n ღაფურ

40. სურა ღაფურ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. تَنزِيلُ ٱلْكِتَـٰبِ مِنَ ٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْعَلِيمِ 2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰისგან, ძლევამოსილისგან, ყოვლისმცოდნისგან. غَافِرِ ٱلذَّنۢبِ وَقَابِلِ ٱلتَّوْبِ شَدِيدِ ٱلْعِقَابِ ذِى ٱلطَّوْلِ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ إِلَيْهِ ٱلْمَصِيرُ 3. ცოდვის მიმტევებლის, მონანიების მიმღების, მკაცრსასჯელიანის, მოწყალისგან. არ არსებობს ღვთაება მის გარდა, მასთანაა დაბრუნება. مَا يُجَـٰدِلُ فِىٓ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ إِلَّا ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فَلَا يَغْرُرْكَ تَقَلُّبُهُمْ فِى ٱلْبِلَـٰدِ 4. არავინ კამათობს ალლაჰის აიათების შესახებ, იმათ გარდა, რომელთაც არ ირწმუნეს, და ნუ შეგაცდენს მათი მიმოსვლა ქვეყანაში. كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍۢ وَٱلْأَحْزَابُ مِنۢ بَعْدِهِمْ ۖ وَهَمَّتْ كُلُّ أُمَّةٍۭ بِرَسُولِهِمْ لِيَأْخُذُوهُ ۖ وَجَـٰدَلُوا۟ بِٱلْبَـٰطِلِ لِيُدْحِضُوا۟ بِهِ ٱلْحَقَّ فَأَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ عِقَابِ 5. ცრუდ შერაცხეს მათზე უწინ ნუჰის ხალხმა და თემებმა მათ შემდგომ და შემოესია ყოველი თემი თავის შუამავალს, რათა შეეპყრო იგი და კამათობდნენ ამაოებით, რათა წაეხდინათ მისით ჭეშმარიტება. შევიპყარით ისინი, და როგორი იყო ჩემი სასჯელი? وَكَذَ‌ٰلِكَ حَقَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ عَلَى ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَنَّهُمْ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ 6. და ამგვარად აუხდათ შენი ღმერთის სიტყვები მათ, ვინც არ ირწმუნა: რომ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. ٱلَّذِينَ يَحْمِلُونَ ٱلْعَرْشَ وَمَنْ حَوْلَهُۥ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ وَيُؤْمِنُونَ بِهِۦ وَيَسْتَغْفِرُونَ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ رَبَّنَا وَسِعْتَ كُلَّ شَىْءٍۢ رَّحْمَةًۭ وَعِلْمًۭا فَٱغْفِرْ لِلَّذِينَ تَابُوا۟ وَٱتَّبَعُوا۟ سَبِيلَكَ وَقِهِمْ عَذَابَ ٱلْجَحِيمِ 7. ისინი კი, რომელნიც ზიდავენ ტახრევანს და ვინც მის გარშემოა, ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს, სწამთ მისი და შესთხოვენ შენდობას მათთვის, ვინც ირწმუნა: „ღმერთო ჩვენო! შენ გარემოიცავ ყველაფერს წყალობითა და ცოდნით. მაშ, მიუტევე იმათ, ვინც მოინანია და გაჰყვნენ შენს გზას და დაიფარე ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისაგან! رَبَّنَا وَأَدْخِلْهُمْ جَنَّـٰتِ عَدْنٍ ٱلَّتِى وَعَدتَّهُمْ وَمَن صَلَحَ مِنْ ءَابَآئِهِمْ وَأَزْوَ‌ٰجِهِمْ وَذُرِّيَّـٰتِهِمْ ۚ إِنَّكَ أَنتَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 8. ღმერთო ჩვენო, შეიყვანე ისინი სამოთხის ბაღებში, რომლებიც აღუთქვი მათ და იმათ, ვინც იყო მართალი მათ წინაპართაგან, მათ მეუღლეთაგან და შთამომავალთაგან. ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი. وَقِهِمُ ٱلسَّيِّـَٔاتِ ۚ وَمَن تَقِ ٱلسَّيِّـَٔاتِ يَوْمَئِذٍۢ فَقَدْ رَحِمْتَهُۥ ۚ وَذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 9. დაიცავი ისინი სიავეთაგან, და ვისაც სიავეთაგან დაიცავ იმ დღეს, იმას შეიწყალებ. სწორედ ეს იქნება დიდებული მიღწევა. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يُنَادَوْنَ لَمَقْتُ ٱللَّهِ أَكْبَرُ مِن مَّقْتِكُمْ أَنفُسَكُمْ إِذْ تُدْعَوْنَ إِلَى ٱلْإِيمَـٰنِ فَتَكْفُرُونَ 10. მათ, ვინც არ ირწმუნა, დაუძახებენ: სიძულვილი ალლაჰისა უფრო დიდია, ვიდრე თქვენი სიძულვილი თქვენი თავის მიმართ. როცა რწმენისკენ გიხმობდნენ, თქვენ არ ირწმუნეთ. قَالُوا۟ رَبَّنَآ أَمَتَّنَا ٱثْنَتَيْنِ وَأَحْيَيْتَنَا ٱثْنَتَيْنِ فَٱعْتَرَفْنَا بِذُنُوبِنَا فَهَلْ إِلَىٰ خُرُوجٍۢ مِّن سَبِيلٍۢ 11. იტყვიან: ღმერთო ჩვენო, მოგვკალი ორჯერ და გაგვაცოცხლე ორჯერ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები და არის განა გასასვლელისკენ გზაო? ذَ‌ٰلِكُم بِأَنَّهُۥٓ إِذَا دُعِىَ ٱللَّهُ وَحْدَهُۥ كَفَرْتُمْ ۖ وَإِن يُشْرَكْ بِهِۦ تُؤْمِنُوا۟ ۚ فَٱلْحُكْمُ لِلَّهِ ٱلْعَلِىِّ ٱلْكَبِيرِ 12. ეს იმის გამო, რომ როცა მოგიწოდებდნენ მხოლოდ ალლაჰისკენ, თქვენ უარყოფდით. ხოლო თუ მას თანაზიარს დაუდგენდნენ, გწამდათ. მსჯავრი მხოლოდ ალლაჰისაა, უზენაესისა, დიადისა. هُوَ ٱلَّذِى يُرِيكُمْ ءَايَـٰتِهِۦ وَيُنَزِّلُ لَكُم مِّنَ ٱلسَّمَآءِ رِزْقًۭا ۚ وَمَا يَتَذَكَّرُ إِلَّا مَن يُنِيبُ 13. იგია, ვინც გიჩვენებთ თავის აიათებს და გარდმოავლენს ციდან სარჩოს. და ვერავინ შეიგონებს იმათ გარდა, ვინც ღმერთისკენ (მონანიებით) მიბრუნდება. فَٱدْعُوا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ وَلَوْ كَرِهَ ٱلْكَـٰفِرُونَ 14. მოუხმეთ ალლაჰს გულწრფელი რწმენით, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს. رَفِيعُ ٱلدَّرَجَـٰتِ ذُو ٱلْعَرْشِ يُلْقِى ٱلرُّوحَ مِنْ أَمْرِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ لِيُنذِرَ يَوْمَ ٱلتَّلَاقِ 15. ამმაღლებელია ხარისხების, და იგია ტახტრევნის მფლობელი. იგი გარდმოავლენს სულს თავისი ბრძანებით თავის მსახურთაგან იმაზე, ვისაც ინებებს, რათა (ხალხი) გააფრთხილოს შეხვედრის დღის თაობაზე. يَوْمَ هُم بَـٰرِزُونَ ۖ لَا يَخْفَىٰ عَلَى ٱللَّهِ مِنْهُمْ شَىْءٌۭ ۚ لِّمَنِ ٱلْمُلْكُ ٱلْيَوْمَ ۖ لِلَّهِ ٱلْوَ‌ٰحِدِ ٱلْقَهَّارِ 16. იმ დღეს, როცა ისინი აღდგებიან, არაფერი დაიმალება ალლაჰის წინაშე. ვისია დღეს მეუფება? ალლაჰის, ერთადერთის, ძლევამოსილის. ٱلْيَوْمَ تُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍۭ بِمَا كَسَبَتْ ۚ لَا ظُلْمَ ٱلْيَوْمَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 17. იმ დღეს მიეზღვება ყოველ სულს, რაც მოიხვეჭა და არ იქნება უსამართლობა იმ დღეს. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას. وَأَنذِرْهُمْ يَوْمَ ٱلْـَٔازِفَةِ إِذِ ٱلْقُلُوبُ لَدَى ٱلْحَنَاجِرِ كَـٰظِمِينَ ۚ مَا لِلظَّـٰلِمِينَ مِنْ حَمِيمٍۢ وَلَا شَفِيعٍۢ يُطَاعُ 18. და გააფრთხილე ისინი მოახლოებული დღის თაობაზე, როცა გულები შიშით ყელში იქნებიან მიბჯენილნი. არ ეყოლებათ უსამართლოებს არც მეოხი და არც ქომაგი, რომელსაც დაემორჩილებიან. يَعْلَمُ خَآئِنَةَ ٱلْأَعْيُنِ وَمَا تُخْفِى ٱلصُّدُورُ 19. მან (ალლაჰმა) იცის თვალთა სიმუხთლე და რასაც გულები მალავენ. وَٱللَّهُ يَقْضِى بِٱلْحَقِّ ۖ وَٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِۦ لَا يَقْضُونَ بِشَىْءٍ ۗ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْبَصِيرُ 20. და ალლაჰი განსჯის ჭეშმარიტებით. ხოლო ისინი, ვისაც მის გარდა მოუხმობენ, ვერაფერს განსჯიან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმხედველია. أَوَلَمْ يَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَيَنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلَّذِينَ كَانُوا۟ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا۟ هُمْ أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةًۭ وَءَاثَارًۭا فِى ٱلْأَرْضِ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُ بِذُنُوبِهِمْ وَمَا كَانَ لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مِن وَاقٍۢ 21. განა არ უვლიათ ქვეყანაზე და არ უნახავთ, როგორი იყო იმათი აღსასრული, ვინც იყვნენ მათზე უწინ, ისინი იყვნენ მათზე მტკიცენი ძალითა და კვალით ქვეყანაზე, და დასაჯა ალლაჰმა მათი ცოდვების გამო და არ ჰყოლიათ მათ ალლაჰისაგან დამცველი. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانَت تَّأْتِيهِمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَكَفَرُوا۟ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُ ۚ إِنَّهُۥ قَوِىٌّۭ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ 22. ეს იმის გამო, რომ მიჰქონდათ მათთან შუამავლებს ცხადი მტკიცებანი. მათ კი უარყვეს და შეიპყრო ისინი ალლაჰმა. ჭეშმარიტად, იგი ძლიერი, მკაცრსასჯელიანია. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَا وَسُلْطَـٰنٍۢ مُّبِينٍ 23. და ვფიცავ, ჩვენ წარვაგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებითა და ცხადი მეუფებით. إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَهَـٰمَـٰنَ وَقَـٰرُونَ فَقَالُوا۟ سَـٰحِرٌۭ كَذَّابٌۭ 24. ფარაონთან, ჰამანთან და ყარუნთან. და თქვეს: მატყუარა ჯადოქარიაო! فَلَمَّا جَآءَهُم بِٱلْحَقِّ مِنْ عِندِنَا قَالُوا۟ ٱقْتُلُوٓا۟ أَبْنَآءَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ وَٱسْتَحْيُوا۟ نِسَآءَهُمْ ۚ وَمَا كَيْدُ ٱلْكَـٰفِرِينَ إِلَّا فِى ضَلَـٰلٍۢ 25. და როცა მიუტანა მათ ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან, თქვეს: მოკალით მათი ძენი, რომელთაც ირწმუნეს მათთან ერთად, და ცოცხლად დატოვეთ მათი ქალებიო. ურწმუნოთა მზაკვრობა ისე არ იქნება, რომ არ იყოს გზააბნევაში. وَقَالَ فِرْعَوْنُ ذَرُونِىٓ أَقْتُلْ مُوسَىٰ وَلْيَدْعُ رَبَّهُۥٓ ۖ إِنِّىٓ أَخَافُ أَن يُبَدِّلَ دِينَكُمْ أَوْ أَن يُظْهِرَ فِى ٱلْأَرْضِ ٱلْفَسَادَ 26. და თქვა ფარაონმა: თავი დამანებეთ, მე მოვკლავ მუსას. და დაე, მან მოუხმობს თავის ღმერთს. მე მეშინია, რომ შეგიცვლის ის სარწმუნოებას ანდა გაავრცელებს ქვეყნად უკეთურობას. وَقَالَ مُوسَىٰٓ إِنِّى عُذْتُ بِرَبِّى وَرَبِّكُم مِّن كُلِّ مُتَكَبِّرٍۢ لَّا يُؤْمِنُ بِيَوْمِ ٱلْحِسَابِ 27. და თქვა მუსამ: მე მივეკედლები ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს ყოველი მედიდურისგან, რომელსაც არ სწამს ანგარიშსწორების დღე. وَقَالَ رَجُلٌۭ مُّؤْمِنٌۭ مِّنْ ءَالِ فِرْعَوْنَ يَكْتُمُ إِيمَـٰنَهُۥٓ أَتَقْتُلُونَ رَجُلًا أَن يَقُولَ رَبِّىَ ٱللَّهُ وَقَدْ جَآءَكُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ مِن رَّبِّكُمْ ۖ وَإِن يَكُ كَـٰذِبًۭا فَعَلَيْهِ كَذِبُهُۥ ۖ وَإِن يَكُ صَادِقًۭا يُصِبْكُم بَعْضُ ٱلَّذِى يَعِدُكُمْ ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى مَنْ هُوَ مُسْرِفٌۭ كَذَّابٌۭ 28. და თქვა კაცმა მორწმუნემ ფარაონის სახლეულისგან, რომელიც მალავდა თავის რწმენას: განა მოკლავთ კაცს იმის გამო, რომ ამბობს: „ჩემი ღმერთი ალლაჰიაო? რამეთუ იგი მოვიდა თქვენთან ცხადი სასწაულებით თქვენი ღმერთისგან. და თუ იგი მატყუარაა, თავისი სიცრუე მხოლოდ მას დააზარალებს და თუ მართალია, გეწევათ თქვენ ზოგი რამე, რაც აღგეთქვათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვინც თავგასული და მატყუარაა. يَـٰقَوْمِ لَكُمُ ٱلْمُلْكُ ٱلْيَوْمَ ظَـٰهِرِينَ فِى ٱلْأَرْضِ فَمَن يَنصُرُنَا مِنۢ بَأْسِ ٱللَّهِ إِن جَآءَنَا ۚ قَالَ فِرْعَوْنُ مَآ أُرِيكُمْ إِلَّا مَآ أَرَىٰ وَمَآ أَهْدِيكُمْ إِلَّا سَبِيلَ ٱلرَّشَادِ 29. ჰეი ჩემო ხალხო! თქვენია ხელმწიფება დღეს და ბატონობთ ქვეყანაზე, მაგრამ ვინ შეგვეწევა ალლაჰის რისხვისაგან, თუ იგი მოგვეწევა? უთხრა ფარაონმა: არაფერს გიჩვენებთ თქვენ, იმის გარდა, რასაც მე ვხედავ, და თქვენ გიწინამძღვრებთ სწორი გზით. وَقَالَ ٱلَّذِىٓ ءَامَنَ يَـٰقَوْمِ إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُم مِّثْلَ يَوْمِ ٱلْأَحْزَابِ 30. და თქვა იმან, რომელმაც ირწმუნა: ჰეი ჩემო ხალხო, მე მეშინია თქვენს