისა, რამეთუ ისინი მხოლოდ იგობებენ. أَمْ ءَاتَيْنَـٰهُمْ كِتَـٰبًۭا مِّن قَبْلِهِۦ فَهُم بِهِۦ مُسْتَمْسِكُونَ 21. ან ვუბოძეთ მათ წიგნი მასზე უწინ და ისინი მას მოსჭიდებიან?! بَلْ قَالُوٓا۟ إِنَّا وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا عَلَىٰٓ أُمَّةٍۢ وَإِنَّا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم مُّهْتَدُونَ 22. დიახ, თქვეს მათ: ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე, და ჩვენ მათ კვალდაკვალ, წრფელი გზით მივდივართო. وَكَذَ‌ٰلِكَ مَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ فِى قَرْيَةٍۢ مِّن نَّذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَآ إِنَّا وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا عَلَىٰٓ أُمَّةٍۢ وَإِنَّا عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِم مُّقْتَدُونَ 23. და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია შენზე უწინ რომელიმე ქალაქში ერთი შემგონებელიც კი ისე, რომ არ ეთქვათ ფუფუნებით განებივრებულებთ: ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ამ რელიგიაზე და ჩვენ მათ კვალდაკვალ მივდივართო. قَـٰلَ أَوَلَوْ جِئْتُكُم بِأَهْدَىٰ مِمَّا وَجَدتُّمْ عَلَيْهِ ءَابَآءَكُمْ ۖ قَالُوٓا۟ إِنَّا بِمَآ أُرْسِلْتُم بِهِۦ كَـٰفِرُونَ 24. უთხარი: მაშინაც, თუკი მოვიდოდი იმაზე უფრო სწორი გზით, რაზეც თქვენი მამები ჰპოვეთო?! თქვეს: ჩვენ, რითაც შენ წარმოგზავნილხარ, იმის არა გვწამსო. فَٱنتَقَمْنَا مِنْهُمْ ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُكَذِّبِينَ 25. და დავსაჯეთ ისინი, და შეხედე, როგორი იყო მატყუარების აღსასრული. وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِيمُ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِۦٓ إِنَّنِى بَرَآءٌۭ مِّمَّا تَعْبُدُونَ 26. და უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და ხალხს: მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ ეთაყვანებით. إِلَّا ٱلَّذِى فَطَرَنِى فَإِنَّهُۥ سَيَهْدِينِ 27. იმის გარდა, ვინც შემქმნა, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე. وَجَعَلَهَا كَلِمَةًۢ بَاقِيَةًۭ فِى عَقِبِهِۦ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 28. და დაადგინა იგი მარადიულ სიტყვად მის შთამომავლებში, რათა ეგების დაბრუნდნენ. بَلْ مَتَّعْتُ هَـٰٓؤُلَآءِ وَءَابَآءَهُمْ حَتَّىٰ جَآءَهُمُ ٱلْحَقُّ وَرَسُولٌۭ مُّبِينٌۭ 29. დიახ, მე დავატკბე სიკეთით ესენიც და მათი მამებიც, ვიდრე მიუვიდოდათ ჭეშმარიტება და ცხადი შუამავალი. وَلَمَّا جَآءَهُمُ ٱلْحَقُّ قَالُوا۟ هَـٰذَا سِحْرٌۭ وَإِنَّا بِهِۦ كَـٰفِرُونَ 30. ხოლო როცა მიუვიდათ ჭეშმარიტება, თქვეს: ეს ცხადი ჯადოქრობაა და ჩვენ მის მიმართ ურწმუნონი ვართო. وَقَالُوا۟ لَوْلَا