n ზუმერ

39. სურა ზუმერ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა تَنزِيلُ ٱلْكِتَـٰبِ مِنَ ٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَكِيمِ 1. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰისაგან, ძლევამოსილისგან, ბრძენისგან. إِنَّآ أَنزَلْنَآ إِلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ فَٱعْبُدِ ٱللَّهَ مُخْلِصًۭا لَّهُ ٱلدِّينَ 2. ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით და თაყვანი ეცით ალლაჰს, ხალახი რწმენით. أَلَا لِلَّهِ ٱلدِّينُ ٱلْخَالِصُ ۚ وَٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءَ مَا نَعْبُدُهُمْ إِلَّا لِيُقَرِّبُونَآ إِلَى ٱللَّهِ زُلْفَىٰٓ إِنَّ ٱللَّهَ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ فِى مَا هُمْ فِيهِ يَخْتَلِفُونَ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى مَنْ هُوَ كَـٰذِبٌۭ كَفَّارٌۭ 3. ჭეშმარიტად, ხალახი რწმენა ალლაჰისაა! ისინი კი, რომელთაც აიყვანეს მის გარდა მფარველები(ამბობენ): არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვაახლოონ ალლაჰთან სიახლოვითო. ჭეშმარიტად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვინც მატყუარა, უმადურია. لَّوْ أَرَادَ ٱللَّهُ أَن يَتَّخِذَ وَلَدًۭا لَّٱصْطَفَىٰ مِمَّا يَخْلُقُ مَا يَشَآءُ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ ۖ هُوَ ٱللَّهُ ٱلْوَ‌ٰحِدُ ٱلْقَهَّارُ 4. ალლაჰს რომ ენებებინა დაედგინა ძე, უსათუოდ, აირჩევდა იმისაგან, რასაც ქმნის, როგორც ნებავს. დიდება მას, იგია ალლაჰი ერთადერთი, ძლევამოსილი. خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ ۖ يُكَوِّرُ ٱلَّيْلَ عَلَى ٱلنَّهَارِ وَيُكَوِّرُ ٱلنَّهَارَ عَلَى ٱلَّيْلِ ۖ وَسَخَّرَ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ ۖ كُلٌّۭ يَجْرِى لِأَجَلٍۢ مُّسَمًّى ۗ أَلَا هُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْغَفَّـٰرُ 5. გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. მოსავს ღამეს დღეში და მოსავს დღეს ღამეში. დაიმორჩილა მზე და მთვარე. ყველა დაცურავს განსაზღვრულ ვადამდე. მხოლოდ იგია ძლევამოსილი, ყოვლისმიმტევებელი. خَلَقَكُم مِّن نَّفْسٍۢ وَ‌ٰحِدَةٍۢ ثُمَّ جَعَلَ مِنْهَا زَوْجَهَا وَأَنزَلَ لَكُم مِّنَ ٱلْأَنْعَـٰمِ ثَمَـٰنِيَةَ أَزْوَ‌ٰجٍۢ ۚ يَخْلُقُكُمْ فِى بُطُونِ أُمَّهَـٰتِكُمْ خَلْقًۭا مِّنۢ بَعْدِ خَلْقٍۢ فِى ظُلُمَـٰتٍۢ ثَلَـٰثٍۢ ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ لَهُ ٱلْمُلْكُ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُصْرَفُونَ 6. გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან. შემდეგ დაადგინა მისგან მისი მეწყვილე და მოავლინა თქვენთვის საქონლიდან რვა წყვილი. გაჩენთ თქვენი დედების მუცლებში ქმნილებად: შემდგომ ქმნილებად სამ წვყდიადში. ეს არის ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მისია მეუფება. არ არსებობს ღვთაება მის გარდა. და როგორ ჩამოშორდით(ჭეშმარიტებას)! إِن تَكْفُرُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِىٌّ عَنكُمْ ۖ وَلَا يَرْضَىٰ لِعِبَادِهِ ٱلْكُفْرَ ۖ وَإِن تَشْكُرُوا۟ يَرْضَهُ لَكُمْ ۗ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌۭ وِزْرَ أُخْرَىٰ ۗ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُم مَّرْجِعُكُمْ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ ۚ إِنَّهُۥ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 7. თუ არ ირწმუნებთ, ალლაჰს არ სჭირდებით თქვენ, და იგი არ არის კმაყოფილი ურწმუნოობით მისი მსახურისგან. ხოლო თუ მადლიერებას გამოხატავთ, მოიწონებს იგი თქვენთვის. და არ იტვირთავს არც ერთი მტვირთველი სხვის ტვირთს. მერე თქვენი ღმერთისკენაა თქვენი დასაბრუნებელი. მაშინ გაცნობებთ იგი იმას, რასაც აკეთებდით. ჭეშმარიტად, იგი უწყის გულთა ნადებს! وَإِذَا مَسَّ ٱلْإِنسَـٰنَ ضُرٌّۭ دَعَا رَبَّهُۥ مُنِيبًا إِلَيْهِ ثُمَّ إِذَا خَوَّلَهُۥ نِعْمَةًۭ مِّنْهُ نَسِىَ مَا كَانَ يَدْعُوٓا۟ إِلَيْهِ مِن قَبْلُ وَجَعَلَ لِلَّهِ أَندَادًۭا لِّيُضِلَّ عَن سَبِيلِهِۦ ۚ قُلْ تَمَتَّعْ بِكُفْرِكَ قَلِيلًا ۖ إِنَّكَ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلنَّارِ 8. და როცა შეეხება ადამიანს სიავე, მოუხმობს თავის ღმერთს სინანულში ჩავარდნილი, მერე როცა მას უბოძებს სიკეთეს მისგან, ივიწყებს რასაც უწინ ევედრებოდა. და უდგენს ალლაჰს თანაზიართ, რათა ააცდინოს მის გზას. უთხარი: „დატკბი შენი უმეცრებით მცირე ხანს. უეჭველად, შენ ხარ ცეცხლის ბინადართაგანი. أَمَّنْ هُوَ قَـٰنِتٌ ءَانَآءَ ٱلَّيْلِ سَاجِدًۭا وَقَآئِمًۭا يَحْذَرُ ٱلْـَٔاخِرَةَ وَيَرْجُوا۟ رَحْمَةَ رَبِّهِۦ ۗ قُلْ هَلْ يَسْتَوِى ٱلَّذِينَ يَعْلَمُونَ وَٱلَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ ۗ إِنَّمَا يَتَذَكَّرُ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 9. განა ის, ვინც მორჩილად ატარებს ღამის საათებს, სუჯუდზე ან ფეხზე მდგომი, უფრთხის საიქიოს და სასოებს წყალობას თავისი ღმერთისას, უთხარი: „განა თანასწორნი არიან ისინი, ვინც იციან და ისინი, ვინც არ იციან?! თუმცაღა, ამას გონების მქონენი იაზრებენ. قُلْ يَـٰعِبَادِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ رَبَّكُمْ ۚ لِلَّذِينَ أَحْسَنُوا۟ فِى هَـٰذِهِ ٱلدُّنْيَا حَسَنَةٌۭ ۗ وَأَرْضُ ٱللَّهِ وَ‌ٰسِعَةٌ ۗ إِنَّمَا يُوَفَّى ٱلصَّـٰبِرُونَ أَجْرَهُم بِغَيْرِ حِسَابٍۢ 10. უთხარი: ო ჩემო მსახურებო, რომელთაც ირწმუნეთ, გეშინოდეთ თქვენი ღმერთის. მათთვის, ვინც სიკეთეს აკეთებდა ამქვეყნად - სიკეთეა! და ალლაჰის მიწა ვრცელია! და აუნაზღაურდებათ მომთმენთ უანგარიშოდ მათი საზღაური. قُلْ إِنِّىٓ أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ ٱللَّهَ مُخْلِصًۭا لَّهُ ٱلدِّينَ 11. უთხარი: მე მებრძანა, ვეთაყვანო ალლაჰს გულწრფელად, მხოლოდ მისადმი ხალასი რწმენით. وَأُمِرْتُ لِأَنْ أَكُونَ أَوَّلَ ٱلْمُسْلِمِينَ 12. და მებრძანა, რომ ვიყო პირველი მუსლიმთაგანი. قُلْ إِنِّىٓ أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّى عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 13. უთხარი: მეშინია დიდებული დღის სასჯელისა, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს. قُلِ ٱللَّهَ أَعْبُدُ مُخْلِصًۭا لَّهُۥ دِينِى 14. უთხარი: მე ალლაჰს ვეთაყვანები მისადმი ხალასი რწმენით. فَٱعْبُدُوا۟ مَا شِئْتُم مِّن دُونِهِۦ ۗ قُلْ إِنَّ ٱلْخَـٰسِرِينَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ أَلَا ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْخُسْرَانُ ٱلْمُبِينُ 15. თქვენ კი, ეთაყვანეთ იმას, რასაც ინებებთ მის გარდა. უთხარი: ჭეშმარიტად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც თავი წააგეს და ოჯახები აღდგომის დღეს. განა არ არის ეს აშკარა წაგება? لَهُم مِّن فَوْقِهِمْ ظُلَلٌۭ مِّنَ ٱلنَّارِ وَمِن تَحْتِهِمْ ظُلَلٌۭ ۚ ذَ‌ٰلِكَ يُخَوِّفُ ٱللَّهُ بِهِۦ عِبَادَهُۥ ۚ يَـٰعِبَادِ فَٱتَّقُونِ 16. მათ თავს ზემოთ ცეცხლის საჩრდილობელი იქნება ქვემოდანაც და ზემოდანაც. ეს არის ის, რითაც ალლაჰი აშინებს თავის მსახურებს: ჩემო მსახურებო, მაშ ჩემი გეშინოდეთ. وَٱلَّذِينَ ٱجْتَنَبُوا۟ ٱلطَّـٰغُوتَ أَن يَعْبُدُوهَا وَأَنَابُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ لَهُمُ ٱلْبُشْرَىٰ ۚ فَبَشِّرْ عِبَادِ 17. ისინი, რომლებიც განუდგნენ ტაღუთს, რომ მასზე თაყვანი არ ეცათ და მიბრუნდნენ ალლაჰისკენ, სწორედ მათთვის არის სამახარობლო და გაახარე ჩემი მსახურები. ٱلَّذِينَ يَسْتَمِعُونَ ٱلْقَوْلَ فَيَتَّبِعُونَ أَحْسَنَهُۥٓ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ هَدَىٰهُمُ ٱللَّهُ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمْ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 18. ისინი, რომლებიც ისმენდნენ სიტყვას და მისდევდნენ მისგან საუკეთესოს, სწორედ ისინი არიან, რომელთაც უწინამძღვრა ალლაჰმა, და სწორედ ისინი არიან გონების მქონენი. أَفَمَنْ حَقَّ عَلَيْهِ كَلِمَةُ ٱلْعَذَابِ أَفَأَنتَ تُنقِذُ مَن فِى ٱلنَّارِ 19. ნუთუ ვისზეც ახდა სიტყვა სასჯელისა... ნუთუ შენ შეძლებ იმის გადარჩენას ვინც ცეცხლშია? لَـٰكِنِ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ رَبَّهُمْ لَهُمْ غُرَفٌۭ مِّن فَوْقِهَا غُرَفٌۭ مَّبْنِيَّةٌۭ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ وَعْدَ ٱللَّهِ ۖ لَا يُخْلِفُ ٱللَّهُ ٱلْمِيعَادَ 20. მაგრამ ისინი, რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთისა... მათთვისაა ოთახები რომელთა ზემოთაც სხვა ოთახები იქნება მოწყობილი. მის ძირს მდინარეები მიედინებიან, თანახმად ალლაჰის აღთქმისა. ალლაჰი კი არ ცვლის თავის აღთქმას. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَسَلَكَهُۥ يَنَـٰبِيعَ فِى ٱلْأَرْضِ ثُمَّ يُخْرِجُ بِهِۦ زَرْعًۭا مُّخْتَلِفًا أَلْوَ‌ٰنُهُۥ ثُمَّ يَهِيجُ فَتَرَىٰهُ مُصْفَرًّۭا ثُمَّ يَجْعَلُهُۥ حُطَـٰمًا ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَذِكْرَىٰ لِأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ 21. განა არ გინახავს, რომ ალლაჰმა ზეგარდმოავლინა ციდან წყალი და მოჰფინა წყაროებად დედამიწაზე? მერე ამოიყვანა მისით მიწიდან ნათესი ფერად-ფერადი. მერე ჭკნება იგი და ხედავ მას გაყვითლებულად. შემდეგ აქცევს იგი მას თივად. ჭეშმარიტად, ამაში შეხსენებაა გონების მქონეთათვის. أَفَمَن شَرَحَ ٱللَّهُ صَدْرَهُۥ لِلْإِسْلَـٰمِ فَهُوَ عَلَىٰ نُورٍۢ مِّن رَّبِّهِۦ ۚ فَوَيْلٌۭ لِّلْقَـٰسِيَةِ قُلُوبُهُم مِّن ذِكْرِ ٱللَّهِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍ 22. ვისი გულიც განავრცო ალლაჰმა ისლამისათვის, იგი უკვე ადგას ნათელს თავისი ღმერთისგან. და ვაი მათ, ვისი გულიც გაქვავებულია ალლაჰის ხსენებისაგან. სწორედ ისინი არიან ცხად გზააბნევაში. ٱللَّهُ نَزَّلَ أَحْسَنَ ٱلْحَدِيثِ كِتَـٰبًۭا مُّتَشَـٰبِهًۭا مَّثَانِىَ تَقْشَعِرُّ مِنْهُ جُلُودُ ٱلَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُمْ ثُمَّ تَلِينُ جُلُودُهُمْ وَقُلُوبُهُمْ إِلَىٰ ذِكْرِ ٱللَّهِ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهْدِى بِهِۦ مَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِنْ هَادٍ 23. ალლაჰმა ზეგარდმოავლინა საუკეთესო სიტყვა წიგნად, ერთმანეთის მგვანი განმეორებადი, ჰარმონიული. მისგან ჟრუანტელი უვლით იმათ კანს, რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთისა. მერე რბილდება მათი კანი და გულნი ალლაჰის ხსენებისათვის. ეს არის ალლაჰის წრფელი გზა, რომლითაც სწორ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს. ხოლო იმას, ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, არავინ ეყოლება სწორ გზაზე დამდგენი. أَفَمَن يَتَّقِى بِوَجْهِهِۦ سُوٓءَ ٱلْعَذَابِ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ وَقِيلَ لِلظَّـٰلِمِينَ ذُوقُوا۟ مَا كُنتُمْ تَكْسِبُونَ 24. განა ის, ვინც თავისივე სახით იცავს აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან? და ეთქვათ უსამართლოებს: „იგემეთ იგი, რასაც იხვეჭდით?