n საბა

34. სურა საბა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ وَلَهُ ٱلْحَمْدُ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ ۚ وَهُوَ ٱلْحَكِيمُ ٱلْخَبِيرُ 1. ქება-დიდება ალლაჰს, რომლისაცაა ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და მასვე ეგების ქება-დიდება საიქიოშიც. იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე. يَعْلَمُ مَا يَلِجُ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا يَخْرُجُ مِنْهَا وَمَا يَنزِلُ مِنَ ٱلسَّمَآءِ وَمَا يَعْرُجُ فِيهَا ۚ وَهُوَ ٱلرَّحِيمُ ٱلْغَفُورُ 2. იცის, რაც შედის მიწაში და რა ამოდის მისგან; რა გარდმოდის ზეციდან და რა მაღლდება მასში, და იგი მწყალობელი, შემნდობია. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَا تَأْتِينَا ٱلسَّاعَةُ ۖ قُلْ بَلَىٰ وَرَبِّى لَتَأْتِيَنَّكُمْ عَـٰلِمِ ٱلْغَيْبِ ۖ لَا يَعْزُبُ عَنْهُ مِثْقَالُ ذَرَّةٍ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَلَا فِى ٱلْأَرْضِ وَلَآ أَصْغَرُ مِن ذَ‌ٰلِكَ وَلَآ أَكْبَرُ إِلَّا فِى كِتَـٰبٍ مُّبِينٍ 3. თქვეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს: არ მოაღწევს ჩვენთან საათიო. უთხარი: არა, ვფიცავ ჩემს ღმერთს, მცოდნეს დაფარულისას! უსათუოდ მოვა იგი და ვერ დაიფარება მისგან ერთი მისხალიც რაიმესი, ვერც ცათა შინა და ვერც ქვეყანასა ზედა; არც ამაზე მცირე და არც ამაზე დიდი ისე, რომ არ იყოს ცხადი წიგნში. لِّيَجْزِىَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ 4. რათა უზღას იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. სწორედ მათთვისაა პატივი და კურთხეული სარჩო. وَٱلَّذِينَ سَعَوْ فِىٓ ءَايَـٰتِنَا مُعَـٰجِزِينَ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مِّن رِّجْزٍ أَلِيمٌ 5. ვინც ცდილობდა გაებათილებინა ჩვენი აიათები, სწორედ მათთვისაა მტანჯველი, სამარცხვინო სასჯელი. وَيَرَى ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ ٱلَّذِىٓ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ هُوَ ٱلْحَقَّ وَيَهْدِىٓ إِلَىٰ صِرَ‌ٰطِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَمِيدِ 6. და ხედავენ ისინი, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ ის, რაც ზეგარდმოგევლინა შენი ღმერთისაგან, ჭეშმარიტებაა და ადგენს ძლევამოსილის, ყოვლად ქებულის გზაზე. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ هَلْ نَدُلُّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ يُنَبِّئُكُمْ إِذَا مُزِّقْتُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ إِنَّكُمْ لَفِى خَلْقٍ جَدِيدٍ 7. და თქვეს მათ, ვინც არ ირწმუნა: ხომ არ მიგვესწავლებინა თქვენთვის კაცი, რომელიც გაცნობებთ იმას, რომ აღდგენილ იქნებით ახალი აღდგენით მას მერე, რაც გაიხრწნებითო? أَفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَم بِهِۦ جِنَّةٌۢ ۗ بَلِ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ فِى