ორმოცი მამაკაცის შესრულებული ჯანაზა


კითხვა:
რამე სარგებელი არის გარდაცვლილისთვის როცა ჯანაზას ბევრი ადამიანი ლოცულობს?

პასუხი:
დიდება ალლაჰს.

გადმოცემულია იბნ აბბასისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: مَا مِنْ رَجُلٍ مُسْلِمٍ يَمُوتُ فَيَقُومُ عَلَى جَنَازَتِهِ أَرْبَعُونَ رَجُلاً لاَ يُشْرِكُونَ بِاللَّهِ شَيْئًا إِلاَّ شَفَّعَهُمُ اللَّهُ فِيهِ
მუსლიმი მამაკაცი (და ქალიც), რომელიც არავის უდგენდა ალლაჰს თანაზიარად და გარდაიცვლება და მის ჯანაზას შეასრულებს ორმოცი კაცი, ალლაჰი მიიღებს მათ შუამაგომლობას. (ე.ი მათ მიერ აღვლენილ ვედრებას)
(საჰიჰ მუსლიმი 948)

აქედან გამომდინარე, სწავლულები მოსაწონად თვლიდნენ, რომ ისეთ მეჩეთში შეესრულებინათ ჯანაზა, სადაც შესაძლებელი იყო ბევრი ხალხის შეკრება. რაც უფრო მეტი იქნება მავედრებელი უკეთესია.
(ქითაბ მაჯმუ ფატავა ვა მაყალათ მუტანავვი ლი სამაათ ტომი 13. გვ 138)