“  كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَأَتَىٰهُمُ ٱلْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ 25. ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, ამიტომაც ეწიათ მათ სასჯელი იქიდან, საიდანაც არ მოელოდნენ. فَأَذَاقَهُمُ ٱللَّهُ ٱلْخِزْىَ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ ٱلْـَٔاخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 26. ამგვარად, აგემა ალლაჰმა დამცირება ამავქვეყნად. იმქვეყნის სასჯელი უფრო დიდია, ნეტავ იცოდნენ! وَلَقَدْ ضَرَبْنَا لِلنَّاسِ فِى هَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ مِن كُلِّ مَثَلٍۢ لَّعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 27. და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხისთვის ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ეგების შეიგონონ! قُرْءَانًا عَرَبِيًّا غَيْرَ ذِى عِوَجٍۢ لَّعَلَّهُمْ يَتَّقُونَ 28. ყურანად არაბულად, სიმრუდის გარეშე; ეგების დაცული ყოფილიყვნენ ყოველგვარი ცუდისგან! ضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًۭا رَّجُلًۭا فِيهِ شُرَكَآءُ مُتَشَـٰكِسُونَ وَرَجُلًۭا سَلَمًۭا لِّرَجُلٍ هَلْ يَسْتَوِيَانِ مَثَلًا ۚ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ 29. მაგალითად მოიყვანა ალლაჰმა კაცი, რომელიც მოურიგებელი მოწილენის ხელშია და კაცი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ბრძანებაზე არის დამოკიდებული. ნუთუ მაგალითად შესადარები არიან? ქება-დიდება ალლაჰს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან. إِنَّكَ مَيِّتٌۭ وَإِنَّهُم مَّيِّتُونَ 30. უეჭველად, შენ მოკვდები და უეჭველად, ისინიც მოკვდებიან! ثُمَّ إِنَّكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ عِندَ رَبِّكُمْ تَخْتَصِمُونَ 31. მერე თქვენ აღდგომის დღეს თქვენი ღმერთის წინაშე იკამათებთ. فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّن كَذَبَ عَلَى ٱللَّهِ وَكَذَّبَ بِٱلصِّدْقِ إِذْ جَآءَهُۥٓ ۚ أَلَيْسَ فِى جَهَنَّمَ مَثْوًۭى لِّلْكَـٰفِرِينَ 32. და ვინ არის მასზე უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰზე და ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, როდესაც ის მასთან მივიდა?! განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სამყოფელი? وَٱلَّذِى جَآءَ بِٱلصِّدْقِ وَصَدَّقَ بِهِۦٓ ۙ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُتَّقُونَ 33. ისინი კი, ვინც სიმართლით მოვიდნენ და დაადასტურეს იგი... სწორედ ისინი არიან ღვთისმოშიშნი. لَهُم مَّا يَشَآءُونَ عِندَ رَبِّهِمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ ٱلْمُحْسِنِينَ 34. მათთვის თავიანთი ღმერთის წინაშეა, რასაც ისურვებენ. აი, ეს არის კეთილთა საზღაური. لِيُكَفِّرَ ٱللَّهُ عَنْهُمْ أَسْوَأَ ٱلَّذِى عَمِلُوا۟ وَيَجْزِيَهُمْ أَجْرَهُم بِأَحْسَنِ ٱلَّذِى كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 35. რათა განაშოროს ალლაჰმა მათგან სიავენი იმისა, რაც ქმნეს, და მიაგოს საზღაურად იმაზე უკეთესი, რასაც აკეთებდნენ. أَلَيْسَ ٱللَّهُ بِكَافٍ عَبْدَهُۥ ۖ وَيُخَوِّفُونَكَ بِٱلَّذِينَ مِن دُونِهِۦ ۚ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِنْ هَادٍۢ 36. განა არ არის ალლაჰი საკმარისი თავისი მსახურისთვის?! შენ კი გაშინებენ ისინი იმათით, ვინც მის(ალლაჰის) გარდაა. ხოლო მას, ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, ვერავინ დაადგენს სწორ გზაზე. وَمَن يَهْدِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِن مُّضِلٍّ ۗ أَلَيْسَ ٱللَّهُ بِعَزِيزٍۢ ذِى ٱنتِقَامٍۢ 37. ხოლო ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, არ არის მისთვის მაცდუნებელი. განა არ არის ალლაჰი ძლევამოსილი, შურისმგებელი?! وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّنْ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ لَيَقُولُنَّ ٱللَّهُ ۚ قُلْ أَفَرَءَيْتُم مَّا تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ إِنْ أَرَادَنِىَ ٱللَّهُ بِضُرٍّ هَلْ هُنَّ كَـٰشِفَـٰتُ ضُرِّهِۦٓ أَوْ أَرَادَنِى بِرَحْمَةٍ هَلْ هُنَّ مُمْسِكَـٰتُ رَحْمَتِهِۦ ۚ قُلْ حَسْبِىَ ٱللَّهُ ۖ عَلَيْهِ يَتَوَكَّلُ ٱلْمُتَوَكِّلُونَ 38. და თუ ჰკითხავ მათ, ვინ გააჩინა ცანი და ქვეყანა? გეტყვიან, ალლაჰმაო. უთხარი: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად? თუ ალლაჰმა ინება ჩემი ზარალი, განა ისინი არიან ამცილებელნი მისი ზარალისა, ანდა თუ ინება ჩემი წყალობა, განა ისინი შეაკავებენ მის წყალობას? უთხარი: საკმარისია ჩემთვის ალლაჰი, მას სასოებენ მსასოებელნი. قُلْ يَـٰقَوْمِ ٱعْمَلُوا۟ عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّى عَـٰمِلٌۭ ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ 39. უთხარი: ჰეი ჩემო ხალხო! იღვაწეთ თქვენი შეძლებისდა მიხედვით და მეც ვიღწვი. მალე კი შეიტყობთ! مَن يَأْتِيهِ عَذَابٌۭ يُخْزِيهِ وَيَحِلُّ عَلَيْهِ عَذَابٌۭ مُّقِيمٌ 40. ვის მიეგება სასჯელი, რომელიც დაამცირებს და ვისზე მოევლინება მარადიული სასჯელი. إِنَّآ أَنزَلْنَا عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ لِلنَّاسِ بِٱلْحَقِّ ۖ فَمَنِ ٱهْتَدَىٰ فَلِنَفْسِهِۦ ۖ وَمَن ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۖ وَمَآ أَنتَ عَلَيْهِم بِوَكِيلٍ 41. ჭეშმარიტად, ჩვენ ზეგარდმოგივლინეთ შენ წიგნი ხალხისათვის ჭეშმარიტებით, და ის, ვინც სწორ გზას დაადგება - თავისი სულის სასიკეთოდ. ხოლო ვისაც გზა აებნა - თავისივე თავის წინააღმდეგ. შენ კი არა ხარ მათი დამცველი. ٱللَّهُ يَتَوَفَّى ٱلْأَنفُسَ حِينَ مَوْتِهَا وَٱلَّتِى لَمْ تَمُتْ فِى مَنَامِهَا ۖ فَيُمْسِكُ ٱلَّتِى قَضَىٰ عَلَيْهَا ٱلْمَوْتَ وَيُرْسِلُ ٱلْأُخْرَىٰٓ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّى ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 42. ალლაჰი მიიბარებს სულებს მათი სიკვდილის ჟამს, და იმას, რომელიც არ მომკვდარა ძილის ჟამს, იჭერს მათ, ვისაც სიკვდილი განეჩინა, და აგზავნის სხვებს დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც აზროვნებს. أَمِ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ شُفَعَآءَ ۚ قُلْ أَوَلَوْ كَانُوا۟ لَا يَمْلِكُونَ شَيْـًۭٔا وَلَا يَعْقِلُونَ 43. განა მათ დაიდგინეს ქომაგები ალლაჰის მაგივრად? უთხარი: მაშინაც, თუკი არაფერს ფლობდნენ და ვერ აზროვნებდნენ? قُل لِّلَّهِ ٱلشَّفَـٰعَةُ جَمِيعًۭا ۖ لَّهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ 44. უთხარი: ალლაჰისაა ქომაგობა მთლიანად. მისია მეუფება ცათა და ქვეყნისა და შემდგომ მის წინაშე იქნებით დაბრუნებულნი. وَإِذَا ذُكِرَ ٱللَّهُ وَحْدَهُ ٱشْمَأَزَّتْ قُلُوبُ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَإِذَا ذُكِرَ ٱلَّذِينَ مِن دُونِهِۦٓ إِذَا هُمْ يَسْتَبْشِرُونَ 45. და როცა იხსენიება მხოლოდ ალლაჰი, კრთება მათი გული, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო, ხოლო თუ იხსენიებიან ისინი, ვინც არიან მის გარდა, ისინი