n საფფათ

37. სურა საფფათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلصَّـٰٓفَّـٰتِ صَفًّۭا 1. ვფიცავ, დამწკრივებულთ მწკრივებად. فَٱلزَّ‌ٰجِرَ‌ٰتِ زَجْرًۭا 2. შეყვირებით გადამრეკავთ. فَٱلتَّـٰلِيَـٰتِ ذِكْرًا 3. შეხსენების მკითხველთ! إِنَّ إِلَـٰهَكُمْ لَوَ‌ٰحِدٌۭ 4. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. رَّبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَرَبُّ ٱلْمَشَـٰرِقِ 5. ღმერთი ცათა, ქვეყნისა და იმისა, რაც ამათ შორისაა, და ღმერთი აღმოსავლეთისა. إِنَّا زَيَّنَّا ٱلسَّمَآءَ ٱلدُّنْيَا بِزِينَةٍ ٱلْكَوَاكِبِ 6. ჩვენ მოვრთეთ უახლოესი ზეცა მნათობთა სამკაულით. وَحِفْظًۭا مِّن كُلِّ شَيْطَـٰنٍۢ مَّارِدٍۢ 7. და დაცვად ყოველი თავგასული შაიტანისგან. لَّا يَسَّمَّعُونَ إِلَى ٱلْمَلَإِ ٱلْأَعْلَىٰ وَيُقْذَفُونَ مِن كُلِّ جَانِبٍۢ 8. მათ არ შეუძლიათ მოუსმინონ უზენაესის დასს, რამეთუ იქოლებიან ყოველი მხრიდან. دُحُورًۭا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌۭ وَاصِبٌ 9. განსადევნად და მათთვისაა მოუშორებელი სასჯელი. إِلَّا مَنْ خَطِفَ ٱلْخَطْفَةَ فَأَتْبَعَهُۥ شِهَابٌۭ ثَاقِبٌۭ 10. მაგრამ ვინც მოპარვით გამოიტაცოს, მას დაედევნება მწველი ცეცხლი. فَٱسْتَفْتِهِمْ أَهُمْ أَشَدُّ خَلْقًا أَم مَّنْ خَلَقْنَآ ۚ إِنَّا خَلَقْنَـٰهُم مِّن طِينٍۢ لَّازِبٍۭ 11. და ჰკითხე მათ: მათი გაჩენა უფრო ძნელია, თუ ის, ვინც ჩვენ გავაჩინეთ? ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი წებოვანი თიხისგან. بَلْ عَجِبْتَ وَيَسْخَرُونَ 12. შენ გაკვირვებული ხარ, ისინი კი ლაზღანდარობენ. وَإِذَا ذُكِّرُوا۟ لَا يَذْكُرُونَ 13. და როცა შეაგონებენ, არ შეიგონებენ. وَإِذَا رَأَوْا۟ ءَايَةًۭ يَسْتَسْخِرُونَ 14. და როცა სასწაულს დაინახავენ, მასხრად აიგდებენ. وَقَالُوٓا۟ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌۭ مُّبِينٌ 15. და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ცხადი ჯადოქრობააო. أَءِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًۭا وَعِظَـٰمًا أَءِنَّا لَمَبْعُوثُونَ 16. განა როცა მოვკდებით და ვიქცევით ძვლებად და მიწად, მართლა აღვსდგებით? أَوَءَابَآؤُنَا ٱلْأَوَّلُونَ 17. ან ჩვენი წინაპრებიო? قُلْ نَعَمْ وَأَنتُمْ دَ‌ٰخِرُونَ 18. უთხარი: დიახ, და თქვენ იქნებით დამცირებულნი. فَإِنَّمَا هِىَ زَجْرَةٌۭ وَ‌ٰحِدَةٌۭ فَإِذَا هُمْ يَنظُرُونَ 19. საკმარისია ერთი საშინელი ხმა და ისინი თვალს გაახელენ. وَقَالُوا۟ يَـٰوَيْلَنَا هَـٰذَا يَوْمُ ٱلدِّينِ 20. და იტყვიან: ვაი ჩვენს თავს, ეს განკითხვის დღეაო. هَـٰذَا يَوْمُ ٱلْفَصْلِ ٱلَّذِى كُنتُم بِهِۦ تُكَذِّبُونَ 21. ეს არის გამიჯნვის დღე, რომელსაც უწინ ცრუდ ვრაცხავდით. ٱحْشُرُوا۟ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ وَأَزْوَ‌ٰجَهُمْ وَمَا كَانُوا۟ يَعْبُدُونَ 22. შეკრიბეთ ისინი, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, მათი მეუღლეები და ისინი, რასაც ეთაყვანებოდნენ. مِن دُونِ ٱللَّهِ فَٱهْدُوهُمْ إِلَىٰ صِرَ‌ٰطِ ٱلْجَحِيمِ 23. ალლაჰის მაგივრად და წაიყვანეთ ჯოჯოხეთის გზით. وَقِفُوهُمْ ۖ إِنَّهُم مَّسْـُٔولُونَ 24. და გააჩერეთ ისინი, რამეთუ უნდა განიკითხონ. مَا لَكُمْ لَا تَنَاصَرُونَ 25. რა გჭირთ, ერთმანეთს რომ ვერ ეხმარებით? بَلْ هُمُ ٱلْيَوْمَ مُسْتَسْلِمُونَ 26. დიახ, ისინი დღეს მორჩილნი არიან. وَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ يَتَسَآءَلُونَ 27. ერთმანეთს მიუბრუნდებიან და ჰკითხავენ: قَالُوٓا۟ إِنَّكُمْ كُنتُمْ تَأْتُونَنَا عَنِ ٱلْيَمِينِ 28. განა თქვენ ჩვენგან მარჯვნივ არ მიდიოდით? قَالُوا۟ بَل لَّمْ تَكُونُوا۟ مُؤْمِنِينَ 29. ეტყვიან: არა, თქვენ არ ყოფილხართ მორწმუნენი. وَمَا كَانَ لَنَا عَلَيْكُم مِّن سُلْطَـٰنٍۭ ۖ بَلْ كُنتُمْ قَوْمًۭا طَـٰغِينَ 30. და არ გვქონია ჩვენ თქვენზე ძალა, არამედ თქვენ თავად იყავით ზღვარგასული ხალხი. فَحَقَّ عَلَيْنَا قَوْلُ رَبِّنَآ ۖ إِنَّا لَذَآئِقُونَ 31. და ახდა ჩვენზე ჩვენი ღმერთის სიტყვა და ჩვენ, ვიგემეთ (სასჯელი) فَأَغْوَيْنَـٰكُمْ إِنَّا كُنَّا غَـٰوِينَ 32. ჩვენ კი გაცდუნეთ თქვენ. ჩვენ თავად ვიყავით ცდუნებულნი. فَإِنَّهُمْ يَوْمَئِذٍۢ فِى ٱلْعَذَابِ مُشْتَرِكُونَ 33. და ისინი იმავ დღეს იქნებიან სასჯელში თანაზიარნი. إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَفْعَلُ بِٱلْمُجْرِمِينَ 34. ასე მოვექცევით ცოდვილებს. إِنَّهُمْ كَانُوٓا۟ إِذَا قِيلَ لَهُمْ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا ٱللَّهُ يَسْتَكْبِرُونَ 35. როცა ეტყოდნენ მათ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისაო! ქედმაღლობდნენ. وَيَقُولُونَ أَئِنَّا لَتَارِكُوٓا۟ ءَالِهَتِنَا لِشَاعِرٍۢ مَّجْنُونٍۭ 36. და ამბობდნენ: „განა ჩვენი ღვთაებების მიმტოვებელნი ვართ გიჟი პოეტის გამო? بَلْ جَآءَ بِٱلْحَقِّ وَصَدَّقَ ٱلْمُرْسَلِينَ 37. არა, იგი მოვიდა ჭეშმარიტებით და დაადასტურა წარმოგზავნილები. إِنَّكُمْ لَذَآئِقُوا۟ ٱلْعَذَابِ ٱلْأَلِيمِ 38. თქვენ კი იგემებთ მტანჯველ სასჯელს. وَمَا تُجْزَوْنَ إِلَّا مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 39. და სხვა არაფერი მოგეზღვებათ იმის გარდა, რასაც აკეთებდით. إِلَّا عِبَادَ ٱللَّهِ ٱلْمُخْلَصِينَ 40. ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა. أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ رِزْقٌۭ مَّعْلُومٌۭ 41. სწორედ მათთვისაა სარჩო განსაზღვრული.] فَوَ‌ٰكِهُ ۖ وَهُم مُّكْرَمُونَ 42. სხვადასხვა ხილი და ისინი იქნებიან იქ პატივდებულნი. فِى جَنَّـٰتِ ٱلنَّعِيمِ 43. ნეტარების ბაღებში, عَلَىٰ سُرُرٍۢ مُّتَقَـٰبِلِينَ 44. სავარძლებზე - ერთმანეთის პირისპირ. يُطَافُ عَلَيْهِم بِكَأْسٍۢ مِّن مَّعِينٍۭ 45. და ჩამოუტარებენ მათ სასმელს ჭიქით. بَيْضَآءَ لَذَّةٍۢ لِّلشَّـٰرِبِينَ 46. თეთრს, საამოს მსმელთათვის. لَا فِيهَا غَوْلٌۭ وَلَا هُمْ عَنْهَا يُنزَفُونَ 47. მასში არ არის გონმიხდილობა და მისგან არ დათვრებიან. وَعِندَهُمْ قَـٰصِرَ‌ٰتُ ٱلطَّرْفِ عِينٌۭ 48. და მათ თან ახლდებათ მზერადახრილნი, დიდთვალება ქალები. كَأَنَّهُنَّ بَيْضٌۭ مَّكْنُونٌۭ 49. მსგავსნი ხელუხლებელი კვერცხებისა. فَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ يَتَسَآءَلُونَ 50. და ისინი ერთმანეთს მიუბრუნდებიან და შეეკითხებიან; قَالَ قَآئِلٌۭ مِّنْهُمْ إِنِّى كَانَ لِى قَرِينٌۭ 51. იტყვის მათგან ერთი: მე მყავდა მეგობარი. يَقُولُ أَءِنَّكَ لَمِنَ ٱلْمُصَدِّقِينَ 52. რომელიც ამბობდა: განა შენ იმათგანი ხარ, ვისაც სწამს? أَءِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًۭا وَعِظَـٰمًا أَءِنَّا لَمَدِينُونَ 53. განა როცა მოვკვდებით და ძვლებად და მიწად ვიქცევით, უნდა განვიკითხოთ? قَالَ هَلْ أَنتُم مُّطَّلِعُونَ 54. თქვა: „ნუთუ თქვენ გსურთ დანახვა? فَٱطَّلَعَ فَرَءَاهُ فِى سَوَآءِ ٱلْجَحِيمِ 55. შეხედავს, და დაინახავს მას ჯოჯოხეთის შუაგულში. قَالَ تَٱللَّهِ إِن كِدتَّ لَتُرْدِينِ 56. ეტყვის: ვფიცავ ალლაჰს, კინაღამ დამღუპე. وَلَوْلَا نِعْمَةُ رَبِّى لَكُنتُ مِنَ ٱلْمُحْضَرِينَ 57. და რომ არა მოწყალება ჩემი ღმერთისა, უსათუოდ ვიქნებოდი(ჯოჯოხეთში) ჩაგდებულთა შორის. أَفَمَا نَحْنُ بِمَيِّتِينَ 58. ჩვენ აღარ მოვკვდებით. إِلَّا مَوْتَتَنَا ٱلْأُولَىٰ وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ 59. გარდა პირველი სიკვდილისა და ჩვენ აღარ დავისჯებით. إِنَّ هَـٰذَا لَهُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 60. ჭეშმარიტად, ეს არის დიადი მიღწევა. لِمِثْلِ هَـٰذَا فَلْيَعْمَلِ ٱلْعَـٰمِلُونَ 61. სწორედ ამისთვის იშრომონ იმათმა, ვინც შრომობს. أَذَ‌ٰلِكَ خَيْرٌۭ نُّزُلًا أَمْ شَجَرَةُ ٱلزَّقُّومِ 62. ეს უკეთესია სარჩოდ თუ ხე ზაყუმისა? إِنَّا جَعَلْنَـٰهَا فِتْنَةًۭ لِّلظَّـٰلِمِينَ 63. ჩვენ დავადგინეთ იგი საცდურად უსამართლოთათვის. إِنَّهَا شَجَرَةٌۭ تَخْرُجُ فِىٓ أَصْلِ ٱلْجَحِيمِ 64. იგია ხე, რომელიც ჯოჯოხეთის ფესვიდან ამოდის. طَلْعُهَا كَأَنَّهُۥ رُءُوسُ ٱلشَّيَـٰطِينِ 65. ნაყოფი მისი, თითქოს შაიტანთა თავებია. فَإِنَّهُمْ لَـَٔاكِلُونَ مِنْهَا فَمَالِـُٔونَ مِنْهَا ٱلْبُطُونَ 66. ისინი კი შეჭამენ მისგან და მისით ამოიყორავენ მუცლებს. ثُمَّ إِنَّ لَهُمْ عَلَيْهَا لَشَوْبًۭا مِّنْ حَمِيمٍۢ 67. მერე მათ მასზე დასაყოლებლად ექნებათ მდუღარე. ثُمَّ إِنَّ مَرْجِعَهُمْ لَإِلَى ٱلْجَحِيمِ 68. მერე კი ჯოჯოხეთია მათი დასაბრუნებელი. إِنَّهُمْ أَلْفَوْا۟ ءَابَآءَهُمْ ضَآلِّينَ 69. უეჭველად, მათ მათი მამა-პაპანი ჰპოვეს გზააბნეულნი. فَهُمْ عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِمْ يُهْرَعُونَ 70. და ისინიც მათ კვალდაკვალ მიისწრაფიან. وَلَقَدْ ضَلَّ قَبْلَهُمْ أَكْثَرُ ٱلْأَوَّلِينَ 71. მათზე უწინაც გზას აცდენილა მრავალი ძველთაგან. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا فِيهِم مُّنذِرِينَ 72. და ვფიცავ, ჩვენ წარვაგზავნეთ მათში შემგონებელი. فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُنذَرِينَ 73. და შეხედე, როგორი იყო შეგონებულთა აღსასრული. إِلَّا عِبَادَ ٱللَّهِ ٱلْمُخْلَصِينَ 74. ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა. وَلَقَدْ نَادَىٰنَا نُوحٌۭ فَلَنِعْمَ ٱلْمُجِيبُونَ 75. და ვფიცავ, გვიხმო ნუჰმა და რა დიდებული მოპასუხენი ვართ (ვედრებისადმი) وَنَجَّيْنَـٰهُ وَأَهْلَهُۥ مِنَ ٱلْكَرْبِ ٱلْعَظِيمِ 76. და ვიხსენით ის და მისი ოჯახი დიდი მწუხარებისგან. وَجَعَلْنَا ذُرِّيَّتَهُۥ هُمُ ٱلْبَاقِينَ 77. და დავტოვეთ მისი შთამომავლები წარუვლებად. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِى ٱلْـَٔاخِرِينَ 78. და დავტოვეთ მისი ხსენება მომდევნო თაობებში. سَلَـٰمٌ عَلَىٰ نُوحٍۢ فِى ٱلْعَـٰلَمِينَ 79. სალამი ნუჰს, სამყაროთა შორის. إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 80. ჭეშმარიტად, ამგვარად ვუზღავთ სიკეთისმოქმედთ. إِنَّهُۥ مِنْ عِبَادِنَا ٱلْمُؤْمِنِينَ 81. იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო. مَّ أَغْرَقْنَا ٱلْـَٔاخَرِينَ 82. შემდგომ დავარხჩეთ სხვა დანარჩენი. وَإِنَّ مِن شِيعَتِهِۦ لَإِبْرَ‌ٰهِيمَ 83. და მისი შტოდანაა იბრაჰიმი. إِذْ جَآءَ رَبَّهُۥ بِقَلْبٍۢ سَلِيمٍ 84. და მოვიდა თავის ღმერთთან სპეტაკი გულით. إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِۦ مَاذَا تَعْبُدُونَ 85. და უთხრა მამამისს და თავის ხალხს: რას ეთაყვანებით? أَئِفْكًا ءَالِهَةًۭ دُونَ ٱللَّهِ تُرِيدُونَ 86. განა სიცრუედ გინდათ სხვა ღვთაებები ალლაჰის მაგივრად? فَمَا ظَنُّكُم بِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 87. და ვინ გგონიათ თქვენ სამყაროთა ღმერთი? فَنَظَرَ نَظْرَةًۭ فِى ٱلنُّجُومِ 88. ერთი ახედა ვარსკვლავებს فَقَالَ إِنِّى سَقِيمٌۭ 89. და თქვა, მე ნამდვილად ავად ვარო! فَتَوَلَّوْا۟ عَنْهُ مُدْبِرِينَ 90. და მოსცილდნენ მას ზურგშექცეულნი. فَرَاغَ إِلَىٰٓ ءَالِهَتِهِمْ فَقَالَ أَلَا تَأْكُلُونَ 91. შემდეგ მიუბრუნდა მათ ღვთაებებს და უთხრა: განა არა სჭამთ? مَا لَكُمْ لَا تَنطِقُونَ 92. რა გემართებათ, რომ არ მეტყველებთო? فَرَاغَ عَلَيْهِمْ ضَرْبًۢا بِٱلْيَمِينِ 93. და მივარდა და მარჯვენა შემოჰკრა. فَأَقْبَلُوٓا۟ إِلَيْهِ يَزِفُّونَ 94. და აჩქარებით მიეჭრნენ(მუშრიქები). قَالَ أَتَعْبُدُونَ مَا تَنْحِتُونَ 95. უთხრა: განა ეთაყვანებით იმას, რასაც თქვენვე ძერწავთ? وَٱللَّهُ خَلَقَكُمْ وَمَا تَعْمَلُونَ 96. მაშინ, როცა ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ და ისიც, რასაც აკეთებთ. قَالُوا۟ ٱبْنُوا۟ لَهُۥ بُنْيَـٰنًۭا فَأَلْقُوهُ فِى ٱلْجَحِيمِ 97. თქვეს: აუშენეთ მას შენობა და ჩააგდეთ იგი ცეცხლში. فَأَرَادُوا۟ بِهِۦ كَيْدًۭا فَجَعَلْنَـٰهُمُ ٱلْأَسْفَلِينَ 98. და სურთდათ მისთვის ზარალის მიყენება. ჩვენ კი დავადგინეთ ისინი უმდაბლესებად. وَقَالَ إِنِّى ذَاهِبٌ إِلَىٰ رَبِّى سَيَهْدِينِ 99. თქვა: მე მივემართები ჩემი ღმერთისკენ, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე. رَبِّ هَبْ لِى مِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 100. ღმერთო ჩემო, მიბოძე მე ალალმართალიო. فَبَشَّرْنَـٰهُ بِغُلَـٰمٍ حَلِيمٍۢ 101. და ვახარეთ მას ძე მორჩილი. فَلَمَّا بَلَغَ مَعَهُ ٱلسَّعْىَ قَالَ يَـٰبُنَىَّ إِنِّىٓ أَرَىٰ فِى ٱلْمَنَامِ أَنِّىٓ أَذْبَحُكَ فَٱنظُرْ مَاذَا تَرَىٰ ۚ قَالَ يَـٰٓأَبَتِ ٱفْعَلْ مَا تُؤْمَرُ ۖ سَتَجِدُنِىٓ إِن شَآءَ ٱللَّهُ مِنَ ٱلصَّـٰبِرِينَ 102. და როცა მიაღწია გარჯის ასაკს მასთან ერთად, უთხრა: ჩემო ძეო, მე ვხედავ სიზმრად, რომ უთუოდ მსხვერპლად უნდა შეგწირო. და შეხედე შენც, რას ფიქრობო. მიუგო: მამაჩემო, გააკეთე რაც გებრძანა, მნახავ მე მომთმენს, თუ ალლაჰი ინებებს. لَمَّآ أَسْلَمَا وَتَلَّهُۥ لِلْجَبِينِ 103. და როცა ორივე დამორჩილდნენ და მას შუბლი ძირს დაადებინა. وَنَـٰدَيْنَـٰهُ أَن يَـٰٓإِبْرَ‌ٰهِيمُ 104. ვუხმეთ მას: ჰეი იბრაჰიმ. قَدْ صَدَّقْتَ ٱلرُّءْيَآ ۚ إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 105. შენ ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში. ჭეშმარიტად, ამგვარად ვუზღავთ კეთილისმქმნელთ. إِنَّ هَـٰذَا لَهُوَ ٱلْبَلَـٰٓؤُا۟ ٱلْمُبِينُ 106. ეს აშკარა გამოცდაა. وَفَدَيْنَـٰهُ بِذِبْحٍ عَظِيمٍۢ 107. და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِى ٱلْـَٔاخِرِينَ 108. და დავტოვეთ მისი ხსოვნა მომდევნო თაობებში. سَلَـٰمٌ عَلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ 109. სალამი იბრაჰიმს. كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 110. ამგვარად ვუზღავთ კეთილისმქმნელთ. إِنَّهُۥ مِنْ عِبَادِنَا ٱلْمُؤْمِنِينَ 111. ჭეშმარიტად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო. وَبَشَّرْنَـٰهُ بِإِسْحَـٰقَ نَبِيًّۭا مِّنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 