1.სურა ფაათიჰა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ
1. სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა ٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَ بِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს. ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ 3. მოწყალესა, მწყალობელსა, مَـٰلِكِ يَوْمِ ٱلدِّينِ 4. განკითხვის დღის მბრძანებელსა. إِيَّاكَ نَعْبُدُ وَإِيَّاكَ نَسْتَعِينُ 5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას ٱهْدِنَا ٱلصِّرَ‌ٰطَ ٱلْمُسْتَقِيمَ 6. გვიწინამძღვრე   ჭეშმარიტი  გზით. صِرَ‌ٰطَ ٱلَّذِينَ أَنْعَمْتَ عَلَيْهِمْ غَيْرِ ٱلْمَغْضُوبِ عَلَيْهِمْ وَلَا ٱلضَّآلِّينَ 7. იმათი გზით, რომელთაც  მიეცი  მოწყალება, არა - შერისხულთა  და   არცა - გზააბნეულთა

1