ხარობენ. قُلِ ٱللَّهُمَّ فَاطِرَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ عَـٰلِمَ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ أَنتَ تَحْكُمُ بَيْنَ عِبَادِكَ فِى مَا كَانُوا۟ فِيهِ يَخْتَلِفُونَ 46. თქვი: ღმერთო ჩემო! გამჩენო ცათა და ქვეყნისა, მცოდნევ დაფარულისა და გაცხადებულისა, შენ განსჯი შენს მსახურთა შორის იმას, რაზედაც ვერ თანხმდებიან. وَلَوْ أَنَّ لِلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مَا فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا وَمِثْلَهُۥ مَعَهُۥ لَٱفْتَدَوْا۟ بِهِۦ مِن سُوٓءِ ٱلْعَذَابِ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ وَبَدَا لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مَا لَمْ يَكُونُوا۟ يَحْتَسِبُونَ 47. და იმათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდნენ, რაც დედამიწაზეა, ყველაფერი რომ ჰქონდეთ და კიდევ მსგავსი ამისა, მასთან ერთად, თავის გამოსყიდვას შეეცდებიან აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან. მაგრამ გამოუაშკარავდებათ მათ ალლაჰისაგან ის, რაც არ გაუთვლიათ. وَبَدَا لَهُمْ سَيِّـَٔاتُ مَا كَسَبُوا۟ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 48. და გამოუაშკარავდებათ სიავენი, რაც მოიხვეჭეს, და შეიპყრობს მათ ის, რასაც მასხრად იგდებდნენ. فَإِذَا مَسَّ ٱلْإِنسَـٰنَ ضُرٌّۭ دَعَانَا ثُمَّ إِذَا خَوَّلْنَـٰهُ نِعْمَةًۭ مِّنَّا قَالَ إِنَّمَآ أُوتِيتُهُۥ عَلَىٰ عِلْمٍۭ ۚ بَلْ هِىَ فِتْنَةٌۭ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 49. როცა შეეხება ადამიანს ზარალი, მოგვიხმობს ჩვენ, და როცა ვუბოძებთ მას წყალობას ჩვენგან, იტყვის: „ეს მხოლოდ ჩემი ცოდნის წყალობით მებოძაო. არადა ეს გამოცდაა, მათმა უმეტესობამ კი არ იცის. قَدْ قَالَهَا ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَمَآ أَغْنَىٰ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 50. ამას ამბობდნენ ისინიც, ვინც მათზე უწინ იყვნენ, მაგრამ ვერ უშველა მათ იმან, რაც მოაგროვეს. فَأَصَابَهُمْ سَيِّـَٔاتُ مَا كَسَبُوا۟ ۚ وَٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مِنْ هَـٰٓؤُلَآءِ سَيُصِيبُهُمْ سَيِّـَٔاتُ مَا كَسَبُوا۟ وَمَا هُم بِمُعْجِزِينَ 51. მათ მიეწიათ სიავენი, რაც მოიხვეჭეს, და იმათაც, ვინც ამათგან უსამართლოდ იქცეოდა, მიეწევათ სიავენი, რაც მოიხვეჭეს. და ამას წინ ვერ აღუდგებიან. أَوَلَمْ يَعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 52. ან განა არ იციან, რომ ალლაჰი უხვად აძლევს ან უმცირებს სარჩოს იმას, ვისაც ინებებს? ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია მორწმუნე ხალხისათვის. قُلْ يَـٰعِبَادِىَ ٱلَّذِينَ أَسْرَفُوا۟ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمْ لَا تَقْنَطُوا۟ مِن رَّحْمَةِ ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يَغْفِرُ ٱلذُّنُوبَ جَمِيعًا ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 53. თქვი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! ნუ მოიწყვიტავთ იმედს ალლაჰის წყალობისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულიად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი. وَأَنِيبُوٓا۟ إِلَىٰ رَبِّكُمْ وَأَسْلِمُوا۟ لَهُۥ مِن قَبْلِ أَن يَأْتِيَكُمُ ٱلْعَذَابُ ثُمَّ لَا تُنصَرُونَ 54. და მიბრუნდით თქვენი ღმერთისკენ და მას დაემორჩილეთ, ვიდრე დაგატყდებოდეთ სასჯელი, მერე კი აღარ იქნებით შეწევნულნი. وَٱتَّبِعُوٓا۟ أَحْسَنَ مَآ أُنزِلَ إِلَيْكُم مِّن رَّبِّكُم مِّن قَبْلِ أَن يَأْتِيَكُمُ ٱلْعَذَابُ بَغْتَةًۭ وَأَنتُمْ لَا تَشْعُرُونَ 55. და მიჰყევით საუკეთესოს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა თქვენი ღმერთისაგან, ვიდრე დაგატყდებოდეთ სასჯელი უეცრად, როცა ვერაფერს იგრძნობთ. أَن تَقُولَ نَفْسٌۭ يَـٰحَسْرَتَىٰ عَلَىٰ مَا فَرَّطتُ فِى جَنۢبِ ٱللَّهِ وَإِن كُنتُ لَمِنَ ٱلسَّـٰخِرِينَ 56. რამეთუ იტყვის სული: ვაი ჩემს თავს, იმის გამო(მეწია ეს), რომ არ შევასრულე მსახურება ალლაჰისადმი. და იმის გამო, რომ ვიყავი დამცინველთაგანი. أَوْ تَقُولَ لَوْ أَنَّ ٱللَّهَ هَدَىٰنِى لَكُنتُ مِنَ ٱلْمُتَّقِينَ 57. ანდა იტყვის: ალლაჰს რომ დავედგინე ჭეშმარიტ გზაზე, უსათუოდ ვიქნებოდი ღვთისმოშიშთაგანო. أَوْ تَقُولَ حِينَ تَرَى ٱلْعَذَابَ لَوْ أَنَّ لِى كَرَّةًۭ فَأَكُونَ مِنَ ٱلْمُحْسِنِينَ 58. ანდა იტყვის, როცა იხილავს სასჯელს: ნეტა, მქონდეს დაბრუნება, ვიქნებოდი სიკეთისმქმნელთაგანიო. بَلَىٰ قَدْ جَآءَتْكَ ءَايَـٰتِى فَكَذَّبْتَ بِهَا وَٱسْتَكْبَرْتَ وَكُنتَ مِنَ ٱلْكَـٰفِرِينَ 59. არა, შენ უწინ გებოძა ჩემი აიათები, ის ცრუდ შერაცხე, გაამაყდი და იყავი ურწმუნოთაგანი. وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ تَرَى ٱلَّذِينَ كَذَبُوا۟ عَلَى ٱللَّهِ وُجُوهُهُم مُّسْوَدَّةٌ ۚ أَلَيْسَ فِى جَهَنَّمَ مَثْوًۭى لِّلْمُتَكَبِّرِينَ 60. აღდგომის დღეს ნახავენ ისინი, ვინც ცრუობდნენ ალლაჰის წინაშე, რომ გაშავებულან მათი სახეები! განა არ არის ჯოჯოხეთში სამყოფელი თავმომწონე ამაყთათვის?! وَيُنَجِّى ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ بِمَفَازَتِهِمْ لَا يَمَسُّهُمُ ٱلسُّوٓءُ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 61. და იხსნის ალლაჰი მათ, რომელთაც ღმერთის ეშინოდათ, თავიანთი მიღწევებიდან გამომდინარე. არ შეეხებათ მათ სიავე და ისინი არ დამწუხრდებიან. ٱللَّهُ خَـٰلِقُ كُلِّ شَىْءٍۢ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ وَكِيلٌۭ 62. ალლაჰი ყველაფრის გამჩენია. და იგია ყველაფრის მფარველი. لَّهُۥ مَقَالِيدُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۗ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 63. მას ეკუთვნის გასაღებები ცათა და ქვეყნისა, და სწორედ ისინი, ვინც არ ირწმუნა ალლაჰის აიათები, წაგებულნი არიან. قُلْ أَفَغَيْرَ ٱللَّهِ تَأْمُرُوٓنِّىٓ أَعْبُدُ أَيُّهَا ٱلْجَـٰهِلُونَ 64. უთხარი: განა მიბრძანებთ თაყვანივსცე ვინმეს ალლაჰის მაგივრად, უმეცრებო? وَلَقَدْ أُوحِىَ إِلَيْكَ وَإِلَى ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكَ لَئِنْ أَشْرَكْتَ لَيَحْبَطَنَّ عَمَلُكَ وَلَتَكُونَنَّ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 65. და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, ვინც იყვნენ შენზე უწინ: თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, ამაო გახდება შენი საქმენი და აღმოჩნდები წაგებულთა შორის. بَلِ ٱللَّهَ فَٱعْبُدْ وَكُن مِّنَ ٱلشَّـٰكِرِينَ 66. თაყვანი ეცი ალლაჰს და იყავი მადლიერთაგანი. وَمَا قَدَرُوا۟ ٱللَّهَ حَقَّ قَدْرِهِۦ وَٱلْأَرْضُ جَمِيعًۭا قَبْضَتُهُۥ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ مَطْوِيَّـٰتٌۢ بِيَمِينِهِۦ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 67. ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება აღდგომის დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! ქება-დიდება მას და დიდებულია იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ! وَنُفِخَ فِى ٱلصُّورِ فَصَعِقَ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَن فِى ٱلْأَرْضِ إِلَّا مَن شَآءَ ٱللَّهُ ۖ ثُمَّ نُفِخَ فِيهِ أُخْرَىٰ فَإِذَا هُمْ قِيَامٌۭ يَنظُرُونَ 68. ჩაბერილ იქნება საყვირში და უგრძნობლად დაეცემა ყოველი, ვინცაა ცათა შინა და ვინც ქვეყანასა ზედაა, იმის გარდა, ვისაც ალლაჰი ინებებს. მერე ჩაბერილ იქნება საყვირში ისევ და, აჰა, ისინი აღდგომილნი იყურებიან. وَأَشْرَقَتِ ٱلْأَرْضُ بِنُورِ رَبِّهَا وَوُضِعَ ٱلْكِتَـٰبُ وَجِا۟ىٓءَ بِٱلنَّبِيِّـۧنَ وَٱلشُّهَدَآءِ وَقُضِىَ بَيْنَهُم بِٱلْحَقِّ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 69. და გაბრწყინდება ქვეყანა თავისი ღმერთის შუქით. დაიდება წიგნი და მოყვანილ იქნებიან შუამავლები და მოწმეები. და გადაწყდება მათ შორის ჭეშმარიტებით და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. وَوُفِّيَتْ كُلُّ نَفْسٍۢ مَّا عَمِلَتْ وَهُوَ أَعْلَمُ بِمَا يَفْعَلُونَ 70. მიეგება ყოველ სულს ის, რაც ქმნა, და მან(ალლაჰმა) ყველაზე უკეთ იცის, რასაც აკეთებენ. وَسِيقَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِلَىٰ جَهَنَّمَ زُمَرًا ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءُوهَا فُتِحَتْ أَبْوَ‌ٰبُهَا وَقَالَ لَهُمْ خَزَنَتُهَآ أَلَمْ يَأْتِكُمْ رُسُلٌۭ مِّنكُمْ يَتْلُونَ عَلَيْكُمْ ءَايَـٰتِ رَبِّكُمْ وَيُنذِرُونَكُمْ لِقَآءَ يَوْمِكُمْ هَـٰذَا ۚ قَالُوا۟ بَلَىٰ وَلَـٰكِنْ حَقَّتْ كَلِمَةُ ٱلْعَذَابِ عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ 71. გარეკილ იქნებიან ისინი, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდნენ, ჯოჯოხეთისკენ გუნდებად, ვიდრე მივლენ მასთან, გაიხსნება მისი კარიბჭეები. და ეტყვის მათ მისი მცველი: განა არ მოსულან თქვენთან შუამავლები თქვენგანვე, რომლებიც გიკითხავდნენ თქვენი ღმერთის აიათებს და გაფრთხილებდნენ ამ დღის შეხვედრაზე? ეტყვიან: - დიახ, მაგრამ ახდება სასჯელის სიტყვა ურწმუნოებზე. قِيلَ ٱدْخُلُوٓا۟ أَبْوَ‌ٰبَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ فَبِئْسَ مَثْوَى ٱلْمُتَكَبِّرِينَ 72. უბრძანებენ მათ: შედით ჯოჯოხეთის კარიბჭეებში, მარადიულად (იყავით) მასში და რა საზიზღარი თავშესაფარია მედიდურთათსვის. وَسِيقَ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ رَبَّهُمْ إِلَى ٱلْجَنَّةِ زُمَرًا ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءُوهَا وَفُتِحَتْ أَبْوَ‌ٰبُهَا وَقَالَ لَهُمْ خَزَنَتُهَا سَلَـٰمٌ عَلَيْكُمْ طِبْتُمْ فَٱدْخُلُوهَا خَـٰلِدِينَ 73. და წაიყვანებენ მათ, რომელთაც ეშინოდათ თავიანთი ღმერთისა, სამოთხისკენ გუნდებად, ვიდრე მივლენ მასთან გაიხსნება მისი კარიბჭეები, და ეტყვის მათ მისი მცველი: მშვიდობა თქვენდა! კეთილნი იყავით და შედით მასში მარადიულად. وَقَالُوا۟ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى صَدَقَنَا وَعْدَهُۥ وَأَوْرَثَنَا ٱلْأَرْضَ نَتَبَوَّأُ مِنَ ٱلْجَنَّةِ حَيْثُ نَشَآءُ ۖ فَنِعْمَ أَجْرُ ٱلْعَـٰمِلِينَ 74. და იტყვიან: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შეგვისრულა თავისი აღთქმა და მემკვიდრეობად გვიბოძა მიწა, რომ დავსახლდეთ სამოთხეში, სადაც ვინებებთ. რა მშვენიერი საზღაურია კეთილისმქმნელთათვის وَتَرَى ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ حَآفِّينَ مِنْ حَوْلِ ٱلْعَرْشِ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ ۖ وَقُضِىَ بَيْنَهُم بِٱلْحَقِّ وَقِيلَ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 75. და იხილავ ანგელოზებს - შეკრებილთ 'არშის(ტახტრევანი) გარშემო, ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს. განისჯება მათ შორის ჭეშმარიტებით და ითქმება: ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს.