23. სურა მუმინუნ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა قَدْ أَفْلَحَ ٱلْمُؤْمِنُونَ 1. ნეტარ არიან მორწმუნენი! ٱلَّذِينَ هُمْ فِى صَلَاتِهِمْ خَـٰشِعُونَ 2. ისინი, ვინც თავიანთი ლოცვისას მოკრძალებულნი არიან. وَٱلَّذِينَ هُمْ عَنِ ٱللَّغْوِ مُعْرِضُونَ 3. ისინი, რომლებიც თავს არიდებენ ფუჭსიტყვაობას. وَٱلَّذِينَ هُمْ لِلزَّكَوٰةِ فَـٰعِلُونَ 4. ისინი, რომელნიც ზექათს იხდიან. وَٱلَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَـٰفِظُونَ 5. და ისინი, ვინც ინახავს თავიანთ ნამუსს. إِلَّا عَلَىٰٓ أَزْوَ‌ٰجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ 6. გამოკლებით მეუღლეთა ან რაც მათ მარჯვენას მოუპოვებია. ჭეშმარიტად, ისინი ამისათვის არ გაიკიცხებიან. فَمَنِ ٱبْتَغَىٰ وَرَآءَ ذَ‌ٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْعَادُونَ 7. ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი არიან თავგასულნი. وَٱلَّذِينَ هُمْ لِأَمَـٰنَـٰتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَ‌ٰعُونَ 8. და ისინი, რომელნიც იცავენ ანაბარსა და აღთქმას. وَٱلَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَوَ‌ٰتِهِمْ يُحَافِظُونَ 9. და ისინი, რომელნიც იცავენ თავიანთ ლოცვებს. أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْوَ‌ٰرِثُونَ 10. სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი, ٱلَّذِينَ يَرِثُونَ ٱلْفِرْدَوْسَ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 11. რომელნიც დაიმკვიდრებენ ფირდავსს(უმაღლეს სამოთხეს) და იქნებიან იქ მარადიულად. وَلَقَدْ خَلَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ مِن سُلَـٰلَةٍۢ مِّن طِينٍۢ 12. ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი წკრიალა თიხისაგან. ثُمَّ جَعَلْنَـٰهُ نُطْفَةًۭ فِى قَرَارٍۢ مَّكِينٍۢ 13. მერე მოვათავსეთ იგი წვეთად საიმედო ადგილას. ثُمَّ خَلَقْنَا ٱلنُّطْفَةَ عَلَقَةًۭ فَخَلَقْنَا ٱلْعَلَقَةَ مُضْغَةًۭ فَخَلَقْنَا ٱلْمُضْغَةَ عِظَـٰمًۭا فَكَسَوْنَا ٱلْعِظَـٰمَ لَحْمًۭا ثُمَّ أَنشَأْنَـٰهُ خَلْقًا ءَاخَرَ ۚ فَتَبَارَكَ ٱللَّهُ أَحْسَنُ ٱلْخَـٰلِقِينَ 14. მერე შევქმენით წვეთისგან სისხლის ლეკერტი და შევქმენით ლეკერტისგან ხორცის ნაჭერი, ხორცის ნაჭერი კი ვაქციეთ ძვლებად. მერე კი დავაფუძნეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიდებულია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენი. ثُمَّ إِنَّكُمْ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ لَمَيِّتُونَ 15. მერე, თქვენ ამის შემდგომ - მომაკვდავნი ხართ. ثُمَّ إِنَّكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ تُبْعَثُونَ 16. მერე აღდგომის დღეს, აღსდგებით. وَلَقَدْ خَلَقْنَا فَوْقَكُمْ سَبْعَ طَرَآئِقَ وَمَا كُنَّا عَنِ ٱلْخَلْقِ غَـٰفِلِينَ 17. და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ თქვენს ზემოთ შვიდი გზა(ზეცა) და არ ვყოფილვართ ქმნილების მიმართ უგულისხმონი. وَأَنزَلْنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۢ بِقَدَرٍۢ فَأَسْكَنَّـٰهُ فِى ٱلْأَرْضِ ۖ وَإِنَّا عَلَىٰ ذَهَابٍۭ بِهِۦ لَقَـٰدِرُونَ 18. და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი განსაზღვრული რაოდენობით, განვათავსეთ იგი ქვეყანაზე და შეგვიძლია მისი უკან წაღებაც. فَأَنشَأْنَا لَكُم بِهِۦ جَنَّـٰتٍۢ مِّن نَّخِيلٍۢ وَأَعْنَـٰبٍۢ لَّكُمْ فِيهَا فَوَ‌ٰكِهُ كَثِيرَةٌۭ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ 19. და აღმოვაცენეთ მისით ფინიკისა და ყურძნის ბაღები, მასში გაქვთ მრავალგვარი ხილი და მისგან ჭამთ. وَشَجَرَةًۭ تَخْرُجُ مِن طُورِ سَيْنَآءَ تَنۢبُتُ بِٱلدُّهْنِ وَصِبْغٍۢ لِّلْـَٔاكِلِينَ 20. და ხე, რომელიც იზრდება სინას მთაზე, იძლევა ზეთს და საღებავს მჭამელთათვის. وَإِنَّ لَكُمْ فِى ٱلْأَنْعَـٰمِ لَعِبْرَةًۭ ۖ نُّسْقِيكُم مِّمَّا فِى بُطُونِهَا وَلَكُمْ فِيهَا مَنَـٰفِعُ كَثِيرَةٌۭ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ 21. თქვენთვის საქონელში შეგონებაა. ჩვენ გარწყულებთ იმით, რაც მათ მუცლებშია. თქვენ მათში გაქვთ მრავალი სარგებელი და მათგან იკვებებით. وَعَلَيْهَا وَعَلَى ٱلْفُلْكِ تُحْمَلُونَ 22. მათით და გემების მეშვეობით გადაადგილდებით. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِۦ فَقَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥٓ ۖ أَفَلَا تَتَّقُونَ 23. და ვფიცავ, წარვაგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. განა არ გეშინიათ? فَقَالَ ٱلْمَلَؤُا۟ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦ مَا هَـٰذَآ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ يُرِيدُ أَن يَتَفَضَّلَ عَلَيْكُمْ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَأَنزَلَ مَلَـٰٓئِكَةًۭ مَّا سَمِعْنَا بِهَـٰذَا فِىٓ ءَابَآئِنَا ٱلْأَوَّلِينَ 24. თქვეს დიდებულებმა იმათგან, ვინც უარყო: ეს მხოლოდ კაცია თქვენი მსგავსი, რომელსაც სურს, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. ხოლო ალლაჰს რომ ენებებინა, გარდმოავლენდა ანგელოზებს, ამაზე კი ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენიაო. إِنْ هُوَ إِلَّا رَجُلٌۢ بِهِۦ جِنَّةٌۭ فَتَرَبَّصُوا۟ بِهِۦ حَتَّىٰ حِينٍۢ 25. იგი ერთი შეშლილი კაცია, ასე რომ ადროვეთ მას ერთხანს. قَالَ رَبِّ ٱنصُرْنِى بِمَا كَذَّبُونِ 26. თქვა: ღმერთო ჩემო, შემეწიე მე იმის გამო, რომ ცრუდ მრაცხავენო. فَأَوْحَيْنَآ إِلَيْهِ أَنِ ٱصْنَعِ ٱلْفُلْكَ بِأَعْيُنِنَا وَوَحْيِنَا فَإِذَا جَآءَ أَمْرُنَا وَفَارَ ٱلتَّنُّورُ ۙ فَٱسْلُكْ فِيهَا مِن كُلٍّۢ زَوْجَيْنِ ٱثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَن سَبَقَ عَلَيْهِ ٱلْقَوْلُ مِنْهُمْ ۖ وَلَا تُخَـٰطِبْنِى فِى ٱلَّذِينَ ظَلَمُوٓا۟ ۖ إِنَّهُم مُّغْرَقُونَ 27. და ზეშთავაგონეთ მას: ააგე ხომალდი ჩვენს თვალწინ და ჩვენი ზეშთაგონებით; აჰა, აღსრულდა ჩვენი ბრძანება და თონე გახურდა. შენ კი შეიყვანე ხომალდში ყოველი წყვილი, ორ-ორი და შენი ოჯახი იმათ გარდა, ვიზედაც უწინ სიტყვა ითქვა. ხოლო იმათ გამო კი ნუ დამელაპარაკები, ვინც უსამართლოდ იქცეოდა. ისინი დაიხრჩობიან. فَإِذَا ٱسْتَوَيْتَ أَنتَ وَمَن مَّعَكَ عَلَى ٱلْفُلْكِ فَقُلِ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى نَجَّىٰنَا مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 28. როცა ახვალთ ხომალდზე შენ და ისინი, ვინც შენთან არიან, თქვი: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა უსამართლო ხალხისგან. وَقُل رَّبِّ أَنزِلْنِى مُنزَلًۭا مُّبَارَكًۭا وَأَنتَ خَيْرُ ٱلْمُنزِلِينَ 29. და თქვი: ღმერთო ჩემო, ჩამომიყვანე (ხომალდიდან) დალოცვილ ადგილას. შენ საუკეთესო დამსახლებელი ხარ. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ وَإِن كُنَّا لَمُبْتَلِينَ 30. ამაში სასწაულია, და ჩვენ ვცდით(ჩემს მსახურებს). ثُمَّ أَنشَأْنَا مِنۢ بَعْدِهِمْ قَرْنًا ءَاخَرِينَ 31. მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობა. فَأَرْسَلْنَا فِيهِمْ رَسُولًۭا مِّنْهُمْ أَنِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥٓ ۖ أَفَلَا تَتَّقُونَ 32. და წარვაგზავნეთ მათში შუამავლები მათგანვე - რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ, არ გყავთ თქვენ სხვა ღვთაება მის გარდა. და განა არ გეშინიათ? وَقَالَ ٱلْمَلَأُ مِن قَوْمِهِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِلِقَآءِ ٱلْـَٔاخِرَةِ وَأَتْرَفْنَـٰهُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا مَا هَـٰذَآ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ يَأْكُلُ مِمَّا تَأْكُلُونَ مِنْهُ وَيَشْرَبُ مِمَّا تَشْرَبُونَ 33. და თქვეს წარჩინებულებმა მათი ხალხისა, რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ რაცხავდნენ საიქიოს შეხვედრას და რომელთაც ვუბოძეთ კეთილდღეობა ამ ქვეყნად; - ეს სხვა არავინაა, თუ არა კაცი - თქვენი მსგავსი, რომელიც ჭამს იმას, რასაც თქვენ ჭამთ. وَلَئِنْ أَطَعْتُم بَشَرًۭا مِّثْلَكُمْ إِنَّكُمْ إِذًۭا لَّخَـٰسِرُونَ 34. ხოლო თუ დაემორჩილებით კაცს, თქვენს მსგავსს, წაგებულნი იქნებით. أَيَعِدُكُمْ أَنَّكُمْ إِذَا مِتُّمْ وَكُنتُمْ تُرَابًۭا وَعِظَـٰمًا أَنَّكُم مُّخْرَجُونَ 35. განა გპირდებათ იგი, რომ როცა მოკვდებით და მტვრად და ძვლებად იქცევით, რომ აღდგენილ იქნებით? هَيْهَاتَ هَيْهَاتَ لِمَا تُوعَدُونَ 36. შორს, შორს იმისაგან, რაც აღგეთქვათ. إِنْ هِىَ إِلَّا حَيَاتُنَا ٱلدُّنْيَا نَمُوتُ وَنَحْيَا وَمَا نَحْنُ بِمَبْعُوثِينَ 37. სიცოცხლე არაფერია გარდა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ვკვდებით და ვცოცხლობთ და არ ვიქნებით აღდგენილნიო. إِنْ هُوَ إِلَّا رَجُلٌ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًۭا وَمَا نَحْنُ لَهُۥ بِمُؤْمِنِينَ 38. რადგან იგი მხოლოდ ადამიანია, რომელიც თხზავს ალლაჰზე სიცრუეებს და ჩვენ მისი არა გვწამს. قَالَ رَبِّ ٱنصُرْنِى بِمَا كَذَّبُونِ 39. თქვა: ღმერთო ჩემო! შემეწიე იმის გამო, რომ ცრუდ მრაცხავენო. قَالَ عَمَّا قَلِيلٍۢ لَّيُصْبِحُنَّ نَـٰدِمِينَ 40. მიუგო: ცოტა მოიცადე, უსათუოდ გახდებიან მონანულნი. فَأَخَذَتْهُمُ ٱلصَّيْحَةُ بِٱلْحَقِّ فَجَعَلْنَـٰهُمْ غُثَآءًۭ ۚ فَبُعْدًۭا لِّلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 41. და შეიპყრო ისინი საშინელმა ხმამ და ვაქციეთ ისინი ნიაღვრით მიმოფანტულ ნამსხვერევებად. დაე მოიშთონ უსამართლონი. ثُمَّ أَنشَأْنَا مِنۢ بَعْدِهِمْ قُرُونًا ءَاخَرِينَ 42. მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობები. مَا تَسْبِقُ مِنْ أُمَّةٍ أَجَلَهَا وَمَا يَسْتَـْٔخِرُونَ 43. ვერცერთი ერი ვერ დააჩქარებს საკუთარ დროს და ვერც გადაავადებს. ثُمَّ أَرْسَلْنَا رُسُلَنَا تَتْرَا ۖ كُلَّ مَا جَآءَ أُمَّةًۭ رَّسُولُهَا كَذَّبُوهُ ۚ فَأَتْبَعْنَا بَعْضَهُم بَعْضًۭا وَجَعَلْنَـٰهُمْ أَحَادِيثَ ۚ فَبُعْدًۭا لِّقَوْمٍۢ لَّا يُؤْمِنُونَ 44. მერე წარვაგზავნეთ შუამავლები ერთმანეთის კვალდაკვალ. ხოლო როცა კი რომელიმე თემთან მიდიოდა შუამავალი, ცრუდ რაცხავდნენ მას. და მივაყოლეთ ისინი ერთმანეთს და ვაქციეთ იგავებად. დაე მოიშთოს ურწმუნო ხალხი. مَّ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ وَأَخَاهُ هَـٰرُونَ بِـَٔايَـٰتِنَا وَسُلْطَـٰنٍۢ مُّبِينٍ 45. შემდგომ წარმოვგზავნეთ მუსა და მისი ძმა ჰარუნი ჩვენი სასწაულებითა და ცხადი მეუფებით. إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦ فَٱسْتَكْبَرُوا۟ وَكَانُوا۟ قَوْمًا عَالِينَ 46. ფარაონთან და მის წარჩინებულებთან. მათ კი თავი განიდიდეს, რამეთუ იყვნენ ამპარტავანი ხალხი. فَقَالُوٓا۟ أَنُؤْمِنُ لِبَشَرَيْنِ مِثْلِنَا وَقَوْمُهُمَا لَنَا عَـٰبِدُونَ 47. და თქვეს: როგორ ვერწმუნოთ ორ ადამიანს, ჩვენს მსგავსს მაშინ, როცა მათი ხალხი ჩვენი გვემონებაო?! فَكَذَّبُوهُمَا فَكَانُوا۟ مِنَ ٱلْمُهْلَكِينَ 48. ცრუდ შერაცხეს ორივე და თავი დაიღუპეს. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ لَعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ 49. და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი, რათა ეგების ჭეშმარიტ გზაზე დამდგარიყვნენ. وَجَعَلْنَا ٱبْنَ مَرْيَمَ وَأُمَّهُۥٓ ءَايَةًۭ وَءَاوَيْنَـٰهُمَآ إِلَىٰ رَبْوَةٍۢ ذَاتِ قَرَارٍۢ وَمَعِينٍۢ 50. და დავადგინეთ მარიამის ძე და დედამისი სასწაულებად და დავასახლეთ დაფარულ მაღლობზე, სადაც წყარო მოედინებოდა. يَـٰٓأَيُّهَا ٱلرُّسُلُ كُلُوا۟ مِنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ وَٱعْمَلُوا۟ صَـٰلِحًا ۖ إِنِّى بِمَا تَعْمَلُونَ عَلِيمٌۭ 51. ჰეი შუამავლებო! იგემეთ სუფთანი და სიკეთე აკეთეთ. მე ვიცი, რასაც აკეთებთ. وَإِنَّ هَـٰذِهِۦٓ أُمَّتُكُمْ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ وَأَنَا۠ رَبُّكُمْ فَٱتَّقُونِ 52. ჭეშმარიტად, თქვენი ეს რელიგია, ერთი და იგივე რელიგიაა(ისლამი) და მე თქვენი ღმერთი ვარ, ჩემი გეშინოდეთ. فَتَقَطَّعُوٓا۟ أَمْرَهُم بَيْنَهُمْ زُبُرًۭا ۖ كُلُّ حِزْبٍۭ بِمَا لَدَيْهِمْ فَرِحُونَ 53. და დაიყვნენ თავიანთ საქმეში ერთმანეთის მოწინააღმდეგებად და ყოველი ჯგუფი ხარობს იმით, რაც მათთანაა. فَذَرْهُمْ فِى غَمْرَتِهِمْ حَتَّىٰ حِينٍ 54. და დატოვე ისინი თავიანთ სიბეცეში, განსაზღვრულ ვადამდე. أَيَحْسَبُونَ أَنَّمَا نُمِدُّهُم بِهِۦ مِن مَّالٍۢ وَبَنِينَ 55. განა ფიქრობენ, რომ იმ ქონებითა და ძეებით, რითაც ჩვენ ვეხმარებით, نُسَارِعُ لَهُمْ فِى ٱلْخَيْرَ‌ٰتِ ۚ بَل لَّا يَشْعُرُونَ 56. რომ ამით მათ სიკეთეს ვესწრაფით?! - ისინი ვერ გრძნობენ. إِنَّ ٱلَّذِينَ هُم مِّنْ خَشْيَةِ رَبِّهِم مُّشْفِقُونَ 57. ხოლო ისინი, ვინც თავიანთი ღმერთის შიშით არიან შემკრთალნი. وَٱلَّذِينَ هُم بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ 58. და ისინი, რომელთაც სწამთ მათი ღმერთის აიათების. وَٱلَّذِينَ هُم بِرَبِّهِمْ لَا يُشْرِكُونَ 59. რომელნიც თავიანთ ღმერთს თანაზიარს არ უდგენენ. وَٱلَّذِينَ يُؤْتُونَ مَآ ءَاتَوا۟ وَّقُلُوبُهُمْ وَجِلَةٌ أَنَّهُمْ إِلَىٰ رَبِّهِمْ رَ‌ٰجِعُونَ 60. და რომლებიც გასცემენ გასაცემს და მათ გულები უცახცახებთ იმით, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი. أُو۟لَـٰٓئِكَ يُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْخَيْرَ‌ٰتِ وَهُمْ لَهَا سَـٰبِقُونَ 61. სწორედ ისინი ასწრებენ ერთმანეთს სიკეთისაკენ და ამაში მოწინავენი არიან. وَلَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۖ وَلَدَيْنَا كِتَـٰبٌۭ يَنطِقُ بِٱلْحَقِّ ۚ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 62. და ჩვენ არ ვაკისრებთ არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც შეუძლია. ჩვენთანაა წიგნი, რომელიც მეტყველებს ჭეშმარიტებას და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. بَلْ قُلُوبُهُمْ فِى غَمْرَةٍۢ مِّنْ هَـٰذَا وَلَهُمْ أَعْمَـٰلٌۭ مِّن دُونِ ذَ‌ٰلِكَ هُمْ لَهَا عَـٰمِلُونَ 63. დიახ, მათი გულები ცდომილებაშია ამის თაობაზე და მათ ამის გარდა სხვა საქმეებიც აქვთ, რომელთაც აკეთებენ. حَتَّىٰٓ إِذَآ أَخَذْنَا مُتْرَفِيهِم بِٱلْعَذَابِ إِذَا هُمْ يَجْـَٔرُونَ 64. ვიდრე დავსჯით ფუფუნებით განებივრებულთ, და ისინი გოდებას დაიწყებენ. لَا تَجْـَٔرُوا۟ ٱلْيَوْمَ ۖ إِنَّكُم مِّنَّا لَا تُنصَرُونَ 65. ნუ მოთქვამთ! დღეს თქვენ არ იქნებით ჩვენგან შეწევნულნი. قَدْ كَانَتْ ءَايَـٰتِى تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَكُنتُمْ عَلَىٰٓ أَعْقَـٰبِكُمْ تَنكِصُونَ 66. თქვენ გეკითხებოდათ ჩვენი აიათები, მაშინ უკუიქეცით ქუსლებზე შემდგარი. مُسْتَكْبِرِينَ بِهِۦ سَـٰمِرًۭا تَهْجُرُونَ 67. ქედმაღლობდით მათზე მოლაყბენი ღამეული საუბრებისას. أَفَلَمْ يَدَّبَّرُوا۟ ٱلْقَوْلَ أَمْ جَآءَهُم مَّا لَمْ يَأْتِ ءَابَآءَهُمُ ٱلْأَوَّلِينَ 68. განა არ უფიქრდებიან ამ სიტყვას? ან ებოძათ ის, რაც არ ჰბოძებია მათ წინაპრებს?! أَمْ لَمْ يَعْرِفُوا۟ رَسُولَهُمْ فَهُمْ لَهُۥ مُنكِرُونَ 69. ან ვერ იცნეს თავიანთი შუამავალი, რომ უარყვეს იგი? أَمْ يَقُولُونَ بِهِۦ جِنَّةٌۢ ۚ بَلْ جَآءَهُم بِٱلْحَقِّ وَأَكْثَرُهُمْ لِلْحَقِّ كَـٰرِهُونَ 70. ანდა ამბობენ, რომ ის გიჟია? არადა მან მიუტანა მათ ჭეშმარიტება, თუმცა უმეტეს მათგანს ჭეშმარიტება სძულს. وَلَوِ ٱتَّبَعَ ٱلْحَقُّ أَهْوَآءَهُمْ لَفَسَدَتِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ وَٱلْأَرْضُ وَمَن فِيهِنَّ ۚ بَلْ أَتَيْنَـٰهُم بِذِكْرِهِمْ فَهُمْ عَن ذِكْرِهِم مُّعْرِضُونَ 71. ჭეშმარიტება მათ სურვილებს რომ აჰყოლოდა, წახდებოდა ცანი, დედამიწა და ის, ვინც მათშია. ჩვენ კი ვუბოძეთ მათ შეხსენება, თუმცა ისინი ამ შეხსენებას ზურგს აქცევენ. أَمْ تَسْـَٔلُهُمْ خَرْجًۭا فَخَرَاجُ رَبِّكَ خَيْرٌۭ ۖ وَهُوَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰزِقِينَ 72. ანდა განა სთხოვ მათ საფასურს, როცა შენი ღმერთის ჯილდო უკეთესია და სწორედ იგია საუკეთესო დამპურებელი. وَإِنَّكَ لَتَدْعُوهُمْ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 73. და ჭეშმარიტად, შენ მოუწოდებ მათ სწორი