25. სურა ფურყან
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა تَبَارَكَ ٱلَّذِى نَزَّلَ ٱلْفُرْقَانَ عَلَىٰ عَبْدِهِۦ لِيَكُونَ لِلْعَـٰلَمِينَ نَذِيرًا 1. კურთხეულია იგი, რომელმაც გარდმოავლინა განსხვავება(ფურყანი) თავის მსახურზე, რათა ყოფილიყო სამყაროთა შემგონებელი. ٱلَّذِى لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَلَمْ يَتَّخِذْ وَلَدًۭا وَلَمْ يَكُن لَّهُۥ شَرِيكٌۭ فِى ٱلْمُلْكِ وَخَلَقَ كُلَّ شَىْءٍۢ فَقَدَّرَهُۥ تَقْدِيرًۭا 2. იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. შექმნა ყოველი საგანი და რიგიანად გადაანაწილა. وَٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ ءَالِهَةًۭ لَّا يَخْلُقُونَ شَيْـًۭٔا وَهُمْ يُخْلَقُونَ وَلَا يَمْلِكُونَ لِأَنفُسِهِمْ ضَرًّۭا وَلَا نَفْعًۭا وَلَا يَمْلِكُونَ مَوْتًۭا وَلَا حَيَوٰةًۭ وَلَا نُشُورًۭا 3. და მათ დაიდგინეს მის ნაცვლად ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალი და არც სარგებელი. არ განაგებენ არც სიკვდილს და არც აღდგომას. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِنْ هَـٰذَآ إِلَّآ إِفْكٌ ٱفْتَرَىٰهُ وَأَعَانَهُۥ عَلَيْهِ قَوْمٌ ءَاخَرُونَ ۖ فَقَدْ جَآءُو ظُلْمًۭا وَزُورًۭا 4. და თქვეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს: - ეს მხოლოდ სიცრუეა, მან რომ შეთხზა და რაშიც დაეხმარნენ სხვა ადამიანებიო. ჭეშმარიტად, ისინი უსამართლოდ იქცევიან და ცრუობენ. وَقَالُوٓا۟ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ ٱكْتَتَبَهَا فَهِىَ تُمْلَىٰ عَلَيْهِ بُكْرَةًۭ وَأَصِيلًۭا 5. და თქვეს: ეს წინაპართა ზღაპრებია, რომლებიც მან ითხოვა რომ ჩაწერილიყო და ისინი კარნახობენ დილით და საღამოს. قُلْ أَنزَلَهُ ٱلَّذِى يَعْلَمُ ٱلسِّرَّ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ إِنَّهُۥ كَانَ غَفُورًۭا رَّحِيمًۭا 6. უთხარი: ზეგარდმოავლინა იგი იმან, ვინც იცის საიდუმლო ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, იგი მიმტევებელი, მწყალობელია. وَقَالُوا۟ مَالِ هَـٰذَا ٱلرَّسُولِ يَأْكُلُ ٱلطَّعَامَ وَيَمْشِى فِى ٱلْأَسْوَاقِ ۙ لَوْلَآ أُنزِلَ إِلَيْهِ مَلَكٌۭ فَيَكُونَ مَعَهُۥ نَذِيرًا 7. თქვეს: ეს რა შუამავალია, ჭამს საჭმელს და ბაზარში დადის. ნეტავ, ზეგარდმოვლენილიყო მასთან ერთად ანგელოზი და ყოფილიყო მასთან ერთად შემგონებელი. أَوْ يُلْقَىٰٓ إِلَيْهِ كَنزٌ أَوْ تَكُونُ لَهُۥ جَنَّةٌۭ يَأْكُلُ مِنْهَا ۚ وَقَالَ ٱلظَّـٰلِمُونَ إِن تَتَّبِعُونَ إِلَّا رَجُلًۭا مَّسْحُورًا 8. ან რატომ არ ებოძა საგანძური? ანდა ჰქონოდა ბაღი, რომლისგანაც