ٱلْعَذَابِ وَٱلضَّلَـٰلِ ٱلْبَعِيدِ 8. განა თხზავს იგი ალლაჰზე სიცრუეებს, ანდა გიჟია? დიახ, ისინი, რომელთაც არ სწამთ საიქიო, მტანჯველი სასჯელი მოელით და შორ გზააბნევაში არიან. أَفَلَمْ يَرَوْا۟ إِلَىٰ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُم مِّنَ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ ۚ إِن نَّشَأْ نَخْسِفْ بِهِمُ ٱلْأَرْضَ أَوْ نُسْقِطْ عَلَيْهِمْ كِسَفًا مِّنَ ٱلسَّمَآءِ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةً لِّكُلِّ عَبْدٍ مُّنِيبٍ 9. განა ვერ ხედავენ, რომ რაც მათ წინაშეა და რაც მათ უკანაა, ზეციდან თუ მიწიდან. თუ მოვინდომებთ, ფეხქვეშ გავუხეთქავთ მიწას, ანდა თავს დავატეხავთ ზეცის ნაფლეთს. ამაში სასწაულია ყოველი მობრუნებული (ალლაჰისკენ) მსახურისათვის. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا دَاوُۥدَ مِنَّا فَضْلًا ۖ يَـٰجِبَالُ أَوِّبِى مَعَهُۥ وَٱلطَّيْرَ ۖ وَأَلَنَّا لَهُ ٱلْحَدِيدَ 10. და ვფიცავ, ვუბოძეთ დავუდს ჩვენგან წყალობა: მთებო და ჩიტებო! ადიდეთ მასთან ერთად! - და დავურბილეთ მას რკინა. أَنِ ٱعْمَلْ سَـٰبِغَـٰتٍ وَقَدِّرْ فِى ٱلسَّرْدِ ۖ وَٱعْمَلُوا۟ صَـٰلِحًا ۖ إِنِّى بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 11. გააკეთე გრძელი ჯავშანი და დაიცავი ჯაჭვის ზომა. და აკეთეთ სიკეთე. ჭეშმარიტად, მე ვხედავ, რასაც აკეთებთ. وَلِسُلَيْمَـٰنَ ٱلرِّيحَ غُدُوُّهَا شَهْرٌ وَرَوَاحُهَا شَهْرٌ ۖ وَأَسَلْنَا لَهُۥ عَيْنَ ٱلْقِطْرِ ۖ وَمِنَ ٱلْجِنِّ مَن يَعْمَلُ بَيْنَ يَدَيْهِ بِإِذْنِ رَبِّهِۦ ۖ وَمَن يَزِغْ مِنْهُمْ عَنْ أَمْرِنَا نُذِقْهُ مِنْ عَذَابِ ٱلسَّعِيرِ 12. და სულეიმანს ქარი(დავუმორჩილეთ), დილით წასვლა მისი ერთი თვე და საღამოს უკან მოსვლა ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინთაგან იყვნენ ისეთებიც, ვინც შრომობდა მის თვალწინ, თავისი ღმერთის ნებით. ხოლო იმას, ვინც ეურჩება ჩვენს ბრძანებას, ვაგემებთ ცეცხლის სასჯელს. يَعْمَلُونَ لَهُۥ مَا يَشَآءُ مِن مَّحَـٰرِيبَ وَتَمَـٰثِيلَ وَجِفَانٍ كَٱلْجَوَابِ وَقُدُورٍ رَّاسِيَـٰتٍ ۚ ٱعْمَلُوٓا۟ ءَالَ دَاوُۥدَ شُكْرًا ۚ وَقَلِيلٌ مِّنْ عِبَادِىَ ٱلشَّكُورُ 13. და აკეთებდნენ მისთვის, რასაც ისურვებდა: კოშკებს, ქანდაკებებს, სამლოცველოებს, წყალსატევების მსგავსს და უძრავ ქვაბებს. იშრომე დავუდის ოჯახო მადლიერებით, და ცოტანი არიან ჩემს მსახურთაგან მადლიერნი. فَلَمَّا قَضَيْنَا عَلَيْهِ ٱلْمَوْتَ مَا دَلَّهُمْ عَلَىٰ مَوْتِهِۦٓ إِلَّا دَآبَّةُ ٱلْأَرْضِ تَأْكُلُ مِنسَأَتَهُۥ ۖ فَلَمَّا خَرَّ تَبَيَّنَتِ ٱلْجِنُّ أَن لَّوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ ٱلْغَيْبَ مَا لَبِثُوا۟ فِى ٱلْعَذَابِ ٱلْمُهِينِ 14. ხოლო როცა მათ სიკვდილი გადავუწყვიტეთ, ვერავინ შეიტყო მისი სიკვდილი, გარდა მიწის ერთი ცხოველისა, რომელმაც გაღრღნა მისი კვერთხი და, როცა დაეცა იგი, ცხადი გახდა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში. لَقَدْ كَانَ لِسَبَإٍ فِى مَسْكَنِهِمْ ءَايَةٌ ۖ جَنَّتَانِ عَن يَمِينٍ وَشِمَالٍ ۖ كُلُوا۟ مِن رِّزْقِ رَبِّكُمْ وَٱشْكُرُوا۟ لَهُۥ ۚ بَلْدَةٌ طَيِّبَةٌ وَرَبٌّ غَفُورٌ 15. და ვფიცავ, საბას მკვიდრთათვის მათი საცხოვრებლები სასწაული იყო: ორი ბაღი მარჯვნივ და მარცხნივ. ჭამეთ თქვენი ღმერთის სარჩო და მადლიერნი იყავით მისი. კარგი ქვეყანა და შემნდობი ღმერთი. فَأَعْرَضُوا۟ فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ سَيْلَ ٱلْعَرِمِ وَبَدَّلْنَـٰهُم بِجَنَّتَيْهِمْ جَنَّتَيْنِ ذَوَاتَىْ أُكُلٍ خَمْطٍ وَأَثْلٍ وَشَىْءٍ مِّن سِدْرٍ قَلِيلٍ 16. და ზურგი იქციეს და ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათ თავიანთი ორი ბაღი, სხვა ორი ბაღით: ნახევრად გადაჭმული, მწარე და ეკლიანით... ذَ‌ٰلِكَ جَزَيْنَـٰهُم بِمَا كَفَرُوا۟ ۖ وَهَلْ نُجَـٰزِىٓ إِلَّا ٱلْكَفُورَ 17. ამგვარად მივუზღეთ მათ იმის გამო, რომ ურწმუნონი იყვნენ. განა ვსჯით ვინმეს უმადურთა გარდა? وَجَعَلْنَا بَيْنَهُمْ وَبَيْنَ ٱلْقُرَى ٱلَّتِى بَـٰرَكْنَا فِيهَا قُرًى ظَـٰهِرَةً وَقَدَّرْنَا فِيهَا ٱلسَّيْرَ ۖ سِيرُوا۟ فِيهَا لَيَالِىَ وَأَيَّامًا ءَامِنِينَ 18. და დავადგინეთ მათ და იმ ქალაქებს შორის სოფელი თვალსაჩინოდ, რომელიც ჩვენ დავლოცეთ. და მათში გადაადგილების საშუალება მივეცით. იარეთ მათში, ღამითა და დღისით, უსაფრთხოდ. فَقَالُوا۟ رَبَّنَا بَـٰعِدْ بَيْنَ أَسْفَارِنَا وَظَلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ فَجَعَلْنَـٰهُمْ أَحَادِيثَ وَمَزَّقْنَـٰهُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍ لِّكُلِّ صَبَّارٍ شَكُورٍ 19. და თქვეს: ღმერთო ჩვენო, გაზარდე მანძილი ჩვენს მოგზაურობებს შორისო. და საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ. და ვაქციეთ ისინი იგავებად და ვაქციეთ ნაფლეთებად. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენის, მადლიერისათვის. وَلَقَدْ صَدَّقَ عَلَيْهِمْ إِبْلِيسُ ظَنَّهُۥ فَٱتَّبَعُوهُ إِلَّا فَرِيقًا مِّنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 20. და ვფიცავ, სიმართლედ მოაჩვენა იბლისმა(სატანამ) თავისი ეჭვი და მას გაჰყვნენ, გარდა მორწმუნეთა ერთი ჯგუფისა. وَمَا كَانَ لَهُۥ عَلَيْهِم مِّن سُلْطَـٰنٍ إِلَّا لِنَعْلَمَ مَن يُؤْمِنُ بِٱلْـَٔاخِرَةِ مِمَّنْ هُوَ مِنْهَا فِى شَكٍّ ۗ وَرَبُّكَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ حَفِيظٌ 21. და არ ჰქონია მას მათზე მეუფება, თუ არა მხოლოდ იმისათვის, რომ შეგვეცნო ის, ვისაც სწამს საიქიო, და ვინ ეჭვშია მის მიმართ. და შენი ღმერთი ყველაფრის დამცველია. قُلِ ٱدْعُوا۟ ٱلَّذِينَ زَعَمْتُم مِّن دُونِ ٱللَّهِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِثْقَالَ ذَرَّةٍ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَلَا فِى ٱلْأَرْضِ وَمَا لَهُمْ فِيهِمَا مِن شِرْكٍ وَمَا لَهُۥ مِنْهُم مِّن ظَهِيرٍ 22. უთხარი: მოუხმეთ იმას, ვის შესახებაც ჰყვებოდით ალლაჰის გარდა. არ ფლობენ ისინი მისხალსაც არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა და არა აქვთ მათ ამაში თანაზიარობა. და არავინ ჰყოლია მას მათგან შემწე. وَلَا تَنفَعُ ٱلشَّفَـٰعَةُ عِندَهُۥٓ إِلَّا لِمَنْ أَذِنَ لَهُۥ ۚ حَتَّىٰٓ إِذَا فُزِّعَ عَن قُلُوبِهِمْ قَالُوا۟ مَاذَا قَالَ رَبُّكُمْ ۖ قَالُوا۟ ٱلْحَقَّ ۖ وَهُوَ ٱلْعَلِىُّ ٱلْكَبِيرُ 23. და უსარგებლოა შუამდგომლობა მის წინაშე, თუ არა იმისათვის, ვისაც ნება მიეცა. ხოლო როცა გულებიდან შიში გაუვლით, ამბობენ: რა თქვა თქვენმა ღმერთმა? იტყვიან: ჭეშმარიტება, და იგი უზენაესი, დიადია. قُلْ مَن يَرْزُقُكُم مِّنَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ قُلِ ٱللَّهُ ۖ وَإِنَّآ أَوْ إِيَّاكُمْ لَعَلَىٰ هُدًى أَوْ فِى ضَلَـٰلٍ مُّبِينٍ 24. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? უთხარი: ალლაჰი! და ჭეშმარიტად, ჩვენც და თქვენც ან სწორ გზაზე ვართ, ან გზააბნევაშიო. قُل لَّا تُسْـَٔلُونَ عَمَّآ أَجْرَمْنَا وَلَا نُسْـَٔلُ عَمَّا تَعْمَلُونَ 25. უთხარი: არ მოგეკითხებათ ის, რაც ჩვენ შევცოდეთ და არც ჩვენ მოგვეკითხება იმის გამო, რაც თქვენ ჩაიდინეთ! قُلْ يَجْمَعُ بَيْنَنَا رَبُّنَا ثُمَّ يَفْتَحُ بَيْنَنَا بِٱلْحَقِّ وَهُوَ ٱلْفَتَّاحُ ٱلْعَلِيمُ 26. უთხარი: ჩვენი ღმერთი შეგვკრებს და განსჯის ჩვენს შორის ჭეშმარიტებით და იგია ყოვლისმცოდნე, მსაჯული. قُلْ أَرُونِىَ ٱلَّذِينَ أَلْحَقْتُم بِهِۦ شُرَكَآءَ ۖ كَلَّا ۚ بَلْ هُوَ ٱللَّهُ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 27. უთხარი: მიჩვენეთ იგი, ვინც მას თანაზიარად დაუდგინეთ. არა, მხოლოდ ალლაჰია ძლევამოსილი, ბრძენი. وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ إِلَّا كَآفَّةً لِّلنَّاسِ بَشِيرًا وَنَذِيرًا وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 28. და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მთელი ხალხისათვის მახარობლად და შემგონებლად, თუმცა ხალხის უმეტესობას არ სწამს. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَـٰذَا ٱلْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 29. და ამბობენ: როდისაა ეს აღთქმა, თუკი მართალნი ხართ? قُل لَّكُم مِّيعَادُ يَوْمٍ لَّا تَسْتَـْٔخِرُونَ عَنْهُ سَاعَةً وَلَا تَسْتَقْدِمُونَ 30. უთხარი: თქვენთვისაა აღთქმული დღე, რომელსაც ერთი საათითაც კი ვერც დააყოვნებთ და ვერც დააჩქარებთ. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَن نُّؤْمِنَ بِهَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ وَلَا بِٱلَّذِى بَيْنَ يَدَيْهِ ۗ وَلَوْ تَرَىٰٓ إِذِ ٱلظَّـٰلِمُونَ مَوْقُوفُونَ عِندَ رَبِّهِمْ يَرْجِعُ بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ ٱلْقَوْلَ يَقُولُ ٱلَّذِينَ ٱسْتُضْعِفُوا۟ لِلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوا۟ لَوْلَآ أَنتُمْ لَكُنَّا مُؤْمِنِينَ 31. თქვეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს: არასოდეს ვირწმუნებთ არც ამ ყურანს და არც იმას, რაც მის უწინ იყოო. და რომ განახა, როცა უსამართლონი იდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, მიუგებენ ერთმანეთს სიტყვას და ეტყვიან ისინი, ვინც იჩაგრებოდა, იმათ, ვინც ქედმაღლობდა: თქვენ რომ არა, ჩვენ მორწმუნენი ვიქნებოდითო. قَالَ ٱلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوا۟ لِلَّذِينَ ٱسْتُضْعِفُوٓا۟ أَنَحْنُ صَدَدْنَـٰكُمْ عَنِ ٱلْهُدَىٰ بَعْدَ إِذْ جَآءَكُم ۖ بَلْ كُنتُم مُّجْرِمِينَ 32. ეტყვიან ისინი, ვინც ქედმაღალი იყო, იმათ, ვინც იყვნენ დაჩაგრულნი: განა ჩვენ გაცდუნეთ ჭეშმარიტი გზიდან იმის შემდეგ, რაც ის გებოძათ? არა, თვითონვე იყავით ცოდვილნი. وَقَالَ ٱلَّذِينَ ٱسْتُضْعِفُوا۟ لِلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوا۟ بَلْ مَكْرُ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ إِذْ تَأْمُرُونَنَآ أَن نَّكْفُرَ بِٱللَّهِ وَنَجْعَلَ لَهُۥٓ أَندَادًا ۚ وَأَسَرُّوا۟ ٱلنَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا۟ ٱلْعَذَابَ وَجَعَلْنَا ٱلْأَغْلَـٰلَ فِىٓ أَعْنَاقِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ هَلْ يُجْزَوْنَ إِلَّا مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 33. ეტყვიან ისინი, ვინც იყვნენ დაჩაგრულნი იმათ, ვინც ქედმაღლობდა: დიახ, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობა იყო. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი! და გულში გაუვლით სინანული, როცა ნახავენ სასჯელს. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს იმათ, ვინც იყვნენ ურწმუნონი. განა მიეზღვებათ სხვა რამე, თუ არა ის, რასაც აკეთებდნენ? وَمَآ أَرْسَلْنَا فِى قَرْيَةٍ مِّن نَّذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَآ إِنَّا بِمَآ أُرْسِلْتُم بِهِۦ كَـٰفِرُونَ 34. და არ წარმოგვიგზავნია რომელიმე დასახლებაში ერთი შემგონებელიც კი ისე, რომ არ ეთქვათ მდიდრებს: ჭეშმარიტად, ჩვენ იმას, რითაც წარმოგზავნილხარ, უარვყოფთო. وَقَالُوا۟ نَحْنُ أَكْثَرُ أَمْوَ‌ٰلًا وَأَوْلَـٰدًا وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ 35. და ამბობდნენ: ჩვენ უფრო მეტნი ვართ ქონებითა და ძეებით და ჩვენ სულაც არ დავისჯებითო. قُلْ إِنَّ رَبِّى يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ وَيَقْدِرُ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 36. უთხარი: ჩემი ღმერთი უხვად უბოძებს ან უზღუდავს სარჩოს იმას, ვისაც ინებებს, თუმცაღა ხალხის უმეტესობამ არ იცის. وَمَآ أَمْوَ‌ٰلُكُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُكُم بِٱلَّتِى تُقَرِّبُكُمْ عِندَنَا زُلْفَىٰٓ إِلَّا مَنْ ءَامَنَ وَعَمِلَ صَـٰلِحًا فَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ جَزَآءُ ٱلضِّعْفِ بِمَا عَمِلُوا۟ وَهُمْ فِى ٱلْغُرُفَـٰتِ ءَامِنُونَ 37. ვერც თქვენი ქონება და ვერც თქვენი შვილები ვერ გაახლოებთ ჩემთან, იმის გარდა, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. სწორედ მათ მიეგებათ ორმაგი საზღაური იმისათვის, რაც გააკეთეს, და ისინი (სამოთხის) ოთახებში ისხდებიან უსაფრთხოდ. وَٱلَّذِينَ يَسْعَوْنَ فِىٓ ءَايَـٰتِنَا مُعَـٰجِزِينَ أُو۟لَـٰٓئِكَ فِى ٱلْعَذَابِ مُحْضَرُونَ 38. ხოლო ისინი, ვინც ჩვენი აიათების გაბათილებას ცდილობდა, სწორედ ისინი იქნებიან სასჯელში შეყვანილნი. قُلْ إِنَّ رَبِّى يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ وَيَقْدِرُ لَهُۥ ۚ وَمَآ أَنفَقْتُم مِّن شَىْءٍ فَهُوَ يُخْلِفُهُۥ ۖ وَهُوَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰزِقِينَ 39. უთხარი: ჩემი ღმერთი უზრდის ან უმცირებს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ინებებს. და რასაც დახარჯავთ, ის აგინაზღაურებთ და სწორედ იგია საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი. وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ يَقُولُ لِلْمَلَـٰٓئِكَةِ أَهَـٰٓؤُلَآءِ إِيَّاكُمْ كَانُوا۟ يَعْبُدُونَ 40. და იმ დღეს, როცა შეკრებს მათ ერთიანად, ეტყვის ანგელოზებს: განა ესენი არიან თქვენ რომ გეთაყვანებოდნენ? قَالُوا۟ سُبْحَـٰنَكَ أَنتَ وَلِيُّنَا مِن دُونِهِم ۖ بَلْ كَانُوا۟ يَعْبُدُونَ ٱلْجِنَّ ۖ أَكْثَرُهُم بِهِم مُّؤْمِنُونَ 41. მიუგებენ: დიდება შენდა! ჩვენ ლი მფარველი ისინი კი არა, შენ ხარ. არამედ ისინი ჯინებს ეთაყვანებოდნენ და უმეტესმა მათგანმა ისინი ირწმუნა. فَٱلْيَوْمَ لَا يَمْلِكُ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ نَّفْعًا وَلَا ضَرًّا وَنَقُولُ لِلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ذُوقُوا۟ عَذَابَ ٱلنَّارِ ٱلَّتِى كُنتُم بِهَا تُكَذِّبُونَ 42. და დღეს არ ხელგეწიფებათ ერთმანეთისთვის არც სარგებელი და არც ზარალი. და ვეტყვით მათ, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდნენ: იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც ცრუდ მიიჩნევდით! وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتُنَا بَيِّنَـٰتٍ قَالُوا۟ مَا هَـٰذَآ إِلَّا رَجُلٌ يُرِيدُ أَن يَصُدَّكُمْ عَمَّا كَانَ يَعْبُدُ ءَابَآؤُكُمْ وَقَالُوا۟ مَا هَـٰذَآ إِلَّآ إِفْكٌ مُّفْتَرًى ۚ وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِلْحَقِّ لَمَّا جَآءَهُمْ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌ مُّبِينٌ 43. და როცა წაეკითხება მათ ჩვენი აიათები, ცხადად გადმოცემული, იტყვიან: არავინაა ეს, თუ არა კაცი, რომელსაც სურს, გვაცდუნოს იმისაგან, რასაც ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამებიო. და თქვეს; არაფერია ეს თუ არა გამოგონილი სიცრუე. და თქვეს იმათ, რომლებმაც არ ირწმუნეს, ჭეშმარიტებაზე, როცა ის მივიდა მათთან: ეს მხოლოდ ცხადი ჯადოქრობააო. وَمَآ ءَاتَيْنَـٰهُم مِّن كُتُبٍ يَدْرُسُونَهَا ۖ وَمَآ أَرْسَلْنَآ إِلَيْهِمْ قَبْلَكَ مِن نَّذِيرٍ 44. და არ გვიბოძებია მათთვის ერთი წიგნიც კი, რომელსაც სწავლობდნენ და არ წარგვიგზავნია მათთან შენამდე ერთი