18.სურა ქაჰფ
110 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ عَلَىٰ عَبْدِهِ ٱلْكِتَـٰبَ وَلَمْ يَجْعَل لَّهُۥ عِوَجَا ۜ 1. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გარდმოუვლინა თავის მსახურს წიგნი და არ დაუდგენია მასში მრუდე! قَيِّمًۭا لِّيُنذِرَ بَأْسًۭا شَدِيدًۭا مِّن لَّدُنْهُ وَيُبَشِّرَ ٱلْمُؤْمِنِينَ ٱلَّذِينَ يَعْمَلُونَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أَنَّ لَهُمْ أَجْرًا حَسَنًۭا 2. ჭეშმარიტებით, რათა შეეგონებინა მისგან საშინელი სასჯელით და ემახარობლებინა მორწმუნეთათვის, რომელნიც სიკეთეს თესავენ, რომ მათთვისაა კარგი საზღაური  مَّـٰكِثِينَ فِيهِ أَبَدًۭا 3. იქ, სადაც მარადიულად დამკვიდრდებიან! وَيُنذِرَ ٱلَّذِينَ قَالُوا۟ ٱتَّخَذَ ٱللَّهُ وَلَدًۭا 4. და შესაგონებლად იმათთვის, რომელთაც თქვეს: „ალლაჰმა ძე დაიდგინაო.“  مَّا لَهُم بِهِۦ مِنْ عِلْمٍۢ وَلَا لِـَٔابَآئِهِمْ ۚ كَبُرَتْ كَلِمَةًۭ تَخْرُجُ مِنْ أَفْوَ‌ٰهِهِمْ ۚ إِن يَقُولُونَ إِلَّا كَذِبًۭا 5. ამის შესახებ არც მათ და არც მათ მამებს არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. დიდი სიტყვაა, რომელიც მათი პირიდან ამოდის! ისინი მხოლოდ სიცრუეს ამბობენ. فَلَعَلَّكَ بَـٰخِعٌۭ نَّفْسَكَ عَلَىٰٓ ءَاثَـٰرِهِمْ إِن لَّمْ يُؤْمِنُوا۟ بِهَـٰذَا ٱلْحَدِيثِ أَسَفًا 6. იქნებ მწუხარებით თავი გაინადგურო მათ კვალდაკვალ, რომ ისინი არ ირწმუნებენ ამ სიტყვებს. إِنَّا جَعَلْنَا مَا عَلَى ٱلْأَرْضِ زِينَةًۭ لَّهَا لِنَبْلُوَهُمْ أَيُّهُمْ أَحْسَنُ عَمَلًۭ 7. ჭეშმარიტად, ჩვენ დავადგინეთ ის, რაც დედამიწაზეა, სამშვენისად, რათა გამოგვეცადა ისინი - რომელი უფრო კარგ საქმეს გააკეთებს. وَإِنَّا لَجَـٰعِلُونَ مَا عَلَيْهَا صَعِيدًۭا جُرُزًا 8. და უეჭველად, ჩვენ ვაქცევთ, რაც მასზეა მტვრად და ნაცრად. أَمْ حَسِبْتَ أَنَّ أَصْحَـٰبَ ٱلْكَهْفِ وَٱلرَّقِيمِ كَانُوا۟ مِنْ ءَايَـٰتِنَا عَجَبًا 9. ნუთუ გეგონა, რომ გამოქვაბულის ხალხი და რაყიმი საოცარი იყო ჩვენს სასწაულთაგან? إِذْ أَوَى ٱلْفِتْيَةُ إِلَى ٱلْكَهْفِ فَقَالُوا۟ رَبَّنَآ ءَاتِنَا مِن لَّدُنكَ رَحْمَةًۭ وَهَيِّئْ لَنَا مِنْ أَمْرِنَا رَشَدًۭا 10. და თავი შეაფარეს ჭაბუკებმა გამოქვაბულს და თქვეს: ღმერთო ჩვენო, გვიბოძე შენი წიაღიდან წყალობა და დადვიდგინე ჩვენს საქმეში წარმატებაო. فَضَرَبْنَا عَلَىٰٓ ءَاذَانِهِمْ فِى ٱلْكَهْفِ سِنِينَ عَدَدًۭا 11. და დავულუქეთ ყურები გამოქვაბულში რამდენიმე წელიწადით. ثُمَّ بَعَثْنَـٰهُمْ لِنَعْلَمَ أَىُّ ٱلْحِزْبَيْنِ أَحْصَىٰ لِمَا لَبِثُوٓا۟ أَمَدًۭا 12. შემდეგ გამოვაღვიძეთ ისინი, რათა გაგვეგო, რომელი ჯგუფი უკეთ გამოითვლიდა რამდენი წელი დაჰყვეს. نَّحْنُ نَقُصُّ عَلَيْكَ نَبَأَهُم بِٱلْحَقِّ ۚ إِنَّهُمْ فِتْيَةٌ ءَامَنُوا۟ بِرَبِّهِمْ وَزِدْنَـٰهُمْ هُدًۭى 13. აჰა, გიამბობთ შენ მათ ამბავს ჭეშმარიტებით. ისინი იყვნენ ჭაბუკები, რომელთაც ირწმუნეს თავისი ღმერთი; ხოლო ჩვენ მივუმატეთ მათ ჭეშმარიტი გზა. وَرَبَطْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ إِذْ قَامُوا۟ فَقَالُوا۟ رَبُّنَا رَبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ لَن نَّدْعُوَا۟ مِن دُونِهِۦٓ إِلَـٰهًۭا ۖ لَّقَدْ قُلْنَآ إِذًۭا شَطَطًا 14. და სიმტკიცე მოვავლინეთ მათ გულებზე, როცა ფეხზე წამოდგნენ და თქვეს: „ჩვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის ღმერთია! ჩვენ არ ვეთაყვანებით მის გარდა სხვა ღვთაებას, რადგან მაშინ ტყუილს ვიტყოდით! هَـٰٓؤُلَآءِ قَوْمُنَا ٱتَّخَذُوا۟ مِن دُونِهِۦٓ ءَالِهَةًۭ ۖ لَّوْلَا يَأْتُونَ عَلَيْهِم بِسُلْطَـٰنٍۭ بَيِّنٍۢ ۖ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًۭا 15. ამ ჩვენმა ხალხმა დაიდგინა მის გარდა ღვთაებები. რატომ არ მოიტანეს მათთვის ცხადი მტკიცებულება! და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს? وَإِذِ ٱعْتَزَلْتُمُوهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ إِلَّا ٱللَّهَ فَأْوُۥٓا۟ إِلَى ٱلْكَهْفِ يَنشُرْ لَكُمْ رَبُّكُم مِّن رَّحْمَتِهِۦ وَيُهَيِّئْ لَكُم مِّنْ أَمْرِكُم مِّرْفَقًۭا 16. რაკიღა გაემიჯნეთ მათ და იმას, რასაც ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა, მაშ თავი შეაფარეთ გამოქვაბულს, მოგმადლით ღმერთი თავის წყალობას და დაგიდგენთ თქვენს საქმეში წინამძღოლს. وَتَرَى ٱلشَّمْسَ إِذَا طَلَعَت تَّزَ‌ٰوَرُ عَن كَهْفِهِمْ ذَاتَ ٱلْيَمِينِ وَإِذَا غَرَبَت تَّقْرِضُهُمْ ذَاتَ ٱلشِّمَالِ وَهُمْ فِى فَجْوَةٍۢ مِّنْهُ ۚ ذَ‌ٰلِكَ مِنْ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ ۗ مَن يَهْدِ ٱللَّهُ فَهُوَ ٱلْمُهْتَدِ ۖ وَمَن يُضْلِلْ فَلَن تَجِدَ لَهُۥ وَلِيًّۭا مُّرْشِدًۭا 17. და დაინახავ, რომ მზე როდესაც ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის - მარცხვენა მხარეს. ისინი კი მის შუაში იყვნენ. ეს არის ალლაჰის ერთი სასწაულთაგანი. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით წავა, ხოლო ვისაც გზას აუბნევს, შენ ვერ უპოვი მას შემწეს. وَتَحْسَبُهُمْ أَيْقَاظًۭا وَهُمْ رُقُودٌۭ ۚ وَنُقَلِّبُهُمْ ذَاتَ ٱلْيَمِينِ وَذَاتَ ٱلشِّمَالِ ۖ وَكَلْبُهُم بَـٰسِطٌۭ ذِرَاعَيْهِ بِٱلْوَصِيدِ ۚ لَوِ ٱطَّلَعْتَ عَلَيْهِمْ لَوَلَّيْتَ مِنْهُمْ فِرَارًۭا وَلَمُلِئْتَ مِنْهُمْ رُعْبًۭا 18. შენ მათ მღვიძარედ მიიჩნევ, მაშინ, როცა ისინი მძინარენი იყვნენ. ვაბრუნებდით მათ მარჯვნივ და მარცხნივ; ხოლო მათი ძაღლი თათებწაწვდილი იწვა ზღურბლზე. ისინი რომ დაგენახა, პირს იბრუნებდი მათგან შეშინებული. وَكَذَ‌ٰلِكَ بَعَثْنَـٰهُمْ لِيَتَسَآءَلُوا۟ بَيْنَهُمْ ۚ قَالَ قَآئِلٌۭ مِّنْهُمْ كَمْ لَبِثْتُمْ ۖ قَالُوا۟ لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍۢ ۚ قَالُوا۟ رَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا لَبِثْتُمْ فَٱبْعَثُوٓا۟ أَحَدَكُم بِوَرِقِكُمْ هَـٰذِهِۦٓ إِلَى ٱلْمَدِينَةِ فَلْيَنظُرْ أَيُّهَآ أَزْكَىٰ طَعَامًۭا فَلْيَأْتِكُم بِرِزْقٍۢ مِّنْهُ وَلْيَتَلَطَّفْ وَلَا يُشْعِرَنَّ بِكُمْ أَحَدًا 19. ამგვარად აღვადგინეთ ისინი, რათა ერთურთისათვის ეკითხათ. თქვა ვიღაცამ მათგან, რამდენხანს შევყოვნდითო?! თქვეს: ერთ დღეს ან დღის რაღაც მონაკვეთიო. თქვა: თქვენმა ღმერთმა უკეთ იცის, რამდენხანს შეყოვნდით, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ამ თქვენი ფულით ქალაქში. შეხედოს, ვისი საჭმელიც უფრო სუფთაა და მოგიტანოთ სარჩო მისგან. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ აგრძნობინოს არავის. إِنَّهُمْ إِن يَظْهَرُوا۟ عَلَيْكُمْ يَرْجُمُوكُمْ أَوْ يُعِيدُوكُمْ فِى مِلَّتِهِمْ وَلَن تُفْلِحُوٓا۟ إِذًا أَبَدًۭا 20. ჭეშმარიტად, თუ ისინი აღმოგაჩენენ, ჩაგქოლავენ, ანდა დაგაბრუნებენ თავიანთ რჯულში და მაშინ არასოდეს აღარ გამართლდებითო. وَكَذَ‌ٰلِكَ أَعْثَرْنَا عَلَيْهِمْ لِيَعْلَمُوٓا۟ أَنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ وَأَنَّ ٱلسَّاعَةَ لَا رَيْبَ فِيهَآ إِذْ يَتَنَـٰزَعُونَ بَيْنَهُمْ أَمْرَهُمْ ۖ فَقَالُوا۟ ٱبْنُوا۟ عَلَيْهِم بُنْيَـٰنًۭا ۖ رَّبُّهُمْ أَعْلَمُ بِهِمْ ۚ قَالَ ٱلَّذِينَ غَلَبُوا۟ عَلَىٰٓ أَمْرِهِمْ لَنَتَّخِذَنَّ عَلَيْهِم مَّسْجِدًۭا 21. ამგვარად ვაცნობეთ მათ, რათა გაეგოთ, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია, და რომ საათში(წარღვნა) ეჭვი არ არის. და ისინი კამათობდნენ ერთმანეთში მათი მდგომარეობის შესახებ. და თქვეს: ააგეთ მათ თავსზემოთ შენობა, მათი ღმერთი მათ ყველაზე უკეთ იცნობსო. თქვეს იმათ, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს მათ საქმეში: უსათუოდ ავაგებთ მათ თავსზემოთ სალოცავსო(მესჯიდს). سَيَقُولُونَ ثَلَـٰثَةٌۭ رَّابِعُهُمْ كَلْبُهُمْ وَيَقُولُونَ خَمْسَةٌۭ سَادِسُهُمْ كَلْبُهُمْ رَجْمًۢا بِٱلْغَيْبِ ۖ وَيَقُولُونَ سَبْعَةٌۭ وَثَامِنُهُمْ كَلْبُهُمْ ۚ قُل رَّبِّىٓ أَعْلَمُ بِعِدَّتِهِم مَّا يَعْلَمُهُمْ إِلَّا قَلِيلٌۭ ۗ فَلَا تُمَارِ فِيهِمْ إِلَّا مِرَآءًۭ ظَـٰهِرًۭا وَلَا تَسْتَفْتِ فِيهِم مِّنْهُمْ أَحَدًۭا 22. იტყვიან: სამნი იყვნენ, მეოთხე ძაღლიო. და იტყვიან: ოთხნი იყვნენ, მეხუთე კი მათი ძაღლიო. ჩასაქოლად დაფარულისა. და ამბობენ: შვიდნი იყვნენ, ხოლო მერვე მათი ძაღლიაო. უთხარი: ჩემმა ღმერთმა უკეთ იცის მათი რიცხვი, მათ კი არაფერი არ იციან, მცირედის გარდა. და ნუ იკამათებ მათ შესახებ, გარდა ცხადად, და მათ შესახებ მათგან არავის შეეკითხო!“  وَلَا تَقُولَنَّ لِشَا۟ىْءٍ إِنِّى فَاعِلٌۭ ذَ‌ٰلِكَ غَدًا 23. და ნუ იტყვი რაიმეზე: მე უსათუოდ გავაკეთებ ამას ხვალო إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ ۚ وَٱذْكُر رَّبَّكَ إِذَا نَسِيتَ وَقُلْ عَسَىٰٓ أَن يَهْدِيَنِ رَبِّى لِأَقْرَبَ مِنْ هَـٰذَا رَشَدًۭا 24. გარდა, თუ ინებებს ალლაჰიო. და გაიხსენე შენი ღმერთი როცა დაგავიწყდება და თქვი: ეგებ, მიწინამძღვროს ჩემმა ღმერთმა სიმართლესთან უფრო ახლოს, ვიდრე ეს არის. وَلَبِثُوا۟ فِى كَهْفِهِمْ ثَلَـٰثَ مِا۟ئَةٍۢ سِنِينَ وَٱزْدَادُوا۟ تِسْعًۭا 25. და დარჩნენ გამოვქაბულში სამას წელიწადს და მიუმატეს კიდევ ცხრა. قُلِ ٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا لَبِثُوا۟ ۖ لَهُۥ غَيْبُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ أَبْصِرْ بِهِۦ وَأَسْمِعْ ۚ مَا لَهُم مِّن دُونِهِۦ مِن وَلِىٍّۢ وَلَا يُشْرِكُ فِى حُكْمِهِۦٓ أَحَدًۭا 26. უთხარი: ალლაჰმა უკეთ იცის, რამდენ ხანს დაჰყვეს. მას ეკუთვნის დაფარული ცათა და ქვეყნისა. როგორ ხედავს იგი და როგორ ესმის! მათ არა ჰყავთ მის გარდა მფარველი და იგი არავის ჩაიზიარებს საკუთარ მსჯავრში. وَٱتْلُ مَآ أُوحِىَ إِلَيْكَ مِن كِتَابِ رَبِّكَ ۖ لَا مُبَدِّلَ لِكَلِمَـٰتِهِۦ وَلَن تَجِدَ مِن دُونِهِۦ مُلْتَحَدًۭا 27. და წაიკითხე ის, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთის წიგნიდან. არ არსებობს შემცვლელი მისი სიტყვისა და ვერავის იპოვი მის გარდა შემფარებელს. وَٱصْبِرْ نَفْسَكَ مَعَ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ رَبَّهُم بِٱلْغَدَوٰةِ وَٱلْعَشِىِّ يُرِيدُونَ وَجْهَهُۥ ۖ وَلَا تَعْدُ عَيْنَاكَ عَنْهُمْ تُرِيدُ زِينَةَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَلَا تُطِعْ مَنْ أَغْفَلْنَا قَلْبَهُۥ عَن ذِكْرِنَا وَٱتَّبَعَ هَوَىٰهُ وَكَانَ أَمْرُهُۥ فُرُطًۭا 28. დაიმორჩილე შენი სული მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე, და ილტვიან მისი წყალობისკენ. და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ის ისედაც, თავის საქმეში ზღვარს გადასულა! وَقُلِ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكُمْ ۖ فَمَن شَآءَ فَلْيُؤْمِن وَمَن شَآءَ فَلْيَكْفُرْ ۚ إِنَّآ أَعْتَدْنَا لِلظَّـٰلِمِينَ نَارًا أَحَاطَ بِهِمْ سُرَادِقُهَا ۚ وَإِن يَسْتَغِيثُوا۟ يُغَاثُوا۟ بِمَآءٍۢ كَٱلْمُهْلِ يَشْوِى ٱلْوُجُوهَ ۚ بِئْسَ ٱلشَّرَابُ وَسَآءَتْ مُرْتَفَقًا 29. და თქვი: ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ვისაც სურს, ირწმუნებს, და ვისაც სურს, არ ირწმუნებს! ჭეშმარიტად, გავუმზადეთ უსამართლოებს ცეცხლი, რომელიც გარემოიცავს მათ. თუკი შველას ითხოვენ, მიეშველებიან გამდნარი ლითონის მსგავსი წყლით. რა საძაგელი სასმელია და რა ავი თავშესაფარი! إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ إِنَّا لَا نُضِيعُ أَجْرَ مَنْ أَحْسَنَ عَمَلًا 30. რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, ჭეშმარიტად, არ დავუკარგავთ საზღაურს იმათ, ვინც კარგი საქმე აკეთა. أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ جَنَّـٰتُ عَدْنٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهِمُ ٱلْأَنْهَـٰرُ يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِن ذَهَبٍۢ وَيَلْبَسُونَ ثِيَابًا خُضْرًۭا مِّن سُندُسٍۢ وَإِسْتَبْرَقٍۢ مُّتَّكِـِٔينَ فِيهَا عَلَى ٱلْأَرَآئِكِ ۚ نِعْمَ ٱلثَّوَابُ وَحَسُنَتْ مُرْتَفَقًۭا 31. სწორედ მათ ექნებათ ედემის ბაღები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. შეიმკობენ იქ ოქროს სამკაულებს და შეიმოსავენ აბრეშუმისა და მწვანე ატლასის სამოსს. წამოწოლილნი იქნებიან სავარძლებზე. რა საამო ჯილდოა და რა მშვენიერი თავშესაფარია. وَٱضْرِبْ لَهُم مَّثَلًۭا رَّجُلَيْنِ جَعَلْنَا لِأَحَدِهِمَا جَنَّتَيْنِ مِنْ أَعْنَـٰبٍۢ وَحَفَفْنَـٰهُمَا بِنَخْلٍۢ وَجَعَلْنَا بَيْنَهُمَا زَرْعًۭا 32. მათ უამბე ორი კაცის მდგომარეობა. დავუდგინეთ ერთ მათგანს ორი ვენახი, გარშემოვლილი ხურმებით და მათ შორის ყანა. كِلْتَا ٱلْجَنَّتَيْنِ ءَاتَتْ أُكُلَهَا وَلَمْ تَظْلِم مِّنْهُ شَيْـًۭٔا ۚ وَفَجَّرْنَا خِلَـٰلَهُمَا نَهَرًۭا 33. ორივე ბაღმა ნაყოფი გამოიღო და არაფერი მოჰკლებია, მათ შუაში მდინარე ვადინეთ. وَكَانَ لَهُۥ ثَمَرٌۭ فَقَالَ لِصَـٰحِبِهِۦ وَهُوَ يُحَاوِرُهُۥٓ أَنَا۠ أَكْثَرُ مِنكَ مَالًۭا وَأَعَزُّ نَفَرًۭا 34. და მას სხვა სიმდიდრეც ჰქონდა და უთხრა თავის მეგობარს საუბარში: „მე შენზე მეტი ქონება მაქვს და უფრო მეტი შემწეებიც მყავსო. وَدَخَلَ جَنَّتَهُۥ وَهُوَ ظَالِمٌۭ لِّنَفْسِهِۦ قَالَ مَآ أَظُنُّ أَن تَبِيدَ هَـٰذِهِۦٓ أَبَدًۭا 35. შევიდა იგი თავის ბაღში, უსამართლოდ მოქცეული თავისი სულის მიმართ და თქვა: „არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოისპოსო. وَمَآ أَظُنُّ ٱلسَّاعَةَ قَآئِمَةًۭ وَلَئِن رُّدِدتُّ إِلَىٰ رَبِّى لَأَجِدَنَّ خَيْرًۭا مِّنْهَا مُنقَلَبًۭا 36. არ მგონია რომ ჟამი დადგება. და თუ მიბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, უკეთეს