n 'აბქებუთ

29. სურა ანქებუთ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓمٓ 1. ალიფ. ლამ. მიმ. أَحَسِبَ ٱلنَّاسُ أَن يُتْرَكُوٓا۟ أَن يَقُولُوٓا۟ ءَامَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ 2. განა ჰგონია ხალხს, რომ მიტოვებულ იქნებიან, როცა ამბობენ: ვირწმუნეთ, და არ გამოიცდებიან? وَلَقَدْ فَتَنَّا ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۖ فَلَيَعْلَمَنَّ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ صَدَقُوا۟ وَلَيَعْلَمَنَّ ٱلْكَـٰذِبِينَ 3. ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ ისინი, რომელნიც იყვნენ მათზე უწინ. ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს! أَمْ حَسِبَ ٱلَّذِينَ يَعْمَلُونَ ٱلسَّيِّـَٔاتِ أَن يَسْبِقُونَا ۚ سَآءَ مَا يَحْكُمُونَ 4. ანდა ჰგონია იმათ, ვინც სიავეებს სჩადის, რომ თავს დაიძვრენენ? რა ავია, მათი მსჯავრი. مَن كَانَ يَرْجُوا۟ لِقَآءَ ٱللَّهِ فَإِنَّ أَجَلَ ٱللَّهِ لَـَٔاتٍۢ ۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 5. ის, ვინც იმედოვნებს ალლაჰთან შეხვედრას, ალლაჰის დადგენილი ვადა ეწევა. და იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. وَمَن جَـٰهَدَ فَإِنَّمَا يُجَـٰهِدُ لِنَفْسِهِۦٓ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَغَنِىٌّ عَنِ ٱلْعَـٰلَمِينَ 6. ის, ვინც იბრძვის, თავის სასარგებლოდ იბრძვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარია სამყაროთა ზედა. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَنُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّـَٔاتِهِمْ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَحْسَنَ ٱلَّذِى كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 7. მათ კი, ვინც ირწმუნეს და სიკეთენი აკეთეს, ჩვენ დავფარავთ მათ სიავეებს და ვუზღავთ იმაზე უკეთესით, რასაც აკეთებდნენ. وَوَصَّيْنَا ٱلْإِنسَـٰنَ بِوَ‌ٰلِدَيْهِ حُسْنًۭا ۖ وَإِن جَـٰهَدَاكَ لِتُشْرِكَ بِى مَا لَيْسَ لَكَ بِهِۦ عِلْمٌۭ فَلَا تُطِعْهُمَآ ۚ إِلَىَّ مَرْجِعُكُمْ فَأُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 8. და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლების მიმართ. ხოლო თუ ისინი დაგაძალებენ, რომ თანაზიარად დამიდგინო ის, რისი ცოდნას არ გაქვს, ნუ დაემორჩილები მათ. ჩემთანაა თქვენი დასაბრუნებელი და მაშინ გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდი. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَنُدْخِلَنَّهُمْ فِى ٱلصَّـٰلِحِينَ 9. იმათ, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, შევიყვანთ მართალთა რიგებში. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ فَإِذَآ أُوذِىَ فِى ٱللَّهِ جَعَلَ فِتْنَةَ ٱلنَّاسِ كَعَذَابِ ٱللَّهِ وَلَئِن جَآءَ نَصْرٌۭ مِّن رَّبِّكَ لَيَقُولُنَّ إِنَّا كُنَّا مَعَكُمْ ۚ أَوَلَيْسَ ٱللَّهُ بِأَعْلَمَ بِمَا فِى صُدُورِ ٱلْعَـٰلَمِينَ 10. და ადამიანთაგან ვინც ამბობს: ვირწმუნეთ ალლაჰიო, საკმარისია ტანჯვა ეწიოთ ალლაჰის გზაზე, ხალხის განსაცდელს ალლაჰის სასჯელად იღებენ, ხოლო თუ შეწევნა მოვა თქვენი ღმერთისაგან, იტყვიან: ჩვენ თქვენთან ვართო. განა ალლაჰმა ყველაზე უკეთ არ იცის, რაც არის სამყარო(ელ)თა გულებში? وَلَيَعْلَمَنَّ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَلَيَعْلَمَنَّ ٱلْمُنَـٰفِقِينَ 11. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის მორწმუნეებიც და თვალთმაქცებიც. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّبِعُوا۟ سَبِيلَنَا وَلْنَحْمِلْ خَطَـٰيَـٰكُمْ وَمَا هُم بِحَـٰمِلِينَ مِنْ خَطَـٰيَـٰهُم مِّن شَىْءٍ ۖ إِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 12. ურწმუნოები ეუბნებიან მორწმუნეებს: გაჰყევით ჩვენს გზას და ვიტვირთავთ თქვენს ცოდვებსო. მაგრამ ვერ იტვირთავენ მათი ცოდვის ნაწილსაც კი. ჭეშმარიტად, ისინი მატყუარები არიან. وَلَيَحْمِلُنَّ أَثْقَالَهُمْ وَأَثْقَالًۭا مَّعَ أَثْقَالِهِمْ ۖ وَلَيُسْـَٔلُنَّ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ عَمَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 13. ისინი წაიღებენ სიმძიმეებს და კიდევ სიმძიმეებს თავიანთ სიმძიმეებთან ერთად და მოეკითხებათ აღდგომის დღეს ის, რასაც იგონებდნენ. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِۦ فَلَبِثَ فِيهِمْ أَلْفَ سَنَةٍ إِلَّا خَمْسِينَ عَامًۭا فَأَخَذَهُمُ ٱلطُّوفَانُ وَهُمْ ظَـٰلِمُونَ 14. და ვფიცავ, წარვაგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან და დარჩა მათ შორის ათას წელიწადს ორმოცდაათის გამოკლებით. და დაატყდათ მათ ცუნამი, რამეთუ იყვნენ უსამართლონი. فَأَنجَيْنَـٰهُ وَأَصْحَـٰبَ ٱلسَّفِينَةِ وَجَعَلْنَـٰهَآ ءَايَةًۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 15. გადავარჩინეთ იგი და ის, რაც გემში იყო და დავადგინეთ იგი სასწაულად სამყაროთათვის. وَإِبْرَ‌ٰهِيمَ إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ وَٱتَّقُوهُ ۖ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌۭ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 16. და იბრაჰიმი, როცა უთხრა თავის ხალხს: თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი. ეს უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ! إِنَّمَا تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ أَوْثَـٰنًۭا وَتَخْلُقُونَ إِفْكًا ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ لَا يَمْلِكُونَ لَكُمْ رِزْقًۭا فَٱبْتَغُوا۟ عِندَ ٱللَّهِ ٱلرِّزْقَ وَٱعْبُدُوهُ وَٱشْكُرُوا۟ لَهُۥٓ ۖ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ 17. მაგრამ თქვენ ეთაყვანებით კერპებს ალლაჰის მაგივრად და სიცრუეს თხზავთ. ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად, არ ფლობენ თქვენთვის სარჩოს, მაშ ეძიეთ სარჩო ალლაჰისაგან, თაყვანი ეცით მას და იყავით მისი მადლიერნი. რამეთუ მის წინაშე იქნებით დაბრუნებულნი. وَإِن تُكَذِّبُوا۟ فَقَدْ كَذَّبَ أُمَمٌۭ مِّن قَبْلِكُمْ ۖ وَمَا عَلَى ٱلرَّسُولِ إِلَّا ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 18. ხოლო თუ ცრუდ შერაცხეთ, ცრუდ შერაცხეს ერებმაც თქვენზე უწინ. შუამავალს კი არაფერი აკისრია, ცხადი შეტყობინების გარდა. أَوَلَمْ يَرَوْا۟ كَيْفَ يُبْدِئُ ٱللَّهُ ٱلْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُۥٓ ۚ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌۭ 19. განა არ უფიქრიათ, როგორ იწყებს ალლაჰი ქმნილების გაჩენას და მერე როგორ იბრუნებს მას? ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისათვის ადვილია. قُلْ سِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَٱنظُرُوا۟ كَيْفَ بَدَأَ ٱلْخَلْقَ ۚ ثُمَّ ٱللَّهُ يُنشِئُ ٱلنَّشْأَةَ ٱلْـَٔاخِرَةَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 20. უთხარი: იარეთ დედამიწაზე და შეხედეთ, როგორ დაიწყო ალლაჰმა ქმნილების გაჩენა. შემდეგ ალლაჰი ადგენს უკანასკნელ სიცოცხლეს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. يُعَذِّبُ مَن يَشَآءُ وَيَرْحَمُ مَن يَشَآءُ ۖ وَإِلَيْهِ تُقْلَبُونَ 21. დასჯის ვისაც ინებებს და შეიწყალებს, ვისაც ინებებს. და სწორედ მასთან იქნებით დაბრუნებულნი. وَمَآ أَنتُم بِمُعْجِزِينَ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فِى ٱلسَّمَآءِ ۖ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّۢ وَلَا نَصِيرٍۢ 22. და თქვენ ვერ სძლევთ მას ვერც დედამიწასა და ვერც ცათა შინა. და თქვენ არა გყავთ ალლაჰის გარდა არც შემწე და არც მფარველი. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَلِقَآئِهِۦٓ أُو۟لَـٰٓئِكَ يَئِسُوا۟ مِن رَّحْمَتِى وَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 23. ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს ალლაჰის აიათები და მასთან შეხვედრა, სწორედ მათ გადაეწურათ იმედი ჩემს მოწყალებაზე და სწორედ მათ მიეგებათ მტანჯველი სასჯელი. فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِۦٓ إِلَّآ أَن قَالُوا۟ ٱقْتُلُوهُ أَوْ حَرِّقُوهُ فَأَنجَىٰهُ ٱللَّهُ مِنَ ٱلنَّارِ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 24. და სხვა არ ყოფილა პასუხი მისი ხალხისა, იმის გარდა, რომ თქვეს: მოკალით იგი, ანდა დაწვითო. და იხსნა ალლაჰმა იგი ცეცხლისაგან. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია მორწმუნე ხალხისათვის. وَقَالَ إِنَّمَا ٱتَّخَذْتُم مِّن دُونِ ٱللَّهِ أَوْثَـٰنًۭا مَّوَدَّةَ بَيْنِكُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ ثُمَّ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يَكْفُرُ بَعْضُكُم بِبَعْضٍۢ وَيَلْعَنُ بَعْضُكُم بَعْضًۭا وَمَأْوَىٰكُمُ ٱلنَّارُ وَمَا لَكُم مِّن نَّـٰصِرِينَ 25. და თქვა: თქვენ მიწიერ ცხოვრებაში თქვენს შორის სიყვარულად კერპები (ე.ი შირქი) დაიდგინეთ ალლაჰის მაგივრად. აღდგომის დღეს, ზოგი თქვენგანი უარყოფს ზოგ თქვენგანს და დასწყევლიან ერთმანეთს. თქვენი თავშესაფარი ცეცხლი იქნება და არ გეყოლებათ მეოხი. فَـَٔامَنَ لَهُۥ لُوطٌۭ ۘ وَقَالَ إِنِّى مُهَاجِرٌ إِلَىٰ رَبِّىٓ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 26. და ირწმუნა მისი ლუტმა და თქვა: მე გადავსახლდები ჩემი ღმერთისთვის. ჭეშმარიტად, იგი ძლევამოსილი, ბრძენია. وَوَهَبْنَا لَهُۥٓ إِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ وَجَعَلْنَا فِى ذُرِّيَّتِهِ ٱلنُّبُوَّةَ وَٱلْكِتَـٰبَ وَءَاتَيْنَـٰهُ أَجْرَهُۥ فِى ٱلدُّنْيَا ۖ وَإِنَّهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ لَمِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 27. და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია'უბი და დავადგინეთ მის შთამომავლობაში შუამავლობა და წიგნი და ვუბოძეთ მას თავისი საზღაური ამქვეყნადვე. საიქიოში კი იქნება მართალთა შორის. وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِۦٓ إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ ٱلْفَـٰحِشَةَ مَا سَبَقَكُم بِهَا مِنْ أَحَدٍۢ مِّنَ ٱلْعَـٰلَمِينَ 28. და ლუტს... როცა უთხრა თავის ხალხს: თქვენ სჩადიხართ გარყვნილებას, რომელიც თქვენზე უწინ არავის უქნია სამყარო(ელ)თაგან. أَئِنَّكُمْ لَتَأْتُونَ ٱلرِّجَالَ وَتَقْطَعُونَ ٱلسَّبِيلَ وَتَأْتُونَ فِى نَادِيكُمُ ٱلْمُنكَرَ ۖ فَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِۦٓ إِلَّآ أَن قَالُوا۟ ٱئْتِنَا بِعَذَابِ ٱللَّهِ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 29. ნუთუ ვნებას აღგიძრავთ თქვენ კაცები, მოუჭრით გზებს და სჩადიხართ უკეთურობას თქვენს შეკრებებზე? და სხვა არ ყოფილა მისი ხალხის პასუხი იმის გარდა, რომ უთხრეს: დაგვატეხე ჩვენ ალლაჰის სასჯელი, თუკი ხარ მართალიო. قَالَ رَبِّ ٱنصُرْنِى عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْمُفْسِدِينَ 30. თქვა: ღმერთო ჩემო, შემეწიე იმ ხალხის წინაშე, რომელიც უკეთურობას ავრცელებს. وَلَمَّا جَآءَتْ رُسُلُنَآ إِبْرَ‌ٰهِيمَ بِٱلْبُشْرَىٰ قَالُوٓا۟ إِنَّا مُهْلِكُوٓا۟ أَهْلِ هَـٰذِهِ ٱلْقَرْيَةِ ۖ إِنَّ أَهْلَهَا كَانُوا۟ ظَـٰلِمِينَ 31. როცა ჩვენი წარგზავნილები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლოთი, უთხრეს: ჩვენ გავანადგურებთ ამ დასახლებას. რადგან მისი ბინადარნი უსამართლონი არიანო. قَالَ إِنَّ فِيهَا لُوطًۭا ۚ قَالُوا۟ نَحْنُ أَعْلَمُ بِمَن فِيهَا ۖ لَنُنَجِّيَنَّهُۥ وَأَهْلَهُۥٓ إِلَّا ٱمْرَأَتَهُۥ كَانَتْ مِنَ ٱلْغَـٰبِرِينَ 32. მიუგო: იქ არის ლუტიც. უთხრეს: ჩვენ უკეთ ვიცით ვინ არის მასში. ჩვენ ვიხსნით მასაც და მის ოჯახსაც, მისი ცოლის გარდა, რომელიც იქნება ჩამორჩენილთაგანი. وَلَمَّآ أَن جَآءَتْ رُسُلُنَا لُوطًۭا سِىٓءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًۭا وَقَالُوا۟ لَا تَخَفْ وَلَا تَحْزَنْ ۖ إِنَّا مُنَجُّوكَ وَأَهْلَكَ إِلَّا ٱمْرَأَتَكَ كَانَتْ مِنَ ٱلْغَـٰبِرِينَ 33. და როცა მივიდნენ ჩვენი წარგზავნილები ლუტთან, შეწუხდა ის და თავი უძლურად იგრძნო მათ წინაშე. უთხრეს: ნუ გეშინია და ნუ დამწუხრდები. ჩვენ, ჭეშმარიტად, გადაგარჩენთ შენ და შენს ოჯახს, შენი ცოლის გარდა, რომელიც იქნება ჩამორჩენილთაგანი. إِنَّا مُنزِلُونَ عَلَىٰٓ أَهْلِ هَـٰذِهِ ٱلْقَرْيَةِ رِجْزًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ بِمَا كَانُوا۟ يَفْسُقُونَ 34. და ზეგარმოვავლინეთ ამ დასახლების ბინადართა თავზე საზღაური ციდან, იმის გამო, რომ იყვნენ ბილწნი. وَلَقَد تَّرَكْنَا مِنْهَآ ءَايَةًۢ بَيِّنَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَعْقِلُونَ 35. და ვფიცავ, დავტოვეთ მათგან ნათლად გაცხადებული სასწაული გონიერი ხალხისათვის. وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًۭا فَقَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ وَٱرْجُوا۟ ٱلْيَوْمَ ٱلْـَٔاخِرَ وَلَا تَعْثَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ مُفْسِدِينَ 36. და მედიენთან - მათი ძმა შუ'იაიბი. უთხრა: ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით ალლაჰს, და სასოებდეთ უკანასკნელ დღეს, და ნუ იზამთ ქვეყნად სიავეს, უკეთურობის გავრცელებით. فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَتْهُمُ ٱلرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا۟ فِى دَارِهِمْ جَـٰثِمِينَ 37. და ცრუდ შერაცხეს იგი, შეიპყრო ისინი მიწისძვრამ და დილით თავიანთ სახლებში გვამებად იქცნენ. وَعَادًۭا وَثَمُودَا۟ وَقَد تَّبَيَّنَ لَكُم مِّن مَّسَـٰكِنِهِمْ ۖ وَزَيَّنَ لَهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ أَعْمَـٰلَهُمْ فَصَدَّهُمْ عَنِ ٱلسَّبِيلِ وَكَانُوا۟ مُسْتَبْصِرِينَ 38. და ადი და სემუდი... ჭეშმარიტად, განგეცხადათ თქვენ სიმართლე მათი საცხოვრებლების შესახებ. შაიტანმა შეულამაზა თავიანთი საქმენი და აცდუნა ისინი გზიდან, თუმცა თვალში იხედებოდნენ. وَقَـٰرُونَ وَفِرْعَوْنَ وَهَـٰمَـٰنَ ۖ وَلَقَدْ جَآءَهُم مُّوسَىٰ بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَٱسْتَكْبَرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا كَانُوا۟ سَـٰبِقِينَ 39. და ყარუნი, ფარაონი და ჰამანი. ვფიცავ, მივიდა მათთან მუსა ცხადი მტკიცებებით და გამედიდურდნენ ქვეყანაზე, თუმცაღა ვერ აცდნენ! فَكُلًّا أَخَذْنَا بِذَنۢبِهِۦ ۖ فَمِنْهُم مَّنْ أَرْسَلْنَا عَلَيْهِ حَاصِبًۭا وَمِنْهُم مَّنْ أَخَذَتْهُ ٱلصَّيْحَةُ وَمِنْهُم مَّنْ خَسَفْنَا بِهِ ٱلْأَرْضَ وَمِنْهُم مَّنْ أَغْرَقْنَا ۚ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 40. ყველა დავსაჯეთ თავისი ცოდვებისთვის. მათგან ზოგს ქვათა წვიმა დავატეხეთ, ზოგი მიწისძვრამ შეიპყრო, ზოგი მიწამ შთანთქა და ზოგიც დავახრჩეთ. ალლაჰი არ ყოფილა უსამართლო მათ მიმართ, არამედ ისინი საკუთარ თავს მოექცნენ უსამართლოდ. مَثَلُ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ أَوْلِيَآءَ كَمَثَلِ ٱلْعَنكَبُوتِ ٱتَّخَذَتْ بَيْتًۭا ۖ وَإِنَّ أَوْهَنَ ٱلْبُيُوتِ لَبَيْتُ ٱلْعَنكَبُوتِ ۖ لَوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 41. რომლებმაც ალლაჰის გარდა სხვა მფარველები დაიდგინეს, ობობას ჰგვანან, რომელმაც საცხოვრებელი მოიქსოვა. და ჭეშმარიტად, ყველაზე უსაფუძვლო სახლი ობობას სახლია, მათ რომ იცოდნენ. إِنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا يَدْعُونَ مِن دُونِهِۦ مِن شَىْءٍۢ ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 42. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც უხმობენ მის გარდა, რამეთუ იგი ძლევამოსილი, ბრძენია. وَتِلْكَ ٱلْأَمْثَـٰلُ نَضْرِبُهَا لِلنَّاسِ ۖ وَمَا يَعْقِلُهَآ إِلَّا ٱلْعَـٰلِمُونَ 43. ეს იგავები მოგვაქვს ხალხისათვის და ვერავინ გაიაზრებს მათ, მცოდნეთა გარდა. خَلَقَ ٱللَّهُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّلْمُؤْمِنِينَ 44. ალლაჰმა შექმნა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. უეჭველად, ამაში სასწაულია მორწმუნეთათვის. ٱتْلُ مَآ أُوحِىَ إِلَيْكَ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَأَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ ۖ إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ تَنْهَىٰ عَنِ ٱلْفَحْشَآءِ وَٱلْمُنكَرِ ۗ وَلَذِكْرُ ٱللَّهِ أَكْبَرُ ۗ وَٱللَّهُ يَعْلَمُ مَا تَصْنَعُونَ 45. წაიკითხე ის, რაც წიგნისაგან ზეშთაგეგონა და დადექი ლოცვად. ჭეშმარიტად, ლოცვა აკავებს სიავენს და უკეთურს. ალლაჰის ხსენება კი უფრო დიდია და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. وَلَا تُجَـٰدِلُوٓا۟ أَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ إِلَّا بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ إِلَّا ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مِنْهُمْ ۖ وَقُولُوٓا۟ ءَامَنَّا بِٱلَّذِىٓ أُنزِلَ إِلَيْنَا وَأُنزِلَ إِلَيْكُمْ وَإِلَـٰهُنَا وَإِلَـٰهُكُمْ وَ‌ٰحِدٌۭ وَنَحْنُ لَهُۥ مُسْلِمُونَ 46. და ნუ შეეკამათებით წიგნის ხალხს, თუ არა იმით, რაც საუკეთესოა, ეს არ ეხება იმათ, ვინც უსამართლოა მათგან, და უთხარით: ვირწმუნეთ იმისა, რაც ჩვენზე გარდმოევლინა და რაც თქვენზე გარდმოვლენილა. თქვენი ღმერთი და ჩვენი ღმერთი ერთი ღმერთია და ჩვენ მისადმი მუსლიმები(მორჩილები) ვართ. وَكَذَ‌ٰلِكَ أَنزَلْنَآ إِلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ ۚ فَٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يُؤْمِنُونَ بِهِۦ ۖ وَمِنْ هَـٰٓؤُلَآءِ مَن يُؤْمِنُ بِهِۦ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِـَٔايَـٰتِنَآ إِلَّا ٱلْكَـٰفِرُونَ 47. და ამგვარად, ზეგარდმოგივლინეთ შენ წიგნი. და იმათ, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, სწამთ კიდეც მისი, მათგან არიან, ვისაც სწამს მისი და არავინ უარყოფს ჩვენს აიათებს ურწმუნოთა გარდა. وَمَا كُنتَ تَتْلُوا۟ مِن قَبْلِهِۦ مِن كِتَـٰبٍۢ وَلَا تَخُطُّهُۥ بِيَمِينِكَ ۖ إِذًۭا لَّٱرْتَابَ ٱلْمُبْطِلُونَ 48. და არ წაგიკითხავს ამაზე უწინ რომელიმე წიგნი, და არ გადაგიწერია შენი მარჯვენით, თორემ დაეჭვდებოდნენ სიცრუის მიმხრობნი. بَلْ هُوَ ءَايَـٰتٌۢ بَيِّنَـٰتٌۭ فِى صُدُورِ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِـَٔايَـٰتِنَآ إِلَّا ٱلظَّـٰلِمُونَ 49. არამედ იგია ცხადი აიათები იმათ გულებში, რომელთაც მიეცათ ცოდნა და არავინ უარყოფს ჩვენს აიათებს უსამართლოთა გარდა. وَقَالُوا۟ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ ءَايَـٰتٌۭ مِّن رَّبِّهِۦ ۖ قُلْ إِنَّمَا ٱلْـَٔايَـٰتُ عِندَ ٱللَّهِ وَإِنَّمَآ أَنَا۠ نَذِيرٌۭ مُّبِينٌ 50. და თქვეს: ნეტარ გარდმოვლენილიყო მასზე სასწულები მისი ღმერთისგანო. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის წიაღაა, მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ. أَوَلَمْ يَكْفِهِمْ أَنَّآ أَنزَلْنَا عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَرَحْمَةًۭ وَذِكْرَىٰ لِقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 51. განა საკმარისი არ არის მათთვის, რომ გარდმოგივლინეთ შენ წიგნი, რომელსაც მათ უკითხავ? ამაში მოწყალება და შეხსენებაა მორწმუნე ხალხისათვის. قُلْ كَفَىٰ بِٱللَّهِ بَيْنِى وَبَيْنَكُمْ شَهِيدًۭا ۖ يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۗ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱلْبَـٰطِلِ وَكَفَرُوا۟ بِٱللَّهِ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 52. უთხარი: საკმარისია ალლაჰი ჩემსა და თქვენს შორის მოწმედ. მან იცის რაც არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო რომელთაც ირწმუნეს სიცრუე და უარყვეს ალლაჰი, სწორედ ისინი არიან წაგებულნი. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِٱلْعَذَابِ ۚ وَلَوْلَآ أَجَلٌۭ مُّسَمًّۭى لَّجَآءَهُمُ ٱلْعَذَابُ وَلَيَأْتِيَنَّهُم بَغْتَةًۭ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 53. გაჩქარებენ შენ სასჯელს და, რომ არა განსაზღვრული ჟამი, მიეგებოდათ სასჯელი და დაატყდებოდათ მოულოდნელად ისე, რომ ვერც იგრძნობდნენ. يَسْتَعْجِلُونَكَ بِٱلْعَذَابِ وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمُحِيطَةٌۢ بِٱلْكَـٰفِرِينَ 54. გაჩქარებენ შენ სასჯელს. ჯოჯოხეთი კი გარემოიცავს ურწმუნოებს. يَوْمَ يَغْشَىٰهُمُ ٱلْعَذَابُ مِن فَوْقِهِمْ وَمِن تَحْتِ أَرْجُلِهِمْ وَيَقُولُ ذُوقُوا۟ مَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 55. იმ დღეს დაფარავს მათ სასჯელი თავიანთ ზემოდან და ფეხებს ქვემოდან და ეტყვის: იგემეთ ის, რასაც აკეთებდით. يَـٰعِبَادِىَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِنَّ أَرْضِى وَ‌ٰسِعَةٌۭ فَإِيَّـٰىَ فَٱعْبُدُونِ 56. ჩემო მსახურებო, რომელთაც ირწმუნეთ, ვრცელია ჩემი დედამიწა და მხოლოდ მე მეთაყვანეთ. كُلُّ نَفْسٍۢ ذَآئِقَةُ ٱلْمَوْتِ ۖ ثُمَّ إِلَيْنَا تُرْجَعُونَ 57. ყოველი სული იგემებს სიკვდილს და მერე ჩემთან იქნებით დაბრუნებულნი. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَنُبَوِّئَنَّهُم مِّنَ ٱلْجَنَّةِ غُرَفًۭا تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ نِعْمَ أَجْرُ ٱلْعَـٰمِلِينَ 58. იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთეს, დავასახლებთ სამოთხის სასუფელველში, რომლის ძირსაც მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად და რა საამო საზღაურია მშრომელთათვის. ٱلَّذِينَ صَبَرُوا۟ وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ 59. მათი, რომელთაც მოითმინეს და თავიანთ ღმერთს სასოებდნენ. وَكَأَيِّن مِّن دَآبَّةٍۢ لَّا تَحْمِلُ رِزْقَهَا ٱللَّهُ يَرْزُقُهَا وَإِيَّاكُمْ ۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 60. რამდენი ცოცხალი არსებაა, რომელსაც არ შეუძლია თავისი სარჩოს ტარება. ალლაჰი მიჰმადლის თქვენც და მათაც. და იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّنْ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَسَخَّرَ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ لَيَقُولُنَّ ٱللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ يُؤْفَكُونَ 61. და თუ ჰკითხავ მათ, ვინ შექმნა ცანი და ქვეყანა და დაიმორჩილა მზე და მთვარეო, უსათუოდ იტყვიან: ალლაჰმაო! და რაოდენ ზღვარგადასულნი არიან. ٱللَّهُ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ وَيَقْدِرُ لَهُۥٓ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 62. და ალლაჰი უხვად აძლევს სარჩოს და უმცირებს თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. وَلَئِن سَأَلْتَهُم مَّن نَّزَّلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَحْيَا بِهِ ٱلْأَرْضَ مِنۢ بَعْدِ مَوْتِهَا لَيَقُولُنَّ ٱللَّهُ ۚ قُلِ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْقِلُونَ 63. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გარდმოავლინა ციდან წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მას მერე, რაც ის მკვდარი იყო?“ უსათუოდ იტყვიან - ალლაჰმაო! უთხარი: „ქება-დიდება ალლაჰს!“ მათი უმეტესობა ვერ განსჯის. وَمَا هَـٰذِهِ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَآ إِلَّا لَهْوٌۭ وَلَعِبٌۭ ۚ وَإِنَّ ٱلدَّارَ ٱلْـَٔاخِرَةَ لَهِىَ ٱلْحَيَوَانُ ۚ لَوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 64. და არაფერია მიწიერი ცხოვრება გართობისა და თამაშის გარდა, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრება ჭეშმარიტი სიცოცხლეა, მათ რომ იცოდნენ. فَإِذَا رَكِبُوا۟ فِى ٱلْفُلْكِ دَعَوُا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ فَلَمَّا نَجَّىٰهُمْ إِلَى ٱلْبَرِّ إِذَا هُمْ يُشْرِكُونَ 65. როცა ისინი დასხდნენ გემში, მოუხმეს ალლაჰს გულწრფელი რწმენით და, როდესაც გადაარჩენს მათ ხმელეთზე გაიყვანს, თანაზიარს უდგენენ. لِيَكْفُرُوا۟ بِمَآ ءَاتَيْنَـٰهُمْ وَلِيَتَمَتَّعُوا۟ ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 66. რათა უარყონ რაც ვუბოძეთ და დატკბნენ, მალე კი შეიტყობენ! أَوَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّا جَعَلْنَا حَرَمًا ءَامِنًۭا وَيُتَخَطَّفُ ٱلنَّاسُ مِنْ حَوْلِهِمْ ۚ أَفَبِٱلْبَـٰطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَةِ ٱللَّهِ يَكْفُرُونَ 67. განა ვერ ხედავენ, რომ მე დავადგინე ეს წმინდა მხარე(მექა) უსაფრთხოდ მაშინ, როცა მის გარშემო ხალხს ხოცავენ? განა მათ სიცრუე სწამთ და უარყოფენ ალლაჰის წყალობას? وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِٱلْحَقِّ لَمَّا جَآءَهُۥٓ ۚ أَلَيْسَ فِى جَهَنَّمَ مَثْوًۭى لِّلْكَـٰفِرِينَ 68. და ვინ არის მასზე უსამართლო, ვინც თხზავდა სიცრუეებს ალლაჰზე, ანდა ცრუდ რაცხავდა ჭეშმარიტებას როცა განეცხადა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სამყოფელი?! وَٱلَّذِينَ جَـٰهَدُوا۟ فِينَا لَنَهْدِيَنَّهُمْ سُبُلَنَا ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ لَمَعَ ٱلْمُحْسِنِينَ 69. და ვინც იღვწვის ჩვენთვის. ვუწინამძღვრებთ ჩვენი გზებით და ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილისმქმნელებთან ერთადაა!