n შურა

42. სურა შურა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. عٓسٓقٓ 2. ღაინ. სინ. ყაფ. كَذَ‌ٰلِكَ يُوحِىٓ إِلَيْكَ وَإِلَى ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكَ ٱللَّهُ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 3. ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ და იმათაც, ვინც იყვნენ შენზე უწინ. ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۖ وَهُوَ ٱلْعَلِىُّ ٱلْعَظِيمُ 4. მისია, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და იგი უზენაესი, დიდებულია. تَكَادُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ يَتَفَطَّرْنَ مِن فَوْقِهِنَّ ۚ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ وَيَسْتَغْفِرُونَ لِمَن فِى ٱلْأَرْضِ ۗ أَلَآ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 5. ლამისაა ცანი გაიპონ მათ ზემოთ. და ანგელოზნი ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს და შენდობას ითხოვენ იმათთვის, ვინც ქვეყანაზეა. განა არ არის ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელი? وَٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءَ ٱللَّهُ حَفِيظٌ عَلَيْهِمْ وَمَآ أَنتَ عَلَيْهِم بِوَكِيلٍۢ 6. და ისინი, რომელთაც დაიდგინეს მის გარდა მფარველები... ალლაჰი მეთვალყურეა მათი, შენ კი არა ხარ მათი თავდები. وَكَذَ‌ٰلِكَ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ قُرْءَانًا عَرَبِيًّۭا لِّتُنذِرَ أُمَّ ٱلْقُرَىٰ وَمَنْ حَوْلَهَا وَتُنذِرَ يَوْمَ ٱلْجَمْعِ لَا رَيْبَ فِيهِ ۚ فَرِيقٌۭ فِى ٱلْجَنَّةِ وَفَرِيقٌۭ فِى ٱلسَّعِيرِ 7. და ამგვარად ზეშთაგაგონებთ შენ არაბულ ყურანს, რათა გააფრთხილო მისით უმ-ულ ყურა(სოფლების დედა, მექა) და ის, ვინც მის გარშემოა, და გააფრთხილო შეკრების დღის შესახებ, რომელშიაც ეჭვი არ არის: ერთი ჯგუფი სამოთხეში, და ერთი ჯგუფი კი აალებულ ცეცხლში. وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَجَعَلَهُمْ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ وَلَـٰكِن يُدْخِلُ مَن يَشَآءُ فِى رَحْمَتِهِۦ ۚ وَٱلظَّـٰلِمُونَ مَا لَهُم مِّن وَلِىٍّۢ وَلَا نَصِيرٍ 8. და რომ ენებებინა ალლაჰს, აქცევდა მათ ერთიან თემად, მაგრამ შეიყვანს იგი თავის წყალობაში იმას, ვისაც ინებებს. ხოლო უსამართლოებს არ ეყოლებათ არც მეოხი და არც შემწე. أَمِ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءَ ۖ فَٱللَّهُ هُوَ ٱلْوَلِىُّ وَهُوَ يُحْىِ ٱلْمَوْتَىٰ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 9. განა დაიდგინეს მის გარდა მფარველები? როცა ალლაჰია (ერთადერთი) მფარველი. იგი აცოცხლებს მკვდრებს და იგი ყოვლისშემძლეა. وَمَا ٱخْتَلَفْتُمْ فِيهِ مِن شَىْءٍۢ فَحُكْمُهُۥٓ إِلَى ٱللَّهِ ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبِّى عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ أُنِيبُ 10. და რაშიც არ უნდა მოგივიდეთ უთანხმოება, მისი მსჯავრი ალლაჰს ეკუთვნის. ეს არის ალლაჰი, მას ვსასოებ და მას დავუბრუნდები. فَاطِرُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ جَعَلَ لَكُم مِّنْ أَنفُسِكُمْ أَزْوَ‌ٰجًۭا وَمِنَ ٱلْأَنْعَـٰمِ أَزْوَ‌ٰجًۭا ۖ يَذْرَؤُكُمْ فِيهِ ۚ لَيْسَ كَمِثْلِهِۦ شَىْءٌۭ ۖ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْبَصِيرُ 11. იგია შემოქმედი ცათა და ქვეყნისა. დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე, და ასევე საქონელი წყვილებად, ის გამრავლებთ თქვენ იქ. არაფერია მისი მსგავსი. და იგია ყოვლისგამგონი, ყოვლისმხედველი. لَهُۥ مَقَالِيدُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّهُۥ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 12. მას ეკუთვნის გასაღებნი ცათა და ქვეყნისა. უმცირებს ან უხვად აძლევს სარჩოს, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა. شَرَعَ لَكُم مِّنَ ٱلدِّينِ مَا وَصَّىٰ بِهِۦ نُوحًۭا وَٱلَّذِىٓ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ وَمَا وَصَّيْنَا بِهِۦٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَمُوسَىٰ وَعِيسَىٰٓ ۖ أَنْ أَقِيمُوا۟ ٱلدِّينَ وَلَا تَتَفَرَّقُوا۟ فِيهِ ۚ كَبُرَ عَلَى ٱلْمُشْرِكِينَ مَا تَدْعُوهُمْ إِلَيْهِ ۚ ٱللَّهُ يَجْتَبِىٓ إِلَيْهِ مَن يَشَآءُ وَيَهْدِىٓ إِلَيْهِ مَن يُنِيبُ 13. დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში ის, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და 'ისას: „რომ დაიცავით სარწმუნოება და ნუ დაიყოფით მასში. მძიმეა წარმართებისთვის(მუშრიქებისთვის) იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს თავისკენ, ვისაც ინებებს, და უწინამძღვრებს თავისკენ, ვინც მას მიუბრუნდება. وَمَا تَفَرَّقُوٓا۟ إِلَّا مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَهُمُ ٱلْعِلْمُ بَغْيًۢا بَيْنَهُمْ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌۭ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى لَّقُضِىَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّ ٱلَّذِينَ أُورِثُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِنۢ بَعْدِهِمْ لَفِى شَكٍّۢ مِّنْهُ مُرِيبٍۢ 14. ისინი მას შემდეგ დაიყვნენ, რაც ებოძათ ცოდნა - ერთმანეთის შურით; და რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა შენი ღმერთისაგან განსაზღვრულ ვადაზე, გადაწყდებოდა მათ შორის და, ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც მემკვიდრეობად ებოძათ წიგნი მათ შემდგომ, ეჭვში არიან მის მიმართ. فَلِذَ‌ٰلِكَ فَٱدْعُ ۖ وَٱسْتَقِمْ كَمَآ أُمِرْتَ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَآءَهُمْ ۖ وَقُلْ ءَامَنتُ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ مِن كِتَـٰبٍۢ ۖ وَأُمِرْتُ لِأَعْدِلَ بَيْنَكُمُ ۖ ٱللَّهُ رَبُّنَا وَرَبُّكُمْ ۖ لَنَآ أَعْمَـٰلُنَا وَلَكُمْ أَعْمَـٰلُكُمْ ۖ لَا حُجَّةَ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمُ ۖ ٱللَّهُ يَجْمَعُ بَيْنَنَا ۖ وَإِلَيْهِ ٱلْمَصِيرُ 15. ამიტომ მოუწოდე მათ და მტკიცე იყავი იმაში, რაც მცნებად მოგეცა. არ აჰყვე მათ ამაო სურვილებს და თქვი: მწამს წიგნი, რომელიც ალლაჰმა ზემოავლინა და ნაბრძანები მაქვს განვსაჯო სიმართლით თქვენს შორის. ჩვენ ჩვენი საქმენი, თქვენ - თქვენი. უადგილოა კამათი ჩვენსა და თქვენს შორის, ალლაჰი შეგვკრებს ყველას და მასთანაა დაბრუნება. وَٱلَّذِينَ يُحَآجُّونَ فِى ٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ مَا ٱسْتُجِيبَ لَهُۥ حُجَّتُهُمْ دَاحِضَةٌ عِندَ رَبِّهِمْ وَعَلَيْهِمْ غَضَبٌۭ وَلَهُمْ عَذَابٌۭ شَدِيدٌ 16. და ისინი, რომლებიც ერთმანეთში კამათობენ ალლაჰის თაობაზე, იმის შემდგომ, რაც შეისმინეს, უსარგებლოა მათი კამათი ალლაჰის წინაშე. მათზეა რისხვა და სწორედ მათ - მტანჯველი სასჯელი. ٱللَّهُ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ وَٱلْمِيزَانَ ۗ وَمَا يُدْرِيكَ لَعَلَّ ٱلسَّاعَةَ قَرِيبٌۭ 17. ალლაჰია იგი, ვინც გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით, და სასწორი. და რა იცი, იქნებ საათი ახლოა?! يَسْتَعْجِلُ بِهَا ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِهَا ۖ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مُشْفِقُونَ مِنْهَا وَيَعْلَمُونَ أَنَّهَا ٱلْحَقُّ ۗ أَلَآ إِنَّ ٱلَّذِينَ يُمَارُونَ فِى ٱلسَّاعَةِ لَفِى ضَلَـٰلٍۭ بَعِيدٍ 18. აჩქარებენ მას ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, ეშინიათ მისი და იციან, რომ იგი ჭეშმარიტებაა. რომელნიც ეჭვობენ საათის თაობაზე, შორ გზააბნევაში არიან. ٱللَّهُ لَطِيفٌۢ بِعِبَادِهِۦ يَرْزُقُ مَن يَشَآءُ ۖ وَهُوَ ٱلْقَوِىُّ ٱلْعَزِيزُ 19. ალლაჰი სულგრძელია თავის მსახურთა მიმართ. აძლევს სარჩოს, ვისაც ინებებს, და იგი ძლიერი, ძლევამოსილია. مَن كَانَ يُرِيدُ حَرْثَ ٱلْـَٔاخِرَةِ نَزِدْ لَهُۥ فِى حَرْثِهِۦ ۖ وَمَن كَانَ يُرِيدُ حَرْثَ ٱلدُّنْيَا نُؤْتِهِۦ مِنْهَا وَمَا لَهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِن نَّصِيبٍ 20. ვისაც სურს საიქიოს მონაგარი, ვუმრავლებთ მას თავის მონაგარს. ხოლო ვისაც სურს ამქვეყნის მონაგარი, მივაგებთ მას და არ ექნება წილი საიქიოში. أَمْ لَهُمْ شُرَكَـٰٓؤُا۟ شَرَعُوا۟ لَهُم مِّنَ ٱلدِّينِ مَا لَمْ يَأْذَنۢ بِهِ ٱللَّهُ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةُ ٱلْفَصْلِ لَقُضِىَ بَيْنَهُمْ ۗ وَإِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 21. ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი, რომელთაც დაუკანონეს სარწმუნოებაში რაღაც, რისი ნებაც ალლაჰს არ მიუცია? და რომ არა სიტყვა გადავადებისა, გადაწყდებოდა მათ შორის(საქმე) და, უსამართლოებისთვისაა მტანჯველი სასჯელი. تَرَى ٱلظَّـٰلِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا كَسَبُوا۟ وَهُوَ وَاقِعٌۢ بِهِمْ ۗ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فِى رَوْضَاتِ ٱلْجَنَّاتِ ۖ لَهُم مَّا يَشَآءُونَ عِندَ رَبِّهِمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَضْلُ ٱلْكَبِيرُ 22. დაინახავ უსამართლოებს, შეშინებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, რამეთუ იგი თავს დაატყდებათ. ისინი კი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, იქნებიან სამოთხის ბაღებში. მათთვისაა რასაც ისურვებენ თავიანთი ღმერთის წინაშე და სწორედ ეს არის უდიდესი წყალობა. ذَ‌ٰلِكَ ٱلَّذِى يُبَشِّرُ ٱللَّهُ عِبَادَهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ ۗ قُل لَّآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا إِلَّا ٱلْمَوَدَّةَ فِى ٱلْقُرْبَىٰ ۗ وَمَن يَقْتَرِفْ حَسَنَةًۭ نَّزِدْ لَهُۥ فِيهَا حُسْنًا ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ شَكُورٌ 23. ეს არის ის, რითაც ალლაჰი გაახარებს თავის იმ მსახურებს, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს. უთხარი: მე არ გთხოვთ თქვენ საზღაურს, გარდა ახლობლებისადმი სიყვარულისა. და ის, ვინც სიკეთეს გააკეთებს, ვუმრავლებთ მას სიკეთეს მასში. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მადლიერების შემსმენია. أَمْ يَقُولُونَ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًۭا ۖ فَإِن يَشَإِ ٱللَّهُ يَخْتِمْ عَلَىٰ قَلْبِكَ ۗ وَيَمْحُ ٱللَّهُ ٱلْبَـٰطِلَ وَيُحِقُّ ٱلْحَقَّ بِكَلِمَـٰتِهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 24. ანდა ამბობენ: სიცრუე შეთხზა ალლაჰზე? და თუ ალლაჰი ინებებს დაგიხშობს გულს; რამეთუ აცამტვერებს ალლაჰი ამაოებას და ამკვიდრებს ჭეშმარიტებას - თავისი სიტყვებით. ჭეშმარიტად, იგი გულისთქმათა მცოდნეა. وَهُوَ ٱلَّذِى يَقْبَلُ ٱلتَّوْبَةَ عَنْ عِبَادِهِۦ وَيَعْفُوا۟ عَنِ ٱلسَّيِّـَٔاتِ وَيَعْلَمُ مَا تَفْعَلُونَ 25. იგია, ვინც შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან, აპატიებს სიავეებს და იცის, რასაც აკეთებთ. وَيَسْتَجِيبُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَيَزِيدُهُم مِّن فَضْلِهِۦ ۚ وَٱلْكَـٰفِرُونَ لَهُمْ عَذَابٌۭ شَدِيدٌۭ 26. შეისმენს იგი იმათსას, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთენი აკეთეს. მიუმატებს მათ თავისი მადლისაგან, ურწმუნოებს კი - მტანჯველი სასჯელი. وَلَوْ بَسَطَ ٱللَّهُ ٱلرِّزْقَ لِعِبَادِهِۦ لَبَغَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ وَلَـٰكِن يُنَزِّلُ بِقَدَرٍۢ مَّا يَشَآءُ ۚ إِنَّهُۥ بِعِبَادِهِۦ خَبِيرٌۢ بَصِيرٌۭ 27. და უხვად რომ ებოძებინა ალლაჰს სარჩო მსახურთათვის, უთუოდ ზღვარს გადავიდოდნენ. მაგრამ იგი ზეგარდმოავლენს იმ ზომით, როგორც ინებებს. მან იცის თავისი