შემგონებელიც. وَكَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ وَمَا بَلَغُوا۟ مِعْشَارَ مَآ ءَاتَيْنَـٰهُمْ فَكَذَّبُوا۟ رُسُلِى ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ 45. ცრუდ შერაცხეს იგი იმათაც, ვინც იყვნენ მათზე უწინ, თუმცა მეათედიც არ გვიბოძებია მათთვის იმისა, რაც ამათ ვუბოძეთ. ცრუდ შერაცხეს ჩემი შუამავლები და როგორი იყო ჩემი მრისხანება? قُلْ إِنَّمَآ أَعِظُكُم بِوَ‌ٰحِدَةٍ ۖ أَن تَقُومُوا۟ لِلَّهِ مَثْنَىٰ وَفُرَ‌ٰدَىٰ ثُمَّ تَتَفَكَّرُوا۟ ۚ مَا بِصَاحِبِكُم مِّن جِنَّةٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا نَذِيرٌ لَّكُم بَيْنَ يَدَىْ عَذَابٍ شَدِيدٍ 46. უთხარი: მე მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემთ: რომ დადგეთ ალლაჰის წინაშე ორ-ორად ან მარტო, მერე კი დაფიქრდით, რომ თქვენი მეგობარი გიჟი არ არის. არამედ იგია შემგონებელი თქვენი დიადი სასჯელის წინ. قُلْ مَا سَأَلْتُكُم مِّنْ أَجْرٍ فَهُوَ لَكُمْ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَى ٱللَّهِ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ شَهِيدٌ 47. უთხარი: არ გთხოვთ საზღაურს, თქვენივე იყოს! რამეთუ ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰზეა და იგია ყოვლისმოწმე. قُلْ إِنَّ رَبِّى يَقْذِفُ بِٱلْحَقِّ عَلَّـٰمُ ٱلْغُيُوبِ 48. უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი განგიმარტავთ ჭეშმარიტებით. იგია დაფარულთა მცოდნე. قُلْ جَآءَ ٱلْحَقُّ وَمَا يُبْدِئُ ٱلْبَـٰطِلُ وَمَا يُعِيدُ 49. უთხარი: მოვიდა ჭეშმარიტება. სიცრუე კი აღარასოდეს გამოჩნდება და აღარ დაბრუნდება. قُلْ إِن ضَلَلْتُ فَإِنَّمَآ أَضِلُّ عَلَىٰ نَفْسِى ۖ وَإِنِ ٱهْتَدَيْتُ فَبِمَا يُوحِىٓ إِلَىَّ رَبِّىٓ ۚ إِنَّهُۥ سَمِيعٌ قَرِيبٌ 50. უთხარი: თუ გზას ავცდები, გზას ავცდები ჩემი თავის წინააღმდეგ; ხოლო თუ სწორი გზით მივდივარ, მხოლოდ იმის წყალობით, რაც ჩემი ღმერთისგან ზეშთამეგონაო. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონე, ახლომყოფია. وَلَوْ تَرَىٰٓ إِذْ فَزِعُوا۟ فَلَا فَوْتَ وَأُخِذُوا۟ مِن مَّكَانٍ قَرِيبٍ 51. და რომ განახა, როცა მათ შეეშინდებათ, გასაქცევი კი არსად ექნებათ და შეპყრობილ იქნებიან ახლო ადგილიდან. وَقَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِهِۦ وَأَنَّىٰ لَهُمُ ٱلتَّنَاوُشُ مِن مَّكَانٍۭ بَعِيدٍ 52. და იტყვიან: ვირწმუნეთ მისიო მაგრამ, როგორ მოაღწევენ ისინი შორი ადგილიდან?! وَقَدْ كَفَرُوا۟ بِهِۦ مِن قَبْلُ ۖ وَيَقْذِفُونَ بِٱلْغَيْبِ مِن مَّكَانٍۭ بَعِيدٍ 53. უწინ არ ირწმუნეს მისი და ისინი შორეთიდან უხილავს ესვროდნენ. وَحِيلَ بَيْنَهُمْ وَبَيْنَ مَا يَشْتَهُونَ كَمَا فُعِلَ بِأَشْيَاعِهِم مِّن قَبْلُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ فِى شَكٍّ مُّرِيبٍۭ 54. მაგრამ აღმართულ იქნა ზღუდე მათსა და იმას შორის, რაც ეწადათ. ისევე, როგორც მოეპყრნენ მათ ხალხებს უწინ და ჭეშმარიტად, ისინი ღრმა ეჭვში იყვნენ.