შეჭამდაო. და თქვეს უსამართლოებმა, რომ თქვენ მხოლოდ მონუსხულ კაცს მიჰყვებითო. ٱنظُرْ كَيْفَ ضَرَبُوا۟ لَكَ ٱلْأَمْثَـٰلَ فَضَلُّوا۟ فَلَا يَسْتَطِيعُونَ سَبِيلًۭا 9. შეხედე, როგორ მოგიტანეს შენ იგავები; გზას აცდენილან და ვერცერთი გზისათვის ვეღარ მიუგნიათ. تَبَارَكَ ٱلَّذِىٓ إِن شَآءَ جَعَلَ لَكَ خَيْرًۭا مِّن ذَ‌ٰلِكَ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ وَيَجْعَل لَّكَ قُصُورًۢا 10. კურთხეულია იგი, რომელიც, თუ ინებებს, დაგიმკვიდრებს ამაზე უკეთესს - სამოთხის ბაღებს, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარეები, და აგიგებს სასახლეებს. بَلْ كَذَّبُوا۟ بِٱلسَّاعَةِ ۖ وَأَعْتَدْنَا لِمَن كَذَّبَ بِٱلسَّاعَةِ سَعِيرًا 11. დიახ, ცრუდ შერაცხეს საათი(წარღვნის დღე) და გავუმზადეთ ცეცხლი იმას, ვინც საათი ცრუდ შერაცხა. إِذَا رَأَتْهُم مِّن مَّكَانٍۭ بَعِيدٍۢ سَمِعُوا۟ لَهَا تَغَيُّظًۭا وَزَفِيرًۭا 12. როცა დაინახავენ მას შორიდან, გაიგონებენ მის მრისხანებას და გრუხუნს. وَإِذَآ أُلْقُوا۟ مِنْهَا مَكَانًۭا ضَيِّقًۭا مُّقَرَّنِينَ دَعَوْا۟ هُنَالِكَ ثُبُورًۭا 13. და როცა ხელშეკრებულებს ჩააგდებენ მასში, ვიწრო ადგილას, მოუხმობენ იქ ისინი სიკვდილს. لَّا تَدْعُوا۟ ٱلْيَوْمَ ثُبُورًۭا وَ‌ٰحِدًۭا وَٱدْعُوا۟ ثُبُورًۭا كَثِيرًۭا 14. ნუ უხმობთ დღეს მხოლოდ ერთ სიკვდილს, არამედ უხმეთ მრავალ სიკვდილს. قُلْ أَذَ‌ٰلِكَ خَيْرٌ أَمْ جَنَّةُ ٱلْخُلْدِ ٱلَّتِى وُعِدَ ٱلْمُتَّقُونَ ۚ كَانَتْ لَهُمْ جَزَآءًۭ وَمَصِيرًۭا 15. უთხარი: ეს უკეთესია თუ მარადისობის ბაღები, ღვთისმოშიშებს რომ აღეთქვათ, და მიეგებათ საზღაურად და თავშესაფრად? لَّهُمْ فِيهَا مَا يَشَآءُونَ خَـٰلِدِينَ ۚ كَانَ عَلَىٰ رَبِّكَ وَعْدًۭا مَّسْـُٔولًۭا 16. მათ იქ ექნებათ, რასაც ისურვებენ, მარადიულად. შენმა ღმერთმა აღუთქვა ამ თხოვნის შესრულება! وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ فَيَقُولُ ءَأَنتُمْ أَضْلَلْتُمْ عِبَادِى هَـٰٓؤُلَآءِ أَمْ هُمْ ضَلُّوا۟ ٱلسَّبِيلَ 17. იმ დღეს, როცა შეკრებს მათ და იმათაც, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ, ალლაჰის გარდა, ეტყვის: თქვენ აუბნიეთ გზა ჩემს მონებს თუ თვითონ აებნათ გზა?! قَالُوا۟ سُبْحَـٰنَكَ مَا كَانَ يَنۢبَغِى لَنَآ أَن نَّتَّخِذَ مِن دُونِكَ مِنْ أَوْلِيَآءَ وَلَـٰكِن مَّتَّعْتَهُمْ وَءَابَآءَهُمْ حَتَّىٰ نَسُوا۟ ٱلذِّكْرَ وَكَانُوا۟ قَوْمًۢا بُورًۭا 18. მიუგებენ: დიდება შენდა, არ ეგებოდა აგვერჩია შენს გარდა მფარველები; მაგრამ შენ მიეცი სარგებელი მათ და მათ მამებს, ვიდრე არ დაივიწყეს შეხსენება. ასე შეიქნენ წარწყმედილ ხალხად. فَقَدْ كَذَّبُوكُم بِمَا تَقُولُونَ فَمَا تَسْتَطِيعُونَ صَرْفًۭا وَلَا نَصْرًۭا ۚ وَمَن يَظْلِم مِّنكُمْ نُذِقْهُ عَذَابًۭا كَبِيرًۭا 19. ისინი ცრუდ შერაცხავენ იმას, რასაც ამბობთ, და არ შეგეძლებათ მისი თავიდან აცილება და არც შეწევნა. იმას, ვინც უსამართლოდ მოიქცევა თქვენგან, ვაგემებთ დიად სასჯელს. وَمَآ أَرْسَلْنَا قَبْلَكَ مِنَ ٱلْمُرْسَلِينَ إِلَّآ إِنَّهُمْ لَيَأْكُلُونَ ٱلطَّعَامَ وَيَمْشُونَ فِى ٱلْأَسْوَاقِ ۗ وَجَعَلْنَا بَعْضَكُمْ لِبَعْضٍۢ فِتْنَةً أَتَصْبِرُونَ ۗ وَكَانَ رَبُّكَ بَصِيرًۭا 20. და არ წარმოგვიგზავნია შენამდე ჩვენი შუამავლები ისე, რომ არ ეჭამათ საჭმელი და არ ევლოთ ბაზარში. და დავადგინეთ გამოცდად ზოგი თქვენგანი ზოგიერთისათვის, და განა მოითმენთ ამას? და შენი ღმერთი ყოვლისმხედველია. وَقَالَ ٱلَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَآءَنَا لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْنَا ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ أَوْ نَرَىٰ رَبَّنَا ۗ لَقَدِ ٱسْتَكْبَرُوا۟ فِىٓ أَنفُسِهِمْ وَعَتَوْ عُتُوًّۭا كَبِيرًۭا 21. და თქვეს იმათ, ვინც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებს: ნეტავ გარდმოვლენოდა ანგელოზნი ან ღმერთი გვენახაო. - ამპარტავნობენ თავიანთი თავებში და იჩენენ დიდ ურჩობას. يَوْمَ يَرَوْنَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ لَا بُشْرَىٰ يَوْمَئِذٍۢ لِّلْمُجْرِمِينَ وَيَقُولُونَ حِجْرًۭا مَّحْجُورًۭا 22. დღეს, როცა ნახავენ ანგელოზებს, იმ დღეს სასიხარულო ამბავი არ ექნებათ ცოდვილებს. და იტყვიან: დაურღვეველი ზღუდეაო. وَقَدِمْنَآ إِلَىٰ مَا عَمِلُوا۟ مِنْ عَمَلٍۢ فَجَعَلْنَـٰهُ هَبَآءًۭ مَّنثُورًا 23. მივალთ ჩვენ თითოეულ იმ საქმესთან, რაც მათ გააკეთეს, და ვაქცევთ მათ მტვრად, გაფანტულად. أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ يَوْمَئِذٍ خَيْرٌۭ مُّسْتَقَرًّۭا وَأَحْسَنُ مَقِيلًۭا 24. სამოთხის ბინადრები იმავე დღეს იქნებიან უმჯობესი ადგილსამყოფელით და უმშვენიერესი სამკვიდროთი. وَيَوْمَ تَشَقَّقُ ٱلسَّمَآءُ بِٱلْغَمَـٰمِ وَنُزِّلَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ تَنزِيلًا 25. იმ დღეს, როცა გაიპობა ზეცა ღრუბლებით და გარდმოხდებიან ანგელოზები ზეგარდმოვლენით. ٱلْمُلْكُ يَوْمَئِذٍ ٱلْحَقُّ لِلرَّحْمَـٰنِ ۚ وَكَانَ يَوْمًا عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ عَسِيرًۭا 26. სწორედ იმ დღეს ჭეშმარიტი მეუფება მოწყალეს ექნება და ის დღე ურწმუნოთათვის ძნელი იქნება. وَيَوْمَ يَعَضُّ ٱلظَّالِمُ عَلَىٰ يَدَيْهِ يَقُولُ يَـٰلَيْتَنِى ٱتَّخَذْتُ مَعَ ٱلرَّسُولِ سَبِيلًۭا 27. იმ დღეს უსამართლო დაიკბენს ხელებს და იტყვის: ნეტავ ამერჩია გზა შუამავალთან ერთადო. يَـٰوَيْلَتَىٰ لَيْتَنِى لَمْ أَتَّخِذْ فُلَانًا خَلِيلًۭا 28. ვაი ჩემს თავს! ნეტავ არ ამერჩია მეგობრად მავანი. لَّقَدْ أَضَلَّنِى عَنِ ٱلذِّكْرِ بَعْدَ إِذْ جَآءَنِى ۗ وَكَانَ ٱلشَّيْطَـٰنُ لِلْإِنسَـٰنِ خَذُولًۭا 29. მან მომაშორა მე (ყურანისგან) ხსენებისგან, მას შემდეგ, რაც ის ჩემთან მოვიდა. შაიტანი(ეშმაკი) კი ადამიანის მოღალატეა. وَقَالَ ٱلرَّسُولُ يَـٰرَبِّ إِنَّ قَوْمِى ٱتَّخَذُوا۟ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانَ مَهْجُورًۭا 30. და თქვა შუამავალმა: ღმერთო ჩემო, ჩემმა ხალხმა მიატოვა ეს ყურანი. وَكَذَ‌ٰلِكَ جَعَلْنَا لِكُلِّ نَبِىٍّ عَدُوًّۭا مِّنَ ٱلْمُجْرِمِينَ ۗ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ هَادِيًۭا وَنَصِيرًۭا 31. აი სწორედ ამგვარად დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან; ხოლო შენი ღმერთი საკმარისია სწორ გზაზე დამდგენად და შემწედ. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْلَا نُزِّلَ عَلَيْهِ ٱلْقُرْءَانُ جُمْلَةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ ۚ كَذَ‌ٰلِكَ لِنُثَبِّتَ بِهِۦ فُؤَادَكَ ۖ وَرَتَّلْنَـٰهُ تَرْتِيلًۭا 32. ამბობენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს: ნეტავ, გარდმოვლენილიყო მასზე მთელი ყურანი ერთბაშადო. ასე მოვიქეცით, რათა განგიმტკიცოთ მისით გული და განგიმარტოთ იგი ცხადად! وَلَا يَأْتُونَكَ بِمَثَلٍ إِلَّا جِئْنَـٰكَ بِٱلْحَقِّ وَأَحْسَنَ تَفْسِيرًا 33. და როგორც კი მათ შენთვის მოაქვთ რაიმე იგავი, ჩვენ გარდმოგივლენთ შენ ჭეშმარიტებას და საუკეთესო განმარტებას. ٱلَّذِينَ يُحْشَرُونَ عَلَىٰ وُجُوهِهِمْ إِلَىٰ جَهَنَّمَ أُو۟لَـٰٓئِكَ شَرٌّۭ مَّكَانًۭا وَأَضَلُّ سَبِيلًۭا 34. ისინი, რომელნიც პირქვე დამხობილი შეკრებილ იქნებიან ჯოჯოხეთში, იქნებიან ყველაზე ავნი ადგილითა და ყველაზე უფრო გზასაცდენილნი. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ وَجَعَلْنَا مَعَهُۥٓ أَخَاهُ هَـٰرُونَ وَزِيرًۭا 35. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და დავადგინეთ მასთან ერთად მისი ძმა ჰარუნი, თანაშემწედ. فَقُلْنَا ٱذْهَبَآ إِلَى ٱلْقَوْمِ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا فَدَمَّرْنَـٰهُمْ تَدْمِيرًۭا 36. და ვუთხარით: ორივე წადით იმ ხალხთან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. და გავანადგურეთ ისინი ძირფესვიანად. وَقَوْمَ نُوحٍۢ لَّمَّا