მსახურები და ხედავს. وَهُوَ ٱلَّذِى يُنَزِّلُ ٱلْغَيْثَ مِنۢ بَعْدِ مَا قَنَطُوا۟ وَيَنشُرُ رَحْمَتَهُۥ ۚ وَهُوَ ٱلْوَلِىُّ ٱلْحَمِيدُ 28. იგია, ვინც ზეგარდმოავლენს წვიმას მას მერე, რაც მათ სასო წარეკვეთებათ, და განავრცობს თავის წყალობას. სწორედ იგია მფარველი, ქებული. وَمِنْ ءَايَـٰتِهِۦ خَلْقُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَثَّ فِيهِمَا مِن دَآبَّةٍۢ ۚ وَهُوَ عَلَىٰ جَمْعِهِمْ إِذَا يَشَآءُ قَدِيرٌۭ 29. და მისი სასწაულებიდანაა გაჩენა ცათა და ქვეყნისა, ასევე ცოცხალი არსებების, რომლებიც მასზე დაასახლა. ჭეშმარიტად, მას შეუძლია მათი შეკრება, თუ ინებებს. وَمَآ أَصَـٰبَكُم مِّن مُّصِيبَةٍۢ فَبِمَا كَسَبَتْ أَيْدِيكُمْ وَيَعْفُوا۟ عَن كَثِيرٍۢ 30. და რა განსაცდელიც დაგატყდათ იმისთვისაა, რაც თქვენმა ხელებმა მოიხვეჭა. და შეგინდობთ იგი მრავალთა გამო. وَمَآ أَنتُم بِمُعْجِزِينَ فِى ٱلْأَرْضِ ۖ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّۢ وَلَا نَصِيرٍۢ 31. ხოლო თქვენ ვერაფერს შეძლებდით ქვეყანაზე და არავინა გყავთ ალლაჰის გარდა მეოხი და შემწე. وَمِنْ ءَايَـٰتِهِ ٱلْجَوَارِ فِى ٱلْبَحْرِ كَٱلْأَعْلَـٰمِ 32. და მისი სასწაულებიდანაა ხომალდები ზღვაში, ვითარცა მთები. إِن يَشَأْ يُسْكِنِ ٱلرِّيحَ فَيَظْلَلْنَ رَوَاكِدَ عَلَىٰ ظَهْرِهِۦٓ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّكُلِّ صَبَّارٍۢ شَكُورٍ 33. თუ ინებებს, დააწყნარებს ქარს, და ისინი უძრავად დარჩებიან მის ზედაპირზე. ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენი მადლიერისათვის. أَوْ يُوبِقْهُنَّ بِمَا كَسَبُوا۟ وَيَعْفُ عَن كَثِيرٍۢ 34. ან მიაგებს იმას, რაც მოიხვეჭეს, ან აპატიებს მრავალთა გამო. وَيَعْلَمَ ٱلَّذِينَ يُجَـٰدِلُونَ فِىٓ ءَايَـٰتِنَا مَا لَهُم مِّن مَّحِيصٍۢ 35. და იცოდნენ იმათ, რომლებიც კამათობენ ჩვენი აიათების შესახებ, რომ არ არის მათთვის გადარჩენა. فَمَآ أُوتِيتُم مِّن شَىْءٍۢ فَمَتَـٰعُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَمَا عِندَ ٱللَّهِ خَيْرٌۭ وَأَبْقَىٰ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ 36. და რაც გებოძათ, იგი ამქვეყნიური სარჩოა, ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა, უკეთესია და მარადიული იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს სასოებდნენ. وَٱلَّذِينَ يَجْتَنِبُونَ كَبَـٰٓئِرَ ٱلْإِثْمِ وَٱلْفَوَ‌ٰحِشَ وَإِذَا مَا غَضِبُوا۟ هُمْ يَغْفِرُونَ 37. ისინი, რომლებიც გაურბიან დიდ ცოდვებსა და გარყვნილებებს, და როცა განრისხდებიან, პატიობენ. وَٱلَّذِينَ ٱسْتَجَابُوا۟ لِرَبِّهِمْ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَأَمْرُهُمْ شُورَىٰ بَيْنَهُمْ وَمِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ يُنفِقُونَ 38. რომელთაც შეისმინეს თავიანთი ღმერთისა, დგებიან ლოცვად და მათი საქმე თათბირია ერთმანეთს