n ყასას

28. სურა ყასას
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა طسٓمٓ 1. ტა. სინ. მიმ. تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُبِينِ 2. ეს აიათებია ცხადი წიგნისა. نَتْلُوا۟ عَلَيْكَ مِن نَّبَإِ مُوسَىٰ وَفِرْعَوْنَ بِٱلْحَقِّ لِقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 3. გიკითხავთ შენ მუსასა და ფარაონის ამბავთაგან ჭეშმარიტებით მორწმუნეთათვის. إِنَّ فِرْعَوْنَ عَلَا فِى ٱلْأَرْضِ وَجَعَلَ أَهْلَهَا شِيَعًۭا يَسْتَضْعِفُ طَآئِفَةًۭ مِّنْهُمْ يُذَبِّحُ أَبْنَآءَهُمْ وَيَسْتَحْىِۦ نِسَآءَهُمْ ۚ إِنَّهُۥ كَانَ مِنَ ٱلْمُفْسِدِينَ 4. ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და აქცია თავისი ხალხი დაჯგუფებებად; ამცირებდა ერთ ჯგუფს, კლავდა მათ ძეებს და ცოცხლად ტოვებდა მათ ქალებს. და იგი იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი! وَنُرِيدُ أَن نَّمُنَّ عَلَى ٱلَّذِينَ ٱسْتُضْعِفُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ وَنَجْعَلَهُمْ أَئِمَّةًۭ وَنَجْعَلَهُمُ ٱلْوَ‌ٰرِثِينَ 5. რომელნიც დაამცირეს დედამიწაზე, ჩვენ ვინებეთ წყალობა გაგვეღო მათზე და დაგვედგინა მეთაურებად და მემკვიდრეებად. وَنُمَكِّنَ لَهُمْ فِى ٱلْأَرْضِ وَنُرِىَ فِرْعَوْنَ وَهَـٰمَـٰنَ وَجُنُودَهُمَا مِنْهُم مَّا كَانُوا۟ يَحْذَرُونَ 6. და მიგვენიჭებინა მათთვის ძალაუფლება დედამიწაზე და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი მეომრებისთვის ის, რისიც ეშინოდათ! وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰٓ أُمِّ مُوسَىٰٓ أَنْ أَرْضِعِيهِ ۖ فَإِذَا خِفْتِ عَلَيْهِ فَأَلْقِيهِ فِى ٱلْيَمِّ وَلَا تَخَافِى وَلَا تَحْزَنِىٓ ۖ إِنَّا رَآدُّوهُ إِلَيْكِ وَجَاعِلُوهُ مِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 7. და ზეშთავაგონეთ მუსას დედას: ძუძუ აწოვე მას. ხოლო თუ შეგეშინდეს მის გამო, ჩააგდე იგი მდინარეში და ნუ გეშინია, ნუ იდარდებ; ჩვენ უეჭველად დაგიბრუნებთ მას და დავადგენთ შუამავლად. فَٱلْتَقَطَهُۥٓ ءَالُ فِرْعَوْنَ لِيَكُونَ لَهُمْ عَدُوًّۭا وَحَزَنًا ۗ إِنَّ فِرْعَوْنَ وَهَـٰمَـٰنَ وَجُنُودَهُمَا كَانُوا۟ خَـٰطِـِٔينَ 8. და ამოიყვანეს იგი ფარაონის ოჯახის წევრებმა, რათა გამხდარიყო მათი მტერი, რამეთუ ფარაონი, ჰამანი და მათი ლაშქრები ცოდვილი ხალხი იყვნენ. وَقَالَتِ ٱمْرَأَتُ فِرْعَوْنَ قُرَّتُ عَيْنٍۢ لِّى وَلَكَ ۖ لَا تَقْتُلُوهُ عَسَىٰٓ أَن يَنفَعَنَآ أَوْ نَتَّخِذَهُۥ وَلَدًۭا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 9. და თქვა ფარაონის ცოლმა: თვალის სიამეა იგი ჩემი და შენი. ნუ მოკლავთ მას, ეგებ სარგებელი ვნახოთ და შვილად ავიყვანოთო. და ისინი ვერ გრძნობდნენ. وَأَصْبَحَ فُؤَادُ أُمِّ مُوسَىٰ فَـٰرِغًا ۖ إِن كَادَتْ لَتُبْدِى بِهِۦ لَوْلَآ أَن رَّبَطْنَا عَلَىٰ قَلْبِهَا لِتَكُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 10. დილით მუსას დედას გული ისე დაუცარიელდა, რომ ლამის განაცხადა ეს, მაგრამ ჩვენ გული გავუმაგრეთ, რათა მორწმუნედ დარჩენილიყო! وَقَالَتْ لِأُخْتِهِۦ قُصِّيهِ ۖ فَبَصُرَتْ بِهِۦ عَن جُنُبٍۢ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 11. და უთხრა მის დას: მიხედე მასო. შორიდან უთვალთვალებდა და ვერავინ ამჩნევდა. وَحَرَّمْنَا عَلَيْهِ ٱلْمَرَاضِعَ مِن قَبْلُ فَقَالَتْ هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰٓ أَهْلِ بَيْتٍۢ يَكْفُلُونَهُۥ لَكُمْ وَهُمْ لَهُۥ نَـٰصِحُونَ 12. თავდაპირველად ავუკრძალეთ მას მეძუძური ქალები. და უთხრა(მუსას დამ ფარაონის ოჯახს): ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის ერთი ოჯახი - ისინი, რომლებიც იზრუნებენ მასზე თქვენ ნაცვლად და იქნებიან მის მიმართ კეთილგანწყობილნი? فَرَدَدْنَـٰهُ إِلَىٰٓ أُمِّهِۦ كَىْ تَقَرَّ عَيْنُهَا وَلَا تَحْزَنَ وَلِتَعْلَمَ أَنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 13. და დავუბრუნეთ იგი დედამისს, რათა დამშვიდებულიყო ქალის თვალები, არ ედარდა და სცოდნოდა, რომ ალლაჰის აღთქმა არის ჭეშმარიტი, თუმცა მათმა უმეტესობამ არ იცის. وَلَمَّا بَلَغَ أَشُدَّهُۥ وَٱسْتَوَىٰٓ ءَاتَيْنَـٰهُ حُكْمًۭا وَعِلْمًۭا ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 14. და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ჩვენ ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. და ამგვარად ვუზღავთ კეთილთ. وَدَخَلَ ٱلْمَدِينَةَ عَلَىٰ حِينِ غَفْلَةٍۢ مِّنْ أَهْلِهَا فَوَجَدَ فِيهَا رَجُلَيْنِ يَقْتَتِلَانِ هَـٰذَا مِن شِيعَتِهِۦ وَهَـٰذَا مِنْ عَدُوِّهِۦ ۖ فَٱسْتَغَـٰثَهُ ٱلَّذِى مِن شِيعَتِهِۦ عَلَى ٱلَّذِى مِنْ عَدُوِّهِۦ فَوَكَزَهُۥ مُوسَىٰ فَقَضَىٰ عَلَيْهِ ۖ قَالَ هَـٰذَا مِنْ عَمَلِ ٱلشَّيْطَـٰنِ ۖ إِنَّهُۥ عَدُوٌّۭ مُّضِلٌّۭ مُّبِينٌۭ 15. და შევიდა ქალაქში, როცა მისი მცხოვრებნი უყურადღებოდ იყვნენ და ნახა იქ, ორი კაცი ერთმანეთს ებრძოდა. ეს - მისი მომხრეთაგანი იყო, მეორე კი იყო მისი მტრების რიგებიდან. მისმა მომხრეთაგანმა დახმარება სთხოვა მისი მტრის წინააღმდეგ. მუსამ მუშტი დაარტყა და მოკლა. თქვა: ეს ეშმაკის საქმეთაგანია; ჭეშმარიტად, იგი ცხადი მტერია, გზიდან მაცდუნებელი. قَالَ رَبِّ إِنِّى ظَلَمْتُ نَفْسِى فَٱغْفِرْ لِى فَغَفَرَ لَهُۥٓ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 16. თქვა: ღმერთო ჩემო, უსამართლოდ მოვექეცი საკუთარ თავს. შემინდე მე. და (ღმერთმაც) აპატია. რამეთუ იგი მიმტევებელი, მწყალობელია. قَالَ رَبِّ بِمَآ أَنْعَمْتَ عَلَىَّ فَلَنْ أَكُونَ ظَهِيرًۭا لِّلْمُجْرِمِينَ 17. თქვა: ღმერთო ჩემო, იმისათვის, რა წყალობაც მიყავი, არასოდეს დავუჭერ მხარს ცოდვილებს. فَأَصْبَحَ فِى ٱلْمَدِينَةِ خَآئِفًۭا يَتَرَقَّبُ فَإِذَا ٱلَّذِى ٱسْتَنصَرَهُۥ بِٱلْأَمْسِ يَسْتَصْرِخُهُۥ ۚ قَالَ لَهُۥ مُوسَىٰٓ إِنَّكَ لَغَوِىٌّۭ مُّبِينٌۭ 18. და დილით გამოვიდა, შეშინებული ქალაქში და აქეთ-იქით იხედებოდა. და იმან, ვისაც იგი გუშინ დაეხმარა, ისევ საშველად იხმობდა. უთხრა მუსამ: შენ აშკარა ზღვარგასული ხარ. فَلَمَّآ أَنْ أَرَادَ أَن يَبْطِشَ بِٱلَّذِى هُوَ عَدُوٌّۭ لَّهُمَا قَالَ يَـٰمُوسَىٰٓ أَتُرِيدُ أَن تَقْتُلَنِى كَمَا قَتَلْتَ نَفْسًۢا بِٱلْأَمْسِ ۖ إِن تُرِيدُ إِلَّآ أَن تَكُونَ جَبَّارًۭا فِى ٱلْأَرْضِ وَمَا تُرِيدُ أَن تَكُونَ مِنَ ٱلْمُصْلِحِينَ 19. და როცა ისურვა შეეპყრო იგი, ვინც იყო მათი მტერი, უთხრა(მტერმა): ჰეი მუსა, განა გსურს, მეც ისევე მომკლა, როგორც ის მოკალი გუშინ? ეგებ გსურს, რომ იყო უსამართლო ქვეყანაზე, და არ გსურს, რომ იყო მართალთაგანი! وَجَآءَ رَجُلٌۭ مِّنْ أَقْصَا ٱلْمَدِينَةِ يَسْعَىٰ قَالَ يَـٰمُوسَىٰٓ إِنَّ ٱلْمَلَأَ يَأْتَمِرُونَ بِكَ لِيَقْتُلُوكَ فَٱخْرُجْ إِنِّى لَكَ مِنَ ٱلنَّـٰصِحِينَ 20. და მოვიდა ერთი კაცი ქალაქის შორიდან აჩქარებით და უთხრა: ჰეი მუსა, დიდებულები გადაწყვეტილებას იღებენ შენზე, რომ მოგკლან. გააღწიე აქედან. მე შენი კეთილისმრჩეველთაგანი ვარ. فَخَرَجَ مِنْهَا خَآئِفًۭا يَتَرَقَّبُ ۖ قَالَ رَبِّ نَجِّنِى مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 21. და გამოვიდა იქიდან შეშინებული, აქეთ-იქით იყურებოდა და ამბობდა: ღმერთო! მიხსენ უსამართლო ხალხისაგან. وَلَمَّا تَوَجَّهَ تِلْقَآءَ مَدْيَنَ قَالَ عَسَىٰ رَبِّىٓ أَن يَهْدِيَنِى سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ 22. და როცა გაემართა მედიენის მხარეს, ამბობდა: ეგებ ჩემმა ღმერთმა დამადგინოს სწორ გზაზე. وَلَمَّا وَرَدَ مَآءَ مَدْيَنَ وَجَدَ عَلَيْهِ أُمَّةًۭ مِّنَ ٱلنَّاسِ يَسْقُونَ وَوَجَدَ مِن دُونِهِمُ ٱمْرَأَتَيْنِ تَذُودَانِ ۖ قَالَ مَا خَطْبُكُمَا ۖ قَالَتَا لَا نَسْقِى حَتَّىٰ يُصْدِرَ ٱلرِّعَآءُ ۖ وَأَبُونَا شَيْخٌۭ كَبِيرٌۭ 23. და როცა მივიდა მედიენის წყაროსთან, დაინახა ხალხი, რომელიც საქონელს წყალს ასმევდა. და დაინახა მათ შორი-ახლო მდგარი ორი ქალი, (თავისი საქონელი) გვერდზე რომ მიერეკა. ჰკითხა: რა გაგჭირვებიათ? მიუგეს: ვერ დავარწყულებთ(საქონელს) მანამ, სანამ მწყემსები არ გამოვლენ. მამაჩვენი კი მოხუციაო. فَسَقَىٰ لَهُمَا ثُمَّ تَوَلَّىٰٓ إِلَى ٱلظِّلِّ فَقَالَ رَبِّ إِنِّى لِمَآ أَنزَلْتَ إِلَىَّ مِنْ خَيْرٍۢ فَقِيرٌۭ 24. და დაურწყულა მათ(საქონელი) მერე ჩრდილს მიაშურა და თქვა: ღმერთო ჩემო, რა სიკეთესაც ზეგარდმომივლენ, სწორედ ის მჭირდებაო. فَجَآءَتْهُ إِحْدَىٰهُمَا تَمْشِى عَلَى ٱسْتِحْيَآءٍۢ قَالَتْ إِنَّ أَبِى يَدْعُوكَ لِيَجْزِيَكَ أَجْرَ مَا سَقَيْتَ لَنَا ۚ فَلَمَّا جَآءَهُۥ وَقَصَّ عَلَيْهِ ٱلْقَصَصَ قَالَ لَا تَخَفْ ۖ نَجَوْتَ مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 25. და მივიდა მასთან იმ ქალთაგან ერთ-ერთი, მოკრძალებით მიუახლოვდა და უთხრა: მამაჩემი გეპატიჟება, რათა დაგასაჩუქროს იმისათვის, რომ (საქონელი) დაგვირწყულე. და როცა მუსა მივიდა მასთან და მოუყვა ამბავი, უთხრა: ნუ გეშინია, გადარჩენილხარ უსამართლო ხალხისგანო. قَالَتْ إِحْدَىٰهُمَا يَـٰٓأَبَتِ ٱسْتَـْٔجِرْهُ ۖ إِنَّ خَيْرَ مَنِ ٱسْتَـْٔجَرْتَ ٱلْقَوِىُّ ٱلْأَمِينُ 26. და თქვა ერთ-ერთმა ქალმა: მამაჩემო, დაიქირავე. იგი საუკეთესოა იმათგან, ვისაც მოჯამაგირედ იყვან, ძლიერი და სანდოო. قَالَ إِنِّىٓ أُرِيدُ أَنْ أُنكِحَكَ إِحْدَى ٱبْنَتَىَّ هَـٰتَيْنِ عَلَىٰٓ أَن تَأْجُرَنِى ثَمَـٰنِىَ حِجَجٍۢ ۖ فَإِنْ أَتْمَمْتَ عَشْرًۭا فَمِنْ عِندِكَ ۖ وَمَآ أُرِيدُ أَنْ أَشُقَّ عَلَيْكَ ۚ سَتَجِدُنِىٓ إِن شَآءَ ٱللَّهُ مِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 27. უთხრა: მსურს დაგაქორწინო ამ ჩემს ქალიშვილთაგან ერთ-ერთზე, იმ პირობით, თუ დამიდგები მოჯამაგირედ რვა წლის მანძილზე, ხოლო თუ ათს შეასრულებ, ეს შენგან წყალობა იქნება. მე არ მსურს შეგავიწროვო და ნახავ, რომ თუ ალლაჰი ინებებს, მართალთაგანი ვარ. قَالَ ذَ‌ٰلِكَ بَيْنِى وَبَيْنَكَ ۖ أَيَّمَا ٱلْأَجَلَيْنِ قَضَيْتُ فَلَا عُدْوَ‌ٰنَ عَلَىَّ ۖ وَٱللَّهُ عَلَىٰ مَا نَقُولُ وَكِيلٌۭ 28. მიუგო: ეს ჩემს და შენს შორის იყოს. ამ ორ ვადათაგან, რომელსაც არ შევასრულებ, ბრალი არ მქონდეს, ალლაჰი კი იყოს თავდები იმისა, რასაც ვამბობო. فَلَمَّا قَضَىٰ مُوسَى ٱلْأَجَلَ وَسَارَ بِأَهْلِهِۦٓ ءَانَسَ مِن جَانِبِ ٱلطُّورِ نَارًۭا قَالَ لِأَهْلِهِ ٱمْكُثُوٓا۟ إِنِّىٓ ءَانَسْتُ نَارًۭا لَّعَلِّىٓ ءَاتِيكُم مِّنْهَا بِخَبَرٍ أَوْ جَذْوَةٍۢ مِّنَ ٱلنَّارِ لَعَلَّكُمْ تَصْطَلُونَ 29. და როცა მუსამ გაასრულა მუშაობის ვადა, გზას დაადგა, თავის ოჯახთან ერთად, შეამჩნია მთის გვერდით ცეცხლი და უთხრა თავის ხალხს: თქვენ აქ დარჩით, მე ცეცხლი დავინახე. ეგებ მოგიტანოთ მისგან რაიმე ამბავი, ანდა ნაკვერჩხალი ცეცხლისა, რათა გათბეთო. فَلَمَّآ أَتَىٰهَا نُودِىَ مِن شَـٰطِئِ ٱلْوَادِ ٱلْأَيْمَنِ فِى ٱلْبُقْعَةِ ٱلْمُبَـٰرَكَةِ مِنَ ٱلشَّجَرَةِ أَن يَـٰمُوسَىٰٓ إِنِّىٓ أَنَا ٱللَّهُ رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 30. როცა მივიდა მასთან, ხმა შემოესმა ხიდან, რომელიც დალოცვილ ადგილზე იზრდებოდა ხეობაში: ჰეი მუსა! ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი. وَأَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَلَمَّا رَءَاهَا تَهْتَزُّ كَأَنَّهَا جَآنٌّۭ وَلَّىٰ مُدْبِرًۭا وَلَمْ يُعَقِّبْ ۚ يَـٰمُوسَىٰٓ أَقْبِلْ وَلَا تَخَفْ ۖ إِنَّكَ مِنَ ٱلْـَٔامِنِينَ 31. და გადააგდე შენი კვერთხი! ხოლო როცა იხილა იგი, გველივით იკლაკნებოდა, ზურგი იბრუნა და უკან აღარ მოუხედავს. ჰეი მუსა! მიბრუნდი და ნუ გეშინია. ჭეშმარიტად, შენ ხარ უვნებელი. ٱسْلُكْ يَدَكَ فِى جَيْبِكَ تَخْرُجْ بَيْضَآءَ مِنْ غَيْرِ سُوٓءٍۢ وَٱضْمُمْ إِلَيْكَ جَنَاحَكَ مِنَ ٱلرَّهْبِ ۖ فَذَ‌ٰنِكَ بُرْهَـٰنَانِ مِن رَّبِّكَ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦٓ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمًۭا فَـٰسِقِينَ 32. ჩაიყავი უბეში ხელი და ამოიღებ მას თეთრს, ყოველგვარი სიავის გარეშე და დაკეცე შენი ფრთები უშიშრად. აი, ეს არის შენი ორი მტკიცებულება შენი ღმერთისაგან ფარაონისა და მის დიდებულთა წინაშე, უეჭველად, ისინი ურჩი(ფასიყ)ხალხი არიან. قَالَ رَبِّ إِنِّى قَتَلْتُ مِنْهُمْ نَفْسًۭا فَأَخَافُ أَن يَقْتُلُونِ 33. უთხრა: ღმერთო ჩემო, მე მოვკალი მათგან ერთი სული და მეშინია, რომ მეც მომკლავენ. وَأَخِى هَـٰرُونُ هُوَ أَفْصَحُ مِنِّى لِسَانًۭا فَأَرْسِلْهُ مَعِىَ رِدْءًۭا يُصَدِّقُنِىٓ ۖ إِنِّىٓ أَخَافُ أَن يُكَذِّبُونِ 34. ჩემი ძმა ჰარუნი ჩემზე უფრო მჭერმეტყველია. გამოუშვი იგი ჩემს