كَذَّبُوا۟ ٱلرُّسُلَ أَغْرَقْنَـٰهُمْ وَجَعَلْنَـٰهُمْ لِلنَّاسِ ءَايَةًۭ ۖ وَأَعْتَدْنَا لِلظَّـٰلِمِينَ عَذَابًا أَلِيمًۭا 37. და ხალხი ნუჰისა, როცა ცრუდ შერაცხეს ჩვენი შუამავლები, დავახრჩეთ და ვაქციეთ სასწაულად ხალხისათვის. უსამართლოებს კი გავუმზადეთ მტანჯველი სასჯელი. وَعَادًۭا وَثَمُودَا۟ وَأَصْحَـٰبَ ٱلرَّسِّ وَقُرُونًۢا بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ كَثِيرًۭا 38. და 'ადისა და სემუდის და არ-რასის მცხოვრებნი და მრავალ თაობას, რომელიც მათ შორის იყო. وَكُلًّۭا ضَرَبْنَا لَهُ ٱلْأَمْثَـٰلَ ۖ وَكُلًّۭا تَبَّرْنَا تَتْبِيرًۭا 39. ყოველ მათგანს მოვუტანეთ იგავები და ყველანი ძირფესვიანად გავანადგურეთ. وَلَقَدْ أَتَوْا۟ عَلَى ٱلْقَرْيَةِ ٱلَّتِىٓ أُمْطِرَتْ مَطَرَ ٱلسَّوْءِ ۚ أَفَلَمْ يَكُونُوا۟ يَرَوْنَهَا ۚ بَلْ كَانُوا۟ لَا يَرْجُونَ نُشُورًۭا 40. და ვფიცავ, მათ ჩაუარეს დასახლებას, რომელზედაც საშინელ წვიმას ეწვიმა. განა მათ ეს არ დაუნახავთ? დიახ, არ იმედოვნებენ ისინი აღდგომას. وَإِذَا رَأَوْكَ إِن يَتَّخِذُونَكَ إِلَّا هُزُوًا أَهَـٰذَا ٱلَّذِى بَعَثَ ٱللَّهُ رَسُولًا 41. შენი დანახვისთანავე მასხრად გიგდებენ: განა ეს არის, ვინც ალლაჰმა შუამავლად წარმოგზავნაო? إِن كَادَ لَيُضِلُّنَا عَنْ ءَالِهَتِنَا لَوْلَآ أَن صَبَرْنَا عَلَيْهَا ۚ وَسَوْفَ يَعْلَمُونَ حِينَ يَرَوْنَ ٱلْعَذَابَ مَنْ أَضَلُّ سَبِيلًا 42. კინაღამ ზურგი გვაქცევინა ჩვენი ღვთაებებისთვის, ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინაო. და გაიგებენ, როცა ისინი ნახავენ სასჯელს, ვინ უფრო გზააბნეული ყოფილა. أَرَءَيْتَ مَنِ ٱتَّخَذَ إِلَـٰهَهُۥ هَوَىٰهُ أَفَأَنتَ تَكُونُ عَلَيْهِ وَكِيلًا 43. გინახავს ის, ვინც თავისი ვნება აქცია ღვთაებად; განა იქნები შენ მისი დამცველი? أَمْ تَحْسَبُ أَنَّ أَكْثَرَهُمْ يَسْمَعُونَ أَوْ يَعْقِلُونَ ۚ إِنْ هُمْ إِلَّا كَٱلْأَنْعَـٰمِ ۖ بَلْ هُمْ أَضَلُّ سَبِيلًا 44. ან განა ფიქრობ, რომ მათი უმეტესობა ისმენს ან იაზრებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსი პირუტყვისა. სწორედ ისინი არიან გზააბნეულნი. أَلَمْ تَرَ إِلَىٰ رَبِّكَ كَيْفَ مَدَّ ٱلظِّلَّ وَلَوْ شَآءَ لَجَعَلَهُۥ سَاكِنًۭا ثُمَّ جَعَلْنَا ٱلشَّمْسَ عَلَيْهِ دَلِيلًۭا 45. განა არ გინახავს, როგორ განავრცო შენმა ღმერთმა ჩრდილი და, რომ ენებებინა, აქცევდა მას მყარად. მერე დავადგინეთ მასზე მზე მის მაჩვენებლად. ثُمَّ قَبَضْنَـٰهُ إِلَيْنَا قَبْضًۭا يَسِيرًۭا 46. და მერე ნელ-ნელა მივიზიდავთ მას ჩვენსკენ. وَهُوَ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلَّيْلَ لِبَاسًۭا وَٱلنَّوْمَ سُبَاتًۭا وَجَعَلَ ٱلنَّهَارَ نُشُورًۭا 47. იგია, ვინც დაგიდგინათ თქვენ ღამე სამოსად, ძილი მოსვენებად და დაგიდგინათ დღე აღდგომად. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ ٱلرِّيَـٰحَ بُشْرًۢا بَيْنَ يَدَىْ رَحْمَتِهِۦ ۚ وَأَنزَلْنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ طَهُورًۭا 48. იგია, რომელმაც წარმოგზავნა ქარი სამახარობლოდ თავისი წყალობისა. და გარდმოვავლენთ ციდან სუფთა წყალს. لِّنُحْـِۧىَ بِهِۦ بَلْدَةًۭ مَّيْتًۭا وَنُسْقِيَهُۥ مِمَّا خَلَقْنَآ أَنْعَـٰمًۭا وَأَنَاسِىَّ كَثِيرًۭا 49. რათა გავაცოცხლოთ მისით მკვდარი მიწა და დავარწყულოთ მისით საქონელი და მრავალი ადამიანი, რომელიც მე შევქმენი. وَلَقَدْ صَرَّفْنَـٰهُ بَيْنَهُمْ لِيَذَّكَّرُوا۟ فَأَبَىٰٓ أَكْثَرُ ٱلنَّاسِ إِلَّا كُفُورًۭا 50. და ვფიცავ, იგი(წვიმის წყალი) დავანაწილეთ მათ შორის, რათა შეიგონონ. ადამიანთა უმეტესობა ყველაფერს უარყოფს, ურწმუნოების გარდა. وَلَوْ شِئْنَا لَبَعَثْنَا فِى كُلِّ قَرْيَةٍۢ نَّذِيرًۭا 51. ჩვენ რომ გვენება, მოვავლენდით ყოველ დასახლებაში შემგონებელს. فَلَا تُطِعِ ٱلْكَـٰفِرِينَ وَجَـٰهِدْهُم بِهِۦ جِهَادًۭا كَبِيرًۭا 52. და ნუ დაემორჩილები ურწმუნოებს და მისით(ყურანით) აწარმოე მათთან დიდი ბრძოლა. وَهُوَ ٱلَّذِى مَرَجَ ٱلْبَحْرَيْنِ هَـٰذَا عَذْبٌۭ فُرَاتٌۭ وَهَـٰذَا مِلْحٌ أُجَاجٌۭ وَجَعَلَ بَيْنَهُمَا بَرْزَخًۭا وَحِجْرًۭا مَّحْجُورًۭا 53. იგია, რომელმაც ერთად დაადგინა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის უხილავი მიჯნა და გადაულახავი ზღუდეა! وَهُوَ ٱلَّذِى خَلَقَ مِنَ ٱلْمَآءِ بَشَرًۭا فَجَعَلَهُۥ نَسَبًۭا وَصِهْرًۭا ۗ وَكَانَ رَبُّكَ قَدِيرًۭا 54. იგია, ვინც შექმნა წყლისაგან ადამიანი და დაუდგინა მას ნათესავნი და თავისიანები. და შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა. وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُهُمْ وَلَا يَضُرُّهُمْ ۗ وَكَانَ ٱلْكَافِرُ عَلَىٰ رَبِّهِۦ ظَهِيرًۭا 55. ხოლო ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, ვინც არ არგებთ და არც ავნებთ, და ურწმუნო (სატანის)დამხმარეა შენი ღმერთის წინააღმდეგ. وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ إِلَّا مُبَشِّرًۭا وَنَذِيرًۭا 56. და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მახარობლად და შემგონებლად. قُلْ مَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ إِلَّا مَن شَآءَ أَن يَتَّخِذَ إِلَىٰ رَبِّهِۦ سَبِيلًۭا 57. უთხარი: მე თქვენ არაფერს გთხოვთ საზღაურად, იმის გარდა, რომ ვისაც სურს, თავისი ღმერთის გზას დაადგეს. وَتَوَكَّلْ عَلَى ٱلْحَىِّ ٱلَّذِى لَا يَمُوتُ وَسَبِّحْ بِحَمْدِهِۦ ۚ وَكَفَىٰ بِهِۦ بِذُنُوبِ عِبَادِهِۦ خَبِيرًا 58. და მიენდე მარადიულს, რომელიც არ მოკვდება, განადიდე იგი ქებით და საკმარისია იგი თავის მსახურთა ცოდვათა მცოდნედ. ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا فِى سِتَّةِ أَيَّامٍۢ ثُمَّ ٱسْتَوَىٰ عَلَى ٱلْعَرْشِ ۚ ٱلرَّحْمَـٰنُ فَسْـَٔلْ بِهِۦ خَبِيرًۭا 59. რომელმაც გააჩინა ცანი, ქვეყანა და რაც ამათ შორისაა, ექვს დღეში. მერე კი ამაღლდა 'არშზე. იგი მოწყალეა. მაშ, ჰკითხე მის შესახებ მცოდნეებს. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ ٱسْجُدُوا۟ لِلرَّحْمَـٰنِ قَالُوا۟ وَمَا ٱلرَّحْمَـٰنُ أَنَسْجُدُ لِمَا تَأْمُرُنَا وَزَادَهُمْ نُفُورًۭا 60. და თუ ეტყვიან: სეჯდე აღასრულეთ მოწყალის წინაშეო, ამბობენ: - რა მოწყალე? განა სეჯდე აღვუსრულოთ იმას, ვისაც გვიბრძანებო?! - და ემატებათ მათ ზიზღი. تَبَارَكَ ٱلَّذِى جَعَلَ فِى ٱلسَّمَآءِ بُرُوجًۭا وَجَعَلَ فِيهَا سِرَ‌ٰجًۭا وَقَمَرًۭا مُّنِيرًۭا 61. კურთხეულია იგი, ვინც ზეცაში თანავარსკვლავედთა ბურჯები ააგო და დაადგინა იქ მნათობი და მანათობელი მთვარე. وَهُوَ ٱلَّذِى جَعَلَ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ خِلْفَةًۭ لِّمَنْ أَرَادَ أَن يَذَّكَّرَ أَوْ أَرَادَ شُكُورًۭا 62. იგია, ვინც დაუდგინა მონაცვლეობა ღამეს და დღეს მათთვის, რომელთაც სურთ შეიგონონ და სურთ იყვნენ მადლიერნი وَعِبَادُ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلَّذِينَ يَمْشُونَ عَلَى ٱلْأَرْضِ هَوْنًۭا وَإِذَا خَاطَبَهُمُ ٱلْجَـٰهِلُونَ قَالُوا۟ سَلَـٰمًۭا 63. ხოლო მოწყალის მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი! وَٱلَّذِينَ يَبِيتُونَ لِرَبِّهِمْ سُجَّدًۭا وَقِيَـٰمًۭا 64. რომელნიც ღამეს ატარებენ სეჯდეს აღმვლენი და ფეხზე მდგომნი თავისი ღმერთის წინაშე, وَٱلَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا ٱصْرِفْ عَنَّا عَذَابَ جَهَنَّمَ ۖ إِنَّ عَذَابَهَا كَانَ غَرَامًا 65. ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ჯოჯოხეთის ტანჯვა! რამეთუ იქ ტანჯვა მარადიულია. إِنَّهَا سَآءَتْ مُسْتَقَرًّۭا وَمُقَامًۭا 66. რა ავია ეს ადგილი და სამყოფელი!