შორის და რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ. وَٱلَّذِينَ إِذَآ أَصَابَهُمُ ٱلْبَغْىُ هُمْ يَنتَصِرُونَ 39. და ისინი, რომელთაც უსამართლობა დაატყდებათ, ერთმანეთს შეეწევიან. وَجَزَ‌ٰٓؤُا۟ سَيِّئَةٍۢ سَيِّئَةٌۭ مِّثْلُهَا ۖ فَمَنْ عَفَا وَأَصْلَحَ فَأَجْرُهُۥ عَلَى ٱللَّهِ ۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلظَّـٰلِمِينَ 40. და სიავეს მისი მსგავსი სიავით უზღავენ, ხოლო ვინც შეუნდობს და (საქმეს) გამოასწორებს, ალლაჰზეა მისი საზღაური. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი. وَلَمَنِ ٱنتَصَرَ بَعْدَ ظُلْمِهِۦ فَأُو۟لَـٰٓئِكَ مَا عَلَيْهِم مِّن سَبِيلٍ 41. უსათუოა, რომ უსამართლობის შემდეგ ვინც ღირსება და უფლება დაიცვა, მათზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა. إِنَّمَا ٱلسَّبِيلُ عَلَى ٱلَّذِينَ يَظْلِمُونَ ٱلنَّاسَ وَيَبْغُونَ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 42. მაგრამ პასუხისმგებლობა იმათზეა, რომელნიც უსამართლოდ ექცევიან ხალხს, და ამპარტავნობენ დედამიწაზე უფლების გარეშე. სწორედ მათთვისაა მტანჯველი სასჯელი! وَلَمَن صَبَرَ وَغَفَرَ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ لَمِنْ عَزْمِ ٱلْأُمُورِ 43. და ვინც მოითმენს და აპატიებს... ჭეშმარიტად, ეს საქმეთა სიმტკიციდანაა. وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِن وَلِىٍّۢ مِّنۢ بَعْدِهِۦ ۗ وَتَرَى ٱلظَّـٰلِمِينَ لَمَّا رَأَوُا۟ ٱلْعَذَابَ يَقُولُونَ هَلْ إِلَىٰ مَرَدٍّۢ مِّن سَبِيلٍۢ 44. და იმას, ვისაც გზას აუბნევს ალლაჰი, არავინ ეყოლება შემწე ამის შემდეგ. და დაინახავ უსამართლოებს, როცა იხილავენ სასჯელს, იტყვიან: განა არის დასაბრუნებელი გზაო? وَتَرَىٰهُمْ يُعْرَضُونَ عَلَيْهَا خَـٰشِعِينَ مِنَ ٱلذُّلِّ يَنظُرُونَ مِن طَرْفٍ خَفِىٍّۢ ۗ وَقَالَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّ ٱلْخَـٰسِرِينَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ أَلَآ إِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ فِى عَذَابٍۢ مُّقِيمٍۢ 45. და ნახავ, წარდგენილ იქნებიან (ჯოჯოხეთის პირისპირ) თავდახრილნი დამცირებისაგან, და იყურებიან შეშინებულნი. და ეტყვიან ისინი, რომელთაც ირწმუნეს: წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც წააგეს საკუთარი თავი და ოჯახი აღდგომის დღეს. განა არ იქნებიან უსამართლონი მარადიულ სასჯელში? وَمَا كَانَ لَهُم مِّنْ أَوْلِيَآءَ يَنصُرُونَهُم مِّن دُونِ ٱللَّهِ ۗ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِن سَبِيلٍ 46. და არ იქნება მათთვის შემწე, რომელიც შეეწეოდა მათ, ალლაჰის გარდა. იმას კი, ვისაც გზას ააცდენს ალლაჰი, არ ექნება აღარცერთი გზა. ٱسْتَجِيبُوا۟ لِرَبِّكُم مِّن قَبْلِ أَن يَأْتِىَ يَوْمٌۭ لَّا مَرَدَّ لَهُۥ مِنَ ٱللَّهِ ۚ مَا لَكُم مِّن مَّلْجَإٍۢ يَوْمَئِذٍۢ وَمَا لَكُم مِّن