გზისკენ. وَإِنَّ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ عَنِ ٱلصِّرَ‌ٰطِ لَنَـٰكِبُونَ 74. ხოლო ისინი, ვისაც არ სწამს საიქიო, ამ გზისგან განდგომილნი არიან. وَلَوْ رَحِمْنَـٰهُمْ وَكَشَفْنَا مَا بِهِم مِّن ضُرٍّۢ لَّلَجُّوا۟ فِى طُغْيَـٰنِهِمْ يَعْمَهُونَ 75. და რომც წყალობა მოგვეღო მათზე და აგვეშორებინა მათთვის ის ზარალი, რაც დამართნიათ, მაინც ჯიუტად ჩარჩებოდნენ თავიანთ ურჩობაში, ბრმად მოხეტიალენი. وَلَقَدْ أَخَذْنَـٰهُم بِٱلْعَذَابِ فَمَا ٱسْتَكَانُوا۟ لِرَبِّهِمْ وَمَا يَتَضَرَّعُونَ 76. და ვფიცავ, ჩვენ შევიპყარით ისინი სასჯელით, მაგრამ ისინი არ დამორჩილდნენ თავიანთ ღმერთს და არც შეევედრეს. حَتَّىٰٓ إِذَا فَتَحْنَا عَلَيْهِم بَابًۭا ذَا عَذَابٍۢ شَدِيدٍ إِذَا هُمْ فِيهِ مُبْلِسُونَ 77. ვიდრე გავხსნიდით მათდამი მკაცრსასჯელიან კარიბჭეს. მაშინ ისინი სასოწარკვეთაში ჩავარდნენ. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَنشَأَ لَكُمُ ٱلسَّمْعَ وَٱلْأَبْصَـٰرَ وَٱلْأَفْـِٔدَةَ ۚ قَلِيلًۭا مَّا تَشْكُرُونَ 78. იგია, რომელმაც მოგცათ ყურთასმენა, მხედველობა და გული. და რა მცირეა თქვენი მადლიერება. وَهُوَ ٱلَّذِى ذَرَأَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ وَإِلَيْهِ تُحْشَرُونَ 79. იგია ის, ვინც მიმოგფანტათ დედამიწაზე და მის წინაშე შეიკრიბებით. وَهُوَ ٱلَّذِى يُحْىِۦ وَيُمِيتُ وَلَهُ ٱخْتِلَـٰفُ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 80. იგია, ვინც აცოცხლებს და აკვდინებს. მას ეკუთვნის მონაცვლეობა დღისა და ღამისა. განა გონს არ მოუხმობთ? بَلْ قَالُوا۟ مِثْلَ مَا قَالَ ٱلْأَوَّلُونَ 81. დიახ! მათ თქვეს მსგავსი, რაც უწინდელ თაობებმა. قَالُوٓا۟ أَءِذَا مِتْنَا وَكُنَّا تُرَابًۭا وَعِظَـٰمًا أَءِنَّا لَمَبْعُوثُونَ 82. თქვეს: როცა მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, განა ნამდვილად ავღსდგებით?! لَقَدْ وُعِدْنَا نَحْنُ وَءَابَآؤُنَا هَـٰذَا مِن قَبْلُ إِنْ هَـٰذَآ إِلَّآ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ 83. აღვგვეთქვა ჩვენ და ჩვენს წინარებსაც უწინ. ეს არაფერია, უწინდელთა ზღაპრების გარდაო. قُل لِّمَنِ ٱلْأَرْضُ وَمَن فِيهَآ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 84. უთხარი: ვისია ქვეყანა და ის, რაც მასზეა, თუ იცით?! سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 85. გეტყვიან: ალლაჰისაო! უთხარი: განა ვერ შეიგონებთ? قُلْ مَن رَّبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ ٱلسَّبْعِ وَرَبُّ ٱلْعَرْشِ ٱلْعَظِيمِ 86. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდი ზეცისა და დიდებული 'არშისა?“  سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ أَفَلَا تَتَّقُونَ 87. იტყვიან: „ალლაჰიო!“ უთხარი: „განა არ გეშინიათ? قُلْ مَنۢ بِيَدِهِۦ مَلَكُوتُ كُلِّ شَىْءٍۢ وَهُوَ يُجِيرُ وَلَا يُجَارُ عَلَيْهِ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 88. უთხარი: „ვინ არის ის, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას? سَيَقُولُونَ لِلَّهِ ۚ قُلْ فَأَنَّىٰ تُسْحَرُونَ 89. იტყვიან: „ალლაჰიო!