112. და გავახარეთ იგი ისჰაყით, შუამავლად და (ვაქციეთ იგი) მართალთაგან. وَبَـٰرَكْنَا عَلَيْهِ وَعَلَىٰٓ إِسْحَـٰقَ ۚ وَمِن ذُرِّيَّتِهِمَا مُحْسِنٌۭ وَظَالِمٌۭ لِّنَفْسِهِۦ مُبِينٌۭ 113. და დავლოცეთ ისჰაყი. და მათ შთამომავალთა შორისაა კეთილისმქმნელნი, და თავისი თავის მიმართ აშკარა უსამართლოც. وَلَقَدْ مَنَنَّا عَلَىٰ مُوسَىٰ وَهَـٰرُونَ 114. და ვფიცავ, ჩვენ წყალობა მოვავლინეთ მუსასა და ჰარუნზე. وَنَجَّيْنَـٰهُمَا وَقَوْمَهُمَا مِنَ ٱلْكَرْبِ ٱلْعَظِيمِ 115. გადავარჩინეთ ორივე და მათი ხალხი უბედურებას. وَنَصَرْنَـٰهُمْ فَكَانُوا۟ هُمُ ٱلْغَـٰلِبِينَ 116. შევეწიეთ მათ, რომ ყოფილიყვნენ გამარჯვებულნი. وَءَاتَيْنَـٰهُمَا ٱلْكِتَـٰبَ ٱلْمُسْتَبِينَ 117. და ვუბოძეთ მათ ორივეს ნათელი წიგნი. وَهَدَيْنَـٰهُمَا ٱلصِّرَ‌ٰطَ ٱلْمُسْتَقِيمَ 118. და დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე. وَتَرَكْنَا عَلَيْهِمَا فِى ٱلْـَٔاخِرِينَ 119. და დავტოვეთ მათი სახელი მომდევნო თაობებში. سَلَـٰمٌ عَلَىٰ مُوسَىٰ وَهَـٰرُونَ 120. სალამი მუსასა და ჰარუნს. إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 121. ჭეშმარიტად, ამგვარად ვუზღავთ სიკეთისმქმნელთ. إِنَّهُمَا مِنْ عِبَادِنَا ٱلْمُؤْمِنِينَ 122. და ჭეშმარიტად, ორივე ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყვნენ. وَإِنَّ إِلْيَاسَ لَمِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 123. და ჭეშმარიტად, ილიასი ერთ-ერთი შუამავალი იყო. إِذْ قَالَ لِقَوْمِهِۦٓ أَلَا تَتَّقُونَ 124. აკი უთხრა მან თავის ხალხს: განა ალლაჰის არ გეშინიათ? أَتَدْعُونَ بَعْلًۭا وَتَذَرُونَ أَحْسَنَ ٱلْخَـٰلِقِينَ 125. განა მოუხმობთ ბა'ლს(ბაალის კერპი) და თავი მიგინებებიათ საუკეთესო გამჩენის. ٱللَّهَ رَبَّكُمْ وَرَبَّ ءَابَآئِكُمُ ٱلْأَوَّلِينَ 126. ალლაჰისათვის, თქვენი და თქვენი წინაპრების ღმერთისათვის? فَكَذَّبُوهُ فَإِنَّهُمْ لَمُحْضَرُونَ 127. და ცრუდ შერაცხეს იგი და ისინი გარეკილნი იქნებიან(ჯოჯოხეთში) إِلَّا عِبَادَ ٱللَّهِ ٱلْمُخْلَصِينَ 128. ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა. وَتَرَكْنَا عَلَيْهِ فِى ٱلْـَٔاخِرِينَ 129. და დავტოვეთ მისი სახელი მომდევნო თაობებში. سَلَـٰمٌ عَلَىٰٓ إِلْ يَاسِينَ 130. სალამი ილიასს. إِنَّا كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 131. ჭეშმარიტად, ამგვარად ვუზღავთ სიკეთისმქნელთ. إِنَّهُۥ مِنْ عِبَادِنَا ٱلْمُؤْمِنِينَ 132. იგი, ჭეშმარიტად, ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო. وَإِنَّ لُوطًۭا لَّمِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 133. და ჭეშმარიტად, ლუტი შუამავალი იყო. إِذْ نَجَّيْنَـٰهُ وَأَهْلَهُۥٓ أَجْمَعِينَ 