სამაგიეროს ვპოვებო! قَالَ لَهُۥ صَاحِبُهُۥ وَهُوَ يُحَاوِرُهُۥٓ أَكَفَرْتَ بِٱلَّذِى خَلَقَكَ مِن تُرَابٍۢ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍۢ ثُمَّ سَوَّىٰكَ رَجُلًۭا 37. მეგობარმა უთხრა საუბარში „ნუთუ უარყოფ იმას, რომელმაც გაგაჩინა მიწისგან, შემდეგ წყლისგან და ჩამოგაყალიბა კაცად? لَّـٰكِنَّا۠ هُوَ ٱللَّهُ رَبِّى وَلَآ أُشْرِكُ بِرَبِّىٓ أَحَدًۭا 38. მაგრამ იგი, ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარად ჩემს ღმერთს არავის. وَلَوْلَآ إِذْ دَخَلْتَ جَنَّتَكَ قُلْتَ مَا شَآءَ ٱللَّهُ لَا قُوَّةَ إِلَّا بِٱللَّهِ ۚ إِن تَرَنِ أَنَا۠ أَقَلَّ مِنكَ مَالًۭا وَوَلَدًۭا 39. როცა შეხვედი შენს ბაღში, რატომ არ თქვი: „რაც ალლაჰმა ინება! არ არის ძალა, გარდა ალლაჰისა!“ რომც მხედავდე, რომ ნაკლები ვიყო შენზე ქონებითა და შვილებით. فَعَسَىٰ رَبِّىٓ أَن يُؤْتِيَنِ خَيْرًۭا مِّن جَنَّتِكَ وَيُرْسِلَ عَلَيْهَا حُسْبَانًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ فَتُصْبِحَ صَعِيدًۭا زَلَقًا 40. ეგების ჩემმა ღმერთმა მე მიბოძოს უკეთესი შენს ბაღზე და მოავლინოს მასზე ზეციდან მრისხანება, მაშინ იქცევა იგი ფიქალ მიწად. أَوْ يُصْبِحَ مَآؤُهَا غَوْرًۭا فَلَن تَسْتَطِيعَ لَهُۥ طَلَبًۭا 41. ან მიწამ შთანთქოს მისი წყალი, შემდეგ კი ვეღარასოდეს შეძლებ მის უკან დაბრუნებას! وَأُحِيطَ بِثَمَرِهِۦ فَأَصْبَحَ يُقَلِّبُ كَفَّيْهِ عَلَىٰ مَآ أَنفَقَ فِيهَا وَهِىَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَيَقُولُ يَـٰلَيْتَنِى لَمْ أُشْرِكْ بِرَبِّىٓ أَحَدًۭا 42. და განადგურდა მისი ნაყოფები და ხელებს იფშვნეტდა იმ ხარჯისათვის რაც დაუჯდა მისი ქონება, და ჩამოქცეული ფანჩატურის გამო. და ამბობდა: ნეტავ, არავინ დამედგინა თანაზიარად ჩემი ღმერთისათვისო. وَلَمْ تَكُن لَّهُۥ فِئَةٌۭ يَنصُرُونَهُۥ مِن دُونِ ٱللَّهِ وَمَا كَانَ مُنتَصِرًا 43. მას ალლაჰის გარდა არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა. თავად კი ვერაფერს გახდებოდა. هُنَالِكَ ٱلْوَلَـٰيَةُ لِلَّهِ ٱلْحَقِّ ۚ هُوَ خَيْرٌۭ ثَوَابًۭا وَخَيْرٌ عُقْبًۭا 44. იქ მმართველობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ჭეშმარიტს. იგი ყველასმჯობია საზღაურით და მშვენიერი აღსასრულის მომნიჭებელია. وَٱضْرِبْ لَهُم مَّثَلَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا كَمَآءٍ أَنزَلْنَـٰهُ مِنَ ٱلسَّمَآءِ فَٱخْتَلَطَ بِهِۦ نَبَاتُ ٱلْأَرْضِ فَأَصْبَحَ هَشِيمًۭا تَذْرُوهُ ٱلرِّيَـٰحُ ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ مُّقْتَدِرًا 45. და მოუტანე მათ მაგალითი მიწიერ ცხოვრებაზე. ის წყალს ჰყავს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ. ერთმანეთში აირია მისით დედამიწის მცენარეული და იქმნა თივად, რომელსაც აქეთ-იქით მიმოფანტავს ქარი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. ٱلْمَالُ وَٱلْبَنُونَ زِينَةُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَٱلْبَـٰقِيَـٰتُ ٱلصَّـٰلِحَـٰتُ خَيْرٌ عِندَ رَبِّكَ ثَوَابًۭا وَخَيْرٌ أَمَلًۭا 46. ქონება და შვილები სამშვენისია მიწიერი ცხოვრების, ხოლო წარუვალი ქველის საქმენი უკეთესია შენი ღმერთის წინაშე საზღაურით და უკეთესია იმედით! وَيَوْمَ نُسَيِّرُ ٱلْجِبَالَ وَتَرَى ٱلْأَرْضَ بَارِزَةًۭ وَحَشَرْنَـٰهُمْ فَلَمْ نُغَادِرْ مِنْهُمْ أَحَدًۭا 47. იმ დღეს, როცა ადგილიდან დავძრავთ მთებს და იხილავ დედამიწას შუაზე გაპობილს. შევკრებთ მათ და არ მივატოვებთ მათგან არავის. وَعُرِضُوا۟ عَلَىٰ رَبِّكَ صَفًّۭا لَّقَدْ جِئْتُمُونَا كَمَا خَلَقْنَـٰكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍۭ ۚ بَلْ زَعَمْتُمْ أَلَّن نَّجْعَلَ لَكُم مَّوْعِدًۭا 48. და წარსდგებიან შენი ღმერთის წინაშე მწკრივებად. ვფიცავ, მოხვედით ჩემთან ისეთნი, როგორც გაგაჩინეთ თავდაპირველად. თქვენ კი ამბობდით, რომ არ აღვასრულებდით თქვენზე აღთქმულს. وَوُضِعَ ٱلْكِتَـٰبُ فَتَرَى ٱلْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَـٰوَيْلَتَنَا مَالِ هَـٰذَا ٱلْكِتَـٰبِ لَا يُغَادِرُ صَغِيرَةًۭ وَلَا كَبِيرَةً إِلَّآ أَحْصَىٰهَا ۚ وَوَجَدُوا۟ مَا عَمِلُوا۟ حَاضِرًۭا ۗ وَلَا يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًۭا 49. დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: ვაი ჩვენ, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე, და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ. وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَـٰٓئِكَةِ ٱسْجُدُوا۟ لِـَٔادَمَ فَسَجَدُوٓا۟ إِلَّآ إِبْلِيسَ كَانَ مِنَ ٱلْجِنِّ فَفَسَقَ عَنْ أَمْرِ رَبِّهِۦٓ ۗ أَفَتَتَّخِذُونَهُۥ وَذُرِّيَّتَهُۥٓ أَوْلِيَآءَ مِن دُونِى وَهُمْ لَكُمْ عَدُوٌّۢ ۚ بِئْسَ لِلظَّـٰلِمِينَ بَدَلًۭا 50. და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ სეჯდე აღასრულეს, იბლისის გარდა. იგი იყო ჯინთაგანი, არ შეასრულა თავისი ღმერთის ბრძანება. ნუთუ დაიდგენთ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს მაგივრად, მაშინ, როცა ისინი თქვენი მტრები არიან? და უსამართლოთათვის რა ცუდი არჩევანია! مَّآ أَشْهَدتُّهُمْ خَلْقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَلَا خَلْقَ أَنفُسِهِمْ وَمَا كُنتُ مُتَّخِذَ ٱلْمُضِلِّينَ عَضُدًۭا 51. მე ისინი მოწმეებად არ მომიხმია ცათა და ქვეყნის გაჩენისას და არც მათი გაჩენისას. და არ დამიდგენია გზააბნეულნი თანაშემწეებად. وَيَوْمَ يَقُولُ نَادُوا۟ شُرَكَآءِىَ ٱلَّذِينَ زَعَمْتُمْ فَدَعَوْهُمْ فَلَمْ يَسْتَجِيبُوا۟ لَهُمْ وَجَعَلْنَا بَيْنَهُم مَّوْبِقًۭا 52. და იმ დღეს ეტყვის: მოუხმეთ ჩემს თანაზიარებს, რომლებზედაც ლაპარაკობდით; მოუხმობენ, მაგრამ ისინი არ უპასუხებენ და დავადგენთ მათ შორის წარწყმედას. وَرَءَا ٱلْمُجْرِمُونَ ٱلنَّارَ فَظَنُّوٓا۟ أَنَّهُم مُّوَاقِعُوهَا وَلَمْ يَجِدُوا۟ عَنْهَا مَصْرِفًۭا 53. დაინახავენ ცოდვილები ცეცხლს და იფიქრებენ, რომ იქ იქნებიან ჩაგდებულნი. და ვერ ჰპოვებენ იქიდან გამომყვანს. وَلَقَدْ صَرَّفْنَا فِى هَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ لِلنَّاسِ مِن كُلِّ مَثَلٍۢ ۚ وَكَانَ ٱلْإِنسَـٰنُ أَكْثَرَ شَىْءٍۢ جَدَلًۭا 54. და ვფიცავ, ადამიანთათვის ამ ყურანში ყოველგვარი მაგალითი განვმარტეთ, მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი. وَمَا مَنَعَ ٱلنَّاسَ أَن يُؤْمِنُوٓا۟ إِذْ جَآءَهُمُ ٱلْهُدَىٰ وَيَسْتَغْفِرُوا۟ رَبَّهُمْ إِلَّآ أَن تَأْتِيَهُمْ سُنَّةُ ٱلْأَوَّلِينَ أَوْ يَأْتِيَهُمُ ٱلْعَذَابُ قُبُلًۭا 55. და არაფერს შეუკავებია ხალხი, რომ ერწმუნათ, როცა ჭეშმარიტი გზა მიებოძათ, და რომ პატიება ეთხოვათ თავიანთი ღმერთისათვის, იმის გარდა, თუ არა ლტოლვამ წინაპართა გზებისკენ, და მათ მიეგებათ სასჯელი პირისპირ. وَمَا نُرْسِلُ ٱلْمُرْسَلِينَ إِلَّا مُبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ ۚ وَيُجَـٰدِلُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِٱلْبَـٰطِلِ لِيُدْحِضُوا۟ بِهِ ٱلْحَقَّ ۖ وَٱتَّخَذُوٓا۟ ءَايَـٰتِى وَمَآ أُنذِرُوا۟ هُزُوًۭا 56. და არ წარმოგვიგზავნია შუამავლები, თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად. და სიცრუით წინაღუდგნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რათა ამაოექმნათ მისით ჭეშმარიტება. და მასხრად იგდებდბენ ჩემს აიათებს და იმას, რითაც შეაგონებდნენ. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّن ذُكِّرَ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِۦ فَأَعْرَضَ عَنْهَا وَنَسِىَ مَا قَدَّمَتْ يَدَاهُ ۚ إِنَّا جَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَن يَفْقَهُوهُ وَفِىٓ ءَاذَانِهِمْ وَقْرًۭا ۖ وَإِن تَدْعُهُمْ إِلَى ٱلْهُدَىٰ فَلَن يَهْتَدُوٓا۟ إِذًا أَبَدًۭا 57. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მათ და დაივიწყა ის, რაც გაამზადეს მისმა ხელებმა? ჩვენ დავადგინეთ მათ გულებზე საბურველნი, რათა ვერ გაიაზრონ იგი და მათ ყურებში - სიყრუე. და თუ მათ ჭეშმარიტი გზისკენ მოუხმობენ, სწორ გზას მაინც არ დაადგებიან არასოდეს. وَرَبُّكَ ٱلْغَفُورُ ذُو ٱلرَّحْمَةِ ۖ لَوْ يُؤَاخِذُهُم بِمَا كَسَبُوا۟ لَعَجَّلَ لَهُمُ ٱلْعَذَابَ ۚ بَل لَّهُم مَّوْعِدٌۭ لَّن يَجِدُوا۟ مِن دُونِهِۦ مَوْئِلًۭا 58. და შენი ღმერთი სათნოა, წყალობიანი. რომ დაესაჯა ისინი იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, დაუჩქარებდა სასჯელს, მაგრამ მათ დათქმული დრო აქვთ და ვერ იპოვიან მისგან თავშესაფარს. وَتِلْكَ ٱلْقُرَىٰٓ أَهْلَكْنَـٰهُمْ لَمَّا ظَلَمُوا۟ وَجَعَلْنَا لِمَهْلِكِهِم مَّوْعِدًۭا 59. და ეს სოფლები დავღუპეთ იმისათვის, რომ უსამართლოდ მოიქცნენ და დავადგინეთ ჟამი მათი აღსასრულისა. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِفَتَىٰهُ لَآ أَبْرَحُ حَتَّىٰٓ أَبْلُغَ مَجْمَعَ ٱلْبَحْرَيْنِ أَوْ أَمْضِىَ حُقُبًۭا 60. და უთხრა მუსამ თავის მსახურს: ვერ მოვისვენებ, ვიდრე ორი ზღვის შესართავს არ მივაღწევ, თუნდაც წლებიც გავიდესო. فَلَمَّا بَلَغَا مَجْمَعَ بَيْنِهِمَا نَسِيَا حُوتَهُمَا فَٱتَّخَذَ سَبِيلَهُۥ فِى ٱلْبَحْرِ سَرَبًۭا 61. და როცა მიაღწიეს შესართავს მათ შორის, დაივიწყეს თავიანთი თევზი, დაადგა თავის გზას ზღვაში და გაუჩინარდა. فَلَمَّا جَاوَزَا قَالَ لِفَتَىٰهُ ءَاتِنَا غَدَآءَنَا لَقَدْ لَقِينَا مِن سَفَرِنَا هَـٰذَا نَصَبًۭا 62. და როცა გადალახეს (ზღვა) უთხრა თავის მსახურს: მოგვართვი ჩვენი სადილი. ამ მგზავრობით ძალიან დავიღალეთ. قَالَ أَرَءَيْتَ إِذْ أَوَيْنَآ إِلَى ٱلصَّخْرَةِ فَإِنِّى نَسِيتُ ٱلْحُوتَ وَمَآ أَنسَىٰنِيهُ إِلَّا ٱلشَّيْطَـٰنُ أَنْ أَذْكُرَهُۥ ۚ وَٱتَّخَذَ سَبِيلَهُۥ فِى ٱلْبَحْرِ عَجَبًۭا 63. უთხრა: ხომ ხედავ, კლდეს თავი რომ შევაფარეთ, დამავიწყდა თევზი და იგი მხოლოდ შაიტანმა გადამავიწყა, რომ გამეხსენებინა, მან კი გეზი ზღვისკენ აიღო გასაოცრად. قَالَ ذَ‌ٰلِكَ مَا كُنَّا نَبْغِ ۚ فَٱرْتَدَّا عَلَىٰٓ ءَاثَارِهِمَا قَصَصًۭا 64. თქვა: ეს სწორედ ისაა, რაც გვინდოდაო - და უკან გაჰყვნენ მათ ნაფეხურებს. فَوَجَدَا عَبْدًۭا مِّنْ عِبَادِنَآ ءَاتَيْنَـٰهُ رَحْمَةًۭ مِّنْ عِندِنَا وَعَلَّمْنَـٰهُ مِن لَّدُنَّا عِلْمًۭا 65. და შემოხვდნენ ჩვენს ერთ მონათაგანს, რომელსაც ვუბოძეთ წყალობა ჩვენი წიაღიდან და განვსწავლეთ ჩვენი წიაღიდან ცოდნით. قَالَ لَهُۥ مُوسَىٰ هَلْ أَتَّبِعُكَ عَلَىٰٓ أَن تُعَلِّمَنِ مِمَّا عُلِّمْتَ رُشْدًۭا 66. და უთხრა მუსამ: ხომ არ გამოგყოლოდი, რათა გესწავლებინა ჩემთვის ის, რაც შეგესწავლა ხელმძღვანელობითო? قَالَ إِنَّكَ لَن تَسْتَطِيعَ مَعِىَ صَبْرًۭا 67. უთხრა: შენ ვერ შეძლებ ჩემთან მოთმენას. وَكَيْفَ تَصْبِرُ عَلَىٰ مَا لَمْ تُحِطْ بِهِۦ خُبْرًۭا 68. და როგორ მოითმენ იმას, რასაც ცოდნით ვერ შესწვდებიო? قَالَ سَتَجِدُنِىٓ إِن شَآءَ ٱللَّهُ صَابِرًۭا وَلَآ أَعْصِى لَكَ أَمْرًۭا 69. მიუგო: მნახავ მომთმენს, თუ ალლაჰი ინებებს, და არ ვეურჩები შენს არცერთ ბრძანებასო! قَالَ فَإِنِ ٱتَّبَعْتَنِى فَلَا تَسْـَٔلْنِى عَن شَىْءٍ حَتَّىٰٓ أُحْدِثَ لَكَ مِنْهُ ذِكْرًۭا 70. უთხრა: თუ გამომყვები, არაფრის შესახებ არ მკითხო, ვიდრე თვითონ არ შეგახსენებ. فَٱنطَلَقَا حَتَّىٰٓ إِذَا رَكِبَا فِى ٱلسَّفِينَةِ خَرَقَهَا ۖ قَالَ أَخَرَقْتَهَا لِتُغْرِقَ أَهْلَهَا لَقَدْ جِئْتَ شَيْـًٔا إِمْرًۭا 71. და გამოვიდნენ, ვიდრე ხომალდზე დასხდებოდნენ. მან დააზიანა იგი; ჰკითხა: განა იმისთვის დააზიანე, რომ დაგეღუპა მისი მგზავრები? საოცარი რამ ჩაიდინეო. قَالَ أَلَمْ أَقُلْ إِنَّكَ لَن تَسْتَطِيعَ مَعِىَ صَبْرًۭا 72. მიუგო: აკი გეუბნებოდი, შენ ჩემთან ერთად მოთმენას ვერ შეძლებ-მეთქი?! قَالَ لَا تُؤَاخِذْنِى بِمَا نَسِيتُ وَلَا تُرْهِقْنِى مِنْ أَمْرِى عُسْرًۭا 73. უთხრა: ნუ გამკიცხავ იმის გამო, რომ დამავიწყდა, და ნუ დამიმატებ ჩემი საქმისათვის სიმძიმესო. فَٱنطَلَقَا حَتَّىٰٓ إِذَا لَقِيَا غُلَـٰمًۭا فَقَتَلَهُۥ قَالَ أَقَتَلْتَ نَفْسًۭا زَكِيَّةًۢ بِغَيْرِ نَفْسٍۢ لَّقَدْ جِئْتَ شَيْـًۭٔا نُّكْرًۭا 74. და გამოვიდნენ, ვიდრე ერთ ყრმას არ გადააწყდნენ. მან მოკლა იგი. ჰკითხა: განა მოკალი მართალი ადამიანი, არა სულის წილ?! გასაკიცხი რამ ჩაიდინეო! قَالَ أَلَمْ أَقُل لَّكَ إِنَّكَ لَن تَسْتَطِيعَ مَعِىَ صَبْرًۭا 75. უთხრა: აკი გეუბნებოდი - ვერ შეძლებ ჩემთან ერთად მოთმენას-მეთქი?! قَالَ إِن سَأَلْتُكَ عَن شَىْءٍۭ بَعْدَهَا فَلَا تُصَـٰحِبْنِى ۖ قَدْ بَلَغْتَ مِن لَّدُنِّى عُذْرًۭا 76. მიუგო: თუ რაიმეს გკითხავ ამის შემდგომ, თან აღარ მიახლო. და მიიღე ჩემგან ბოდიშიო! فَٱنطَلَقَا حَتَّىٰٓ إِذَآ أَتَيَآ أَهْلَ قَرْيَةٍ ٱسْتَطْعَمَآ أَهْلَهَا فَأَبَوْا۟ أَن يُضَيِّفُوهُمَا فَوَجَدَا فِيهَا جِدَارًۭا يُرِيدُ أَن يَنقَضَّ فَأَقَامَهُۥ ۖ قَالَ لَوْ شِئْتَ لَتَّخَذْتَ عَلَيْهِ أَجْرًۭا 77. და გამოვიდნენ, ვიდრე ერთი სოფლის ბინადრებს შეხვდებოდნენ. საჭმელი სთხოვეს მის ბინადართ; მათ კი უარი უთხრეს, რომ გამასპინძლებოდნენ. და ნახეს იქ კედელი, რომელიც ჩამოქცევის პირას იყო. ხოლო იმან გამართა იგი. უთხრა: რომ მოგენდომებინა, ამისათვის გასამრჯელოსაც მიიღებდიო! قَالَ هَـٰذَا فِرَاقُ بَيْنِى وَبَيْنِكَ ۚ سَأُنَبِّئُكَ بِتَأْوِيلِ مَا لَمْ تَسْتَطِع عَّلَيْهِ صَبْرًا 78. მიუგო: ეს კი ნამდვილად განშორებაა ჩემი და შენი, მე შენ გაცნობებ განმარტებას იმისას, რისი მოთმენაც ვერ შეძელი. أَمَّا ٱلسَّفِينَةُ فَكَانَتْ لِمَسَـٰكِينَ يَعْمَلُونَ فِى ٱلْبَحْرِ فَأَرَدتُّ أَنْ أَعِيبَهَا وَكَانَ وَرَآءَهُم مَّلِكٌۭ يَأْخُذُ كُلَّ سَفِينَةٍ غَصْبًۭا 79. ხომალდს რაც შეეხება, იგი ეკუთვნოდა ღარიბებს, რომელნიც მუშაობდნენ ზღვაში. მე მოვიწადინე ხომალდის დაზიანება, რადგან მათ უკან იდგა მეფე, რომელიც ითვისებდა ყველა ხომალდს ძალადობით. وَأَمَّا ٱلْغُلَـٰمُ فَكَانَ أَبَوَاهُ مُؤْمِنَيْنِ فَخَشِينَآ أَن يُرْهِقَهُمَا طُغْيَـٰنًۭا وَكُفْرًۭا 80. ყრმას რაც შეეხება, მისი მშობლები მორწმუნენი იყვნენ, და შემეშინდა, რომ იგი ზიანს მოუტანდა მათ ურჩობითა და ურწმუნოებით. فَأَرَدْنَآ أَن يُبْدِلَهُمَا رَبُّهُمَا خَيْرًۭا مِّنْهُ زَكَوٰةًۭ وَأَقْرَبَ رُحْمًۭا 81. და ჩვენ ვინებეთ, რომ სანაცვლოდ მიეცა მათთვის მათ ღმერთს მისი მჯობი სიწმინდით და უფრო ახლობელი ლმობიერებით. وَأَمَّا ٱلْجِدَارُ فَكَانَ لِغُلَـٰمَيْنِ يَتِيمَيْنِ فِى ٱلْمَدِينَةِ وَكَانَ تَحْتَهُۥ كَنزٌۭ لَّهُمَا وَكَانَ أَبُوهُمَا صَـٰلِحًۭا فَأَرَادَ رَبُّكَ أَن يَبْلُغَآ أَشُدَّهُمَا وَيَسْتَخْرِجَا كَنزَهُمَا رَحْمَةًۭ مِّن رَّبِّكَ ۚ وَمَا فَعَلْتُهُۥ عَنْ أَمْرِى ۚ ذَ‌ٰلِكَ تَأْوِيلُ مَا لَمْ تَسْطِع عَّلَيْهِ صَبْرًۭا 82. რაც შეეხება კედელს, იგი ეკუთვნოდა ორ ობოლ ყმაწვილს ამ ქალაქში; მის ძირას კი იყო განძი მათთვის, მათი მამა მართალი კაცი იყო და ინება შენმა ღმერთმა, რომ მათ სრულწლოვანებამდე მიეღწიათ, მერე კი ამოეღოთ თავიანთი განძი - მოწყალებით შენი ღმერთისაგან. მე კი არ გამიკეთებია ეს ჩემი გადაწყვეტილებით. აი, ესაა განმარტება იმისა, რისი მოთმენაც ვერ შეძელიო. وَيَسْـَٔلُونَكَ عَن ذِى ٱلْقَرْنَيْنِ ۖ قُلْ سَأَتْلُوا۟ عَلَيْكُم مِّنْهُ ذِكْرًا 83. და გეკითხებიან შენ ზულყარნაინის შესახებ. უთხარი: მე წაგიკითხავთ თქვენ მის შესახებ შეხსენებას. إِنَّا مَكَّنَّا لَهُۥ فِى ٱلْأَرْضِ وَءَاتَيْنَـٰهُ مِن كُلِّ شَىْءٍۢ سَبَبًۭا 84. ჩვენ იგი დავამკვიდრეთ ქვეყანაზე და ვუბოძეთ მას გზა ყოველივესაკენ. فَأَتْبَعَ سَبَبًا 85. და გზას გაუდგა. حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ مَغْرِبَ ٱلشَّمْسِ وَجَدَهَا تَغْرُبُ فِى عَيْنٍ حَمِئَةٍۢ وَوَجَدَ عِندَهَا قَوْمًۭا ۗ قُلْنَا يَـٰذَا ٱلْقَرْنَيْنِ إِمَّآ أَن تُعَذِّبَ وَإِمَّآ أَن تَتَّخِذَ فِيهِمْ حُسْنًۭا 86. ვიდრე მზის დასავალს მიაღწევდა და დაინახა, რომ იგი ჩადიოდა ცხელ, ამღვრეულ წყაროსთვალში, რომელთანაც ნახა ხალხი. ვუთხარით: ჰეი ზულყარნაინ, ან დასჯი, ან დაადგენ მათში სიკეთეს. قَالَ أَمَّا مَن ظَلَمَ فَسَوْفَ نُعَذِّبُهُۥ ثُمَّ يُرَدُّ إِلَىٰ رَبِّهِۦ فَيُعَذِّبُهُۥ عَذَابًۭا نُّكْرًۭا 87. თქვა: რაც შეეხება იმას, ვინც უსამართლოდ იქცევა, დავსჯით, შემდგომ დაბრუნებულ იქნებიან თავიანთ ღმერთთან და იგი დასჯის მას საშინელი სასჯელით. وَأَمَّا مَنْ ءَامَنَ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا فَلَهُۥ جَزَآءً ٱلْحُسْنَىٰ ۖ وَسَنَقُولُ لَهُۥ مِنْ أَمْرِنَا يُسْرًۭا 88. იმას კი, ვინც ირწმუნა და კეთილი საქმენი აკეთა, მიეგება უმშვენიერესი საზღაური. და მას ჩვენს ბრძანებებში დავუდგენთ სიმარტივეს. ثُمَّ أَتْبَعَ سَبَبًا 89. შემდეგ გზას გაუდგა. حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ مَطْلِعَ ٱلشَّمْسِ وَجَدَهَا تَطْلُعُ عَلَىٰ قَوْمٍۢ لَّمْ نَجْعَل لَّهُم مِّن دُونِهَا سِتْرًۭا 90. ვიდრე მიაღწევდა მზის აღმოსავალს და დაინახა, რომ იგი ამოდიოდა ხალხის თავზე, რომლისთვისაც არ დაგვიდგენია მზის შორის საბურველი. كَذَ‌ٰلِكَ وَقَدْ أَحَطْنَا بِمَا لَدَيْهِ خُبْرًۭا 91. ამრიგად. და ჩვენ გარემოვიცავით ყველაფერი ცოდნით, რაც მასთან იყო. مَّ أَتْبَعَ سَبَبًا 92. შემდგომ გზას გაუდგა. حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ بَيْنَ ٱلسَّدَّيْنِ وَجَدَ مِن دُونِهِمَا قَوْمًۭا لَّا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ قَوْلًۭا 93. ვიდრე მიაღწევდა ორ მთას შორის. და ნახა მათ შორის ხალხი, რომელიც არ ცდილობდა ნათქვამის გააზრებას. قَالُوا۟ يَـٰذَا ٱلْقَرْنَيْنِ إِنَّ يَأْجُوجَ وَمَأْجُوجَ مُفْسِدُونَ فِى ٱلْأَرْضِ فَهَلْ نَجْعَلُ لَكَ خَرْجًا عَلَىٰٓ أَن تَجْعَلَ بَيْنَنَا وَبَيْنَهُمْ سَدًّۭا 94. უთხრეს: ჰეი ზულყარნაინ, ჭეშმარიტად, იაჯუჯი და მაჯუჯი ქვეყანაზე სიავეს ავრცელებენ. და ხომ არ შეგვეკრიბა შენთვის გადასახადი, რათა აღგემართა ჩვენსა და მათ შორის ზღუდეო? قَالَ مَا مَكَّنِّى فِيهِ رَبِّى خَيْرٌۭ فَأَعِينُونِى بِقُوَّةٍ أَجْعَلْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ رَدْمًا 95. უთხრა: ის, რაზედაც დამამკვიდრა ჩემმა