გამო დაჯგუფებათა დღის მსგავსისა. مِثْلَ دَأْبِ قَوْمِ نُوحٍۢ وَعَادٍۢ وَثَمُودَ وَٱلَّذِينَ مِنۢ بَعْدِهِمْ ۚ وَمَا ٱللَّهُ يُرِيدُ ظُلْمًۭا لِّلْعِبَادِ 31. მსგავსის ნუჰის, 'ადისა და სემუდის ხალხის გაცამტვერებისა და მათი, ვინც იყვნენ მათ შემდგომ. და სულაც არ სურს ალლაჰს უსამართლობა თავისი მსახურებისადმი. وَيَـٰقَوْمِ إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ يَوْمَ ٱلتَّنَادِ 32. ჰეი ჩემო ხალხო, მე მეშინია თქვენს გამო უერთიერთხმობის დღისა. يَوْمَ تُوَلُّونَ مُدْبِرِينَ مَا لَكُم مِّنَ ٱللَّهِ مِنْ عَاصِمٍۢ ۗ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِنْ هَادٍۢ 33. დღისა, როდესაც გაბრუნდებით ზურგშექცეულნი. არავინა გყავთ ალლაჰისაგან გადამრჩენი და, ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, არავინა ჰყავს მას წინამძღოლი. وَلَقَدْ جَآءَكُمْ يُوسُفُ مِن قَبْلُ بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَمَا زِلْتُمْ فِى شَكٍّۢ مِّمَّا جَآءَكُم بِهِۦ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا هَلَكَ قُلْتُمْ لَن يَبْعَثَ ٱللَّهُ مِنۢ بَعْدِهِۦ رَسُولًۭا ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُضِلُّ ٱللَّهُ مَنْ هُوَ مُسْرِفٌۭ مُّرْتَابٌ 34. და ვფიცავ, უწინ მოვიდა თქვენთან იუსუფი ცხადი მტკიცებებით, მაგრამ გააგრძელეთ ეჭვში ყოფნა იმის მიმართ, რაც მან მოგიტანათ, ვიდრეღა არ აღესრულა. თქვით: აღარასოდეს წარმოგზავნის ალლაჰი მის შემდგომ შუამავალსო. სწორედ ასე ააცდენს ალლაჰი იმას, ვინც თავგასული, ეჭვიანია. ٱلَّذِينَ يُجَـٰدِلُونَ فِىٓ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ بِغَيْرِ سُلْطَـٰنٍ أَتَىٰهُمْ ۖ كَبُرَ مَقْتًا عِندَ ٱللَّهِ وَعِندَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَطْبَعُ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ قَلْبِ مُتَكَبِّرٍۢ جَبَّارٍۢ 35. რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, კამათობენ ალლაჰის აიათების შესახებ. დიდია ამის მიმართ ალლაჰის სიძულვილი და სიძულვილი იმათი, რომელთაც ირწმუნეს. ამგვარად ბეჭდავს ალლაჰი ყოველი ამპარტავნის, უსამართლოს გულს. وَقَالَ فِرْعَوْنُ يَـٰهَـٰمَـٰنُ ٱبْنِ لِى صَرْحًۭا لَّعَلِّىٓ أَبْلُغُ ٱلْأَسْبَـٰبَ 36. თქვა ფარაონმა: ჰეი ჰამან, ამიგე მე კოშკი რათა ეგებ შევწვდე ალაგთ! أَسْبَـٰبَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ فَأَطَّلِعَ إِلَىٰٓ إِلَـٰهِ مُوسَىٰ وَإِنِّى لَأَظُنُّهُۥ كَـٰذِبًۭا ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ زُيِّنَ لِفِرْعَوْنَ سُوٓءُ عَمَلِهِۦ وَصُدَّ عَنِ ٱلسَّبِيلِ ۚ وَمَا كَيْدُ فِرْعَوْنَ إِلَّا فِى تَبَابٍۢ 37. ალაგთ ცათა, რათა შევწვდე მუსას ღვთაებას, თუმცა მე მას ცრუდ მივიჩნევო. ამგვარად ეშმვენიერა ფარაონს სიავე თავისი საქმისა და ჩამოშორებულ იქნა გზას(ღმერთისას); და არაფერი იყო ფარაონის მზაკვრობა, ამაოების გარდა. وَقَالَ ٱلَّذِىٓ ءَامَنَ يَـٰقَوْمِ ٱتَّبِعُونِ أَهْدِكُمْ سَبِيلَ ٱلرَّشَادِ 38. და თქვა იმან, რომელმაც ირწმუნა: ჰეი ჩემო ხალხო, მე გამომყევით, რათა გიწინამძღვროთ ჭეშმარიტი გზით. يَـٰقَوْمِ إِنَّمَا هَـٰذِهِ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا مَتَـٰعٌۭ وَإِنَّ ٱلْـَٔاخِرَةَ هِىَ دَارُ ٱلْقَرَارِ 39. ჰეი ჩემო ხალხო, ეს მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დროებითი სიტკბოებაა და საიქიო კი მარადიული სამყოფელი. مَنْ عَمِلَ سَيِّئَةًۭ فَلَا يُجْزَىٰٓ إِلَّا مِثْلَهَا ۖ وَمَنْ عَمِلَ صَـٰلِحًۭا مِّن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌۭ فَأُو۟لَـٰٓئِكَ يَدْخُلُونَ ٱلْجَنَّةَ يُرْزَقُونَ فِيهَا بِغَيْرِ حِسَابٍۢ 40. და ვინც სიავე ქმნა, არაფერი მიეზღვება, გარდა ამის