134. და გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი ერთიანად. إِلَّا عَجُوزًۭا فِى ٱلْغَـٰبِرِينَ 135. გარდა ერთი დედაბრისა - ჩამორჩენილებში. ثُمَّ دَمَّرْنَا ٱلْـَٔاخَرِينَ 136. შემდგომ გავანადგურეთ დანარჩენები. وَإِنَّكُمْ لَتَمُرُّونَ عَلَيْهِم مُّصْبِحِينَ 137. და უეჭველად, თქვენ გაივლით მათსა ზედა დილაობით. وَبِٱلَّيْلِ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ 138. და ღამ-ღამობით. განა გონს არ მოუხმობთ? وَإِنَّ يُونُسَ لَمِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 139. და იუნუსი შუამავალთაგანი იყო. إِذْ أَبَقَ إِلَى ٱلْفُلْكِ ٱلْمَشْحُونِ 140. აკი მიირბინა მან დატვირთულ ხომალდთან. فَسَاهَمَ فَكَانَ مِنَ ٱلْمُدْحَضِينَ 141. წილი ჰყარა სხვებთან ერთად და იქმნა წაგებულთაგანი. فَٱلْتَقَمَهُ ٱلْحُوتُ وَهُوَ مُلِيمٌۭ 142. და ჩაყლაპა იგი თევზმა და იქნა გაკიცხულთაგანი. فَلَوْلَآ أَنَّهُۥ كَانَ مِنَ ٱلْمُسَبِّحِينَ 143. და რომ არ ყოფილიყო იგი (ალლაჰის)მადიდებელთაგანი. لَلَبِثَ فِى بَطْنِهِۦٓ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ 144. უსათუოდ დარჩებოდა(მუცელში) იმ დღემდე, ვიდრე არ აღსდგებოდნენ. فَنَبَذْنَـٰهُ بِٱلْعَرَآءِ وَهُوَ سَقِيمٌۭ 145. და დავტოვეთ უდაბნოში და იგი სნეული იყო. وَأَنۢبَتْنَا عَلَيْهِ شَجَرَةًۭ مِّن يَقْطِينٍۢ 146. და აღმოვაცენეთ მის თავზე იაყტინის ხე. وَأَرْسَلْنَـٰهُ إِلَىٰ مِا۟ئَةِ أَلْفٍ أَوْ يَزِيدُونَ 147. და წარვაგზავნეთ იგი ასი ათასთან და შეიძლება ამაზე მეტთანაც. فَـَٔامَنُوا۟ فَمَتَّعْنَـٰهُمْ إِلَىٰ حِينٍۢ 148. ირწმუნეს მათ და ვასარგებლეთ ისინი განსაზღვრულ ვადამდე. فَٱسْتَفْتِهِمْ أَلِرَبِّكَ ٱلْبَنَاتُ وَلَهُمُ ٱلْبَنُونَ 149. და ჰკითხე მათ: განა შენს ღმერთს ასულები ჰყავს, იმათ კი ძენი? أَمْ خَلَقْنَا ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ إِنَـٰثًۭا وَهُمْ شَـٰهِدُونَ 150. ან განა გავაჩინეთ ანგელოზები ასულებად და ისინი არიან ამის მომსწრენი? أَلَآ إِنَّهُم مِّنْ إِفْكِهِمْ لَيَقُولُونَ 151. ისინი მხოლოდ თავიანთი სიცრუით იტყვიან: وَلَدَ ٱللَّهُ وَإِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 152. ალლაჰმა შვაო და, ჭეშმარიტად, ისინი მატყუარები არიან. أَصْطَفَى ٱلْبَنَاتِ عَلَى ٱلْبَنِينَ 153. განა მან ამჯობინა ასულები ძეებს? مَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ 154. რა გჭირთ, როგორ ნსჯით? أَفَلَا تَذَكَّرُونَ 155. ნუთუ არ შეიგონებთ? أَمْ لَكُمْ سُلْطَـٰنٌۭ مُّبِينٌۭ 156. ან განა გაქვთ ცხადი მტკიცებულება? فَأْتُوا۟ بِكِتَـٰبِكُمْ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 157. მაშ, მოიტანეთ თქვენი წიგნი, თუკი მართალნი ხართო! وَجَعَلُوا۟ بَيْنَهُۥ وَبَيْنَ ٱلْجِنَّةِ نَسَبًۭا ۚ وَلَقَدْ عَلِمَتِ ٱلْجِنَّةُ إِنَّهُمْ لَمُحْضَرُونَ 158. და დაიდგინეს მასა და ჯინებს შორის კავშირი. თუმცა ჯინებმა კი იციან, რომ (ღმერთის წინაშე) წარდგენილნი იქნებიან. سُبْحَـٰنَ ٱللَّهِ عَمَّا يَصِفُونَ 159. დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ! إِلَّا عِبَادَ ٱللَّهِ ٱلْمُخْلَصِينَ 160. ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა. فَإِنَّكُمْ وَمَا تَعْبُدُونَ 161. და თქვენ და ისინიც, რასაც ეთაყვანებით مَآ أَنتُمْ عَلَيْهِ بِفَـٰتِنِينَ 162. ვერავის აცდუნებთ მისგან. إِلَّا مَنْ هُوَ صَالِ ٱلْجَحِيمِ 163. გარდა იმისა, ვინც მიექანება აგიზგიზებულ ცეცხლში. وَمَا مِنَّآ إِلَّا لَهُۥ مَقَامٌۭ مَّعْلُومٌۭ 164. და ჩვენგან არავინაა, რომ არ იყოს მისთვის განსაზღვრული ადგილი. وَإِنَّا لَنَحْنُ ٱلصَّآفُّونَ 165. და ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ დამწკრივებულნი. وَإِنَّا لَنَحْنُ ٱلْمُسَبِّحُونَ 166. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ (ღმერთის) მადიდებელნი. وَإِن كَانُوا۟ لَيَقُولُونَ 167. თუმცა ისინი ამბობდნენ: لَوْ أَنَّ عِندَنَا ذِكْرًۭا مِّنَ ٱلْأَوَّلِينَ 168. რომ გვქონოდა შეხსენება წინაპართაგან, لَكُنَّا عِبَادَ ٱللَّهِ ٱلْمُخْلَصِينَ 169. ვიქნებოდით ალლაჰის გულწრფელი მსახურებიო. فَكَفَرُوا۟ بِهِۦ ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 170. მაგრამ არ ირწმუნეს მისი და მალე კი შეიტყობენ... وَلَقَدْ سَبَقَتْ كَلِمَتُنَا لِعِبَادِنَا ٱلْمُرْسَلِينَ 171. და წინ უსწრებდა ჩვენი სიტყვა ჩვენს მსახურებს, შუამავლებს. إِنَّهُمْ لَهُمُ ٱلْمَنصُورُونَ 172. რამეთუ ისინი შეწევნულნი იქნებიან. وَإِنَّ جُندَنَا لَهُمُ ٱلْغَـٰلِبُونَ 173. და, ჭეშმარიტად, სწორედ ჩვენი ლაშქარია გამარჯვებული. فَتَوَلَّ عَنْهُمْ حَتَّىٰ حِينٍۢ 174. და ზურგი აქციე მათ განსაზღვრულ ჟამამდე. وَأَبْصِرْهُمْ فَسَوْفَ يُبْصِرُونَ 175. შეხედე მათ და ისინიც დაინახავენ. أَفَبِعَذَابِنَا يَسْتَعْجِلُونَ 176. განა ჩვენი სასჯელის აჩქარება სურთ? فَإِذَا نَزَلَ بِسَاحَتِهِمْ فَسَآءَ صَبَاحُ ٱلْمُنذَرِينَ 177. ხოლო როცა იგი დაატყდება მათ საცხოვრებლებს, შეგონებულთათვის ცუდი დილა იქნება. وَتَوَلَّ عَنْهُمْ حَتَّىٰ حِينٍۢ 178. ზურგი აქციე მათ განსაზღვრულ ჟამამდე. وَأَبْصِرْ فَسَوْفَ يُبْصِرُونَ 179. და შეხედე და ისინიც დაინახავენ(სასჯელს) سُبْحَـٰنَ رَبِّكَ رَبِّ ٱلْعِزَّةِ عَمَّا يَصِفُونَ 180. დიდებულია შენი ღმერთი, ღმერთი ძლევამოსილი იმაზე, რასაც მიაწერენ! وَسَلَـٰمٌ عَلَى ٱلْمُرْسَلِينَ 181. სალამი შუამავლებს. وَٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 182. და ქება-დიდება ალლაჰს - სამყაროთა ღმერთს.