ღმერთმა, უკეთესია. შემეწიეთ ძალით და მე აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს. ءَاتُونِى زُبَرَ ٱلْحَدِيدِ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا سَاوَىٰ بَيْنَ ٱلصَّدَفَيْنِ قَالَ ٱنفُخُوا۟ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَعَلَهُۥ نَارًۭا قَالَ ءَاتُونِىٓ أُفْرِغْ عَلَيْهِ قِطْرًۭا 96. მომიტანეთ იმდენი ნატეხი რკინისა, ვიდრე აღივსებოდეს ორი კლდის შორისი! თქვა: დაჰბერეთ! და როცა მან აქცია იგი ცეცხლად, თქვა: მომიტანეთ, გადავასხამ ამას გამდნარ ლითონსო! فَمَا ٱسْطَـٰعُوٓا۟ أَن يَظْهَرُوهُ وَمَا ٱسْتَطَـٰعُوا۟ لَهُۥ نَقْبًۭا 97. და ვერ შეძლებენ ისინი მის გადალახვას და ვერ შეძლებენ მის გახვრეტას. قَالَ هَـٰذَا رَحْمَةٌۭ مِّن رَّبِّى ۖ فَإِذَا جَآءَ وَعْدُ رَبِّى جَعَلَهُۥ دَكَّآءَ ۖ وَكَانَ وَعْدُ رَبِّى حَقًّۭا 98. თქვა: ეს არის წყალობა ჩემი ღმერთისგან. და როცა აღსრულდება აღთქმა ჩემი ღმერთისა, იგი მას მიწასთან გაასწორებს, და ჩემი ღმერთის აღთქმა ჭეშმარიტია. وَتَرَكْنَا بَعْضَهُمْ يَوْمَئِذٍۢ يَمُوجُ فِى بَعْضٍۢ ۖ وَنُفِخَ فِى ٱلصُّورِ فَجَمَعْنَـٰهُمْ جَمْعًۭا 99. და დავტოვებთ ზოგ მათგანს იმ დღეს, რათა წინაღუდგნენ ზოგიერთს. ჩაბერილ იქნება საყვირში, მაშინ შევკრებთ ყველას ერთად! وَعَرَضْنَا جَهَنَّمَ يَوْمَئِذٍۢ لِّلْكَـٰفِرِينَ عَرْضًا 100. და იმ დღეს, ურწმუნოებს ჯოჯოხეთს წარვუდგენთ. ٱلَّذِينَ كَانَتْ أَعْيُنُهُمْ فِى غِطَآءٍ عَن ذِكْرِى وَكَانُوا۟ لَا يَسْتَطِيعُونَ سَمْعًا 101. მათ, რომელთაც თვალებზე ედოთ საბურველი ჩემი ხსენებისგან და მათ მოსმენაც კი არ შეეძლოთ. أَفَحَسِبَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَن يَتَّخِذُوا۟ عِبَادِى مِن دُونِىٓ أَوْلِيَآءَ ۚ إِنَّآ أَعْتَدْنَا جَهَنَّمَ لِلْكَـٰفِرِينَ نُزُلًۭ 102. განა ეგონათ იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ დაიდგენენ ჩემს მსახურებს ჩემს მაგივრად მფარველებად? ჭეშმარიტად, ჩვენ გავუმზადეთ ურწმუნოებს ჯოჯოხეთი განსასვენებლად. قُلْ هَلْ نُنَبِّئُكُم بِٱلْأَخْسَرِينَ أَعْمَـٰلًا 103. უთხარი: ხომ არ გვეცნობებინა თქვენთვის საქმეებში ყველაზე უფრო ხელმოცარულთა შესახებ?! ٱلَّذِينَ ضَلَّ سَعْيُهُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَهُمْ يَحْسَبُونَ أَنَّهُمْ يُحْسِنُونَ صُنْعًا 104. რომელთა მცდელობაც ამაო იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, თუმცა კი თვითონ მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِمْ وَلِقَآئِهِۦ فَحَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ فَلَا نُقِيمُ لَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَزْنًۭا 105. სწორედ ისინი არიან, ვინც ცრუდ შერაცხა თავისი ღმერთის აიათები და მასთან შეხვედრა; ფუჭი იქნება მათი საქმენი და აღდგომის დღეს მათთვის სასწორს არ გავშლით. ذَ‌ٰلِكَ جَزَآؤُهُمْ جَهَنَّمُ بِمَا كَفَرُوا۟ وَٱتَّخَذُوٓا۟ ءَايَـٰتِى وَرُسُلِى هُزُوًا 106. ეს არის მათი საზღაური: ჯოჯოხეთი, იმის გამო, რომ არ ირწმუნეს და ჩემს აიათებს და შუამავლებს აბუჩად იგდებდნენ. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ كَانَتْ لَهُمْ جَنَّـٰتُ ٱلْفِرْدَوْسِ نُزُلًا 107. ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, ექნებათ ფირდავსის(უმაღლესი სამოთხე) სამოთხე სამკვიდროდ. خَـٰلِدِينَ فِيهَا لَا يَبْغُونَ عَنْهَا حِوَلًۭا 108. იქნებიან იქ მარადიულად და არ ისურვებენ მისგან განცალკევებას. قُل لَّوْ كَانَ ٱلْبَحْرُ مِدَادًۭا لِّكَلِمَـٰتِ رَبِّى لَنَفِدَ ٱلْبَحْرُ قَبْلَ أَن تَنفَدَ كَلِمَـٰتُ رَبِّى وَلَوْ جِئْنَا بِمِثْلِهِۦ مَدَدًۭا 109. უთხარი: ზღვა რომ მელნად იქცეს ჩემი ღმერთის სიტყვებისთვის, ზღვა მანამ დაიშრეტებოდა, ვიდრე ჩემი ღმერთის სიტყვები ამოიწურებოდა, თუნდაც ერთი ამდენი(ზღვა) კიდევ წაგვეშველებინა. قُلْ إِنَّمَآ أَنَا۠ بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ يُوحَىٰٓ إِلَىَّ أَنَّمَآ إِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ ۖ فَمَن كَانَ يَرْجُوا۟ لِقَآءَ رَبِّهِۦ فَلْيَعْمَلْ عَمَلًۭا صَـٰلِحًۭا وَلَا يُشْرِكْ بِعِبَادَةِ رَبِّهِۦٓ أَحَدًۢا 110. უთხარი: მე მხოლოდ ადამიანი ვარ. თქვენი მსგავსი და ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. და იმან, ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას, დაე მართალი საქმე აკეთოს და ნურავის დაუდგენს თანაზიარად თავის ღმერთს თაყვანისცემაში.