მსგავსისა, ხოლო ვინც სიკეთა აკეთა - კაცმა თუ ქალმა და მორწმუნე იყო, სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში და ებოძებათ სარჩო იქ უანგარიშოდ. وَيَـٰقَوْمِ مَا لِىٓ أَدْعُوكُمْ إِلَى ٱلنَّجَوٰةِ وَتَدْعُونَنِىٓ إِلَى ٱلنَّارِ 41. ჰეი ჩემო ხალხო! რა უცნაურია, მე მოგიხმობთ გადარჩენისკენ, თქვენი კი ცეცხლისკენ მიხმობთ. تَدْعُونَنِى لِأَكْفُرَ بِٱللَّهِ وَأُشْرِكَ بِهِۦ مَا لَيْسَ لِى بِهِۦ عِلْمٌۭ وَأَنَا۠ أَدْعُوكُمْ إِلَى ٱلْعَزِيزِ ٱلْغَفَّـٰرِ 42. მიხმობთ, რომ არ ვირწმუნო ალლაჰი და თანაზიარად დავუდგინო მას ის, რისი ცოდნაც არ გამაჩნია. მე კი თქვენ გიხმობთ ძლევამოსილის, მიმტევებლისკენ. لَا جَرَمَ أَنَّمَا تَدْعُونَنِىٓ إِلَيْهِ لَيْسَ لَهُۥ دَعْوَةٌۭ فِى ٱلدُّنْيَا وَلَا فِى ٱلْـَٔاخِرَةِ وَأَنَّ مَرَدَّنَآ إِلَى ٱللَّهِ وَأَنَّ ٱلْمُسْرِفِينَ هُمْ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ 43. უეჭველია, რისკენაც მომიხმობთ თქვენ, არა აქვს ხმობა არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად, და რომ ჩვენი დაბრუნება ალლაჰისკენაა, და რომ სწორედ მფლანგველები არიან ცეცხლის ბინადარნი. فَسَتَذْكُرُونَ مَآ أَقُولُ لَكُمْ ۚ وَأُفَوِّضُ أَمْرِىٓ إِلَى ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بَصِيرٌۢ بِٱلْعِبَادِ 44. მალე გაიხსენებთ, რასაც გეუბნებით. მე კი ვანდობ ჩემს თავს ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს. فَوَقَىٰهُ ٱللَّهُ سَيِّـَٔاتِ مَا مَكَرُوا۟ ۖ وَحَاقَ بِـَٔالِ فِرْعَوْنَ سُوٓءُ ٱلْعَذَابِ 45. და დაიცვა იგი ალლაჰმა სიავისგან, რაც მას უმზაკვრეს, და დაატყდა ფარაონის სახლეულს საშინელი სასჯელი. ٱلنَّارُ يُعْرَضُونَ عَلَيْهَا غُدُوًّۭا وَعَشِيًّۭا ۖ وَيَوْمَ تَقُومُ ٱلسَّاعَةُ أَدْخِلُوٓا۟ ءَالَ فِرْعَوْنَ أَشَدَّ ٱلْعَذَابِ 46. ცეცხლი, რომლის წინაშეც წარდგენილნი იქნებიან განთიადისას და შებინდებისას, იმ დღეს კი, როცა დადგება საათი, შეიყვანებენ ფარაონის სახლეულს უმკაცრეს სასჯელში. وَإِذْ يَتَحَآجُّونَ فِى ٱلنَّارِ فَيَقُولُ ٱلضُّعَفَـٰٓؤُا۟ لِلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوٓا۟ إِنَّا كُنَّا لَكُمْ تَبَعًۭا فَهَلْ أَنتُم مُّغْنُونَ عَنَّا نَصِيبًۭا مِّنَ ٱلنَّارِ 47. და აჰა, შეეკამათებიან ცეცხლში ერთმანეთს და ეტყვიან სუსტები იმათ, ვინც იყო მედიდური: ჩვენ ვიყავით თქვენი მიმდევარნი. და ახლა ხომ არ აგვარიდებდი ცეცხლის ნაწილს? قَالَ ٱلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوٓا۟ إِنَّا كُلٌّۭ فِيهَآ إِنَّ ٱللَّهَ قَدْ حَكَمَ بَيْنَ ٱلْعِبَادِ 48. და ეტყვიან ისინი, ვინც იყო მედიდური: ჩვენ ყველა მასში ვართ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა განსაჯა მსახურთა შორისო. وَقَالَ ٱلَّذِينَ فِى ٱلنَّارِ لِخَزَنَةِ جَهَنَّمَ ٱدْعُوا۟ رَبَّكُمْ يُخَفِّفْ عَنَّا يَوْمًۭا مِّنَ ٱلْعَذَابِ 49. და ეტყვიან ისინი, ვინც ცეცხლშია, ჯოჯოხეთის მცველებს: მოუხმეთ თქვენს ღმერთს, შეგვიმსუბუქოს ჩვენ სასჯელი, თუნდაც ერთი დღით. قَالُوٓا۟ أَوَلَمْ تَكُ تَأْتِيكُمْ رُسُلُكُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ ۖ قَالُوا۟ بَلَىٰ ۚ قَالُوا۟ فَٱدْعُوا۟ ۗ وَمَا دُعَـٰٓؤُا۟ ٱلْكَـٰفِرِينَ إِلَّا فِى ضَلَـٰلٍ 50. ჰკითხავს: განა არ მოსულან თქვენთან შუამავლები ცხადი მტკიცებებით?! მიუგებენ - დიახ! იტყვიან: მაშ, თავად მოუხმეთ, მაგრამ ურწმუნოთა ვედრება არაფერია გზააბნევის მეტი. إِنَّا لَنَنصُرُ رُسُلَنَا وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَيَوْمَ يَقُومُ ٱلْأَشْهَـٰدُ 51. ჩვენ შევეწევით ჩვენს შუამავლებსა და იმათ, ვინც ირწმუნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმ დღეს, როცა წარსდგებიან მოწმეები. يَوْمَ لَا يَنفَعُ ٱلظَّـٰلِمِينَ مَعْذِرَتُهُمْ ۖ وَلَهُمُ ٱللَّعْنَةُ وَلَهُمْ سُوٓءُ ٱلدَّارِ 52. იმ დღეს, როცა ვერას არგებთ უსამართლოებს თავის მართლება. მათ იწვნიეს წყევლა და მათთვისაა ავი სამყოფელი. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْهُدَىٰ وَأَوْرَثْنَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱلْكِتَـٰبَ 53. და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას ჭეშმარიტი გზა და მემკვიდრეობად მივეცით ისრაელის შვილებს წიგნი. هُدًۭى وَذِكْرَىٰ لِأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ 54. წინამძღოლად და შეხსენებად გონების მქონეთათვის. فَٱصْبِرْ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ وَٱسْتَغْفِرْ لِذَنۢبِكَ وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ بِٱلْعَشِىِّ وَٱلْإِبْكَـٰرِ 55. და მოითმინე! ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია, და პატიება ითხოვე შენი ცოდვებისთვის და ქებით განადიდე შენი ღმერთი საღამოს და დილას. إِنَّ ٱلَّذِينَ يُجَـٰدِلُونَ فِىٓ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ بِغَيْرِ سُلْطَـٰنٍ أَتَىٰهُمْ ۙ إِن فِى صُدُورِهِمْ إِلَّا كِبْرٌۭ مَّا هُم بِبَـٰلِغِيهِ ۚ فَٱسْتَعِذْ بِٱللَّهِ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْبَصِيرُ 56. იმათ, რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, კამათობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. მათ გულებში სხვა არაფერია, ქედმაღლობის გარდა, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. შენ კი ალლაჰს მიეკედლე, ჭეშმარიტად, იგია ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველი. لَخَلْقُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ أَكْبَرُ مِنْ خَلْقِ ٱلنَّاسِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 57. ცათა და დედამიწის გაჩენა, ადამიანების გაჩენაზე უდიდესია. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის. وَمَا يَسْتَوِى ٱلْأَعْمَىٰ وَٱلْبَصِيرُ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَلَا ٱلْمُسِىٓءُ ۚ قَلِيلًۭا مَّا تَتَذَكَّرُونَ 58. თანასწორნი არ არიან ბრმა და მხედველი, როგორც ის, ვინც ირწმუნა, სიკეთე აკეთა და სიავის ჩამდენი. რა მცირეა, რაც გახსოვთ. إِنَّ ٱلسَّاعَةَ لَـَٔاتِيَةٌۭ لَّا رَيْبَ فِيهَا وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ 59. ჭეშმარიტად, ის საათი, რომელშიც ეჭვი არ არის, დადგება. თუმცა ხალხის უმეტესობას არ სწამს! وَقَالَ رَبُّكُمُ ٱدْعُونِىٓ أَسْتَجِبْ لَكُمْ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِى سَيَدْخُلُونَ جَهَنَّمَ دَاخِرِينَ 60. და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში. ٱللَّهُ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلَّيْلَ لِتَسْكُنُوا۟ فِيهِ وَٱلنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى ٱلنَّاسِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَشْكُرُونَ 61. ალლაჰია ის, ვინც დაგიდგინათ ღამე, რათა მოისვენოთ მასში, და დღე - გასანათებლად. ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხისადმი, მაგრამ ხალხის უმეტესობა არ არის მადლიერი. ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ خَـٰلِقُ كُلِّ شَىْءٍۢ لَّآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ 62. აი, ეს არის ალლაჰი თქვენი ღმერთი, გამჩენი ყოველივესი. არ არსებობს ღვთაება მის გარდა და რაოდენ ხართ ცდულებულნი. كَذَ‌ٰلِكَ يُؤْفَكُ ٱلَّذِينَ كَانُوا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ يَجْحَدُونَ 63. ამგვარად სცდუნდნენ ისინი, რომლებიც ჩვენს აიათებს უარყოფდნენ. ٱللَّهُ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ قَرَارًۭا وَٱلسَّمَآءَ بِنَآءًۭ وَصَوَّرَكُمْ فَأَحْسَنَ صُوَرَكُمْ وَرَزَقَكُم مِّنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ ۖ فَتَبَارَكَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 64. ალლაჰია იგი, ვინც დაადგინა თქვენთვის დედამიწა საცხოვრებლად და ზეცა სახურავად, გამოგსახათ თქვენ და მოგცათ მშვენიერი ფორმა. აი ეს არის ალლაჰი თქვენი ღმერთი, დიდებულია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი. هُوَ ٱلْحَىُّ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ فَٱدْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ ۗ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 65. იგი უკვდავია! არ არსებობს ღვთაება მის გარდა. მოუხმეთ მას მისადმი ხალახი რწმენით. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს! قُلْ إِنِّى نُهِيتُ أَنْ أَعْبُدَ ٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ لَمَّا جَآءَنِىَ ٱلْبَيِّنَـٰتُ مِن رَّبِّى وَأُمِرْتُ أَنْ أُسْلِمَ لِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 66. უთხარი: მე ამეკრძალა, რომ ვეთაყვანო იმათ, რომელთაც უხმობთ ალლაჰის მაგივრად, რამეთუ მებოძა მე ცხადი მტკიცებანი ჩემი ღმერთისაგან და მებრძანა, დავემორჩილო სამყაროთა ღმერთს. هُوَ ٱلَّذِى خَلَقَكُم مِّن تُرَابٍۢ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍۢ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍۢ ثُمَّ يُخْرِجُكُمْ طِفْلًۭا ثُمَّ لِتَبْلُغُوٓا۟ أَشُدَّكُمْ ثُمَّ لِتَكُونُوا۟ شُيُوخًۭا ۚ وَمِنكُم مَّن يُتَوَفَّىٰ مِن قَبْلُ ۖ وَلِتَبْلُغُوٓا۟ أَجَلًۭا مُّسَمًّۭى وَلَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 67. იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტისგან. მერე გამოჰყავხართ ჩვილად, მერე მიაღწევთ ზრდასრულ ასაკამდე და რომ მერე შეიქნათ მოხუცნი. თქვენს შორის არიან ისეთნიც, ვინც კვდება უფრო ადრე. და რომ მიაღწიოთ განსაზღვრულ ვადას, რათა ეგების გონს მოუხმოთ. هُوَ ٱلَّذِى يُحْىِۦ وَيُمِيتُ ۖ فَإِذَا قَضَىٰٓ أَمْرًۭا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُۥ كُن فَيَكُونُ 68. იგია, ვინც აცოცხლებს და აკვდინებს და როცა რამეს გადაწყვეტს, საკმარისია უთხრას მას: იყავ! და იქნება! أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ يُجَـٰدِلُونَ فِىٓ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ أَنَّىٰ يُصْرَفُونَ 69. განა არ გინახავს ისინი, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებიან ალლაჰის აიათების შესახებ? როგორღა უკუიქცევიან. ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِٱلْكِتَـٰبِ وَبِمَآ أَرْسَلْنَا بِهِۦ رُسُلَنَا ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 70. ისინი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს წიგნი და ის, რითაც წარმოვგზავნეთ შუამავლები... მალე შეიტყობენ. إِذِ ٱلْأَغْلَـٰلُ فِىٓ أَعْنَـٰقِهِمْ وَٱلسَّلَـٰسِلُ يُسْحَبُونَ 71. როცა ბორკილებით კისერზე და ჯაჭვებით გარეკავენ. فِى ٱلْحَمِيمِ ثُمَّ فِى ٱلنَّارِ يُسْجَرُونَ 72. მდუღარეში, მერე ცეცხლში იქნებიან შენთებული. مَّ قِيلَ لَهُمْ أَيْنَ مَا كُنتُمْ تُشْرِكُونَ 73. მერე კი ეტყვიან: სად არიან ისინი, რომელთაც თანაზიარად იდგენდით. مِن دُونِ ٱللَّهِ ۖ قَالُوا۟ ضَلُّوا۟ عَنَّا بَل لَّمْ نَكُن نَّدْعُوا۟ مِن قَبْلُ شَيْـًۭٔا ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُضِلُّ ٱللَّهُ ٱلْكَـٰفِرِينَ 74. ალლაჰის მაგივრად? იტყვიან: მიიკარგნენ ჩვენგან... არა! ჩვენ ადრეც არავის ვეთაყვანებოდით. აი, ასე ტოვებს ალლაჰი ურწმუნოებს გზააბნევაში. ذَ‌ٰلِكُم بِمَا كُنتُمْ تَفْرَحُونَ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَبِمَا كُنتُمْ تَمْرَحُونَ 75. ეს იმის გამო, რომ ხარობდით დედამიწაზე უფლების გარეშე და იმის გამო, რომ მედიდურობდით. ٱدْخُلُوٓا۟ أَبْوَ‌ٰبَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ فَبِئْسَ مَثْوَى ٱلْمُتَكَبِّرِينَ 76. შედით ჯოჯოხეთის კარიბჭეებში, იყავით იქ მარადიულად და რა საშინელი თავშესაფარია მედიდურთა. فَٱصْبِرْ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ ۚ فَإِمَّا نُرِيَنَّكَ بَعْضَ ٱلَّذِى نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِلَيْنَا يُرْجَعُونَ 77. შენ კი მოითმინე, რამეთუ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. ჩვენ უსათუოდ გიჩვენებთ ზოგ რამეს, რაც მათ აღვუთქვით, ანდა მიგიბარებთ და ჩვენსკენ იქნებიან დაბრუნებულნი. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلًۭا مِّن قَبْلِكَ مِنْهُم مَّن قَصَصْنَا عَلَيْكَ وَمِنْهُم مَّن لَّمْ نَقْصُصْ عَلَيْكَ ۗ وَمَا كَانَ لِرَسُولٍ أَن يَأْتِىَ بِـَٔايَةٍ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ فَإِذَا جَآءَ أَمْرُ ٱللَّهِ قُضِىَ بِٱلْحَقِّ وَخَسِرَ هُنَالِكَ ٱلْمُبْطِلُونَ 78. ჩვენ წარმოვგზავნეთ შუამავლები შენზე უწინაც. მათგან არის ის, ვისზედაც გიამბეთ, და მათგანაა ის, ვისზედაც შენთვის არ გვიაბმნია. და არ ყოფილა, რომ რომელიმე შუამავალს მოეტანა აიათი, თუ არა მხოლოდ ალლაჰის ნებით, როცა მოევლინება ალლაჰის ბრძანება, გადაწყდება საქმე ჭეშმარიტებით და იქვე წააგებენ ამაოსმყოფელნი. ٱللَّهُ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَنْعَـٰمَ لِتَرْكَبُوا۟ مِنْهَا وَمِنْهَا تَأْكُلُونَ 79. ალლაჰია იგი, ვინც დაგიდგინათ თქვენ საქონელი, რათა ამხედრდეთ ზოგ მათგანზე, ზოგი მათგანი კი ჭამოთ. وَلَكُمْ فِيهَا مَنَـٰفِعُ وَلِتَبْلُغُوا۟ عَلَيْهَا حَاجَةًۭ فِى صُدُورِكُمْ وَعَلَيْهَا وَعَلَى ٱلْفُلْكِ تُحْمَلُونَ 80. და თქვენ მათში გაქვთ სარგებელი და ის, რომ ეწიოთ მათგან საწადელს, რაც თქვენს გულებშია; და მათით და ხომალდებით გადაადგილდებით. وَيُرِيكُمْ ءَايَـٰتِهِۦ فَأَىَّ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ تُنكِرُونَ 81. იგი გიჩვენებთ თქვენ თავის სასწაულებს და ალლაჰის სასწაულთაგან რომელს უარყოფთ? أَفَلَمْ يَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَيَنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَانُوٓا۟ أَكْثَرَ مِنْهُمْ وَأَشَدَّ قُوَّةًۭ وَءَاثَارًۭا فِى ٱلْأَرْضِ فَمَآ أَغْنَىٰ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 82. განა არ უვლიათ ქვეყანაზე? მაშ, შეხედონ, როგორი იყო აღსასრული იმათი, ვინც იყვნენ მათზე უწინ, მათზე მეტნიც იყვნენ და უფრო ძლიერნიც - ძალითა და კვალით ქვეყანაზე. და არ გამოადგათ ის, რასაც აგროვებდნენ! فَلَمَّا جَآءَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَرِحُوا۟ بِمَا عِندَهُم مِّنَ ٱلْعِلْمِ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 83. როცა მათთან მივიდოდნენ ჩვენი შუამავლები ცხადი მტკიცებებით, ხარობნდნენ იმით, რისი ცოდნაც მათთან იყო, და გარემოიცვა ისინი იმან, რასაც დასცინოდნენ. فَلَمَّا رَأَوْا۟ بَأْسَنَا قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَحْدَهُۥ وَكَفَرْنَا بِمَا كُنَّا بِهِۦ مُشْرِكِينَ 84. და როცა იხილეს ჩვენი სასჯელი, თქვეს: ვირწმუნეთ ერთადერთი ალლაჰი და ვუარყოფთ იმას, რასაც მას თანაზიარად ვუდგენდითო. فَلَمْ يَكُ يَنفَعُهُمْ إِيمَـٰنُهُمْ لَمَّا رَأَوْا۟ بَأْسَنَا ۖ سُنَّتَ ٱللَّهِ ٱلَّتِى قَدْ خَلَتْ فِى عِبَادِهِۦ ۖ وَخَسِرَ هُنَالِكَ ٱلْكَـٰفِرُونَ 85. და ვერ არგო მათ თავიანთმა რწმენამ მაშინ, როცა ნახეს ჩვენი სასჯელი. (ეს არის)ალლაჰის კანონი, რომელიც გარდახდა მის მსახურებთა შორის და სწორედ იქ წააგეს ურწმუნოებმა!