نُزِّلَ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانُ عَلَىٰ رَجُلٍۢ مِّنَ ٱلْقَرْيَتَيْنِ عَظِيمٍ 31. და თქვეს: ნეტავ, რატომ არ ზეგარდმოევლინა ეს ყურანი რომელიმე დიდებულ კაცზე ამ ორი ქალაქიდან? أَهُمْ يَقْسِمُونَ رَحْمَتَ رَبِّكَ ۚ نَحْنُ قَسَمْنَا بَيْنَهُم مَّعِيشَتَهُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۚ وَرَفَعْنَا بَعْضَهُمْ فَوْقَ بَعْضٍۢ دَرَجَـٰتٍۢ لِّيَتَّخِذَ بَعْضُهُم بَعْضًۭا سُخْرِيًّۭا ۗ وَرَحْمَتُ رَبِّكَ خَيْرٌۭ مِّمَّا يَجْمَعُونَ 32. განა ისინი ანაწილებენ წყალობას შენი ღმერთისას? - ჩვენ დავანაწილეთ მათ შორის სარჩო ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ავამაღლეთ ზოგი მათგანი ზოგიერთზე ხარისხებით, რათა მათმა ერთმა ნაწილმა მეორეს ემსახუროს. შენი ღმერთის წყალობა უკეთესია იმაზე, რასაც აგროვებენ. وَلَوْلَآ أَن يَكُونَ ٱلنَّاسُ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ لَّجَعَلْنَا لِمَن يَكْفُرُ بِٱلرَّحْمَـٰنِ لِبُيُوتِهِمْ سُقُفًۭا مِّن فِضَّةٍۢ وَمَعَارِجَ عَلَيْهَا يَظْهَرُونَ 33. და რომ არ ყოფილიყო ხალხი ერთიანი თემი, ჩვენ დავუდგენდით ვერცხლის სახურავებს იმათ, ვინც არ ირწმუნა მოწყალე, რომელზედაც ავიდოდნენ. وَلِبُيُوتِهِمْ أَبْوَ‌ٰبًۭا وَسُرُرًا عَلَيْهَا يَتَّكِـُٔونَ 34. ასევე მათ სახლებს, კარებს და სავარძლებს, რომლებზედაც წამოწვებოდნენ. وَزُخْرُفًۭا ۚ وَإِن كُلُّ ذَ‌ٰلِكَ لَمَّا مَتَـٰعُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۚ وَٱلْـَٔاخِرَةُ عِندَ رَبِّكَ لِلْمُتَّقِينَ 35. ასევე ოქროს. თუმცა ეს ყველაფერი მიწიერი ცხოვრების საბადებელია, ხოლო საიქიო შენი ღმერთის წიაღ, ღვთისმოშიშთათვისაა. وَمَن يَعْشُ عَن ذِكْرِ ٱلرَّحْمَـٰنِ نُقَيِّضْ لَهُۥ شَيْطَـٰنًۭا فَهُوَ لَهُۥ قَرِينٌۭ 36. და ის, ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას, მივუჩენთ მას ეშმაკს, და იგი გახდება მისი მეგობარი. وَإِنَّهُمْ لَيَصُدُّونَهُمْ عَنِ ٱلسَّبِيلِ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُم مُّهْتَدُونَ 37. ისინი ააცდენენ მათ გზიდან და იფიქრებენ, რომ სწორი გზით მიდიან. حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَنَا قَالَ يَـٰلَيْتَ بَيْنِى وَبَيْنَكَ بُعْدَ ٱلْمَشْرِقَيْنِ فَبِئْسَ ٱلْقَرِينُ 38. ხოლო როცა მოვა ჩვენთან იტყვის: ნეტავ, ჩემსა და შენს შორის იყოს მანძილი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, და რა ცუდი მეგობარი ხარ! وَلَن يَنفَعَكُمُ ٱلْيَوْمَ إِذ ظَّلَمْتُمْ أَنَّكُمْ فِى ٱلْعَذَابِ مُشْتَرِكُونَ 39. და რაკი უსამართლოდ იქცეოდით, აღარ გარგებთ დღეს ის, რომ თქვენ სასჯელში ხართ თანაზიარნი. أَفَأَنتَ تُسْمِعُ ٱلصُّمَّ أَوْ تَهْدِى ٱلْعُمْىَ وَمَن كَانَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 40. განა შენ შეასმენ ყრუს, ან უწინამძღვრებ ბრმასა და იმას, ვინც აშკარა გზააბნევაშია? فَإِمَّا نَذْهَبَنَّ بِكَ فَإِنَّا مِنْهُم مُّنتَقِمُونَ 41. და თუ ჩვენ წაგიყვანთ შენ, მათზე შურს ვიძიებთ. أَوْ نُرِيَنَّكَ ٱلَّذِى وَعَدْنَـٰهُمْ فَإِنَّا عَلَيْهِم مُّقْتَدِرُونَ 42. ან უსათუოდ გიჩვენებთ იმას, რაც მათ აღვუთქვით და, ჭეშმარიტად, ჩვენ ეს შეგვიძლია. فَٱسْتَمْسِكْ بِٱلَّذِىٓ أُوحِىَ إِلَيْكَ ۖ إِنَّكَ عَلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 43. და მოეჭიდე იმას, რაც ზეშთაგეგონა. ჭეშმარიტად, შენ სწორ გზაზე ხარ. وَإِنَّهُۥ لَذِكْرٌۭ لَّكَ وَلِقَوْمِكَ ۖ وَسَوْفَ تُسْـَٔلُونَ 44. ხოლო იგი(ყურანი) შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისათვის, და თქვენ ამის შემდგომ მოგეკითხებათ. وَسْـَٔلْ مَنْ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رُّسُلِنَآ أَجَعَلْنَا مِن دُونِ ٱلرَّحْمَـٰنِ ءَالِهَةًۭ يُعْبَدُونَ 45. და ჰკითხე მათ, ვინც წარმოვგზავნეთ შენზე უწინ შუამავალთაგან, განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა? وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَآ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦ فَقَالَ إِنِّى رَسُولُ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 46. და ვფიცავ, წარვაგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და მის ხალხთან და უთხრა: ჭეშმარიტად, მე ვარ სამყაროთა ღმერთის შუამავალიო. فَلَمَّا جَآءَهُم بِـَٔايَـٰتِنَآ إِذَا هُم مِّنْهَا يَضْحَكُونَ 47. და როცა მიუტანა ჩვენი სასწაულები, ისინი მასზე იცინოდნენ. وَمَا نُرِيهِم مِّنْ ءَايَةٍ إِلَّا هِىَ أَكْبَرُ مِنْ أُخْتِهَا ۖ وَأَخَذْنَـٰهُم بِٱلْعَذَابِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 48. და მათთვის ერთი სასწაულიც არ გვიჩვენებია, რომ იგი უფრო დიდი არ ყოფილიყო, ვიდრე მისი წინამორბედი. და დავატეხეთ მათ სასჯელი, რათა ეგების უკან დაბრუნებულიყვნენ. وَقَالُوا۟ يَـٰٓأَيُّهَ ٱلسَّاحِرُ ٱدْعُ لَنَا رَبَّكَ بِمَا عَهِدَ عِندَكَ إِنَّنَا لَمُهْتَدُونَ 49. უთხრეს: ჰეი ჯადოქარო! სთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს ის, რა აღთქმაც დაუდია შენთვის. ჩვენ მაშინ ვიქნებით სწორი გზით მავალიო. فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُمُ ٱلْعَذَابَ إِذَا هُمْ يَنكُثُونَ 50. და როცა ავაცილეთ სასჯელი, მათ დაარღვიეს. وَنَادَىٰ فِرْعَوْنُ فِى قَوْمِهِۦ قَالَ يَـٰقَوْمِ أَلَيْسَ لِى مُلْكُ مِصْرَ وَهَـٰذِهِ ٱلْأَنْهَـٰرُ تَجْرِى مِن تَحْتِىٓ ۖ أَفَلَا تُبْصِرُونَ 51. და დაიძახა ფარაონმა თავის ხალხში და თქვა: ჰეი ჩემო ხალხო, განა არ მაქვს მე ხელმწიფება ეგვიპტისა და ეს მდინარენი მოედინებიან ჩემს ფეხქვეშ, განა ვერ ხედავთ? أَمْ أَنَا۠ خَيْرٌۭ مِّنْ هَـٰذَا ٱلَّذِى هُوَ مَهِينٌۭ وَلَا يَكَادُ يُبِينُ 52. ან განა არა ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, რომელიც ძლივს მეტყველებს?! فَلَوْلَآ أُلْقِىَ عَلَيْهِ أَسْوِرَةٌۭ مِّن ذَهَبٍ أَوْ جَآءَ مَعَهُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ مُقْتَرِنِينَ 53. და ოქროს სამაჯურები მაინც კეთებოდა, ანდა მასთან ერთად მოსულიყვნენ ანგელოზებიო. فَٱسْتَخَفَّ قَوْمَهُۥ فَأَطَاعُوهُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمًۭا فَـٰسِقِينَ 54. და გააბრიყვა თავისი ხალხი და ისინიც მას დაემორჩილნენ. ისინი ურჩი ხალხი იყვნენ. فَلَمَّآ ءَاسَفُونَا ٱنتَقَمْنَا مِنْهُمْ فَأَغْرَقْنَـٰهُمْ أَجْمَعِينَ 55. ბოლოს და ბოლოს განგვარისხეს, შური ვიძიეთ მათზე და დავახრჩეთ ერთიანად. فَجَعَلْنَـٰهُمْ سَلَفًۭا وَمَثَلًۭا لِّلْـَٔاخِرِينَ 56. და დავადგინეთ ისინი გარდასულად და მაგალითად შემდგომთათვის. وَلَمَّا ضُرِبَ ٱبْنُ مَرْيَمَ مَثَلًا إِذَا قَوْمُكَ مِنْهُ يَصِدُّونَ 57. და როცა მოყვანილ იქნა ძე მარიამისა მაგალითად, მაშინ შენი ხალხი ხმამამაღლა იცონოდა. وَقَالُوٓا۟ ءَأَـٰلِهَتُنَا خَيْرٌ أَمْ هُوَ ۚ مَا ضَرَبُوهُ لَكَ إِلَّا جَدَلًۢا ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ خَصِمُونَ 58. და თქვეს: ჩვენი ღვთაებები უკეთესნი არიან თუ იგი? ის შენ მოგიტანეს, მხოლოდ საკამათოდ. დიახ, ისინი მოკამათე ხალხია. إِنْ هُوَ إِلَّا عَبْدٌ أَنْعَمْنَا عَلَيْهِ وَجَعَلْنَـٰهُ مَثَلًۭا لِّبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 59. იგი მხოლოდ ჩვენი მსახურია, რომელსაც წყალობა ვუბოძეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის. وَلَوْ نَشَآءُ لَجَعَلْنَا مِنكُم مَّلَـٰٓئِكَةًۭ فِى ٱلْأَرْضِ يَخْلُفُونَ 60. და რომ გვენება, დავადგენდით დედამიწაზე თქვენს ნაცვლად ანგელოზებს, რომელნიც ნაცვალნი (ხალიფა) იქნებოდნენ. وَإِنَّهُۥ لَعِلْمٌۭ لِّلسَّاعَةِ فَلَا تَمْتَرُنَّ بِهَا وَٱتَّبِعُونِ ۚ هَـٰذَا صِرَ‌ٰطٌۭ مُّسْتَقِيمٌۭ 61. ჭეშმარიტად, იგი(იესო/'ისა) არის ცოდნა საათისა. ნუ დაეჭვდებით მასში და მომყევით მე. ეს არის ჭეშმარიტი გზა. وَلَا يَصُدَّنَّكُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ ۖ إِنَّهُۥ لَكُمْ عَدُوٌّۭ مُّبِينٌۭ 62. და ნუ აგაცდენთ გზას შაიტანი, ჭეშმარიტად, იგი თქვენი აშკარა მტერია. وَلَمَّا جَآءَ عِيسَىٰ بِٱلْبَيِّنَـٰتِ قَالَ قَدْ جِئْتُكُم بِٱلْحِكْمَةِ وَلِأُبَيِّنَ لَكُم بَعْضَ ٱلَّذِى تَخْتَلِفُونَ فِيهِ ۖ فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 63. და როცა მოვიდა 'ისა ცხადი მტკიცებებით, თქვა: მე მოვედი თქვენთან სიბრძნით და რათა ნათელ-ვყო ზოგი რამე, რაზედაც უთანხმოება გაქვთ. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ! إِنَّ ٱللَّهَ هُوَ رَبِّى وَرَبُّكُمْ فَٱعْبُدُوهُ ۚ هَـٰذَا صِرَ‌ٰطٌۭ مُّسْتَقِيمٌۭ 64. ჭეშმარიტად, ალლაჰია ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიც. თაყვანი ეცით მას, ეს არის ჭეშმარიტი გზა! فَٱخْتَلَفَ ٱلْأَحْزَابُ مِنۢ بَيْنِهِمْ ۖ فَوَيْلٌۭ لِّلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مِنْ عَذَابِ يَوْمٍ أَلِيمٍ 65. ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ. და ვაი მათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, მტანჯველი დღის სასჯელისგან. هَلْ يَنظُرُونَ إِلَّا ٱلسَّاعَةَ أَن تَأْتِيَهُم بَغْتَةًۭ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 66. ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც დაუდგებათ მოულოდნელად და ისინი ვერ იგრძნობენ. ٱلْأَخِلَّآءُ يَوْمَئِذٍۭ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ إِلَّا ٱلْمُتَّقِينَ 67. გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთმანეთის მტრები იქნებიან, გარდა ღვთისმოშიშთა. يَـٰعِبَادِ لَا خَوْفٌ عَلَيْكُمُ ٱلْيَوْمَ وَلَآ أَنتُمْ تَحْزَنُونَ 68. ჰეი ჩემო მსახურებო! შიში არ გქონდეთ დღეს და არც დამწუხრდეთ. ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَكَانُوا۟ مُسْلِمِينَ 69. რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები! ٱدْخُلُوا۟ ٱلْجَنَّةَ أَنتُمْ وَأَزْوَ‌ٰجُكُمْ تُحْبَرُونَ 70. შედით სამოთხეში თქვენ და თქვენი მეუღლენი, სადაც ნეტარ იქნებით. يُطَافُ عَلَيْهِم بِصِحَافٍۢ مِّن ذَهَبٍۢ وَأَكْوَابٍۢ ۖ وَفِيهَا مَا تَشْتَهِيهِ ٱلْأَنفُسُ وَتَلَذُّ ٱلْأَعْيُنُ ۖ وَأَنتُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 71. ჩამოუტარებენ მათ იქ (სასმელს) ოქროს თასებითა და საწმისებით. და მასშია, რასაც ისურვებენ სულნი და რითაც დატკბებიან თვალნი. და იქ თქვენ იქნებით მარადიულად. وَتِلْكَ ٱلْجَنَّةُ ٱلَّتِىٓ أُورِثْتُمُوهَا بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 72. ეს არის სამოთხე, რომელიც მემკვიდრეობად მიიღეთ იმის გამო, რასაც აკეთებდით. لَكُمْ فِيهَا فَـٰكِهَةٌۭ كَثِيرَةٌۭ مِّنْهَا تَأْكُلُونَ 73. და მასში თქვენ გექნებათ მრავალი ნაყოფი, რომლისგანაც შეჭამთ. إِنَّ ٱلْمُجْرِمِينَ فِى عَذَابِ جَهَنَّمَ خَـٰلِدُونَ 74. ჭეშმარიტად, ცოდვილები ჯოჯოხეთის სასჯელში იქნებიან მარადიულად. لَا يُفَتَّرُ عَنْهُمْ وَهُمْ فِيهِ مُبْلِسُونَ 75. არ შეუმსუბუქდებათ(სასჯელი) და მასში იქნებიან სასოწარკვეთილნი. وَمَا ظَلَمْنَـٰهُمْ وَلَـٰكِن كَانُوا۟ هُمُ ٱلظَّـٰلِمِينَ 76. ჩვენ არ მოვექეცით მათ უსამართლოდ, არამედ თვითონ იყვნენ უსამართლონი. وَنَادَوْا۟ يَـٰمَـٰلِكُ لِيَقْضِ عَلَيْنَا رَبُّكَ ۖ قَالَ إِنَّكُم مَّـٰكِثُونَ 77. და დაუძახებენ: ჰეი მალიქ (ჯოჯოხეთის მცველი)! დაე, მოგვკლას შენმა ღმერთმა! “ეტყვის: თქვენ ხართ დარჩელინი(სამუდამოდ)! لَقَدْ جِئْنَـٰكُم بِٱلْحَقِّ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَكُمْ لِلْحَقِّ كَـٰرِهُونَ 78. ვფიცავ, მოვედით თქვენთან ჭეშმარიტებით, მაგრამ უმეტესობას ჭეშმარიტება გძულთ! أَمْ أَبْرَمُوٓا۟ أَمْرًۭا فَإِنَّا مُبْرِمُونَ 79. მოაწყონ საქმე და ჩვენც მოვაწყობთ! أَمْ يَحْسَبُونَ أَنَّا لَا نَسْمَعُ سِرَّهُمْ وَنَجْوَىٰهُم ۚ بَلَىٰ وَرُسُلُنَا لَدَيْهِمْ يَكْتُبُونَ 80. ან ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვისმენთ მათ საიდუმლოსა და იდუმალ თათბირს? ჩვენი შუამავლები(ანგელოზები) მათთან არიან და იწერენ. قُلْ إِن كَانَ لِلرَّحْمَـٰنِ وَلَدٌۭ فَأَنَا۠ أَوَّلُ ٱلْعَـٰبِدِينَ 81. უთხარი: მოწყალეს რომ ძე ჰყოლოდა, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც თაყვანს სცემდა. سُبْحَـٰنَ رَبِّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ رَبِّ ٱلْعَرْشِ عَمَّا يَصِفُونَ 82. დიდება ცათა და ქვეყნის ღმერთს, ღმერთს ტახტრევანისა, შორსაა იმისაგან, რასაც მიაწერენ. فَذَرْهُمْ يَخُوضُوا۟ وَيَلْعَبُوا۟ حَتَّىٰ يُلَـٰقُوا۟ يَوْمَهُمُ ٱلَّذِى يُوعَدُونَ 83. თავი ანებე მათ, ილაყბონ და გაერთონ, ვიდრე შეხვდებოდნენ თავიანთ დღეს, მათ რომ აღეთქვათ. وَهُوَ ٱلَّذِى فِى ٱلسَّمَآءِ إِلَـٰهٌۭ وَفِى ٱلْأَرْضِ إِلَـٰهٌۭ ۚ وَهُوَ ٱلْحَكِيمُ ٱلْعَلِيمُ 84. და იგია, რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე! وَتَبَارَكَ ٱلَّذِى لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَعِندَهُۥ عِلْمُ ٱلسَّاعَةِ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 85. და კურთხეულია იგი, ვისიცაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა; მის წიაღაა საათის ცოდნა და სწორედ მასთან იქნებით დაბრუნებულნი. وَلَا يَمْلِكُ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِ ٱلشَّفَـٰعَةَ إِلَّا مَن شَهِدَ بِٱلْحَقِّ وَهُمْ يَعْلَمُونَ 86. და არ შეუძლიათ იმათ, რომელთაც უხმობენ მის გარდა, შუამდგომლობა, იმის გარდა ვინც დაამოწმებს ჭეშმარიტებას (ე.ი რომელმაც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა), და მათ იციან. وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّنْ خَلَقَهُمْ لَيَقُولُنَّ ٱللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ يُؤْفَكُونَ 87. და თუ ჰკითხავ: ვინ გააჩინა ისინი? გიპასუხებენ: ალლაჰმაო. და რაოდენ არიან ცდუნებულნი! وَقِيلِهِۦ يَـٰرَبِّ إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ قَوْمٌۭ لَّا يُؤْمِنُونَ 88. და ამბობს იგი: ღმერთო ჩემო, ეს არის ხალხი, რომელსაც არა სწამსო! فَٱصْفَحْ عَنْهُمْ وَقُلْ سَلَـٰمٌۭ ۚ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 89. მოცილდი მათ და უთხარი: მშვიდობა! მალე კი შეიტყობენ!