n ფაათიჰა

31. სურა ლუყმან
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓمٓ 1. ალიფ. ლამ. მიმ. تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ٱلْحَكِيمِ 2.ესენია ბრძენი წიგნის ცხადი აიათები. هُدًۭى وَرَحْمَةًۭ لِّلْمُحْسِنِينَ 3. ჭეშმარიტ გზად და წყალობად კეთილისმქმნელთათვის! ٱلَّذِينَ يُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَهُم بِٱلْـَٔاخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ 4. რომელნიც დგებიან ლოცვად და გასცემენ ზექათს. სწორედ ისინი არიან, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ საიქიოსი! أُو۟لَـٰٓئِكَ عَلَىٰ هُدًۭى مِّن رَّبِّهِمْ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან მათი ღმერთის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَشْتَرِى لَهْوَ ٱلْحَدِيثِ لِيُضِلَّ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍۢ وَيَتَّخِذَهَا هُزُوًا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌۭ مُّهِينٌۭ 6. და ადამიანთაგან, ვინც ყიდულობს გასართობ სიტყვას, რათა აცდუნოს ალლაჰის გზიდან, ცოდნის გარეშე, და თან მასხრად აიგდოს იგი, მათთვის არის დამამცირებელი სასჯელი! وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِ ءَايَـٰتُنَا وَلَّىٰ مُسْتَكْبِرًۭا كَأَن لَّمْ يَسْمَعْهَا كَأَنَّ فِىٓ أُذُنَيْهِ وَقْرًۭا ۖ فَبَشِّرْهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍ 7. და როცა ეკითხება მას ჩვენი აიათები, ზურგს აქცევს მედიდურად, თითქოს არ ესმის ისინი, თითქოს მის ყურებში სიყრუეა და ახარე მას მტანჯველი სასჯელი! إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَهُمْ جَنَّـٰتُ ٱلنَّعِيمِ 8. რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათთვის გამზადებულია ბედნიერების სამოთხენი! خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ وَعْدَ ٱللَّهِ حَقًّۭا ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 9. იქ დამკვიდრდებიან მარად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტებაა. და იგია ძლევამოსილი, ბრძენი! خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ بِغَيْرِ عَمَدٍۢ تَرَوْنَهَا ۖ وَأَلْقَىٰ فِى ٱلْأَرْضِ رَوَ‌ٰسِىَ أَن تَمِيدَ بِكُمْ وَبَثَّ فِيهَا مِن كُلِّ دَآبَّةٍۢ ۚ وَأَنزَلْنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَنۢبَتْنَا فِيهَا مِن كُلِّ زَوْجٍۢ كَرِيمٍ 10. გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები! هَـٰذَا خَلْقُ ٱللَّهِ فَأَرُونِى مَاذَا خَلَقَ ٱلَّذِينَ مِن دُونِهِۦ ۚ بَلِ ٱلظَّـٰلِمُونَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 11. აი, ესენია ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. არა, უსამართლონი ცხად გზააბნევაში არიან! وَلَقَدْ ءَاتَيْنَا لُقْمَـٰنَ ٱلْحِكْمَةَ أَنِ ٱشْكُرْ لِلَّهِ ۚ وَمَن يَشْكُرْ فَإِنَّمَا يَشْكُرُ لِنَفْسِهِۦ ۖ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِىٌّ حَمِيدٌۭ 12. და ვფიცავ, ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე: რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. და ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია! وَإِذْ قَالَ لُقْمَـٰنُ لِٱبْنِهِۦ وَهُوَ يَعِظُهُۥ يَـٰبُنَىَّ لَا تُشْرِكْ بِٱللَّهِ ۖ إِنَّ ٱلشِّرْكَ لَظُلْمٌ عَظِيمٌۭ 13. და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, შირქი (მრავალღმერთიანობა) უდიდესი უსამართლობაა!“ وَوَصَّيْنَا ٱلْإِنسَـٰنَ بِوَ‌ٰلِدَيْهِ حَمَلَتْهُ أُمُّهُۥ وَهْنًا عَلَىٰ وَهْنٍۢ وَفِصَـٰلُهُۥ فِى عَامَيْنِ أَنِ ٱشْكُرْ لِى وَلِوَ‌ٰلِدَيْكَ إِلَىَّ ٱلْمَصِيرُ 14. და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები. გაჭირვებას გაჭირვებაზე ითმენდა და ისე ატარა დედამისმა, და მისი ძუძუდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება! وَإِن جَـٰهَدَاكَ عَلَىٰٓ أَن تُشْرِكَ بِى مَا لَيْسَ لَكَ بِهِۦ عِلْمٌۭ فَلَا تُطِعْهُمَا ۖ وَصَاحِبْهُمَا فِى ٱلدُّنْيَا مَعْرُوفًۭا ۖ وَٱتَّبِعْ سَبِيلَ مَنْ أَنَابَ إِلَىَّ ۚ ثُمَّ إِلَىَّ مَرْجِعُكُمْ فَأُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 