20. სურა ტაჰა
135 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა طه 1. ტა. ჰა. مَآ أَنزَلْنَا عَلَيْكَ ٱلْقُرْءَانَ لِتَشْقَىٰٓ 2. არ გარდმოგვივლენია შენზე ყურანი იმისთვის, რომ უბედური იყო, إِلَّا تَذْكِرَةًۭ لِّمَن يَخْشَىٰ 3. არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია. تَنزِيلًۭا مِّمَّنْ خَلَقَ ٱلْأَرْضَ وَٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ ٱلْعُلَى 4. ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც გააჩინა მიწა და ცანი მაღალნი. ٱلرَّحْمَـٰنُ عَلَى ٱلْعَرْشِ ٱسْتَوَىٰ 5. მოწყალე 'არშზე ამაღლდა! لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَمَا تَحْتَ ٱلثَّرَىٰ 6. მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, რაც ამათ შორისაა, და რაც მიწის ქვეშაა! وَإِن تَجْهَرْ بِٱلْقَوْلِ فَإِنَّهُۥ يَعْلَمُ ٱلسِّرَّ وَأَخْفَى 7. და თუ შენ ხმამაღლა ამბობ სათქმელს, მან ხომ იცის საიდუმლოც და ყველაზე უფრო დაფარულიც! ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ لَهُ ٱلْأَسْمَآءُ ٱلْحُسْنَىٰ 8. არ არის ღვთაება, გარდა მისი - ალლაჰისა! მას აქვს უმშვენიერესი სახელები! وَهَلْ أَتَىٰكَ حَدِيثُ مُوسَىٰٓ 9. მოვიდა შენამდე მუსას ამბავი? إِذْ رَءَا نَارًۭا فَقَالَ لِأَهْلِهِ ٱمْكُثُوٓا۟ إِنِّىٓ ءَانَسْتُ نَارًۭا لَّعَلِّىٓ ءَاتِيكُم مِّنْهَا بِقَبَسٍ أَوْ أَجِدُ عَلَى ٱلنَّارِ هُدًۭى 10. აკი, დაინახა ცეცხლი, მაშინ უთხრა თავის ოჯახს: „აქ დარჩით! უეჭველად, მე ცეცხლი დავინახე. ეგებ მოვიტანო მისგან ნაკვერჩხალი ან ვპოვო ცეცხლზე მეკვლე. فَلَمَّآ أَتَىٰهَا نُودِىَ يَـٰمُوسَىٰٓ 11. როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: „ჰეი, მუსა! إِنِّىٓ أَنَا۠ رَبُّكَ فَٱخْلَعْ نَعْلَيْكَ ۖ إِنَّكَ بِٱلْوَادِ ٱلْمُقَدَّسِ طُوًۭى 12. ჭეშმარიტად, მე შენი ღმერთი ვარ. გაიხადე ფეხსაცმელები, რამეთუ შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში. وَأَنَا ٱخْتَرْتُكَ فَٱسْتَمِعْ لِمَا يُوحَىٰٓ 13. მე გამოგარჩიე შენ, და შეისმინე ის, რაც ზეშთაგეგონება! إِنَّنِىٓ أَنَا ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنَا۠ فَٱعْبُدْنِى وَأَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ لِذِكْرِىٓ 14. ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, ჩემს გარდა. თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად! إِنَّ ٱلسَّاعَةَ ءَاتِيَةٌ أَكَادُ أُخْفِيهَا لِتُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍۭ بِمَا تَسْعَىٰ 15. ჭეშმარიტად, წარღვნის საათი დადგება. რომლის დაფარვასაც ვლამობ, რამეთუ უნდა მიეგოს ყველა სულს ის, რასაც ცდილობდა! فَلَا يَصُدَّنَّكَ عَنْهَا مَن لَّا يُؤْمِنُ بِهَا وَٱتَّبَعَ هَوَىٰهُ فَتَرْدَىٰ 16. და ნუ მოგწყვეტენ მისგან ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს მისი და აყოლილია ვნებებს, რათა არ დაგღუპონ! وَمَا تِلْكَ بِيَمِينِكَ يَـٰمُوسَىٰ 17. და რა გაქვს მარჯვენაში, ჰეი მუსა? قَالَ هِىَ عَصَاىَ أَتَوَكَّؤُا۟ عَلَيْهَا وَأَهُشُّ بِهَا عَلَىٰ غَنَمِى وَلِىَ فِيهَا مَـَٔارِبُ أُخْرَىٰ 18. მიუგო: ეს ჩემი კვერთხია, რომელსაც ვეყრდნობი, ხეთა ფოთლებს ვუბერტყავ მისით ჩემს ცხვრებს და სხვა სარგებელნიც არის მასში ჩემთვის. قَالَ أَلْقِهَا يَـٰمُوسَىٰ 19. უთხრა: ისროლე იგი, ჰეი მუსა. فَأَلْقَىٰهَا فَإِذَا هِىَ حَيَّةٌۭ تَسْعَىٰ 20. ისროლა და იგი იქცა გველად და გასრიალდა. قَالَ خُذْهَا وَلَا تَخَفْ ۖ سَنُعِيدُهَا سِيرَتَهَا ٱلْأُولَىٰ 21. უთხრა: აიღე იგი და ნუ გეშინია. ჩვენ დავუბრუნებთ მას პირვანდელ სახეს. وَٱضْمُمْ يَدَكَ إِلَىٰ جَنَاحِكَ تَخْرُجْ بَيْضَآءَ مِنْ غَيْرِ سُوٓءٍ ءَايَةً أُخْرَىٰ 22. და შემოიწყე ხელი დოინჯად; იგი გამოვა თეთრი, ყოველგვარი სიავის გარეშე, ჩვენს სასწაულად. لِنُرِيَكَ مِنْ ءَايَـٰتِنَا ٱلْكُبْرَى 23. რათა გიჩვენოთ შენ უდიდესი ჩვენს სასწაულთაგან. ٱذْهَبْ إِلَىٰ فِرْعَوْنَ إِنَّهُۥ طَغَىٰ 24. წადი ფარაონთან, იგი ზღვარს გადავიდა. قَالَ رَبِّ ٱشْرَحْ لِى صَدْرِى 25. უთხრა: ღმერთო ჩემო. გამიფართოვე ჩემი გული. وَيَسِّرْ لِىٓ أَمْرِى 26. და გამიადვილე ჩემი საქმე. وَٱحْلُلْ عُقْدَةًۭ مِّن لِّسَانِى 27. და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან. يَفْقَهُوا۟ قَوْلِى 28. რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი. وَٱجْعَل لِّى وَزِيرًۭا مِّنْ أَهْلِى 29. და დამიდგინე მრჩევლად ჩემი სახლეულიდან. هَـٰرُونَ أَخِى 30. ჰარუნი, ჩემი ძმა! ٱشْدُدْ بِهِۦٓ أَزْرِى 31. და გამიმაგრე მისით ზურგი وَأَشْرِكْهُ فِىٓ أَمْرِى 32. და თანამონაწილედ მიქციე იგი ჩემს საქმეში. كَىْ نُسَبِّحَكَ كَثِيرًۭا 33. რათა გადიდოთ შენ ბევრჯერ. وَنَذْكُرَكَ كَثِيرًا 34. და გაგიხსენოთ ბევრჯერ. إِنَّكَ كُنتَ بِنَا بَصِيرًۭا 35. რამეთუ შენ გვხედავ ჩვენ. قَالَ قَدْ أُوتِيتَ سُؤْلَكَ يَـٰمُوسَىٰ 36. უთხრა: ჰეი მუსა! შენ გებოძა ის, რაც ითხოვე. وَلَقَدْ مَنَنَّا عَلَيْكَ مَرَّةً أُخْرَىٰٓ 37. და ვფიცავ, ჩვენ უწინაც წყალობა გიყავით. إِذْ أَوْحَيْنَآ إِلَىٰٓ أُمِّكَ مَا يُوحَىٰٓ 38. როცა ზეშთავაგონეთ დედაშენს ის, რაც ზეშთავაგონეთ. أَنِ ٱقْذِفِيهِ فِى ٱلتَّابُوتِ فَٱقْذِفِيهِ فِى ٱلْيَمِّ فَلْيُلْقِهِ ٱلْيَمُّ بِٱلسَّاحِلِ يَأْخُذْهُ عَدُوٌّۭ لِّى وَعَدُوٌّۭ لَّهُۥ ۚ وَأَلْقَيْتُ عَلَيْكَ مَحَبَّةًۭ مِّنِّى وَلِتُصْنَعَ عَلَىٰ عَيْنِىٓ 39. რომ - ჩასვი კიდობანში და ჩააგდე მდინარეში; მდინარე მას ნაპირთან გარიყავს, რათა აიყვანოს იგი იმან, ვინც მტერია ჩემი და მტერია მისი. და მე გადმოვფინე შენზე ჩემი სიყვარული, რათა ჩამოყალიბებულიყავი ჩემს თვალწინ. إِذْ تَمْشِىٓ أُخْتُكَ فَتَقُولُ هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰ مَن يَكْفُلُهُۥ ۖ فَرَجَعْنَـٰكَ إِلَىٰٓ أُمِّكَ كَىْ تَقَرَّ عَيْنُهَا وَلَا تَحْزَنَ ۚ وَقَتَلْتَ نَفْسًۭا فَنَجَّيْنَـٰكَ مِنَ ٱلْغَمِّ وَفَتَنَّـٰكَ فُتُونًۭا ۚ فَلَبِثْتَ سِنِينَ فِىٓ أَهْلِ مَدْيَنَ ثُمَّ جِئْتَ عَلَىٰ قَدَرٍۢ يَـٰمُوسَىٰ 40. წავიდა შენი და, და უთხრა: ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის იგი, ვინც მას ჩაიბარებს?! - და დაგაბრუნეთ დედაშენთან, რათა დამშვიდებულიყო იგი და არ ენაღვლა. და მოკალი შენ კაცი, ხოლო ჩვენ გიხსენით მწუხარებისგან და გამოგცადეთ განსაცდელებით. წლების მანძილზე დარჩი მედიენის ხალხში; მერე კი მოხვედი დადგენილ დროს, ჰეი მუსა. وَٱصْطَنَعْتُكَ لِنَفْسِى 41. და მე გამოგარჩიე შენ ჩემთვის! ٱذْهَبْ أَنتَ وَأَخُوكَ بِـَٔايَـٰتِى وَلَا تَنِيَا فِى ذِكْرِى 42. წადით შენ და შენი ძმა ჩემი სასწაულებით და ნუ იქნებით უძლურნი ჩემს გახსენებაში. ٱذْهَبَآ إِلَىٰ فِرْعَوْنَ إِنَّهُۥ طَغَىٰ 43. ორივენი წადით ფარაონთან, რამეთუ იგი ზღვარს გადავიდა! فَقُولَا لَهُۥ قَوْلًۭا لَّيِّنًۭا لَّعَلَّهُۥ يَتَذَكَّرُ أَوْ يَخْشَىٰ 44. და უთხარით მას რბილი სიტყვა, რათა ეგების შეიგნოს ან შეშინდეს. قَالَا رَبَّنَآ إِنَّنَا نَخَافُ أَن يَفْرُطَ عَلَيْنَآ أَوْ أَن يَطْغَىٰ 45. უთხრეს: ღმერთო ჩვენო, ვშიშობთ, რომ შემოგვიტევს ან ზღვარს გადავა. قَالَ لَا تَخَافَآ ۖ إِنَّنِى مَعَكُمَآ أَسْمَعُ وَأَرَىٰ 46. მიუგო: ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, მე მესმის და ვხედავ. فَأْتِيَاهُ فَقُولَآ إِنَّا رَسُولَا رَبِّكَ فَأَرْسِلْ مَعَنَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَلَا تُعَذِّبْهُمْ ۖ قَدْ جِئْنَـٰكَ بِـَٔايَةٍۢ مِّن رَّبِّكَ ۖ وَٱلسَّلَـٰمُ عَلَىٰ مَنِ ٱتَّبَعَ ٱلْهُدَىٰٓ 47. შედით მასთან და უთხარით: ჩვენ შენი ღმერთის წარმოგზავნილები ვართ. გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაელის ძენი და ნუ სტანჯავ მათ. მოვედით სასწაულით შენი ღმერთისაგან და მშვიდობა იმას, ვინც მიჰყვება ჭეშმარიტ გზას. إِنَّا قَدْ أُوحِىَ إِلَيْنَآ أَنَّ ٱلْعَذَابَ عَلَىٰ مَن كَذَّبَ وَتَوَلَّىٰ 48. ზეშთაგვეგონა რომ სასჯელი(უწევს) იმას, ვინც ცრუდ შერაცხა იგი და ზურგი აქციაო. قَالَ فَمَن رَّبُّكُمَا يَـٰمُوسَىٰ 49. უთხრა: ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი მუსა? قَالَ رَبُّنَا ٱلَّذِىٓ أَعْطَىٰ كُلَّ شَىْءٍ خَلْقَهُۥ ثُمَّ هَدَىٰ 50. მიუგო: ჩემი ღმერთია ის, ვინც ყოველივე უბოძა თავის ქმნილებას, ხოლო შემდგომ დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე. قَالَ فَمَا بَالُ ٱلْقُرُونِ ٱلْأُولَىٰ 51. ჰკითხა: და რა მოუვა უწინდელ თაობებს?! قَالَ عِلْمُهَا عِندَ رَبِّى فِى كِتَـٰبٍۢ ۖ لَّا يَضِلُّ رَبِّى وَلَا يَنسَى 52. უთხრა: ამის ცოდნა წიგნშია ჩემს ღმერთთან. ჩემი ღმერთი არც შეცდება და არც დაავიწყდება. ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ مَهْدًۭا وَسَلَكَ لَكُمْ فِيهَا سُبُلًۭا وَأَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَخْرَجْنَا بِهِۦٓ أَزْوَ‌ٰجًۭا مِّن نَّبَاتٍۢ شَتَّىٰ 53. იგია, რომელმაც დაგიდგინათ დედამიწა სარეცლად, გაიყვანა თქვენთვის მასზე გზები, გარდმოავლინა ციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით წყვილებად ყოველნაირი მცენარეები. كُلُوا۟ وَٱرْعَوْا۟ أَنْعَـٰمَكُمْ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّأُو۟لِى ٱلنُّهَىٰ 54. ჭამეთ და მწყემსეთ თქვენი საქონელი; ამაში სასწაულებია გონების მქონეთათვის. مِنْهَا خَلَقْنَـٰكُمْ وَفِيهَا نُعِيدُكُمْ وَمِنْهَا نُخْرِجُكُمْ تَارَةً أُخْرَىٰ 55. მი(წი)სგან შეგქმენით, მასში დაგაბრუნებთ და მისგან გამოგიყვანთ კიდევ ერთხელ. وَلَقَدْ أَرَيْنَـٰهُ ءَايَـٰتِنَا كُلَّهَا فَكَذَّبَ وَأَبَىٰ 56. და ვუჩვენეთ მას(ფარაონს) ჩვენი ყველა სასწაული, მან კი ცრუდ შერაცხა და უარყო. قَالَ أَجِئْتَنَا لِتُخْرِجَنَا مِنْ أَرْضِنَا بِسِحْرِكَ يَـٰمُوسَىٰ 57. უთხრა: ჰეი მუსა! განა იმისათვის მოხვედი, რათა გაგვაძევო ჩვენი მიწიდან შენი ჯადოქრობით? فَلَنَأْتِيَنَّكَ بِسِحْرٍۢ مِّثْلِهِۦ فَٱجْعَلْ بَيْنَنَا وَبَيْنَكَ مَوْعِدًۭا لَّا نُخْلِفُهُۥ نَحْنُ وَلَآ أَنتَ مَكَانًۭا سُوًۭى 58. და უსათუოდ გაჩვენებ შენ ასეთივე ჯადოქრობას. დათქვი დრო ჩვენი შეხვედრისა, რომელსაც არ შევცვლით ჩვენ და არც შენ, შესაფერის ადგილას. قَالَ مَوْعِدُكُمْ يَوْمُ ٱلزِّينَةِ وَأَن يُحْشَرَ ٱلنَّاسُ ضُحًۭى 59. უთხრა: თქვენთვის შეხვედრის დრო იყოს ზინათის დღე, რომ შეიკრიბოს ხალხი დილით. فَتَوَلَّىٰ فِرْعَوْنُ فَجَمَعَ كَيْدَهُۥ ثُمَّ أَتَىٰ 60. გაბრუნდა ფარაონი და მთელ თავის მზაკვრობას უხმო; მერე მოვიდა. قَالَ لَهُم مُّوسَىٰ وَيْلَكُمْ لَا تَفْتَرُوا۟ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًۭا فَيُسْحِتَكُم بِعَذَابٍۢ ۖ وَقَدْ خَابَ مَنِ ٱفْتَرَىٰ 61. უთხრა მათ მუსამ: ვაი თქვენ! ნუ შეთხზავთ ალლაჰზე სიცრუეებს! თორემ გაგანადგურებთ იგი სასჯელით. ხელი მოეცრება იმას, ვინც სიცრუეს თხზავს. فَتَنَـٰزَعُوٓا۟ أَمْرَهُم بَيْنَهُمْ وَأَسَرُّوا۟ ٱلنَّجْوَىٰ 62. და განიხილეს ერთმანეთში თავიანთი საქმე და საიდუმლოდ ითათბირეს. قَالُوٓا۟ إِنْ هَـٰذَ‌ٰنِ لَسَـٰحِرَ‌ٰنِ يُرِيدَانِ أَن يُخْرِجَاكُم مِّنْ أَرْضِكُم بِسِحْرِهِمَا وَيَذْهَبَا بِطَرِيقَتِكُمُ ٱلْمُثْلَ 63. თქვეს: ჭეშმარიტად, ამ ორ ჯადოქარს სურს, გაგაძევოთ თქვენ თქვენი მიწიდან თავიანთი ჯადოქრობით და მოგიშალონ თქვენი გზა. فَأَجْمِعُوا۟ كَيْدَكُمْ ثُمَّ ٱئْتُوا۟ صَفًّۭا ۚ وَقَدْ أَفْلَحَ ٱلْيَوْمَ مَنِ ٱسْتَعْلَىٰ 64. შეკრიბეთ თქვენი მზაკვრობა, მერე გამოდით მწკრივად. წარმატებული იქნება იგი, ვინც დღეს გაიმარჯვებს. قَالُوا۟ يَـٰمُوسَىٰٓ إِمَّآ أَن تُلْقِىَ وَإِمَّآ أَن نَّكُونَ أَوَّلَ مَنْ أَلْقَىٰ 65. უთხრეს: ჰეი მუსა! ან ისროლე, ან ჩვენ ვიქნებით პირველნი, ვინც ისვრის. قَالَ بَلْ أَلْقُوا۟ ۖ فَإِذَا حِبَالُهُمْ وَعِصِيُّهُمْ يُخَيَّلُ إِلَيْهِ مِن سِحْرِهِمْ أَنَّهَا تَسْعَىٰ 66. მიუგო: დიახ ისროლეთ! - როცა მათი თოკები და მათი კვერთხები, თავიანთი ჯადოქრობიდან გამომდინარე, მოეჩვენა მას, როგორც მუცელზე ჩქარა მოსიარულე. فَأَوْجَسَ فِى نَفْسِهِۦ خِيفَةًۭ مُّوسَىٰ 67. მაშინ მუსამ თავისთავში შიში იგრძნო. قُلْنَا لَا تَخَفْ إِنَّكَ أَنتَ ٱلْأَعْلَىٰ 68. ვუთხარით: ნუ გეშინია, შენ გამარჯვებული ხარ! وَأَلْقِ مَا فِى يَمِينِكَ تَلْقَفْ مَا صَنَعُوٓا۟ ۖ إِنَّمَا صَنَعُوا۟ كَيْدُ سَـٰحِرٍۢ ۖ وَلَا يُفْلِحُ ٱلسَّاحِرُ حَيْثُ أَتَىٰ 69. ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს და გადაყლაპავს იმას, რაც მათ გააკეთეს. ჭეშმარიტად, მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა და არ ექნება წარმატება ჯადოქარს, სადაც წავა! فَأُلْقِىَ ٱلسَّحَرَةُ سُجَّدًۭا قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِرَبِّ هَـٰرُونَ وَمُوسَىٰ 70. მაშინ სუჯუდზე დაემხნენ ჯადოქრები თაყვანისცემით და თქვეს: ვირწმუნეთ ღმერთი მუსასი და ჰარუნისაო! قَالَ ءَامَنتُمْ لَهُۥ قَبْلَ أَنْ ءَاذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّهُۥ لَكَبِيرُكُمُ ٱلَّذِى عَلَّمَكُمُ ٱلسِّحْرَ ۖ فَلَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُم مِّنْ خِلَـٰفٍۢ وَلَأُصَلِّبَنَّكُمْ فِى جُذُوعِ ٱلنَّخْلِ وَلَتَعْلَمُنَّ أَيُّنَآ أَشَدُّ عَذَابًۭا وَأَبْقَىٰ 71. უთხრა(ფარაონმა): ირწმუნეთ მისი, ვიდრე მე ნებას დაგრთავდით?! უეჭველად, ის თქვენი უფროსია, რომელმაც გასწავლათ ჯადოქრობა. უსათუოდ მოგკვეთთ ხელებსა და ფეხებს ჯვარედინად და უსათუოდ წამოგაგებთ პალმის სარებზე; და გაიგებთ რომელია ჩვენში უსასტიკესი სასჯელით და უფრო მტკიცე. قَالُوا۟ لَن نُّؤْثِرَكَ عَلَىٰ مَا جَآءَنَا مِنَ ٱلْبَيِّنَـٰتِ وَٱلَّذِى فَطَرَنَا ۖ فَٱقْضِ مَآ أَنتَ قَاضٍ ۖ إِنَّمَا تَقْضِى هَـٰذِهِ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَآ 72. უთხრა: არ გამჯობინებთ შენ იმას, რომელმაც მოავლინა ცხადი მტკიცებულება და რომელმაც ჩვენ გაგვაჩინა. გადაწყვიტე, რასაც გადაწყვეტ! შენ მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადაწყვეტ. إِنَّآ ءَامَنَّا بِرَبِّنَا لِيَغْفِرَ لَنَا خَطَـٰيَـٰنَا وَمَآ أَكْرَهْتَنَا عَلَيْهِ مِنَ ٱلسِّحْرِ ۗ وَٱللَّهُ خَيْرٌۭ وَأَبْقَىٰٓ 73. ჩვენ კი ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთი, რათა მოგვიტევოს ჩვენი შეცდომები და ის ჯადოქრობა, შენ რომ გვაიძულებდი. და ალლაჰი უკეთესია და მარადიული! إِنَّهُۥ مَن يَأْتِ رَبَّهُۥ مُجْرِمًۭا فَإِنَّ لَهُۥ جَهَنَّمَ لَا يَمُوتُ فِيهَا وَلَا يَحْيَىٰ 74. ჭეშმარიტად, იმას, ვინც ცოდვილი წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე, მიეგება ჯოჯოხეთი. არც მოკვდება მასში და არც იცოცხლებს. وَمَن يَأْتِهِۦ مُؤْمِنًۭا قَدْ عَمِلَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمُ ٱلدَّرَجَـٰتُ ٱلْعُلَىٰ 75. ხოლო ის, ვინც წარსდგება მის წინაშე მორწმუნედ, რომელსაც სიკეთე უკეთებია... სწორედ მათ მიეგებათ უმაღლესი საფეხურები. جَنَّـٰتُ عَدْنٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ وَذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ مَن تَزَكَّىٰ 76. ედემის ბაღები, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად და ეს არის მათი საზღაური, ვინც განიწმინდა. وَلَقَدْ أَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ أَنْ أَسْرِ بِعِبَادِى فَٱضْرِبْ لَهُمْ طَرِيقًۭا فِى ٱلْبَحْرِ يَبَسًۭا لَّا تَخَـٰفُ دَرَكًۭا وَلَا تَخْشَىٰ 77. და ვფიცავ, ჩავაგონეთ მუსას: რომ ღამით წაიყვანე ჩემი მსახურები და გაუკვალე მათ გზა ზღვაში, როგორც ხმელეთზე. ნუ შეუშინდები მდევარს და ნუ შეძრწუნდები. فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ بِجُنُودِهِۦ فَغَشِيَهُم مِّنَ ٱلْيَمِّ مَا غَشِيَهُمْ 