დამხმარედ, რათა დამემოწმოს. მეშინია, რომ ისინი ცრუდ შემრაცხავენო. قَالَ سَنَشُدُّ عَضُدَكَ بِأَخِيكَ وَنَجْعَلُ لَكُمَا سُلْطَـٰنًۭا فَلَا يَصِلُونَ إِلَيْكُمَا ۚ بِـَٔايَـٰتِنَآ أَنتُمَا وَمَنِ ٱتَّبَعَكُمَا ٱلْغَـٰلِبُونَ 35. მიუგო: განგიმტკიცებთ მკლავს შენსას შენი ძმით, დაგიდგენთ თქვენ მეუფებას და ისინი ვერაფერს გავნებენ. ჩვენი სასწაულების მეშვეობით, ვინც თქვენ გამოგყვებათ, გამარჯვებულნი იქნებით. فَلَمَّا جَآءَهُم مُّوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَا بَيِّنَـٰتٍۢ قَالُوا۟ مَا هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌۭ مُّفْتَرًۭى وَمَا سَمِعْنَا بِهَـٰذَا فِىٓ ءَابَآئِنَا ٱلْأَوَّلِينَ 36. და როცა მოუტანა მუსამ მათ ჩვენი სასწაულები, თქვეს: ეს გამოგონილი ჯადოქრობააო. არაფერი გვსმენია ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან. وَقَالَ مُوسَىٰ رَبِّىٓ أَعْلَمُ بِمَن جَآءَ بِٱلْهُدَىٰ مِنْ عِندِهِۦ وَمَن تَكُونُ لَهُۥ عَـٰقِبَةُ ٱلدَّارِ ۖ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلظَّـٰلِمُونَ 37. მიუგო მუსამ: ჩემი ღმერთი უკეთ იცნობს იმათ, ვინც თქვენ მისგან მოგიტანათ ჭეშმარიტი გზა. და იმას, ვისაც ექნება საზღაურად მარადიული სამკვიდრო. ჭეშმარიტად, ნეტარ არ იქნებიან უსამართლონი! وَقَالَ فِرْعَوْنُ يَـٰٓأَيُّهَا ٱلْمَلَأُ مَا عَلِمْتُ لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرِى فَأَوْقِدْ لِى يَـٰهَـٰمَـٰنُ عَلَى ٱلطِّينِ فَٱجْعَل لِّى صَرْحًۭا لَّعَلِّىٓ أَطَّلِعُ إِلَىٰٓ إِلَـٰهِ مُوسَىٰ وَإِنِّى لَأَظُنُّهُۥ مِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 38. უთხრა ფარაონმა: დიდებულნო, მე არ ვიცი თქვენთვის სხვა ღვთაება ჩემს გარდა. ჰეი ჰამან! დაანთე ჩემთვის ცეცხლი თიხაზე და ამიგე კოშკი, რათა ეგების შევწვდე მუსას ღმერთს, თუმცაღა ვეჭვობ, რომ იგი ცრუთაგანიაო. وَٱسْتَكْبَرَ هُوَ وَجُنُودُهُۥ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَظَنُّوٓا۟ أَنَّهُمْ إِلَيْنَا لَا يُرْجَعُونَ 39. და თავი განიდიდეს მან და მისმა ლაშქარმა ქვეყანაზე უსამართლოდ და ეგონათ, რომ ჩვენ წიაღ არ იქნებოდნენ დაბრუნებულნი. فَأَخَذْنَـٰهُ وَجُنُودَهُۥ فَنَبَذْنَـٰهُمْ فِى ٱلْيَمِّ ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلظَّـٰلِمِينَ 40. შევიპყარით ის და მისი ლაშქარი, ჩავყარეთ წყალში და შეხედე, როგორი იყო უსამართლოთა აღსასრული. وَجَعَلْنَـٰهُمْ أَئِمَّةًۭ يَدْعُونَ إِلَى ٱلنَّارِ ۖ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ لَا يُنصَرُونَ 41. და დავადგინეთ ისინი მეთაურებად, რომლებიც ცეცხლისკენ მოუხმობდნენ და აღდგომის დღეს არ იქნებიან შეწევნულნი. وَأَتْبَعْنَـٰهُمْ فِى هَـٰذِهِ ٱلدُّنْيَا لَعْنَةًۭ ۖ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ هُم مِّنَ ٱلْمَقْبُوحِينَ 42. და უკან მივაყოლეთ ამქვეყნად წყევლა, განკითხვის დღეს კი იქნებიან წყალობას მოკლებულთა შორის. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ مِنۢ بَعْدِ مَآ أَهْلَكْنَا ٱلْقُرُونَ ٱلْأُولَىٰ بَصَآئِرَ لِلنَّاسِ وَهُدًۭى وَرَحْمَةًۭ لَّعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 43. და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი იმის შემდგომ, რაც დავღუპეთ პირველი თაობები, ლამპარად, ცხად ხელმძღვანელობად და წყალობად ხალხისათვის, რათა შეეგონათ. وَمَا كُنتَ بِجَانِبِ ٱلْغَرْبِىِّ إِذْ قَضَيْنَآ إِلَىٰ مُوسَى ٱلْأَمْرَ وَمَا كُنتَ مِنَ ٱلشَّـٰهِدِينَ 44. შენ არ ყოფილხარ დასავლეთის მხარეს, როცა გადავუწყვიტეთ მუსას საქმე და არ ყოფილხარ შენ ამის მოწმეთაგანი. وَلَـٰكِنَّآ أَنشَأْنَا قُرُونًۭا فَتَطَاوَلَ عَلَيْهِمُ ٱلْعُمُرُ ۚ وَمَا كُنتَ ثَاوِيًۭا فِىٓ أَهْلِ مَدْيَنَ تَتْلُوا۟ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتِنَا وَلَـٰكِنَّا كُنَّا مُرْسِلِينَ 45. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ თაობები და ხანგრძლივი იყო მათი სიცოცხლე. შენ კი არ ყოფილხარ მაცხოვრებელი მედიენის ხალხში, არ გიკითხავს მათთვის ჩემი აიათები, მაგრამ ჩვენ ვაგზავნიდით შუამავლებს. وَمَا كُنتَ بِجَانِبِ ٱلطُّورِ إِذْ نَادَيْنَا وَلَـٰكِن رَّحْمَةًۭ مِّن رَّبِّكَ لِتُنذِرَ قَوْمًۭا مَّآ أَتَىٰهُم مِّن نَّذِيرٍۢ مِّن قَبْلِكَ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 46. და არ ყოფილხარ მთის გვერდით, როდესაც ვუხმეთ (მუსას), არამედ იყო წყალობა შენი ღმერთისაგან, რათა შეეგონებინა ხალხს, რომელთანაც შენზე უწინ არასოდეს მისულა შემგონებელი, რათა ეგების შეეგონათ. وَلَوْلَآ أَن تُصِيبَهُم مُّصِيبَةٌۢ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ فَيَقُولُوا۟ رَبَّنَا لَوْلَآ أَرْسَلْتَ إِلَيْنَا رَسُولًۭا فَنَتَّبِعَ ءَايَـٰتِكَ وَنَكُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 47. თორემ თუ მოეწეოდათ რაიმე განსაცდელი იმის გამო, რაც მათმა ხელებმა გაამზადეს, იტყოდნენ: ღმერთო ჩვენო, შენ რომ ჩვენთვის ერთი შუამავალი მაინც გამოგეგზავნა, გავყვებოდით შენს აიათებს და ვიქნებოდით მორწმუნეთაგანნიო. فَلَمَّا جَآءَهُمُ ٱلْحَقُّ مِنْ عِندِنَا قَالُوا۟ لَوْلَآ أُوتِىَ مِثْلَ مَآ أُوتِىَ مُوسَىٰٓ ۚ أَوَلَمْ يَكْفُرُوا۟ بِمَآ أُوتِىَ مُوسَىٰ مِن قَبْلُ ۖ قَالُوا۟ سِحْرَانِ تَظَـٰهَرَا وَقَالُوٓا۟ إِنَّا بِكُلٍّۢ كَـٰفِرُونَ 48. და როცა მიებოძათ ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან, თქვეს: ნეტავ, გვბოძებოდა იმის მსგავსი, რაც მუსას ებოძაო. განა არ უარყვეს ის, რაც უწინ მუსას ებოძა? და თქვეს: ეს ორი ჯადოქარია, ერთი მეორეს რომ ეხმარება. ჩვენ კი ყველაფერს ვუარყოფთო. قُلْ فَأْتُوا۟ بِكِتَـٰبٍۢ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ هُوَ أَهْدَىٰ مِنْهُمَآ أَتَّبِعْهُ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 49. უთხარი: თუკი სიმართლეს ამბობთ, მოიტანეთ წიგნი ალლაჰისგან, რომელიც ამ ორივეზე უკეთესი წინამძღოლი იქნება და მეც მივყვები მას. فَإِن لَّمْ يَسْتَجِيبُوا۟ لَكَ فَٱعْلَمْ أَنَّمَا يَتَّبِعُونَ أَهْوَآءَهُمْ ۚ وَمَنْ أَضَلُّ مِمَّنِ ٱتَّبَعَ هَوَىٰهُ بِغَيْرِ هُدًۭى مِّنَ ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 50. თუ არ გამოგეპასუხნენ, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ვნებებს აჰყოლიან, და ვინ არის იმაზე უფრო გზააბნეული, ვინც მიჰყვება თავის ვნებებს და არა - ალლაჰის გზას? ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს. وَلَقَدْ وَصَّلْنَا لَهُمُ ٱلْقَوْلَ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 51. ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, რათა შეეგონათ! ٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِهِۦ هُم بِهِۦ يُؤْمِنُونَ 52. რომელთაც ვუბოძეთ წიგნი მანამდე, ისინი მას ირწმუნებენ! وَإِذَا يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِهِۦٓ إِنَّهُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّنَآ إِنَّا كُنَّا مِن قَبْلِهِۦ مُسْلِمِينَ 53. როცა მათ ეკითხებათ(აიათები), ამბობენ: „ვირწმუნეთ ის! ჭეშმარიტად, იგია ჭეშმარიტება ჩვენი ღმერთისაგან. ჩვენ უწინაც მუსლიმები ვიყავით!“ أُو۟لَـٰٓئِكَ يُؤْتَوْنَ أَجْرَهُم مَّرَّتَيْنِ بِمَا صَبَرُوا۟ وَيَدْرَءُونَ بِٱلْحَسَنَةِ ٱلسَّيِّئَةَ وَمِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ يُنفِقُونَ 54. ისინი მიიღებენ თავიანთ ჯილდოს გაორმაგებულს, იმის გამო, რომ იყვნენ მომთმენნი. ისინი დევნიან ბოროტს კეთილით და გასცემენ იქიდან, რაც ჩვენ ვუბოძეთ! وَإِذَا سَمِعُوا۟ ٱللَّغْوَ أَعْرَضُوا۟ عَنْهُ وَقَالُوا۟ لَنَآ أَعْمَـٰلُنَا وَلَكُمْ أَعْمَـٰلُكُمْ سَلَـٰمٌ عَلَيْكُمْ لَا نَبْتَغِى ٱلْجَـٰهِلِينَ 55. და როცა გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ - ჩვენი საქმეებით, თქვენ - თქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან! إِنَّكَ لَا تَهْدِى مَنْ أَحْبَبْتَ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يَهْدِى مَن يَشَآءُ ۚ وَهُوَ أَعْلَمُ بِٱلْمُهْتَدِينَ 56. ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს. და იგი უკეთ იცნობს სწორ გზაზე დამდგართ. وَقَالُوٓا۟ إِن نَّتَّبِعِ ٱلْهُدَىٰ مَعَكَ نُتَخَطَّفْ مِنْ أَرْضِنَآ ۚ أَوَلَمْ نُمَكِّن لَّهُمْ حَرَمًا ءَامِنًۭا يُجْبَىٰٓ إِلَيْهِ ثَمَرَ‌ٰتُ كُلِّ شَىْءٍۢ رِّزْقًۭا مِّن لَّدُنَّا وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 57. და თქვეს: თუ ჭეშმარიტებას შენთან ერთად დავადგებით, გაგვაძევებენ ჩვენი მიწიდანო. განა არ განვუმტკიცეთ მათ ნაკრძალი ადგილი, სადაც იწევენ ყველანაირ ნაყოფს, სარჩოდ ჩვენი წიაღიადან? თუმცაღა მათმა უმეტესობამ არ იცის. وَكَمْ أَهْلَكْنَا مِن قَرْيَةٍۭ بَطِرَتْ مَعِيشَتَهَا ۖ فَتِلْكَ مَسَـٰكِنُهُمْ لَمْ تُسْكَن مِّنۢ بَعْدِهِمْ إِلَّا قَلِيلًۭا ۖ وَكُنَّا نَحْنُ ٱلْوَ‌ٰرِثِينَ 58. და რამდენი დასახლება დავღუპეთ, რომელიც ამაყობდა თავისი ყოფით. აი, ეს არის მათი სახლები, სადაც არავინ დასახლებულა მათ შემდგომ, მცირედის გარდა. და ჩვენ ვიმემკვიდრეთ ყველა. وَمَا كَانَ رَبُّكَ مُهْلِكَ ٱلْقُرَىٰ حَتَّىٰ يَبْعَثَ فِىٓ أُمِّهَا رَسُولًۭا يَتْلُوا۟ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتِنَا ۚ وَمَا كُنَّا مُهْلِكِى ٱلْقُرَىٰٓ إِلَّا وَأَهْلُهَا ظَـٰلِمُونَ 59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქალაქებს, ვიდრე არ წარუგზავნიდა მის ბინადრებს შუამავლებს, რომელიც უკითხავდა მათ ჩვენს აიათებს, და არ დაგვიღუპავს ქალაქები, თუ მათი ბინადრები არ იყვნენ უსამართლონი! وَمَآ أُوتِيتُم مِّن شَىْءٍۢ فَمَتَـٰعُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَزِينَتُهَا ۚ وَمَا عِندَ ٱللَّهِ خَيْرٌۭ وَأَبْقَىٰٓ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 60. რაც გებოძათ - ამ ქვეყნის წარმავალი სიკეთეებია და მისი მორთულობა; ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა, უმჯობესი და მარადიულია. განა ვერ კეთილგანსჯით? أَفَمَن وَعَدْنَـٰهُ وَعْدًا حَسَنًۭا فَهُوَ لَـٰقِيهِ كَمَن مَّتَّعْنَـٰهُ مَتَـٰعَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ثُمَّ هُوَ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ مِنَ ٱلْمُحْضَرِينَ 61. განა ის, ვისაც მივეცით კეთილი დაპირება და კიდევაც მიიღო, მსგავსია იმისა, ვინც დავატკბეთ წუთისოფლის სიკეთეებით და ვისაც აღდგომის დღეს ძალით წარადგენენ? وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَآءِىَ ٱلَّذِينَ كُنتُمْ تَزْعُمُونَ 62. იმ დღეს იგი დაუძახებს მათ და ეტყვის: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა შესახებაც ჰყვებოდით? قَالَ ٱلَّذِينَ حَقَّ عَلَيْهِمُ ٱلْقَوْلُ رَبَّنَا هَـٰٓؤُلَآءِ ٱلَّذِينَ أَغْوَيْنَآ أَغْوَيْنَـٰهُمْ كَمَا غَوَيْنَا ۖ تَبَرَّأْنَآ إِلَيْكَ ۖ مَا كَانُوٓا۟ إِيَّانَا يَعْبُدُونَ 63. იტყვიან ისინი, ვის თავზედაც ახდა ნათქვამი: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, რომელნიც ვაცდუნეთ ისე, როგორც ჩვენ შევცდით. ჩვენ უარს ვამბობთ მათზე შენს წინაშე. ისინი ჩვენ არ გვეთაყვანებოდნენ. وَقِيلَ ٱدْعُوا۟ شُرَكَآءَكُمْ فَدَعَوْهُمْ فَلَمْ يَسْتَجِيبُوا۟ لَهُمْ وَرَأَوُا۟ ٱلْعَذَابَ ۚ لَوْ أَنَّهُمْ كَانُوا۟ يَهْتَدُونَ 64. და ებრძანებათ: უხმეთ თქვენს თანაზიართ. და მოუხმობენ. ისინი კი არ უპასუხებენ მათ და ნახავენ სასჯელს. ნეტავ ევლოთ სწორი გზით! وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ مَاذَآ أَجَبْتُمُ ٱلْمُرْسَلِينَ 65. და იმ დღეს, მოუხმობს მათ იგი და ჰკითხავს: რა უპასუხეთ შუამავლებს? فَعَمِيَتْ عَلَيْهِمُ ٱلْأَنۢبَآءُ يَوْمَئِذٍۢ فَهُمْ لَا يَتَسَآءَلُونَ 66. იმ დღის ამბები დაფარული იქნება მათთვის და ერთმანეთს არ დაეკითხებიან. فَأَمَّا مَن تَابَ وَءَامَنَ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا فَعَسَىٰٓ أَن يَكُونَ مِنَ ٱلْمُفْلِحِينَ 67. ის კი, ვინც მოინანია, ირწმუნა და სიკეთე აკეთა, ეგებ იყოს ნეტართაგანი. وَرَبُّكَ يَخْلُقُ مَا يَشَآءُ وَيَخْتَارُ ۗ مَا كَانَ لَهُمُ ٱلْخِيَرَةُ ۚ سُبْحَـٰنَ ٱللَّهِ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 68. და შენი ღმერთი ქმნის, რასაც ინებებს და ირჩევს. მათ კი არჩევანი არ გააჩნიათ; ქება-დიდება ალლაჰს, დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ. وَرَبُّكَ يَعْلَمُ مَا تُكِنُّ صُدُورُهُمْ وَمَا يُعْلِنُونَ 69. და შენმა ღმერთმა იცის, რასაც მალავენ მათი გულები და რასაც ამჟღავნებენ. وَهُوَ ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ لَهُ ٱلْحَمْدُ فِى ٱلْأُولَىٰ وَٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَلَهُ ٱلْحُكْمُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 70. იგია ალლაჰი, არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. ქება-დიდება მას პირველშიც და უკანასკნელშიც, მისია მსჯავრი და მასთან იქნებით დაბრუნებულნი. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِن جَعَلَ ٱللَّهُ عَلَيْكُمُ ٱلَّيْلَ سَرْمَدًا إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ مَنْ إِلَـٰهٌ غَيْرُ ٱللَّهِ يَأْتِيكُم بِضِيَآءٍ ۖ أَفَلَا تَسْمَعُونَ 71. უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ ღამეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა, რომელიც სინათლეს მოგივლენთ? განა არ გესმით? قُلْ أَرَءَيْتُمْ إِن جَعَلَ ٱللَّهُ عَلَيْكُمُ ٱلنَّهَارَ سَرْمَدًا إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ مَنْ إِلَـٰهٌ غَيْرُ ٱللَّهِ يَأْتِيكُم بِلَيْلٍۢ تَسْكُنُونَ فِيهِ ۖ أَفَلَا تُبْصِرُونَ 72. უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ დღეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა, რომელიც გიბოძებთ ღამეს რომელშიც დაისვენებთ? განა ვერ ხედავთ? وَمِن رَّحْمَتِهِۦ جَعَلَ لَكُمُ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ لِتَسْكُنُوا۟ فِيهِ وَلِتَبْتَغُوا۟ مِن فَضْلِهِۦ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 73. მან თავისი წყალობით დაადგინა თქვენთვის ღამე და დღე, რათა მოისვენოთ მასში და ეძიოთ მისი მადლი, რათა ეგების იყოთ მადლიერნი?! وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ فَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَآءِىَ ٱلَّذِينَ كُنتُمْ تَزْعُمُونَ 74. იმ დღეს მოუხმობს მათ და ეტყვის: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა შესახებაც ჰყვებოდით? وَنَزَعْنَا مِن كُلِّ أُمَّةٍۢ شَهِيدًۭا فَقُلْنَا هَاتُوا۟ بُرْهَـٰنَكُمْ فَعَلِمُوٓا۟ أَنَّ ٱلْحَقَّ لِلَّهِ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 75. გამოვყოფთ ყოველი თემიდან ერთ მოწმეს და ვეტყვით: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, და გაიგებენ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰს ეკუთვნის. და ზურგს აქცევს მათ ის, რასაც თხზავდნენ. إِنَّ قَـٰرُونَ كَانَ مِن قَوْمِ مُوسَىٰ فَبَغَىٰ عَلَيْهِمْ ۖ وَءَاتَيْنَـٰهُ مِنَ ٱلْكُنُوزِ مَآ إِنَّ مَفَاتِحَهُۥ لَتَنُوٓأُ بِٱلْعُصْبَةِ أُو۟لِى ٱلْقُوَّةِ إِذْ قَالَ لَهُۥ قَوْمُهُۥ لَا تَفْرَحْ ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلْفَرِحِينَ 76. ჭეშმარიტად, ყარუნი იყო მუსას ხალხისგან და ავიწროვებდა მათ. ჩვენ კი ვუბოძეთ მას იმდენი განძი, რომ მათი გასაღებებიც კი ემძიმებოდა რამდენიმე ღონიერ კაცს. და უთხრა მას მისმა ხალხმა: ნუ აღტაცდები! რამეთუ ალლაჰს არ უყვარს აღტაცებულნი. وَٱبْتَغِ فِيمَآ ءَاتَىٰكَ ٱللَّهُ ٱلدَّارَ ٱلْـَٔاخِرَةَ ۖ وَلَا تَنسَ نَصِيبَكَ مِنَ ٱلدُّنْيَا ۖ وَأَحْسِن كَمَآ أَحْسَنَ ٱللَّهُ إِلَيْكَ ۖ وَلَا تَبْغِ ٱلْفَسَادَ فِى ٱلْأَرْضِ ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلْمُفْسِدِينَ 77. იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე, როგორც კეთილი გიყო ალლაჰმა, და ნუ გაავრცელებ ქვეყნად უკეთურებას, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი! قَالَ إِنَّمَآ أُوتِيتُهُۥ عَلَىٰ عِلْمٍ عِندِىٓ ۚ أَوَلَمْ يَعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ قَدْ أَهْلَكَ مِن قَبْلِهِۦ مِنَ ٱلْقُرُونِ مَنْ هُوَ أَشَدُّ مِنْهُ قُوَّةًۭ وَأَكْثَرُ جَمْعًۭا ۚ وَلَا يُسْـَٔلُ عَن ذُنُوبِهِمُ ٱلْمُجْرِمُونَ 78. მიუგო: ქონება ჩემი ცოდნით ვიშოვეო. განა არ იცოდა, რომ ალლაჰმა დაღუპა მასზე უწინ თაობები, ვინც მასზე უფრო მტკიცე იყო ძალითა და უფრო მრავალრიცხოვანნი? ცოდვილებს კი არ ჰკითხავენ მათი ცოდვების გამო. فَخَرَجَ عَلَىٰ قَوْمِهِۦ فِى زِينَتِهِۦ ۖ قَالَ ٱلَّذِينَ يُرِيدُونَ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا يَـٰلَيْتَ لَنَا مِثْلَ مَآ أُوتِىَ قَـٰرُونُ إِنَّهُۥ لَذُو حَظٍّ عَظِيمٍۢ 79. და გამოვიდა თავისი ხალხის წინაშე სამკაულებით, და თქვეს იმათ, ვისაც სურდა ამქვეყნიური სიკეთენი: ნეტავ ჩვენც გვქონოდა მსგავსი იმისა, რაც ყარუნს ჰბოძებია. იგი დიდი დოვლათის მფლობელიაო. وَقَالَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ وَيْلَكُمْ ثَوَابُ ٱللَّهِ خَيْرٌۭ لِّمَنْ ءَامَنَ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا وَلَا يُلَقَّىٰهَآ إِلَّا ٱلصَّـٰبِرُونَ 80. და ამბობდნენ ისინი, რომელთაც ებოძათ ცოდნა: ვაი თქვენ, ალლაჰის წყალობა უმჯობესია იმისთვის, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. ხოლო იგი არავის მიეგება მომთმენთა გარდა. فَخَسَفْنَا بِهِۦ وَبِدَارِهِ ٱلْأَرْضَ فَمَا كَانَ لَهُۥ مِن فِئَةٍۢ يَنصُرُونَهُۥ مِن دُونِ ٱللَّهِ وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُنتَصِرِينَ 81. და მიწასთან გავასწორეთ ისიც და მისი საცხოვრებელიც. ალლაჰის გარდა არ ჰყავდა მას შემწეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ, და არ ყოფილა შეწევნულთაგანი. وَأَصْبَحَ ٱلَّذِينَ تَمَنَّوْا۟ مَكَانَهُۥ بِٱلْأَمْسِ يَقُولُونَ وَيْكَأَنَّ ٱللَّهَ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ وَيَقْدِرُ ۖ لَوْلَآ أَن مَّنَّ ٱللَّهُ عَلَيْنَا لَخَسَفَ بِنَا ۖ وَيْكَأَنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلْكَـٰفِرُونَ 82. ხოლო იმათ, რომელთაც გუშინ მის ადგილას ყოფნა ეწადა, ამბობდნენ: ვაი, ალლაჰი უზრდის ან უმცირებს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ინებებს! და წყალობა რომ არ მოეცა ალლაჰს ჩვენთვის, გავცამტვერდებოდითო. ჭეშმარიტად, ურწმუნონი ნეტარნი ვერ იქნებიან! تِلْكَ ٱلدَّارُ ٱلْـَٔاخِرَةُ نَجْعَلُهَا لِلَّذِينَ لَا يُرِيدُونَ عُلُوًّۭا فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فَسَادًۭا ۚ وَٱلْعَـٰقِبَةُ لِلْمُتَّقِينَ 83. სწორედ ის საბოლოო სამყოფელი დავადგინეთ მათთვის, რომელთაც არ სურთ გამედიდურება დედამიწაზე და უკეთურობის გავრცელება, ხოლო კეთილი ბოლო ღვთისმოშიშებისაა. مَن جَآءَ بِٱلْحَسَنَةِ فَلَهُۥ خَيْرٌۭ مِّنْهَا ۖ وَمَن جَآءَ بِٱلسَّيِّئَةِ فَلَا يُجْزَى ٱلَّذِينَ عَمِلُوا۟ ٱلسَّيِّـَٔاتِ إِلَّا مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 84. ის, ვინც წარსდგება კეთილი საქმეებით, უკეთესს მიიღებს. ხოლო რომელნიც წარსდგებიან ავი საქმეებით, მიიღებენ მხოლოდ იმას, რასაც აკეთებდნენ. إِنَّ ٱلَّذِى فَرَضَ عَلَيْكَ ٱلْقُرْءَانَ لَرَآدُّكَ إِلَىٰ مَعَادٍۢ ۚ قُل رَّبِّىٓ أَعْلَمُ مَن جَآءَ بِٱلْهُدَىٰ وَمَنْ هُوَ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 85. ჭეშმარიტად, ვინც ეს ყურანი დაგავალდებულა, დაგაბრუნებს შენ დასაბრუნებელში. თქვი: ჩემმა ღმერთმა უკეთ იცის ის, ვინ მოვიდა ჭეშმარიტი გზით, და ვინ გზააბნევით. وَمَا كُنتَ تَرْجُوٓا۟ أَن يُلْقَىٰٓ إِلَيْكَ ٱلْكِتَـٰبُ إِلَّا رَحْمَةًۭ مِّن رَّبِّكَ ۖ فَلَا تَكُونَنَّ ظَهِيرًۭا لِّلْكَـٰفِرِينَ 86. არ მოელოდი, რომ გებოძებოდა წიგნი, მაგრამ ეს იყო წყალობა შენი ღმერთისგან. და ნუ იქნები ურწმუნოთა მხარდამჭერი. وَلَا يَصُدُّنَّكَ عَنْ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ بَعْدَ إِذْ أُنزِلَتْ إِلَيْكَ ۖ وَٱدْعُ إِلَىٰ رَبِّكَ ۖ وَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 87. და ნურავინ მოგწყვეტს ალლაჰის აიათებისგან იმის შემდგომ, რაც ზეგარმოგევლინა. მოუწოდე შენი ღმერთისკენ და ნუ იქნები წარმართთაგანი(მუშრიქ). وَلَا تَدْعُ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ ۘ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۚ كُلُّ شَىْءٍ هَالِكٌ إِلَّا وَجْهَهُۥ ۚ لَهُ ٱلْحُكْمُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 88. არ მოუხმო ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს. არ არსებობს ღვთაება, ალლაჰის გარდა! ყველაფერი განადგურდება მისი სახების გარდა. მას ეკუთვნის მსჯავრი(ჰუქმი) და მასთან იქნებით დაბრუნებულნი.