نَّكِيرٍۢ 47. შეისმინეთ თქვენი ღმერთისა, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომელსაც არ აქვს უკან დაბრუნება ალლაჰისაგან. იმ დღეს, არ იქნება თქვენთვის თავშესაფარი და არ იქნება თქვენთვის უარყოფა. فَإِنْ أَعْرَضُوا۟ فَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًا ۖ إِنْ عَلَيْكَ إِلَّا ٱلْبَلَـٰغُ ۗ وَإِنَّآ إِذَآ أَذَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ مِنَّا رَحْمَةًۭ فَرِحَ بِهَا ۖ وَإِن تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌۢ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ فَإِنَّ ٱلْإِنسَـٰنَ كَفُورٌۭ 48. და თუ ისინი პირს იბრუნებენ, ჩვენ არ წარმოგვიგზავნიხარ მათ დამცველად, რადგან შენზეა მხოლოდ შეტყობინება და, როდესაც ვაგემებთ ჩვენგან წყალობას, ხარობს მისით, და თუ თავს სიავე დაატყდებათ იმის გამო, რაც მათმა ხელებმა გააკეთეს... ადამიანი უმადურია. لِّلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ يَخْلُقُ مَا يَشَآءُ ۚ يَهَبُ لِمَن يَشَآءُ إِنَـٰثًۭا وَيَهَبُ لِمَن يَشَآءُ ٱلذُّكُورَ 49. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა. ქმნის, რასაც ინებებს, უწყალობებს, ვისაც ინებებს. სჩუქნის ასულებს, ვისაც ინებებს და სჩუქნის ძეებს, ვისაც ინებებს. أَوْ يُزَوِّجُهُمْ ذُكْرَانًۭا وَإِنَـٰثًۭا ۖ وَيَجْعَلُ مَن يَشَآءُ عَقِيمًا ۚ إِنَّهُۥ عَلِيمٌۭ قَدِيرٌۭ 50. ანდა აწყვილებს მათ მამრებად და მდედრებად და ქმნის, ვისაც ინებებს, უნაყოფოდ. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნე, ძლევამოსილია. وَمَا كَانَ لِبَشَرٍ أَن يُكَلِّمَهُ ٱللَّهُ إِلَّا وَحْيًا أَوْ مِن وَرَآئِ حِجَابٍ أَوْ يُرْسِلَ رَسُولًۭا فَيُوحِىَ بِإِذْنِهِۦ مَا يَشَآءُ ۚ إِنَّهُۥ عَلِىٌّ حَكِيمٌۭ 51. და არ ყოფილა ადამიანისთვის, რომ დალაპარაკებოდა მას ალლაჰი, თუ არა ზეშთაგონებით ან საფარველს მიღმა, ან წარმოგზავნის შუამავალს, რომელსაც ზეშთაეგონება მისი ნება, რასაც ის ინებებს. ჭეშმარიტად, იგი უზენაესი, ბრძენია. وَكَذَ‌ٰلِكَ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ رُوحًۭا مِّنْ أَمْرِنَا ۚ مَا كُنتَ تَدْرِى مَا ٱلْكِتَـٰبُ وَلَا ٱلْإِيمَـٰنُ وَلَـٰكِن جَعَلْنَـٰهُ نُورًۭا نَّهْدِى بِهِۦ مَن نَّشَآءُ مِنْ عِبَادِنَا ۚ وَإِنَّكَ لَتَهْدِىٓ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 52. და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი შუქად. რომლითაც ჭეშმარიტ გზაზე დავადგენთ ჩვენს მსახურთაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და ჭეშმარიტად, შენ უწინამძღვრებ სწორი გზით. صِرَ‌ٰطِ ٱللَّهِ ٱلَّذِى لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ أَلَآ إِلَى ٱللَّهِ تَصِيرُ ٱلْأُمُورُ 53. ალლაჰის გზით; რომლისაცაა ის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. განა ალლაჰს არ უბრუნდებიან საქმენი?!