78. დაედევნა მათ უკან ფარაონი თავისი ჯარით და გადაეფარათ მათ ზღვისგან ის, რაც გადაეფარათ. وَأَضَلَّ فِرْعَوْنُ قَوْمَهُۥ وَمَا هَدَىٰ 79. ფარაონმა აცდუნა თავისი ხალხი და არ უწინამძღრა(სწორ გზაზე). يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ قَدْ أَنجَيْنَـٰكُم مِّنْ عَدُوِّكُمْ وَوَ‌ٰعَدْنَـٰكُمْ جَانِبَ ٱلطُّورِ ٱلْأَيْمَنَ وَنَزَّلْنَا عَلَيْكُمُ ٱلْمَنَّ وَٱلسَّلْوَىٰ 80. ჰეი ისრაელის შვილებო, ჩვენ გიხსენით თქვენი მტრისაგან, შეხვედრა დაგითქვით ატ-ტურის(მთის) მარჯვენა მხარეს და ზეგარდმოგივლინეთ მანანა და მწყერი. كُلُوا۟ مِن طَيِّبَـٰتِ مَا رَزَقْنَـٰكُمْ وَلَا تَطْغَوْا۟ فِيهِ فَيَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبِى ۖ وَمَن يَحْلِلْ عَلَيْهِ غَضَبِى فَقَدْ هَوَىٰ 81. ჭამეთ ის სიკეთენი, რაც სარჩოდ გიწყალობეთ, და ნუ გადააჭარბებთ, თორემ დაგატყდებათ ჩემი რისხვა და, ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება, დაიღუპება. وَإِنِّى لَغَفَّارٌۭ لِّمَن تَابَ وَءَامَنَ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا ثُمَّ ٱهْتَدَىٰ 82. ჭეშმარიტად, მე ვაპატიებ მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა, სიკეთე აკეთა და მერე სწორ გზას დაადგა. وَمَآ أَعْجَلَكَ عَن قَوْمِكَ يَـٰمُوسَىٰ 83. „ჰეი მუსა! რამ დაგაჩქარა შენი ხალხისგან? قَالَ هُمْ أُو۟لَآءِ عَلَىٰٓ أَثَرِى وَعَجِلْتُ إِلَيْكَ رَبِّ لِتَرْضَىٰ 84. უთხრა: ისინი ჩემს ნაკვალევს ადგანან, მე კი შენკენ ვიჩქარე, ღმერთო ჩემო, რომ იყო კმაყოფილი. قَالَ فَإِنَّا قَدْ فَتَنَّا قَوْمَكَ مِنۢ بَعْدِكَ وَأَضَلَّهُمُ ٱلسَّامِرِىُّ 85. უთხრა: მე გამოვცადე შენი ხალხი შენს შემდგომ და სამირმა აცდუნა ისინი. فَرَجَعَ مُوسَىٰٓ إِلَىٰ قَوْمِهِۦ غَضْبَـٰنَ أَسِفًۭا ۚ قَالَ يَـٰقَوْمِ أَلَمْ يَعِدْكُمْ رَبُّكُمْ وَعْدًا حَسَنًا ۚ أَفَطَالَ عَلَيْكُمُ ٱلْعَهْدُ أَمْ أَرَدتُّمْ أَن يَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبٌۭ مِّن رَّبِّكُمْ فَأَخْلَفْتُم مَّوْعِدِى 86. და დაბრუნდა მუსა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული. უთხრა: ო, ჩემო ხალხო, განა არ მოუცია თქვენთვის ჩემს ღმერთს მშვენიერი აღთქმა, განა ხანგრძლივი გეჩვენათ აღთქმა ან ისურვეთ, რომ დაგატყდეთ რისხვა თქვენი ღმერთისაგან და შეცვალეთ ჩემი პირობა? قَالُوا۟ مَآ أَخْلَفْنَا مَوْعِدَكَ بِمَلْكِنَا وَلَـٰكِنَّا حُمِّلْنَآ أَوْزَارًۭا مِّن زِينَةِ ٱلْقَوْمِ فَقَذَفْنَـٰهَا فَكَذَ‌ٰلِكَ أَلْقَى ٱلسَّامِرِىُّ 87. მიუგეს: არ შეგვიცვლია შენი პირობა ჩვენი ნებით, არამედ გვიბრძანეს მოგვეტანა წონით მძიმენი ხალხის ზინათები, და ჩვენც სწრაფად მოვიტანეთ და მოვაგროვეთ. ამგვარადვე ჩაყარა სამირმა(ცეცხლში ოქრო). فَأَخْرَجَ لَهُمْ عِجْلًۭا جَسَدًۭا لَّهُۥ خُوَارٌۭ فَقَالُوا۟ هَـٰذَآ إِلَـٰهُكُمْ وَإِلَـٰهُ مُوسَىٰ فَنَسِىَ 88. და გამოუძერწა მათ კერპი, რომელიც თითქოს ბღაოდა. და თქვეს: ეს არის თქვენი ღვთაება და მუსას ღვთაება, მას კი დაავიწყდა. أَفَلَا يَرَوْنَ أَلَّا يَرْجِعُ إِلَيْهِمْ قَوْلًۭا وَلَا يَمْلِكُ لَهُمْ ضَرًّۭا وَلَا نَفْعًۭا 89. და განა ვერ ხედავდნენ, რომ ერთ სიტყვასაც კი არ უპასუხებდა იგი და არ ხელეწიფებოდა არც მათი ზარალი და არც სარგებელი? وَلَقَدْ قَالَ لَهُمْ هَـٰرُونُ مِن قَبْلُ يَـٰقَوْمِ إِنَّمَا فُتِنتُم بِهِۦ ۖ وَإِنَّ رَبَّكُمُ ٱلرَّحْمَـٰنُ فَٱتَّبِعُونِى وَأَطِيعُوٓا۟ أَمْرِى 90. და ვფიცავ, ჰარუნსაც ეთქვა მათთვის უწინ: ო, ჩემო ხალხო, ამით მხოლოდ გამოიცადეთ, ხოლო თქვენი ღმერთი მოწყალეა, მე გამომყევით და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას. قَالُوا۟ لَن نَّبْرَحَ عَلَيْهِ عَـٰكِفِينَ حَتَّىٰ يَرْجِعَ إِلَيْنَا مُوسَىٰ 91. თქვეს: არ შევწყვეტთ ჩვენ მის თაყვანისცემას, ვიდრე მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან. قَالَ يَـٰهَـٰرُونُ مَا مَنَعَكَ إِذْ رَأَيْتَهُمْ ضَلُّوٓا۟ 92. უთხრა(მუსამ): ჰეი ჰარუნ, როცა ნახე, რომ გზას აცდნენ ისინი, أَلَّا تَتَّبِعَنِ ۖ أَفَعَصَيْتَ أَمْرِى 93. რატომ არ მომყევი მე? განა ეურჩე ჩემს ბრძანებას? قَالَ يَبْنَؤُمَّ لَا تَأْخُذْ بِلِحْيَتِى وَلَا بِرَأْسِىٓ ۖ إِنِّى خَشِيتُ أَن تَقُولَ فَرَّقْتَ بَيْنَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَلَمْ تَرْقُبْ قَوْلِى 94. მიუგო: დედაჩემის ძეო, ნუ დამიჭერ მე წვერით და თავით. ჭეშმარიტად, შემეშინდა, რომ იტყოდი - განხეთქილება ჩამოგიგდია ისრაელის ძეთა შორის და ჩემი სიტყვა არ დაგიცავსო. قَالَ فَمَا خَطْبُكَ يَـٰسَـٰمِرِىُّ 95. უთხრა: შენ რაღას იტყვი, სამირ?! قَالَ بَصُرْتُ بِمَا لَمْ يَبْصُرُوا۟ بِهِۦ فَقَبَضْتُ قَبْضَةًۭ مِّنْ أَثَرِ ٱلرَّسُولِ فَنَبَذْتُهَا وَكَذَ‌ٰلِكَ سَوَّلَتْ لِى نَفْسِى 96. მიუგო: მე დავინახე ის, რაც მათ ვერ დაინახეს. ავიღე ერთი მუჭა(მიწა) შუამავლის ნაკვალევიდან და ჩავყარე მასში. აი ამგვარად მაცდუნა მე ჩემმა სულმა. قَالَ فَٱذْهَبْ فَإِنَّ لَكَ فِى ٱلْحَيَوٰةِ أَن تَقُولَ لَا مِسَاسَ ۖ وَإِنَّ لَكَ مَوْعِدًۭا لَّن تُخْلَفَهُۥ ۖ وَٱنظُرْ إِلَىٰٓ إِلَـٰهِكَ ٱلَّذِى ظَلْتَ عَلَيْهِ عَاكِفًۭا ۖ لَّنُحَرِّقَنَّهُۥ ثُمَّ لَنَنسِفَنَّهُۥ فِى ٱلْيَمِّ نَسْفًا 97. უთხრა: მოშორდი! უეჭველად, შენ ამქვეყნად მხოლოდ ის გექნეს სათქმელი, რომ იძახო: არ მომეკაროთ! არ შეიცვლება პირობა; და შეხედე შენს ღვთაებას, რომელსაც მიეჯაჭვე, დავწვავთ მას და გადავყრით მას ზღვაში ნაცრად. إِنَّمَآ إِلَـٰهُكُمُ ٱللَّهُ ٱلَّذِى لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۚ وَسِعَ كُلَّ شَىْءٍ عِلْمًۭا 98. თქვენი ღვთაება ალლაჰია, არ არსებობს ღვთაება მის გარდა. მან გარემოიცვა ყველაფერი ცოდნით. كَذَ‌ٰلِكَ نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنۢبَآءِ مَا قَدْ سَبَقَ ۚ وَقَدْ ءَاتَيْنَـٰكَ مِن لَّدُنَّا ذِكْرًۭا 99. ამგვარად მოგითხრობთ ამბებს, რაც უწინ მომხდარა; შენ კი გიბოძეთ ჩვენი წიაღიდან წიგნი(ყურანი). مَّنْ أَعْرَضَ عَنْهُ فَإِنَّهُۥ يَحْمِلُ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وِزْرًا 100. ვინც ზურგს შეაქცევს მას, ჭეშმარიტად, აღდგომის დღეს იტყვირთავს მძიმე ტვირთს. خَـٰلِدِينَ فِيهِ ۖ وَسَآءَ لَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ حِمْلًۭا 101. მარადიულად მასში იქნებიან, და მათთვის რაოდენ ცუდი ტვირთია აღდგომის დღეს! يَوْمَ يُنفَخُ فِى ٱلصُّورِ ۚ وَنَحْشُرُ ٱلْمُجْرِمِينَ يَوْمَئِذٍۢ زُرْقًۭا 102. იმ დღეს, როცა ჩაბერილ იქნება საყვირში, ცოდვილებს შევკრებთ იმ დღეს დაბრმავებულთ. يَتَخَـٰفَتُونَ بَيْنَهُمْ إِن لَّبِثْتُمْ إِلَّا عَشْرًۭا 103. ერთმანეთში იჩურჩულებენ: ჩვენ იქ მხოლოდ ათი დღე დავრჩითო. نَّحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَقُولُونَ إِذْ يَقُولُ أَمْثَلُهُمْ طَرِيقَةً إِن لَّبِثْتُمْ إِلَّا يَوْمًۭا 104. ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც იტყვიან. და იტყვის მათგან ყველაზე უფრო სამართლიანი მსწრაფველი: თქვენ იქ მხოლოდ ერთ დღეს დაჰყავითო. وَيَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلْجِبَالِ فَقُلْ يَنسِفُهَا رَبِّى نَسْفًۭا 105. და გეკითხებიან მთების შესახებ, უთხარი: მტვრად აქცევს მათ ჩემი უფალი. فَيَذَرُهَا قَاعًۭا صَفْصَفًۭا 106. და მოსწორებულ ველებად აქცევს. لَّا تَرَىٰ فِيهَا عِوَجًۭا وَلَآ أَمْتًۭا 107. ვეღარ იხილავთ ვერც მაღლობებს და ვერც ჩაღრმავებას. يَوْمَئِذٍۢ يَتَّبِعُونَ ٱلدَّاعِىَ لَا عِوَجَ لَهُۥ ۖ وَخَشَعَتِ ٱلْأَصْوَاتُ لِلرَّحْمَـٰنِ فَلَا تَسْمَعُ إِلَّا هَمْسًۭا 108. იმ დღეს გაჰყვებიან ისინი მხმობელს, რომელშიც სიმრუდე არ არის. გაიკმინდება ხმები მოწყალის წინაშე და ვერაფერს გაიგონებ, ჩურჩულის გარდა. يَوْمَئِذٍۢ لَّا تَنفَعُ ٱلشَّفَـٰعَةُ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ ٱلرَّحْمَـٰنُ وَرَضِىَ لَهُۥ قَوْلًۭا 109. იმ დღეს არ წაადგება შუამდგომლობა არავის, თუ არა იმას, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე და ვისი სიტყვითაც კმაყოფილი იქნება. يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلَا يُحِيطُونَ بِهِۦ عِلْمًۭا 110. იცის მან, რაც მათ წინაა და რაც მათ უკანაა და ვერ ჩასწვდებიან მას ცოდნით. وَعَنَتِ ٱلْوُجُوهُ لِلْحَىِّ ٱلْقَيُّومِ ۖ وَقَدْ خَابَ مَنْ حَمَلَ ظُلْمًۭا 111. დაიხრება ყოველი სახე, მარადცოცხალის წინაშე და წარწყემდილნი იქნებიან ისინი, ვინც უსამართლობას იტვირთავს. وَمَن يَعْمَلْ مِنَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَهُوَ مُؤْمِنٌۭ فَلَا يَخَافُ ظُلْمًۭا وَلَا هَضْمًۭا 112. იმას კი, ვინც გააკეთებს სიკეთეებს და თან მორწმუნეა, ნუ შეეშინდება უსამართლობისა და ნურც გაღარიბებისგან. وَكَذَ‌ٰلِكَ أَنزَلْنَـٰهُ قُرْءَانًا عَرَبِيًّۭا وَصَرَّفْنَا فِيهِ مِنَ ٱلْوَعِيدِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ أَوْ يُحْدِثُ لَهُمْ ذِكْرًۭا 113. ამგვარად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად და დაწვრილებით განვმარტეთ მასში შეგონებანი, რათა ეგების, მათ ღმერთის შიში იქონიონ ანდა მოეხმოთ გონებისთვის. فَتَعَـٰلَى ٱللَّهُ ٱلْمَلِكُ ٱلْحَقُّ ۗ وَلَا تَعْجَلْ بِٱلْقُرْءَانِ مِن قَبْلِ أَن يُقْضَىٰٓ إِلَيْكَ وَحْيُهُۥ ۖ وَقُل رَّبِّ زِدْنِى عِلْمًۭا 114. ჭეშმარიტი მეუფე, უზენაესი ალლაჰია! ნუ იჩქარებ ყურანით, ვიდრე არ დასრულდება შენთვის მისი ზეშთაგონება და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა! وَلَقَدْ عَهِدْنَآ إِلَىٰٓ ءَادَمَ مِن قَبْلُ فَنَسِىَ وَلَمْ نَجِدْ لَهُۥ عَزْمًۭا 115. და ვფიცავ, ჩვენ აღთქმა მივეცით ადამს უწინ; მან კი დაივიწყა იგი და ვერ ვპოვეთ ის მტკიცე. وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَـٰٓئِكَةِ ٱسْجُدُوا۟ لِـَٔادَمَ فَسَجَدُوٓا۟ إِلَّآ إِبْلِيسَ أَبَىٰ 116. და ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის. და სეჯდე აღასრულეს იბლისის გარდა, რომელმაც უარყო. فَقُلْنَا يَـٰٓـَٔادَمُ إِنَّ هَـٰذَا عَدُوٌّۭ لَّكَ وَلِزَوْجِكَ فَلَا يُخْرِجَنَّكُمَا مِنَ ٱلْجَنَّةِ فَتَشْقَىٰٓ 117. ჩვენ ვუთხარით: ო ადამ, ეს მტერია შენი და შენი ცოლის. და ნუ გაგაძევებთ თქვენ სამოთხიდან, თორემ იქნები უბედური. إِنَّ لَكَ أَلَّا تَجُوعَ فِيهَا وَلَا تَعْرَىٰ 118. შენ არ მოგშივდება იქ და ტიტველი არ იქნები وَأَنَّكَ لَا تَظْمَؤُا۟ فِيهَا وَلَا تَضْحَىٰ 119. და ჭეშმარიტად, შენ იქ არც წყურვილი შეგაწუხებს და არც მზის სიცხე. فَوَسْوَسَ إِلَيْهِ ٱلشَّيْطَـٰنُ قَالَ يَـٰٓـَٔادَمُ هَلْ أَدُلُّكَ عَلَىٰ شَجَرَةِ ٱلْخُلْدِ وَمُلْكٍۢ لَّا يَبْلَىٰ 120. აცდუნა იგი ეშმაკმა(შაიტან) და უთხრა: ჰეი ადამ! გინდა გაჩვენო ხე მარადისობისა და სამეფო, რომელიც არ გაცამტვერდება? فَأَكَلَا مِنْهَا فَبَدَتْ لَهُمَا سَوْءَ‌ٰتُهُمَا وَطَفِقَا يَخْصِفَانِ عَلَيْهِمَا مِن وَرَقِ ٱلْجَنَّةِ ۚ وَعَصَىٰٓ ءَادَمُ رَبَّهُۥ فَغَوَىٰ 121. და ჭამეს მისგან და გამოუჩნდათ მათ თავიანთი სასირცხო ადგილები. დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიფარება სხეულზე. ეურჩა ადამი თავის ღმერთს და შეცდა. ثُمَّ ٱجْتَبَـٰهُ رَبُّهُۥ فَتَابَ عَلَيْهِ وَهَدَىٰ 122. მერე გამოარჩია იგი თავისმა ღმერთმა, შეუნდო მას და ჭეშმარიტ გზაზე დაადგინა. قَالَ ٱهْبِطَا مِنْهَا جَمِيعًۢا ۖ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّۭ ۖ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُم مِّنِّى هُدًۭى فَمَنِ ٱتَّبَعَ هُدَاىَ فَلَا يَضِلُّ وَلَا يَشْقَىٰ 123. უთხრა: დაეცით მისგან(სამოთხიდან) ერთიანად, ერთმანეთს მტრად მოეკიდეთ და მოგივათ თქვენ ჩემგან ჭეშმარიტი გზა, და ვინც გაყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, გზა არ აერევა და არც გაუბედურდება. وَمَنْ أَعْرَضَ عَن ذِكْرِى فَإِنَّ لَهُۥ مَعِيشَةًۭ ضَنكًۭا وَنَحْشُرُهُۥ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ أَعْمَىٰ 124. ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას, მას მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ. قَالَ رَبِّ لِمَ حَشَرْتَنِىٓ أَعْمَىٰ وَقَدْ كُنتُ بَصِيرًۭا 125. იტყვის: ღმერთო ჩემო! რად აღმადგინე ბრმად, მე ხომ უწინ მხედველი ვიყავი? قَالَ كَذَ‌ٰلِكَ أَتَتْكَ ءَايَـٰتُنَا فَنَسِيتَهَا ۖ وَكَذَ‌ٰلِكَ ٱلْيَوْمَ تُنسَىٰ 126. მიუგებს(ალლაჰი): ამგვარად! შენთან მოვიდა ჩემი აიათები, შენ კი დაივიწყე ისინი და დღეს, შენ იქნები დავიწყებული. وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى مَنْ أَسْرَفَ وَلَمْ يُؤْمِنۢ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِۦ ۚ وَلَعَذَابُ ٱلْـَٔاخِرَةِ أَشَدُّ وَأَبْقَىٰٓ 127. ამგვარად დავსჯით იმას, ვინც ზღვარს გავიდა და არ ირწმუნა თავისი ღმერთის აიათები, ხოლო საიქიოს სასჯელი უფრო ძლიერი და მუდმივია. أَفَلَمْ يَهْدِ لَهُمْ كَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُم مِّنَ ٱلْقُرُونِ يَمْشُونَ فِى مَسَـٰكِنِهِمْ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّأُو۟لِى ٱلنُّهَىٰ 128. განა არ დამდგარან სწორ გზაზე, არადა რამდენი თაობა დაგვიღუპავს უწინ, რომელთა საცხოვრებლებზეც ახლა დადიან. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონების მქონეთათვის. وَلَوْلَا كَلِمَةٌۭ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَكَانَ لِزَامًۭا وَأَجَلٌۭ مُّسَمًّۭى 129. და რომ არა სიტყვა, რომელიც უწინ მოგეცათ შენი ღმერთისაგან, გარდაუვალი იქნებოდა განსაზღვრული დრო. فَٱصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ قَبْلَ طُلُوعِ ٱلشَّمْسِ وَقَبْلَ غُرُوبِهَا ۖ وَمِنْ ءَانَآئِ ٱلَّيْلِ فَسَبِّحْ وَأَطْرَافَ ٱلنَّهَارِ لَعَلَّكَ تَرْضَىٰ 130. და მოითმინე, რასაც ისინი ამბობენ; ქებით განადიდე შენი ღმერთი მზის ამოსვლის წინ და მის ჩასვლამდე და ასევე ღამის საათებში ადიდე და დილის მონაკვეთებში, რათა ეგების იყო კმაყოფილი. وَلَا تَمُدَّنَّ عَيْنَيْكَ إِلَىٰ مَا مَتَّعْنَا بِهِۦٓ أَزْوَ‌ٰجًۭا مِّنْهُمْ زَهْرَةَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا لِنَفْتِنَهُمْ فِيهِ ۚ وَرِزْقُ رَبِّكَ خَيْرٌۭ وَأَبْقَىٰ 131. თვალი ნუ გაგექცევა იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი იმათგანი მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო შენი ღმერთისა უფრო უკეთესი და მარადიულია! وَأْمُرْ أَهْلَكَ بِٱلصَّلَوٰةِ وَٱصْطَبِرْ عَلَيْهَا ۖ لَا نَسْـَٔلُكَ رِزْقًۭا ۖ نَّحْنُ نَرْزُقُكَ ۗ وَٱلْعَـٰقِبَةُ لِلتَّقْوَىٰ 132. და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, სარჩოს თვითონ მოგცემთ. ხოლო კეთილი ბოლო ღვთისმოშიშებისაა! وَقَالُوا۟ لَوْلَا يَأْتِينَا بِـَٔايَةٍۢ مِّن رَّبِّهِۦٓ ۚ أَوَلَمْ تَأْتِهِم بَيِّنَةُ مَا فِى ٱلصُّحُفِ ٱلْأُولَىٰ 133. და თქვეს: ნეტავ მოეტანა ჩვენთვის ერთი სასწაული მაინც თავისი ღმერთისგანო. განა არ მისვლიათ ცხადი სასწაული იმათ, რაც არის პირველ გრაგნილებზე? وَلَوْ أَنَّآ أَهْلَكْنَـٰهُم بِعَذَابٍۢ مِّن قَبْلِهِۦ لَقَالُوا۟ رَبَّنَا لَوْلَآ أَرْسَلْتَ إِلَيْنَا رَسُولًۭا فَنَتَّبِعَ ءَايَـٰتِكَ مِن قَبْلِ أَن نَّذِلَّ وَنَخْزَىٰ 134. და რომ დაგვეღუპა ისინი სასჯელით ამაზე უწინ, იტყოდნენ: ღმერთო ჩვენო, შენ რომ გამოგეგზავნა ჩვენთვის შუამავალი, უსათუოდ მივყვებოდით შენს აიათებს, ვიდრე დავმცირდებოდით და დავკნინდებოდითო. قُلْ كُلٌّۭ مُّتَرَبِّصٌۭ فَتَرَبَّصُوا۟ ۖ فَسَتَعْلَمُونَ مَنْ أَصْحَـٰبُ ٱلصِّرَ‌ٰطِ ٱلسَّوِىِّ وَمَنِ ٱهْتَدَىٰ 135 უთხარი: ყველა ელოდება და თქვენც დაელოდეთ! მალე შეიტყობთ, ვინ არის სწორი გზის მკვიდრი, და ვინ ადგას ჭეშმარიტ გზას!