21. სურა ენბია
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱقْتَرَبَ لِلنَّاسِ حِسَابُهُمْ وَهُمْ فِى غَفْلَةٍۢ مُّعْرِضُونَ 1. მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორება, ისინი კი უგულისხმობაში არიან და ურჩობენ. مَا يَأْتِيهِم مِّن ذِكْرٍۢ مِّن رَّبِّهِم مُّحْدَثٍ إِلَّا ٱسْتَمَعُوهُ وَهُمْ يَلْعَبُونَ 2. თავიანთი ღმერთისგან მათთან მისულ ყველა ახალ შეხსენებას, ირონიით ისმენენ. لَاهِيَةًۭ قُلُوبُهُمْ ۗ وَأَسَرُّوا۟ ٱلنَّجْوَى ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ هَلْ هَـٰذَآ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ ۖ أَفَتَأْتُونَ ٱلسِّحْرَ وَأَنتُمْ تُبْصِرُونَ 3. მათი გულები უგრძნობია, საიდუმლოდ ჩურჩულებენ ისინი, ვინც არიან უსამართლონი: „განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის, როგორიც თქვენ? განა თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, მაშინ, როცა ხედავთ? قَالَ رَبِّى يَعْلَمُ ٱلْقَوْلَ فِى ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ ۖ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 4. უთხრა: ჩემმა ღმერთმა იცის სიტყვა ცაში და მიწაზე და იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. بَلْ قَالُوٓا۟ أَضْغَـٰثُ أَحْلَـٰمٍۭ بَلِ ٱفْتَرَىٰهُ بَلْ هُوَ شَاعِرٌۭ فَلْيَأْتِنَا بِـَٔايَةٍۢ كَمَآ أُرْسِلَ ٱلْأَوَّلُونَ 5. თქვეს: ეს აღრეული სიზმრებია. დიახ, მან შეთხზა, დიახ, იგი პოეტია. დაე მოგვიტანოს სასწაული, ისევე როგორც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენო. مَآ ءَامَنَتْ قَبْلَهُم مِّن قَرْيَةٍ أَهْلَكْنَـٰهَآ ۖ أَفَهُمْ يُؤْمِنُونَ 6. არ ირწმუნა მათზე უწინ ერთ დასახლებამაც კი, რომელიც დავღუპეთ, და განა ისინი ირწმუნებენ? وَمَآ أَرْسَلْنَا قَبْلَكَ إِلَّا رِجَالًۭا نُّوحِىٓ إِلَيْهِمْ ۖ فَسْـَٔلُوٓا۟ أَهْلَ ٱلذِّكْرِ إِن كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 7. და არავინ წარგვიგზავნია შენზე უწინ, გარდა ადამიანისა, რომელთაც ზეშთავაგონეთ. თუ თქვენ არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ. وَمَا جَعَلْنَـٰهُمْ جَسَدًۭا لَّا يَأْكُلُونَ ٱلطَّعَامَ وَمَا كَانُوا۟ خَـٰلِدِينَ 8. ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი სხეულად საჭმლის არმიმღებად და არ ყოფილან ისინი უკვდავნი. مَّ صَدَقْنَـٰهُمُ ٱلْوَعْدَ فَأَنجَيْنَـٰهُمْ وَمَن نَّشَآءُ وَأَهْلَكْنَا ٱلْمُسْرِفِينَ 9. მერე შევასრულეთ მათზე მიცემული აღთქმა, გადავარჩინეთ ისინი და ვინც ვინებეთ, თავგასულნი კი დავღუპეთ. لَقَدْ أَنزَلْنَآ إِلَيْكُمْ كِتَـٰبًۭا فِيهِ ذِكْرُكُمْ ۖ أَفَلَا تَعْقِلُونَ 10. ვფიცავ, გარდმოგივლინეთ თქვენ წიგნი, მასშია თქვენი დიდება. განა ვერ კეთილგასნჯით? وَكَمْ قَصَمْنَا مِن قَرْيَةٍۢ كَانَتْ ظَالِمَةًۭ وَأَنشَأْنَا بَعْدَهَا قَوْمًا ءَاخَرِينَ 11. და რამდენი თაობა დავანგრიეთ, რომელიც უსამართლო იყო, და აღმოვაცენეთ მათ შემდეგ სხვა თაობა. فَلَمَّآ أَحَسُّوا۟ بَأْسَنَآ إِذَا هُم مِّنْهَا يَرْكُضُونَ 12. და როცა იგრძნეს ჩვენი სასჯელი, მაშინ ისინი გარბოდნენ მისგან. لَا تَرْكُضُوا۟ وَٱرْجِعُوٓا۟ إِلَىٰ مَآ أُتْرِفْتُمْ فِيهِ وَمَسَـٰكِنِكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْـَٔلُونَ 13. ნუ გაიქცევით, დაუბრუნდით მას, სადაც უხვად გქონდათ ნაბოძები, და თქვენს სახლებს, რამეთუ თქვენ განიკითხებით. قَالُوا۟ يَـٰوَيْلَنَآ إِنَّا كُنَّا ظَـٰلِمِينَ 14. თქვეს: ვაი ჩვენ! ჩვენ უსამართლონი ვიყავითო. فَمَا زَالَت تِّلْكَ دَعْوَىٰهُمْ حَتَّىٰ جَعَلْنَـٰهُمْ حَصِيدًا خَـٰمِدِينَ 15. და არ შეწყვეტილა მათი ეს გოდება, ვიდრე ვაქცევდით მათ უძრავ თივად. وَمَا خَلَقْنَا ٱلسَّمَآءَ وَٱلْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا لَـٰعِبِينَ 16. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა გართობისთვის. لَوْ أَرَدْنَآ أَن نَّتَّخِذَ لَهْوًۭا لَّٱتَّخَذْنَـٰهُ مِن لَّدُنَّآ إِن كُنَّا فَـٰعِلِينَ 17. ჩვენ რომ გართობა გვდომოდა, მას დავიდგენდით იმისაგან, რაც ჩვენს წიაღშია. რომ გვდომოდა ეს, ასე მოვიქცეოდით. بَلْ نَقْذِفُ بِٱلْحَقِّ عَلَى ٱلْبَـٰطِلِ فَيَدْمَغُهُۥ فَإِذَا هُوَ زَاهِقٌۭ ۚ وَلَكُمُ ٱلْوَيْلُ مِمَّا تَصِفُونَ 18. დიახ! ჩვენ ვძლევთ სიცრუეს ჭეშმარიტებით; იგი მას ანადგურებს და ქრება. და თქვენ კი სასჯელი იმისათვის, რასაც თხზავთ. وَلَهُۥ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَمَنْ عِندَهُۥ لَا يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِهِۦ وَلَا يَسْتَحْسِرُونَ 19. მას ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან, არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც ამით იღლებიან. يُسَبِّحُونَ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ لَا يَفْتُرُونَ 20. ადიდებენ მას ღამით და დღისით, დაუღლელად. أَمِ ٱتَّخَذُوٓا۟ ءَالِهَةًۭ مِّنَ ٱلْأَرْضِ هُمْ يُنشِرُونَ 21. განა მათ დაიდგინეს ღვთაებები დედამიწიდან? ისინი აღადგენენ? لَوْ كَانَ فِيهِمَآ ءَالِهَةٌ إِلَّا ٱللَّهُ لَفَسَدَتَا ۚ فَسُبْحَـٰنَ ٱللَّهِ رَبِّ ٱلْعَرْشِ عَمَّا يَصِفُونَ 22. მათში რომ ღვთაებები ყოფილიყვნენ ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი, დიადია იმაზე, რასაც მიაწერენ. لَا يُسْـَٔلُ عَمَّا يَفْعَلُ وَهُمْ يُسْـَٔلُونَ 23. იგი არ არის პასუხისმგებელი იმის გამო, რასაც იქმს. მათ კი მოჰკითხავენ იმას, რასაც აკეთებდნენ. أَمِ ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ ءَالِهَةًۭ ۖ قُلْ هَاتُوا۟ بُرْهَـٰنَكُمْ ۖ هَـٰذَا ذِكْرُ مَن مَّعِىَ وَذِكْرُ مَن قَبْلِى ۗ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ ٱلْحَقَّ ۖ فَهُم مُّعْرِضُونَ 24. განა მათ დაიდგინეს ღვთაებები მის გარდა? - უთხარი: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება! ეს არის შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთან არის და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემზე უწინ იყო. თუმცა მათ უმრავლესობამ არ იცის ჭეშმარიტება და პირს იბრუნებენ. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رَّسُولٍ إِلَّا نُوحِىٓ إِلَيْهِ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنَا۠ فَٱعْبُدُونِ 25. და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა, და მე მეთაყვანეთ. وَقَالُوا۟ ٱتَّخَذَ ٱلرَّحْمَـٰنُ وَلَدًۭا ۗ سُبْحَـٰنَهُۥ ۚ بَلْ عِبَادٌۭ مُّكْرَمُونَ 26. და თქვეს: მოწყალემ ძე დაიდგინაო! - დიდება მას! არა, ისინი პატივდებულნი მსახურნი არიან! لَا يَسْبِقُونَهُۥ بِٱلْقَوْلِ وَهُم بِأَمْرِهِۦ يَعْمَلُونَ 27. არ დაასწრებენ მას სიტყვას და მოქმედებენ მისი ბრძანების შესაფერისად. يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلَا يَشْفَعُونَ إِلَّا لِمَنِ ٱرْتَضَىٰ وَهُم مِّنْ خَشْيَتِهِۦ مُشْفِقُونَ 28. იცის მან, რაც მათ წინაშეა და რაც მათ შემდგომაა, ისინი კი არ შუამდგომლობენ, თუ არა მხოლოდ იმისათვის, ვისითაც იგი(ალლაჰი) კმაყოფილია. და ისინი ცაცხახებენ მისი შიშით. وَمَن يَقُلْ مِنْهُمْ إِنِّىٓ إِلَـٰهٌۭ مِّن دُونِهِۦ فَذَ‌ٰلِكَ نَجْزِيهِ جَهَنَّمَ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلظَّـٰلِمِينَ 29. და ვინც მათგან იტყვის: ჭეშმარიტად, მეც