15. და თუ ისინი გაიძულებენ, რომ თანაზიარი გამიხადო ის, რისი ცოდნაც შენ არ გაქვს, არ დაემორჩილო და სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ წუთისოფელში, და გაჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოისწრაფის. მერე კი ჩემთანაა თქვენი დაბრუნება, და მე გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით. يَـٰبُنَىَّ إِنَّهَآ إِن تَكُ مِثْقَالَ حَبَّةٍۢ مِّنْ خَرْدَلٍۢ فَتَكُن فِى صَخْرَةٍ أَوْ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ أَوْ فِى ٱلْأَرْضِ يَأْتِ بِهَا ٱللَّهُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَطِيفٌ خَبِيرٌۭ 16. ჰეი შვილო ჩემო! მდოგვის მარცვლის წონისაც რომ იყოს რაიმე კლდეში, ცაში ან მიწაზე, ალლაჰი ცხადყოფს მას. ჭეშმარიტად ალლაჰი სუგრძელი, ყოვლისმცოდნეა. يَـٰبُنَىَّ أَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ وَأْمُرْ بِٱلْمَعْرُوفِ وَٱنْهَ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَٱصْبِرْ عَلَىٰ مَآ أَصَابَكَ ۖ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ مِنْ عَزْمِ ٱلْأُمُورِ 17. ჰეი შვილო ჩემო! დადექი ლოცვად, უბრძანე სიკეთე და აკრძალე ცუდი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს. ჭეშმარიტად, ეს საქმეთა სიმტკიციდანაა. وَلَا تُصَعِّرْ خَدَّكَ لِلنَّاسِ وَلَا تَمْشِ فِى ٱلْأَرْضِ مَرَحًا ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ كُلَّ مُخْتَالٍۢ فَخُورٍۢ 18. არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდურად. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ამპარტავანი ამაყები. وَٱقْصِدْ فِى مَشْيِكَ وَٱغْضُضْ مِن صَوْتِكَ ۚ إِنَّ أَنكَرَ ٱلْأَصْوَ‌ٰتِ لَصَوْتُ ٱلْحَمِيرِ 19. იარე მოზომილი ნაბიჯით, ხმა დაიმდაბლე! რადგან ყველაზე უსიამოვნო ხმა ვირის ხმაა. أَلَمْ تَرَوْا۟ أَنَّ ٱللَّهَ سَخَّرَ لَكُم مَّا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ وَأَسْبَغَ عَلَيْكُمْ نِعَمَهُۥ ظَـٰهِرَةًۭ وَبَاطِنَةًۭ ۗ وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُجَـٰدِلُ فِى ٱللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍۢ وَلَا هُدًۭى وَلَا كِتَـٰبٍۢ مُّنِيرٍۢ 20. განა ვერ ხედავთ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და გადმოგაღვარათ თქვენ წყალობა ცხადად თუ ფარულად? მაგრამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც კამათობენ ალლაჰის შესახებ, ცოდნის გარეშე, არც ხელმძღვანელობა აქვთ და არც მანათობელი წიგნი. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ ٱتَّبِعُوا۟ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ قَالُوا۟ بَلْ نَتَّبِعُ مَا وَجَدْنَا عَلَيْهِ ءَابَآءَنَآ ۚ أَوَلَوْ كَانَ ٱلشَّيْطَـٰنُ يَدْعُوهُمْ إِلَىٰ عَذَابِ ٱلسَّعِيرِ 21. როცა მათ ეტყვიან: მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინაო, ამბობენ: არა, ჩვენ იმას მივყვებით რაზედაც ვნახეთ ჩვენი მამები. მაშინაც, თუკი შაიტანი უხმობს მათ აგიზგიზებული სასჯელისკენ? وَمَن يُسْلِمْ وَجْهَهُۥٓ إِلَى ٱللَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌۭ فَقَدِ ٱسْتَمْسَكَ بِٱلْعُرْوَةِ ٱلْوُثْقَىٰ ۗ وَإِلَى ٱللَّهِ عَـٰقِبَةُ ٱلْأُمُورِ 22. ვინც დაემორჩილა თავისი სახით ალლაჰს და იგი კეთილიცაა, იგი მოეჭიდა საიმედო საყრდენს და ალლაჰთანაა ყოველი საქმის აღსასრული! وَمَن كَفَرَ فَلَا يَحْزُنكَ كُفْرُهُۥٓ ۚ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ فَنُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 23. ხოლო ვინც არ ირწმუნა, ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება. ჩვენთან არის მათი დაბრუნება და ვანცობებთ იმას, რასაც აკეთებდნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰია გულისთქმათა მცოდნე. نُمَتِّعُهُمْ قَلِيلًۭا ثُمَّ نَضْطَرُّهُمْ إِلَىٰ عَذَابٍ غَلِيظٍۢ 24. ჩვენ ვაცლით ისიამოვნონ მცირე ხნით, ბოლოს მკაცრ სასჯელში წავათრევთ. وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّنْ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ لَيَقُولُنَّ ٱللَّهُ ۚ قُلِ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ 25. თუ ჰკითხავ: ვინ შექმნა ცანი და მიწა? გიპასუხებენ - ალლაჰმა. უთხარი: ქება-დიდება ალლაჰს! მაგრამ მათმა უმეტესობამ არ იცის. لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْغَنِىُّ ٱلْحَمِيدُ 26. ალლაჰისაა, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად ალლაჰი თვითკმარია, ქებულია. وَلَوْ أَنَّمَا فِى ٱلْأَرْضِ مِن شَجَرَةٍ أَقْلَـٰمٌۭ وَٱلْبَحْرُ يَمُدُّهُۥ مِنۢ بَعْدِهِۦ سَبْعَةُ أَبْحُرٍۢ مَّا نَفِدَتْ كَلِمَـٰتُ ٱللَّهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌۭ 27. ქვეყანაზე რაც კი ხეა, ყველა კალმად რომ იქცეს, ხოლო ზღვა მელნად და მას რომ წაეხმაროს შვიდი ზღვა, მაინც არ ამოიწურება ალლაჰის სიტყვები. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია! مَّا خَلْقُكُمْ وَلَا بَعْثُكُمْ إِلَّا كَنَفْسٍۢ وَ‌ٰحِدَةٍ ۗ إِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌۢ بَصِيرٌ 28. თქვენი შექმნაც და თქვენი აღდგომაც, სხვა არაფერია გარდა მსგავსი ერთი სულისა. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისგამოგნე, ყოვლისმხედველია. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ يُولِجُ ٱلَّيْلَ فِى ٱلنَّهَارِ وَيُولِجُ ٱلنَّهَارَ فِى ٱلَّيْلِ وَسَخَّرَ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ كُلٌّۭ يَجْرِىٓ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى وَأَنَّ ٱللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌۭ 29. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰს შეჰყავს ღამე დღეში და შეჰყავს დღე ღამეში? დაიმორჩილა მზე და მთვარე და თითოეული დაცურავს განსაზღვრულ ჟამამდე, და რომ ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْحَقُّ وَأَنَّ مَا يَدْعُونَ مِن دُونِهِ ٱلْبَـٰطِلُ وَأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْعَلِىُّ ٱلْكَبِيرُ 30. ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია, და რასაც მოუხმობენ, მის გარდა ბათილია. და კიდევ იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია! أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱلْفُلْكَ تَجْرِى فِى ٱلْبَحْرِ بِنِعْمَتِ ٱللَّهِ لِيُرِيَكُم مِّنْ ءَايَـٰتِهِۦٓ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّكُلِّ صَبَّارٍۢ شَكُورٍۢ 31. განა ვერ ხედავ, რომ გემები ცურავენ ზღვაში ალლაჰის წყალობით, რათა გიჩვენონ თქვენ მისი სასწაული. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენის, მადლიერისათვის. وَإِذَا غَشِيَهُم مَّوْجٌۭ كَٱلظُّلَلِ دَعَوُا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ فَلَمَّا نَجَّىٰهُمْ إِلَى ٱلْبَرِّ فَمِنْهُم مُّقْتَصِدٌۭ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِـَٔايَـٰتِنَآ إِلَّا كُلُّ خَتَّارٍۢ كَفُورٍۢ 32. და როცა ტალღა დაფარავს მათ, როგორც შავი ღრუბელი, უხმობენ ალლაჰს მისდამი ხალასი რწმენით, და როგორც კი დაიხნის და ნაპირზე გამოიყვანს, მათგან ზოგიერთი რწმენასა და ურწმუნოებას შორის აღმოჩნდება. და არ უარყოფენ ჩვენს აიათებს, უმადური მოღალატეების გარდა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱتَّقُوا۟ رَبَّكُمْ وَٱخْشَوْا۟ يَوْمًۭا لَّا يَجْزِى وَالِدٌ عَن وَلَدِهِۦ وَلَا مَوْلُودٌ هُوَ جَازٍ عَن وَالِدِهِۦ شَيْـًٔا ۚ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ ۖ فَلَا تَغُرَّنَّكُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا وَلَا يَغُرَّنَّكُم بِٱللَّهِ ٱلْغَرُورُ 33. ჰეი ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის და გეშინოდეთ იმ დღის, როცა მშობელი ვერ შეეწევა თავის შვილს, შვილი კი მშობელს. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. არ შეგაცდინოთ მიწიერმა ცხოვრებამ და მაცდუნებელმა არ გაცდუნოთ ალლაჰის მიმართ! إِنَّ ٱللَّهَ عِندَهُۥ عِلْمُ ٱلسَّاعَةِ وَيُنَزِّلُ ٱلْغَيْثَ وَيَعْلَمُ مَا فِى ٱلْأَرْحَامِ ۖ وَمَا تَدْرِى نَفْسٌۭ مَّاذَا تَكْسِبُ غَدًۭا ۖ وَمَا تَدْرِى نَفْسٌۢ بِأَىِّ أَرْضٍۢ تَمُوتُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌ خَبِيرٌۢ 34. მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!