“ وَٱلَّذِينَ إِذَآ أَنفَقُوا۟ لَمْ يُسْرِفُوا۟ وَلَمْ يَقْتُرُوا۟ وَكَانَ بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ قَوَامًۭا 67. ისინი, რომლებიც თუკი ხარჯავენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ და იქნებიან ამათ შორის მყარად. وَٱلَّذِينَ لَا يَدْعُونَ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ وَلَا يَقْتُلُونَ ٱلنَّفْسَ ٱلَّتِى حَرَّمَ ٱللَّهُ إِلَّا بِٱلْحَقِّ وَلَا يَزْنُونَ ۚ وَمَن يَفْعَلْ ذَ‌ٰلِكَ يَلْقَ أَثَامًۭا 68. ისინი არ მოუხმობენ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა მხოლოდ სიმართლით. და არ მრუშობენ. ვინც ამას იქმს, სასჯელს გადაეყრება! يُضَـٰعَفْ لَهُ ٱلْعَذَابُ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَيَخْلُدْ فِيهِۦ مُهَانًا 69. მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და მარადიულად იქნება მასში დამცირებული. إِلَّا مَن تَابَ وَءَامَنَ وَعَمِلَ عَمَلًۭا صَـٰلِحًۭا فَأُو۟لَـٰٓئِكَ يُبَدِّلُ ٱللَّهُ سَيِّـَٔاتِهِمْ حَسَنَـٰتٍۢ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورًۭا رَّحِيمًۭا 70. იმათ გარდა, ვინც მოინანიებს, ირწმუნებს და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! وَمَن تَابَ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا فَإِنَّهُۥ يَتُوبُ إِلَى ٱللَّهِ مَتَابًۭا 71. ის, ვინც მოინანია და სიკეთე აკეთა, მიბრუნდება ალლაჰთან შენდობილი. وَٱلَّذِينَ لَا يَشْهَدُونَ ٱلزُّورَ وَإِذَا مَرُّوا۟ بِٱللَّغْوِ مَرُّوا۟ كِرَامًۭا 72. ისინი არ მოწმეობენ სიცრუეს და როცა ავსიტყვაობას შეესწრებიან, გვერდს აუვლიან ღირსეულად. وَٱلَّذِينَ إِذَا ذُكِّرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِمْ لَمْ يَخِرُّوا۟ عَلَيْهَا صُمًّۭا وَعُمْيَانًۭا 73. ხოლო როცა მათ შეაგონებენ მათი ღმერთის აიათებით, არ რჩებიან ყრუნი და ბრმანი! وَٱلَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا هَبْ لَنَا مِنْ أَزْوَ‌ٰجِنَا وَذُرِّيَّـٰتِنَا قُرَّةَ أَعْيُنٍۢ وَٱجْعَلْنَا لِلْمُتَّقِينَ إِمَامًا 74. რომლებიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ წინამძოლად ღვთისმოშიშთათვის. أُو۟لَـٰٓئِكَ يُجْزَوْنَ ٱلْغُرْفَةَ بِمَا صَبَرُوا۟ وَيُلَقَّوْنَ فِيهَا تَحِيَّةًۭ وَسَلَـٰمًا 75. სწორედ ისინი დაჯილდოვდებიან უმაღლესი ადგილით, რამეთუ იყვნენ მომთმენნი, და დახვდებიან იქ სალმითა და მშვიდობით! خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ حَسُنَتْ مُسْتَقَرًّۭا وَمُقَامًۭا 76. მარადიულად იქნებიან მასში: რა მშვენიერია ეს ადგილსამყოფელი! قُلْ مَا يَعْبَؤُا۟ بِكُمْ رَبِّى لَوْلَا دُعَآؤُكُمْ ۖ فَقَدْ كَذَّبْتُمْ فَسَوْفَ يَكُونُ لِزَامًۢا 77. უთხარი: „თუ არ იქნება თქვენი ვედრება, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ჩემი ღმერთი, როცა ის ცრუდ შერაცხეთ? ჭეშმარიტად, იგი იქნება გარდაუვალი(სასჯელი)