ღმერთი ვარ მის გარდა! დავსჯით მას ჯოჯოხეთით. ამგვარად ვუზღავთ უსამართლოებს! أَوَلَمْ يَرَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَنَّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ كَانَتَا رَتْقًۭا فَفَتَقْنَـٰهُمَا ۖ وَجَعَلْنَا مِنَ ٱلْمَآءِ كُلَّ شَىْءٍ حَىٍّ ۖ أَفَلَا يُؤْمِنُونَ 30. განა ვერ დაინახეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ ცანი და დედამიწა იყვნენ შეერთებულნი. ჩვენ კი გავყავით ისინი და შევქმენით წლისაგან ყოველი სულიერი. განა მაინც არ სწამთ?! وَجَعَلْنَا فِى ٱلْأَرْضِ رَوَ‌ٰسِىَ أَن تَمِيدَ بِهِمْ وَجَعَلْنَا فِيهَا فِجَاجًۭا سُبُلًۭا لَّعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ 31. და დავადგინეთ ქვეყანაზე მყარად მდგომნი(მთები), რათა არ შეარყიოს ისინი, და დავადგინეთ მასზე გასასვლელი გზები. რათა ეგებ სწორ გზაზე დამდგარიყვნენ. وَجَعَلْنَا ٱلسَّمَآءَ سَقْفًۭا مَّحْفُوظًۭا ۖ وَهُمْ عَنْ ءَايَـٰتِهَا مُعْرِضُونَ 32. და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად, მაგრამ მათ, მასში არსებულ სასწაულებს პირი აქციეს! وَهُوَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ وَٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ ۖ كُلٌّۭ فِى فَلَكٍۢ يَسْبَحُونَ 33. იგია ის, ვინც შექმნა ღამე და დღე, მზე და მთვარე; და ყველა პლანეტა დაცურავს თავის ორბიტაზე. وَمَا جَعَلْنَا لِبَشَرٍۢ مِّن قَبْلِكَ ٱلْخُلْدَ ۖ أَفَإِي۟ن مِّتَّ فَهُمُ ٱلْخَـٰلِدُونَ 34. და უწინ, არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია. და განა შენ თუ მოკვდები, ისინი მარადიულნი გახდებიან?! كُلُّ نَفْسٍۢ ذَآئِقَةُ ٱلْمَوْتِ ۗ وَنَبْلُوكُم بِٱلشَّرِّ وَٱلْخَيْرِ فِتْنَةًۭ ۖ وَإِلَيْنَا تُرْجَعُونَ 35. ყოველი სული იგემებს სიკვდილს; და ჩვენ გცდით სიავითა და სიკეთით. და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი. وَإِذَا رَءَاكَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِن يَتَّخِذُونَكَ إِلَّا هُزُوًا أَهَـٰذَا ٱلَّذِى يَذْكُرُ ءَالِهَتَكُمْ وَهُم بِذِكْرِ ٱلرَّحْمَـٰنِ هُمْ كَـٰفِرُونَ 36. და როცა გხედავენ შენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, მასხრად გიგდებენ: განა ეს არის ის, ვინც თქვენს ღვთაებებს ახსენებსო? სწორედ ისინი არიან მოწყალის ხსენების უარმყოფელნი. خُلِقَ ٱلْإِنسَـٰنُ مِنْ عَجَلٍۢ ۚ سَأُو۟رِيكُمْ ءَايَـٰتِى فَلَا تَسْتَعْجِلُونِ 37. გაჩენილია ადამიანი სულსწრაფი. მე გაჩვენებთ თქვენ ჩემს აიათებს. ასე რომ ნუ დააჩქარებთ! وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَـٰذَا ٱلْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 38. და ამბობენ: „როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი მართალს ამბობთო?“ لَوْ يَعْلَمُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ حِينَ لَا يَكُفُّونَ عَن وُجُوهِهِمُ ٱلنَّارَ وَلَا عَن ظُهُورِهِمْ وَلَا هُمْ يُنصَرُونَ  39. რომ იცოდნენ იმათმა ის ჟამი, რომელთაც არ ირწმუნეს, როცა ვერ მოაცილებენ სახეებს ცეცხლს, ვერც ზურგებს და არ იქნებიან ისინი შეწევნულნი. بَلْ تَأْتِيهِم بَغْتَةًۭ فَتَبْهَتُهُمْ فَلَا يَسْتَطِيعُونَ رَدَّهَا وَلَا هُمْ يُنظَرُونَ 40. დიახ, დაუდგებათ მათ ის ჟამი მოულოდნელად, ააფორიაქებთ, თუმცა ვერ შეძლებენ გაბრუნებას და არც გადაუვადდებათ. وَلَقَدِ ٱسْتُهْزِئَ بِرُسُلٍۢ مِّن قَبْلِكَ فَحَاقَ بِٱلَّذِينَ سَخِرُوا۟ مِنْهُم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 41. და ვფიცავ, შენამდეც დაუცინიათ შუამავლებზე და დაემართათ მათ ის, რაზეც დასცონიდნენ. قُلْ مَن يَكْلَؤُكُم بِٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ مِنَ ٱلرَّحْمَـٰنِ ۗ بَلْ هُمْ عَن ذِكْرِ رَبِّهِم مُّعْرِضُونَ 42. უთხარი: ვინ გიცავთ თქვენ ღამითა თუ დღისით მოწყალისაგან? - მათ თავისი ღმერთის ხსენებას ზურგი აქციეს. أَمْ لَهُمْ ءَالِهَةٌۭ تَمْنَعُهُم مِّن دُونِنَا ۚ لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَ أَنفُسِهِمْ وَلَا هُم مِّنَّا يُصْحَبُونَ 43. განა მათ ჰყავთ ღვთაებები ჩემს გარდა? არ შეუძლიათ თავიანთი თავის შველაც და ვერ იქნებიან ისინი ჩვენგან თავდახსნილნი. بَلْ مَتَّعْنَا هَـٰٓؤُلَآءِ وَءَابَآءَهُمْ حَتَّىٰ طَالَ عَلَيْهِمُ ٱلْعُمُرُ ۗ أَفَلَا يَرَوْنَ أَنَّا نَأْتِى ٱلْأَرْضَ نَنقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَآ ۚ أَفَهُمُ ٱلْغَـٰلِبُونَ 44. დიახ, ჩვენ ვასარგებლეთ ისინიც და მათი მამებიც, ვიდრე მათი სიცოცხლე გრძელდებოდა. და განა ვერ ხედავენ, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე და როგორ ვკვეცთ მის კიდეებს? და განა ისინი არიან გამარჯვებულნი? قُلْ إِنَّمَآ أُنذِرُكُم بِٱلْوَحْىِ ۚ وَلَا يَسْمَعُ ٱلصُّمُّ ٱلدُّعَآءَ إِذَا مَا يُنذَرُونَ 45. უთხარი: მე მხოლოდ შეგაგონებთ ზეშთაგონების მეშვეობით და ვერ ისმენენ ყრუნი ძახილს, როცა მათ შეაგონებენ. وَلَئِن مَّسَّتْهُمْ نَفْحَةٌۭ مِّنْ عَذَابِ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ يَـٰوَيْلَنَآ إِنَّا كُنَّا ظَـٰلِمِينَ 46. და თუკი შეეხებათ სუნთქვა შენი ღმერთის სასჯელისა, იტყვიან: ვაი ჩვენ! უსამართლონი ვიყავითო. وَنَضَعُ ٱلْمَوَ‌ٰزِينَ ٱلْقِسْطَ لِيَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ فَلَا تُظْلَمُ نَفْسٌۭ شَيْـًۭٔا ۖ وَإِن كَانَ مِثْقَالَ حَبَّةٍۢ مِّنْ خَرْدَلٍ أَتَيْنَا بِهَا ۗ وَكَفَىٰ بِنَا حَـٰسِبِينَ 47. და განვაწესებთ ჩვენ სიმართლის სასწორებს აღდგომის დღეს; და არცერთი სული არაფრით არ დაიჩაგრება. ერთი მისხალიც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისნი ვართ ჩვენ აღმნუსხველად. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَىٰ وَهَـٰرُونَ ٱلْفُرْقَانَ وَضِيَآءًۭ وَذِكْرًۭا لِّلْمُتَّقِينَ 48. და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას და ჰარუნს ფურყანი, სინათლე და შეხსენება ღვთისმოშიშთათვის. ٱلَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُم بِٱلْغَيْبِ وَهُم مِّنَ ٱلسَّاعَةِ مُشْفِقُونَ 49. რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთის ფარულად და სწორედ ისინი არიან მოშიშნი იმ საათისგან! وَهَـٰذَا ذِكْرٌۭ مُّبَارَكٌ أَنزَلْنَـٰهُ ۚ أَفَأَنتُمْ لَهُۥ مُنكِرُونَ 50. ეს არის დალოცვილი შეხსენება, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ და განა თქვენა ხართ მისი უარმყოფელნი?! وَلَقَدْ ءَاتَيْنَآ إِبْرَ‌ٰهِيمَ رُشْدَهُۥ مِن قَبْلُ وَكُنَّا بِهِۦ عَـٰلِمِينَ 51. და ვუბოძეთ იბრაჰიმს უწინ ჭეშმარიტი გზა და ვიყავით მისი მცოდნენი. إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِۦ مَا هَـٰذِهِ ٱلتَّمَاثِيلُ ٱلَّتِىٓ أَنتُمْ لَهَا عَـٰكِفُونَ 52. და უთხრა მან მამამისს და თავის ხალხს: ეს რა ქანდაკებებია რომელთაც თაყვანს სცემთო?! قَالُوا۟ وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا لَهَا عَـٰبِدِينَ 53. უთხრეს: ჩვენი მამები ვნახეთ, უწინ მას ეთაყვანებოდნენ. قَالَ لَقَدْ كُنتُمْ أَنتُمْ وَءَابَآؤُكُمْ فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 54. უთხრა: ჭეშმარიტად, თქვენც და თქვენი წინაპრებიც ცხად გზააბნევაში ხართ. قَالُوٓا۟ أَجِئْتَنَا بِٱلْحَقِّ أَمْ أَنتَ مِنَ ٱللَّـٰعِبِينَ 55. უთხრეს: შენ ჭეშმარიტება მოგვიტანე თუ ერთ-ერთი მოლაყბე ხარ? قَالَ بَل رَّبُّكُمْ رَبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ٱلَّذِى فَطَرَهُنَّ وَأَنَا۠ عَلَىٰ ذَ‌ٰلِكُم مِّنَ ٱلشَّـٰهِدِينَ 56. მიუგო: არა! თქვენი ღმერთი არის ცათა და ქვეყნის ღმერთი, რომელმაც შექმნა ისინი და მე ვარ ამის მოწმეთაგანი. وَتَٱللَّهِ لَأَكِيدَنَّ أَصْنَـٰمَكُم بَعْدَ أَن تُوَلُّوا۟ مُدْبِرِينَ 57. და ვფიცავ ალლაჰს! მე ვუმზაკვებ თქვენს კერპებს იმის შემდგომ, როცა მათ ზურგს შეაქცევთო. فَجَعَلَهُمْ جُذَ‌ٰذًا إِلَّا كَبِيرًۭا لَّهُمْ لَعَلَّهُمْ إِلَيْهِ يَرْجِعُونَ 58. და აქცია ისინი ნამსხვრევებად, გარდა მათგან უდიდესისა, რათა ეგების ისინი მასთან კვლავაც მიბრუნებულიყვნენ. قَالُوا۟ مَن فَعَلَ هَـٰذَا بِـَٔالِهَتِنَآ إِنَّهُۥ لَمِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 59. თქვეს: ვინ უქნა ეს ჩვენს ღვთაებებს? ჭეშმარიტად, იგი უსამართლოაო. قَالُوا۟ سَمِعْنَا فَتًۭى يَذْكُرُهُمْ يُقَالُ لَهُۥٓ إِبْرَ‌ٰهِيمُ 60. თქვეს: გავიგონეთ ჭაბუკისა, მათ რომ ახსენებდა, რომელსაც ქვია იბრაჰიმი. قَالُوا۟ فَأْتُوا۟ بِهِۦ عَلَىٰٓ أَعْيُنِ ٱلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَشْهَدُونَ 61. თქვეს: მოიყვანეთ იგი ხალხის თვალწინ, რათა ეგების, მათ დაამოწმონ. قَالُوٓا۟ ءَأَنتَ فَعَلْتَ هَـٰذَا بِـَٔالِهَتِنَا يَـٰٓإِبْرَ‌ٰهِيمُ 62. უთხრეს: ჰეი იბრაჰიმ! შენ მოექეცი ასე ჩვენს ღვთაებებს? قَالَ بَلْ فَعَلَهُۥ كَبِيرُهُمْ هَـٰذَا فَسْـَٔلُوهُمْ إِن كَانُوا۟ يَنطِقُونَ 63. მიუგო: არა! ეს გააკეთა მათგან უდიდესმა და ჰკითხეთ მათ, თუ ისინი მეტყველებენო. فَرَجَعُوٓا۟ إِلَىٰٓ أَنفُسِهِمْ فَقَالُوٓا۟ إِنَّكُمْ أَنتُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 64. და მიუბრუნდნენ თავისიანებს და უთხრეს: თქვენ უსამართლონი ხართ. ثُمَّ نُكِسُوا۟ عَلَىٰ رُءُوسِهِمْ لَقَدْ عَلِمْتَ مَا هَـٰٓؤُلَآءِ يَنطِقُونَ 65. მერე ისევ თავისი დაიჟინეს და (იბრაჰიმს) უთხრეს: შენც ხომ იცი, რომ ისინი არ მეტყველებენ?! قَالَ أَفَتَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُكُمْ شَيْـًۭٔا وَلَا يَضُرُّكُمْ 66. მიუგო: განა ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად იმას, რაც ვერაფრით გასარგებლებთ და ვერც გაზარალებთ? أُفٍّۢ لَّكُمْ وَلِمَا تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ ۖ أَفَلَا تَعْقِلُونَ 67. ფუი თქვენ და იმასაც, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებით. განა ვერ აზროვნებთ? قَالُوا۟ حَرِّقُوهُ وَٱنصُرُوٓا۟ ءَالِهَتَكُمْ إِن كُنتُمْ فَـٰعِلِينَ 68. თქვეს: დაწვით იგი და შეეწიეთ თქვენს ღვთაებებს, თუკი ამას იქმთ. قُلْنَا يَـٰنَارُ كُونِى بَرْدًۭا وَسَلَـٰمًا عَلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ 69.(ალლაჰმა თქვა)ვთქვით: „ჰეი, ცეცხლო! იქეც სიგრილედ და შვებად იბრაჰიმისათვის! وَأَرَادُوا۟ بِهِۦ كَيْدًۭا فَجَعَلْنَـٰهُمُ ٱلْأَخْسَرِينَ 70. და ისურვეს მისი ვნება, ხოლო ჩვენ ვაქციეთ ისინი ყველაზე უფრო ხელმოცარულად. وَنَجَّيْنَـٰهُ وَلُوطًا إِلَى ٱلْأَرْضِ ٱلَّتِى بَـٰرَكْنَا فِيهَا لِلْعَـٰلَمِينَ 71. და გადავარჩინეთ იგი და ლუტი და მივიყვანეთ მიწაზე, რომელიც დავლოცეთ სამყაროთათვის. وَوَهَبْنَا لَهُۥٓ إِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ نَافِلَةًۭ ۖ وَكُلًّۭا جَعَلْنَا صَـٰلِحِينَ 72. ვუბოძეთ მას ისჰაყი და ია'ყუბი და ორივენი ვაქციეთ მართლად. وَجَعَلْنَـٰهُمْ أَئِمَّةًۭ يَهْدُونَ بِأَمْرِنَا وَأَوْحَيْنَآ إِلَيْهِمْ فِعْلَ ٱلْخَيْرَ‌ٰتِ وَإِقَامَ ٱلصَّلَوٰةِ وَإِيتَآءَ ٱلزَّكَوٰةِ ۖ وَكَانُوا۟ لَنَا عَـٰبِدِينَ 73. და დავადგინეთ ისინი წინამღძოლებად, რომელნიც სწორი გზით მიდიოდნენ ჩვენი ბრძანებით, და ზეშთავაგონეთ, რომ სიკეთე ეკეთებინათ, ელოცათ, ზექათი გაეცათ და ისინი იყვნენ მხოლოდ ჩემი თაყვანისმცემელნი. وَلُوطًا ءَاتَيْنَـٰهُ حُكْمًۭا وَعِلْمًۭا وَنَجَّيْنَـٰهُ مِنَ ٱلْقَرْيَةِ ٱلَّتِى كَانَت تَّعْمَلُ ٱلْخَبَـٰٓئِثَ ۗ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمَ سَوْءٍۢ فَـٰسِقِينَ 74. და ლუტს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა და ვიხსენით იმ სოფლისაგან, რომელიც სისაძაგლეს აკეთებდა. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ უზნეო და უკეთური ხალხი. وَأَدْخَلْنَـٰهُ فِى رَحْمَتِنَآ ۖ إِنَّهُۥ مِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 75. ხოლო იგი(ლუტი) შევაბრძანეთ ჩვენს წყალობაში. ჭეშმარიტად, იგი იყო მართალთაგანი. وَنُوحًا إِذْ نَادَىٰ مِن قَبْلُ فَٱسْتَجَبْنَا لَهُۥ فَنَجَّيْنَـٰهُ وَأَهْلَهُۥ مِنَ ٱلْكَرْبِ ٱلْعَظِيمِ 76. და ნუჰი, როცა გვიხმო უწინ და ვუპასუხეთ, გადავარჩინეთ ის და მისი ოჯახი უდიდესი უბედურებისგან. وَنَصَرْنَـٰهُ مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمَ سَوْءٍۢ فَأَغْرَقْنَـٰهُمْ أَجْمَعِينَ 77. და შევეწიეთ იმ ხალხისაგან, რომელიც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს და, ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ უკეთური ხალხი, და დავახრჩეთ ისინი ერთიანად. وَدَاوُۥدَ وَسُلَيْمَـٰنَ إِذْ يَحْكُمَانِ فِى ٱلْحَرْثِ إِذْ نَفَشَتْ فِيهِ غَنَمُ ٱلْقَوْمِ وَكُنَّا لِحُكْمِهِمْ شَـٰهِدِينَ 78. და დავუდსა და სულეიმანს, როცა ისინი ბჭობდნენ ყანაზე, რომელიც წაახდინა ხალხის საქონელმა. და ჩვენ მოწმენი ვიყავით მათი ბჭობისა. فَفَهَّمْنَـٰهَا سُلَيْمَـٰنَ ۚ وَكُلًّا ءَاتَيْنَا حُكْمًۭا وَعِلْمًۭا ۚ وَسَخَّرْنَا مَعَ دَاوُۥدَ ٱلْجِبَالَ يُسَبِّحْنَ وَٱلطَّيْرَ ۚ وَكُنَّا فَـٰعِلِينَ 79. და ზეშთავაგონეთ სულეიმანს საკითხის გაგება და ორივე მათგანს ვუბოძეთ სიბრნე და ცოდნა. და დავუმორჩილეთ მას მთები და ჩიტები, რათა დავუდთან ერთად ღმერთი განედიდებინათ. ეს ჩვენ ამგვარად ვქმენით. وَعَلَّمْنَـٰهُ صَنْعَةَ لَبُوسٍۢ لَّكُمْ لِتُحْصِنَكُم مِّنۢ بَأْسِكُمْ ۖ فَهَلْ أَنتُمْ شَـٰكِرُونَ 80. და ვასწავლეთ მას აბჯრის გაკეთება თქვენთვის, რათა დაეცვით მისით საფრთხისაგან და, განა თქვენ მადლიერნი არა ხართ?! وَلِسُلَيْمَـٰنَ ٱلرِّيحَ عَاصِفَةًۭ تَجْرِى بِأَمْرِهِۦٓ إِلَى ٱلْأَرْضِ ٱلَّتِى بَـٰرَكْنَا فِيهَا ۚ وَكُنَّا بِكُلِّ شَىْءٍ عَـٰلِمِينَ 81. და სულეიმანს ძლიერი ქარი(დავუმორჩილეთ), დაქროდა მისი ბრძანებით იმ მიწაზე, ჩვენ რომ დავლოცეთ. და ჩვენ ყველაფერი ვიცით. وَمِنَ ٱلشَّيَـٰطِينِ مَن يَغُوصُونَ لَهُۥ وَيَعْمَلُونَ عَمَلًۭا دُونَ ذَ‌ٰلِكَ ۖ وَكُنَّا لَهُمْ حَـٰفِظِينَ 82. ეშმაკთა შორის ისეთებიც არიან, ვინც ყვინთავდა მისთვის და ასრულებდნენ ამის გარდა სხვა საქმეებსაც. და ჩვენ ვართ მათი დამცველნი. وَأَيُّوبَ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُۥٓ أَنِّى مَسَّنِىَ ٱلضُّرُّ وَأَنتَ أَرْحَمُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 83. და აიუბს: მოუხმო თავის ღმერთს: უეჭველად, მეწია უბედურება და შენა ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესიო. فَٱسْتَجَبْنَا لَهُۥ فَكَشَفْنَا مَا بِهِۦ مِن ضُرٍّۢ ۖ وَءَاتَيْنَـٰهُ أَهْلَهُۥ وَمِثْلَهُم مَّعَهُمْ رَحْمَةًۭ مِّنْ عِندِنَا وَذِكْرَىٰ لِلْعَـٰبِدِينَ 84. და შევისმინეთ მისი ვედრება და ავაშორეთ ზარალი, და ვუბოძეთ თავისი ოჯახი და მათი მსგავსი, მათთან ერთად, წყალობად ჩვენი წიაღიდან და შეხსენებად მსახურთათვის. وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِدْرِيسَ وَذَا ٱلْكِفْلِ ۖ كُلٌّۭ مِّنَ ٱلصَّـٰبِرِينَ 85. და ისმა'ილს, იდრისსა და ზულქიფლს - ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ მომთმენნი. وَأَدْخَلْنَـٰهُمْ فِى رَحْمَتِنَآ ۖ إِنَّهُم مِّنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 86. და შევიყვანეთ ისინი ჩვენს წყალობაში. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ მართალთაგანნი. وَذَا ٱلنُّونِ إِذ ذَّهَبَ مُغَـٰضِبًۭا فَظَنَّ أَن لَّن نَّقْدِرَ عَلَيْهِ فَنَادَىٰ فِى ٱلظُّلُمَـٰتِ أَن لَّآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنتَ سُبْحَـٰنَكَ إِنِّى كُنتُ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 87. და ზენნუნს, როცა წავიდა განრისხებული და ფიქრობდა, რომ ჩვენ არ განვაჩინეთ(ბედისწერა) მასზე. შემდგომ შეევედრა წყვდიადიდან: არ არსებობს ღვთაება შენს გარდა, დიდება შენდა! მე ჭეშმარიტად, უსამართლოთაგანი ვიყავი. فَٱسْتَجَبْنَا لَهُۥ وَنَجَّيْنَـٰهُ مِنَ ٱلْغَمِّ ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نُـۨجِى ٱلْمُؤْمِنِينَ 88. შევისმინეთ მისი ვედრება და ვიხსენით მწუხარებისგან, სწორედ ამგვარად ვიხსნით მორწმუნეებს. وَزَكَرِيَّآ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُۥ رَبِّ لَا تَذَرْنِى فَرْدًۭا وَأَنتَ خَيْرُ ٱلْوَ‌ٰرِثِينَ 89. და ზაქარიას, როცა შეევედრა თავის ღმერთს: ღმერთო ჩემო! ნუ დამტოვებ ეულად მაშინ, როცა შენ საუკეთესო მემკვიდრეობის მომცემი ხარო. فَٱسْتَجَبْنَا لَهُۥ وَوَهَبْنَا لَهُۥ يَحْيَىٰ وَأَصْلَحْنَا لَهُۥ زَوْجَهُۥٓ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ يُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْخَيْرَ‌ٰتِ وَيَدْعُونَنَا رَغَبًۭا وَرَهَبًۭا ۖ وَكَانُوا۟ لَنَا خَـٰشِعِينَ 90. ვისმინეთ მისი, ვუბოძეთ მას იაჰია და სარგებლიანი გავხადეთ მისთვის მისი ცოლი. ჭეშმარიტად, ისინი ესწრაფოდნენ კეთილი საქმის კეთებას. გვიხმობდნენ ჩვენ სასოებითა და შიშით და იყვნენ ჩემდამი მოკრძალებულნი. وَٱلَّتِىٓ أَحْصَنَتْ فَرْجَهَا فَنَفَخْنَا فِيهَا مِن رُّوحِنَا وَجَعَلْنَـٰهَا وَٱبْنَهَآ ءَايَةًۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 91. და ის, ვინც შეიანახა თავისი პატიოსნება და ჩავბერეთ მასში ჩვენი სული და ვაქციეთ იგი და მისი ძე სასწაულად სამყაროთათვის. إِنَّ هَـٰذِهِۦٓ أُمَّتُكُمْ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ وَأَنَا۠ رَبُّكُمْ فَٱعْبُدُونِ 92. ჭეშმარიტად, თქვენი ეს რელიგია ერთიდაიგივე რელიგიაა, მე კი თქვენი ღმერთი ვარ, და მე მეთაყვანეთ. وَتَقَطَّعُوٓا۟ أَمْرَهُم بَيْنَهُمْ ۖ كُلٌّ إِلَيْنَا رَ‌ٰجِعُونَ 93. მაგრამ ისინი გაიყვნენ თავიანთ საქმეში და ჭეშმარიტად, ყოველი ჩვენთან დაბრუნდება. فَمَن يَعْمَلْ مِنَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَهُوَ مُؤْمِنٌۭ فَلَا كُفْرَانَ لِسَعْيِهِۦ وَإِنَّا لَهُۥ كَـٰتِبُونَ 94. და ვინც აკეთებდა კეთილ საქმეს და მორწმუნე იყო, მისი საქმე არ იქნება უარყოფილი. და ამას ვიწერთ მისთვის. وَحَرَ‌ٰمٌ عَلَىٰ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَـٰهَآ أَنَّهُمْ لَا يَرْجِعُونَ 95. და აკრძალულია იმ სოფლისათვის, რომელიც დავღუპეთ, რათა არ დაბრუნდნენ. حَتَّىٰٓ إِذَا فُتِحَتْ يَأْجُوجُ وَمَأْجُوجُ وَهُم مِّن كُلِّ حَدَبٍۢ يَنسِلُونَ 96. ვიდრე გაიხსნებოდეს იაჯუჯი და მაჯუჯი და ისინი ყოველი გორაკიდან თავს დაესხმიან. وَٱقْتَرَبَ ٱلْوَعْدُ ٱلْحَقُّ فَإِذَا هِىَ شَـٰخِصَةٌ أَبْصَـٰرُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يَـٰوَيْلَنَا قَدْ كُنَّا فِى غَفْلَةٍۢ مِّنْ هَـٰذَا بَلْ كُنَّا ظَـٰلِمِينَ 97. და მოახლოებულია ჭეშმარიტი აღთქმა და მაშინ მათ, ვინც უარყო, მზერა გაუშტერდებათ. ვაი ჩვენ: ჩვენ ამის მიმართ უგულისხმობაში ვიყავით! დიახ, უსამართლონი ვიყავითო. إِنَّكُمْ وَمَا تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ حَصَبُ جَهَنَّمَ أَنتُمْ لَهَا وَ‌ٰرِدُونَ 98. ჭეშმარიტად, თქვენც და ისინიც, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად, შეშა ხართ ჯოჯოხეთისა და თქვენ უსათუოდ შეხვალთ მასში. لَوْ كَانَ هَـٰٓؤُلَآءِ ءَالِهَةًۭ مَّا وَرَدُوهَا ۖ وَكُلٌّۭ فِيهَا خَـٰلِدُونَ 99. ეგენი რომ ღვთაებები ყოფილიყვნენ, არ შეხვიდოდით მასში; მაშინ, როცა ყოველი მათგანი მარადიულად იქნება იქ(ჯოჯოხეთში). لَهُمْ فِيهَا زَفِيرٌۭ وَهُمْ فِيهَا لَا يَسْمَعُونَ 100. მათთვის იქ იქნება ოხვრა და ისინი ვერაფერს გაიგონებენ. إِنَّ ٱلَّذِينَ سَبَقَتْ لَهُم مِّنَّا ٱلْحُسْنَىٰٓ أُو۟لَـٰٓئِكَ عَنْهَا مُبْعَدُونَ 101. ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც უწინ ჩვენგან სიკეთე რგებიათ, მოშორებულნი არიან მათგან. لَا يَسْمَعُونَ حَسِيسَهَا ۖ وَهُمْ فِى مَا ٱشْتَهَتْ أَنفُسُهُمْ خَـٰلِدُونَ 102. ვერ გაიგონებენ მის ხმაურს და ისინი მარადიულად იქნებიან იმაში, რაც მათ სულს სწადია. لَا يَحْزُنُهُمُ ٱلْفَزَعُ ٱلْأَكْبَرُ وَتَتَلَقَّىٰهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ هَـٰذَا يَوْمُكُمُ ٱلَّذِى كُنتُمْ تُوعَدُونَ 103. არ დაამწუხრებთ უდიდესი შიში, არამედ მიეგებებიან მათ ანგელოზები: ეს არის თქვენი დღე, რომელიც აღთქმული გქონდათ. يَوْمَ نَطْوِى ٱلسَّمَآءَ كَطَىِّ ٱلسِّجِلِّ لِلْكُتُبِ ۚ كَمَا بَدَأْنَآ أَوَّلَ خَلْقٍۢ نُّعِيدُهُۥ ۚ وَعْدًا عَلَيْنَآ ۚ إِنَّا كُنَّا فَـٰعِلِينَ 104. იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ. وَلَقَدْ كَتَبْنَا فِى ٱلزَّبُورِ مِنۢ بَعْدِ ٱلذِّكْرِ أَنَّ ٱلْأَرْضَ يَرِثُهَا عِبَادِىَ ٱلصَّـٰلِحُونَ 105. და ჩავწერეთ ზებურში(ფსალმუნი) შეხსენების შემდგომ, რომ ქვეყანას დავუმკვიდრებ ჩემს მართალ მონებს. إِنَّ فِى هَـٰذَا لَبَلَـٰغًۭا لِّقَوْمٍ عَـٰبِدِينَ 106. ჭეშმარიტად, ამაში ცნობაა თაყვანისმცემელი ხალხისათვის. وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ إِلَّا رَحْمَةًۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 107. და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის! قُلْ إِنَّمَا يُوحَىٰٓ إِلَىَّ أَنَّمَآ إِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّسْلِمُونَ 108. თქვი: მე ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. ნუთუ არ გახდებით მუსლიმები? فَإِن تَوَلَّوْا۟ فَقُلْ ءَاذَنتُكُمْ عَلَىٰ سَوَآءٍۢ ۖ وَإِنْ أَدْرِىٓ أَقَرِيبٌ أَم بَعِيدٌۭ مَّا تُوعَدُونَ 109. და თუ პირი იბრუნეს, უთხარი: მე თქვენ ეს ყველას, განურჩევლად გაცნობეთ, არ ვიცი ახლოა თუ შორს, რაც აღგეთქვათ. إِنَّهُۥ يَعْلَمُ ٱلْجَهْرَ مِنَ ٱلْقَوْلِ وَيَعْلَمُ مَا تَكْتُمُونَ 110. ჭეშმარიტად, მან იცის, სიტყვათაგან გაცხადებული და იცის, რასაც მალავთ. وَإِنْ أَدْرِى لَعَلَّهُۥ فِتْنَةٌۭ لَّكُمْ وَمَتَـٰعٌ إِلَىٰ حِينٍۢ 111. მე კი არ ვიცი ეს შეიძლება გამოცდაა თქვენთვის ან სარგებლობა გარკვეულ დრომდე. قَـٰلَ رَبِّ ٱحْكُم بِٱلْحَقِّ ۗ وَرَبُّنَا ٱلرَّحْمَـٰنُ ٱلْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ 112. თქვი: ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით. და მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც მას მიაწერთ.