“ უთხარი: „როგორ ტყუვდებით! بَلْ أَتَيْنَـٰهُم بِٱلْحَقِّ وَإِنَّهُمْ لَكَـٰذِبُونَ 90. დიახ, მივუტანეთ მათ ჭეშმარიტება, მაგრამ ისინი მატყუარები არიან. مَا ٱتَّخَذَ ٱللَّهُ مِن وَلَدٍۢ وَمَا كَانَ مَعَهُۥ مِنْ إِلَـٰهٍ ۚ إِذًۭا لَّذَهَبَ كُلُّ إِلَـٰهٍۭ بِمَا خَلَقَ وَلَعَلَا بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۚ سُبْحَـٰنَ ٱللَّهِ عَمَّا يَصِفُونَ 91. არ დაუდგენია ალლაჰს არავინ შვილად, და არავინაა ღვთაება მასთან ერთად. ასე რომ ყოფილიყო, ყოველი ღვთაება წაიღებდა იმას, რაც მან შექმნა და ამაღლდებოდნენ ერთიმეორეზე. დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ! عَـٰلِمِ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ فَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 92. მცოდნეა დაფარულისა და ცხადისა. დიდებულია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ. قُل رَّبِّ إِمَّا تُرِيَنِّى مَا يُوعَدُونَ 93. თქვი: ღმერთო ჩემო, თუ მიჩვენებ იმას, რაც მათ აღეთქვათ رَبِّ فَلَا تَجْعَلْنِى فِى ٱلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 94. ღმერთო ჩემო, ნუ დამადგენ მე უსამართლო ხალხთა შორის. وَإِنَّا عَلَىٰٓ أَن نُّرِيَكَ مَا نَعِدُهُمْ لَقَـٰدِرُونَ 95. და ჩვენ შეგვიძლია ის, რომ გიჩვენოთ, რაც მათ აღვუთქვით. ٱدْفَعْ بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ ٱلسَّيِّئَةَ ۚ نَحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَصِفُونَ 96. განაძევე სიავე იმით, რაც საუკეთესოა. ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც ისინი მოგვაწერენ. وَقُل رَّبِّ أَعُوذُ بِكَ مِنْ هَمَزَ‌ٰتِ ٱلشَّيَـٰطِينِ 97. და თქვი: ღმერთო ჩემო! შენ მოგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან. وَأَعُوذُ بِكَ رَبِّ أَن يَحْضُرُونِ 98. და შენ მოგეკედლები, ღმერთო ჩემო, იმისაგან, რომ არ მომეკარონ ისინი! حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَحَدَهُمُ ٱلْمَوْتُ قَالَ رَبِّ ٱرْجِعُونِ 99. და როცა სიკვდილი მიუახლოვდება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან, لَعَلِّىٓ أَعْمَلُ صَـٰلِحًۭا فِيمَا تَرَكْتُ ۚ كَلَّآ ۚ إِنَّهَا كَلِمَةٌ هُوَ قَآئِلُهَا ۖ وَمِن وَرَآئِهِم بَرْزَخٌ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ 100. რათა ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე !“ მაგრამ არა! ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ამბობს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე! فَإِذَا نُفِخَ فِى ٱلصُّورِ فَلَآ أَنسَابَ بَيْنَهُمْ يَوْمَئِذٍۢ وَلَا يَتَسَآءَلُونَ 101. და როცა ჩაიბერება საყვირში და აღარ იქნება ნათესაობა მათ შორის იმ დღეს და ერთმანეთს არ მოიკითხავენ. فَمَن ثَقُلَتْ مَوَ‌ٰزِينُهُۥ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 102. და ვისი სასწორის პინებიც გადაწონის, ისინი ნეტარ იქნებიან. وَمَنْ خَفَّتْ مَوَ‌ٰزِينُهُۥ فَأُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ فِى جَهَنَّمَ خَـٰلِدُونَ 103. ხოლო ვისი სასწორის პინებიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც წააგეს თავიანთი თავი; და ჯოჯოხეთში იქნებიან მარადიულად. تَلْفَحُ وُجُوهَهُمُ ٱلنَّارُ وَهُمْ فِيهَا كَـٰلِحُونَ 104. დაეხრუკებათ სახეები ცეცხლში; ხოლო თვითონ კი მოღუშულნი იქნებიან. أَلَمْ تَكُنْ ءَايَـٰتِى تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَكُنتُم بِهَا تُكَذِّبُونَ 105. განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები, თქვენ კი მათ ცრუდ რაცხავდით?! قَالُوا۟ رَبَّنَا غَلَبَتْ عَلَيْنَا شِقْوَتُنَا وَكُنَّا قَوْمًۭا ضَآلِّينَ 106. იტყვიან: ღმერთო ჩვენო, გვძლია ჩვენივე ავბედითობამ და ვიყავით გზააბნეული ხალხი. رَبَّنَآ أَخْرِجْنَا مِنْهَا فَإِنْ عُدْنَا فَإِنَّا ظَـٰلِمُونَ 107. ღმერთო ჩვენო, გაგვიყვანე აქედან და თუ კიდევ დავუბრუნდებით, მაშინ ვიქნებით უსამართლონიო. قَالَ ٱخْسَـُٔوا۟ فِيهَا وَلَا تُكَلِّمُونِ 108. მიუგებს: ეყარეთ მასში და ნუ დამელაპარაკებით! إِنَّهُۥ كَانَ فَرِيقٌۭ مِّنْ عِبَادِى يَقُولُونَ رَبَّنَآ ءَامَنَّا فَٱغْفِرْ لَنَا وَٱرْحَمْنَا وَأَنتَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 109. ჩემი მსახურების ერთი ნაწილი ამბობდა: ღმერთო ჩვენო ვირწმუნეთ! მოგვიტევე ჩვენ და შეგვიწყალე, რამეთუ შენა ხარ მოწყალეთაგან საუკეთესოო فَٱتَّخَذْتُمُوهُمْ سِخْرِيًّا حَتَّىٰٓ أَنسَوْكُمْ ذِكْرِى وَكُنتُم مِّنْهُمْ تَضْحَكُونَ 110. თქვენ კი მასხრად აიგდეთ ისინი ისე, რომ ამან ჩემი ხსოვნაც კი დაგავიწყათ მაშინ, როცა მათზე იცინოდით. إِنِّى جَزَيْتُهُمُ ٱلْيَوْمَ بِمَا صَبَرُوٓا۟ أَنَّهُمْ هُمُ ٱلْفَآئِزُونَ 111. მე დავაჯილდოვე ისინი დღეს იმისათვის, რომ მოითმინეს და ისინი ნეტარნი არიან. قَـٰلَ كَمْ لَبِثْتُمْ فِى ٱلْأَرْضِ عَدَدَ سِنِينَ 112. (ალლაჰი) ეტყვის: რამდენ ხანს დაჰყავით დედამიწაზე? قَالُوا۟ لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍۢ فَسْـَٔلِ ٱلْعَآدِّينَ 113. მიუგებენ: ერთი დღე, ან დღის მონაკვეთი. და ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა. قَـٰلَ إِن لَّبِثْتُمْ إِلَّا قَلِيلًۭا ۖ لَّوْ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَعْلَمُونَ 114. (ალლაჰი) ეტყვის: არ დარჩენილხართ, მცირე ხნის გარდა, რომ იცოდეთ. أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَـٰكُمْ عَبَثًۭا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لَا تُرْجَعُونَ 115. განა გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით? فَتَعَـٰلَى ٱللَّهُ ٱلْمَلِكُ ٱلْحَقُّ ۖ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ رَبُّ ٱلْعَرْشِ ٱلْكَرِيمِ 116. ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია, არ არსებობს ღვთაება მის გარდა, იგია ღმერთი კურთხეული 'არშისა. وَمَن يَدْعُ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ لَا بُرْهَـٰنَ لَهُۥ بِهِۦ فَإِنَّمَا حِسَابُهُۥ عِندَ رَبِّهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلْكَـٰفِرُونَ 117. და ის, ვინც უხმობს ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, და ამის მტკიცებულება არ გააჩნია... მისი ანგარიში მისი ღმერთის წინაშეა. უეჭველად, ნეტარ არ იქნებიან ურწმუნონი. وَقُل رَّبِّ ٱغْفِرْ وَٱرْحَمْ وَأَنتَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 118. და თქვი: ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე. ჭეშმარიტად, შენა ხარ მოწყალეთაგან საუკეთესო.