17.სურა ისრა
111 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سُبْحَـٰنَ ٱلَّذِىٓ أَسْرَىٰ بِعَبْدِهِۦ لَيْلًۭا مِّنَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ إِلَى ٱلْمَسْجِدِ ٱلْأَقْصَا ٱلَّذِى بَـٰرَكْنَا حَوْلَهُۥ لِنُرِيَهُۥ مِنْ ءَايَـٰتِنَآ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْبَصِيرُ 1. დიდებას მა, ვინც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდ ალ-ჰარამიდან მესჯიდ ალ-აყსაში, რომლის გარშემოც ვაკურთხეთ, რათა გვეჩვენებინა მისთვის ზოგი ჩვენი სასწაული. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია. وَءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ وَجَعَلْنَـٰهُ هُدًۭى لِّبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ أَلَّا تَتَّخِذُوا۟ مِن دُونِى وَكِيلًۭا 2. მივეცით მუსას წიგნი და დავუდგინეთ იგი ჭეშმარიტ გზად ისრაელის შვილებს: არ დაიდგინოთ მფარველად ჩემს გარდა არავინ. ذُرِّيَّةَ مَنْ حَمَلْنَا مَعَ نُوحٍ ۚ إِنَّهُۥ كَانَ عَبْدًۭا شَكُورًۭا 3. ჰეი ხალხის შთამომავალნო, რომელიც გადავიყვანეთ ნუჰთან ერთად. ჭეშმარიტად, იგი მადლიერი მსახური იყო. وَقَضَيْنَآ إِلَىٰ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ فِى ٱلْكِتَـٰبِ لَتُفْسِدُنَّ فِى ٱلْأَرْضِ مَرَّتَيْنِ وَلَتَعْلُنَّ عُلُوًّۭا كَبِيرًۭا 4. და ვაცნობეთ ისრაელის შვილებს წიგნში: ორჯერ ჩაიდენთ სიბილწეს ქვეყანაზე და ქედმაღლობით გამედიდურდებით. فَإِذَا جَآءَ وَعْدُ أُولَىٰهُمَا بَعَثْنَا عَلَيْكُمْ عِبَادًۭا لَّنَآ أُو۟لِى بَأْسٍۢ شَدِيدٍۢ فَجَاسُوا۟ خِلَـٰلَ ٱلدِّيَارِ ۚ وَكَانَ وَعْدًۭا مَّفْعُولًۭا 5. როცა მოაწია ჟამი ორიდან პირველი, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენზე ჩვენი ძალღონიანი მსახურნი, ამგვარად მათ შემოიჭრნენ სახლებამდე. და აღთქმული სისრულეში მოვიდა. مَّ رَدَدْنَا لَكُمُ ٱلْكَرَّةَ عَلَيْهِمْ وَأَمْدَدْنَـٰكُم بِأَمْوَ‌ٰلٍۢ وَبَنِينَ وَجَعَلْنَـٰكُمْ أَكْثَرَ نَفِيرًا 6. შემდგომ კვლავ დაგიბრუნეთ თქვენ მათ წინაშე. და გაგაძლიერეთ თქვენ ქონებითა და ძეებით და გქმენით უფრო მრავალრიცხოვანი. إِنْ أَحْسَنتُمْ أَحْسَنتُمْ لِأَنفُسِكُمْ ۖ وَإِنْ أَسَأْتُمْ فَلَهَا ۚ فَإِذَا جَآءَ وَعْدُ ٱلْـَٔاخِرَةِ لِيَسُـۥٓـُٔوا۟ وُجُوهَكُمْ وَلِيَدْخُلُوا۟ ٱلْمَسْجِدَ كَمَا دَخَلُوهُ أَوَّلَ مَرَّةٍۢ وَلِيُتَبِّرُوا۟ مَا عَلَوْا۟ تَتْبِيرًا 7. და თუ სიკეთე ჰქენით, თქვენი თავისთვის ჰქენით, ხოლო თუ სიავე ჩაიდინეთ თქვენსავე წინააღმდეგ. და აჰა მოვიდა მეორე აღთქმა, რათა თქვენი სახეები დაემწუხრებინათ და შესულიყვნენ მეჩეთში ისევე, როგორც შევიდნენ იქ თავდაპირველად და გაენადგურებინათ ის, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ. عَسَىٰ رَبُّكُمْ أَن يَرْحَمَكُمْ ۚ وَإِنْ عُدتُّمْ عُدْنَا ۘ وَجَعَلْنَا جَهَنَّمَ لِلْكَـٰفِرِينَ حَصِيرًا 8. ეგებ შეგიწყალოთ თქვენმა ღმერთმა. ხოლო თუ დაბრუნდებით, ჩვენც დავბრუნდებით. ჯოჯოხეთი კი დილეგად დავუდგინეთ ურწმუნოებს! إِنَّ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانَ يَهْدِى لِلَّتِى هِىَ أَقْوَمُ وَيُبَشِّرُ ٱلْمُؤْمِنِينَ ٱلَّذِينَ يَعْمَلُونَ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أَنَّ لَهُمْ أَجْرًۭا كَبِيرًۭا 9. ჭეშმარიტად, ეს ყურანი უწინამძღვრებს ყველაზე სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც აკეთებენ კეთილ საქმეებს, რომ სწორედ მათია უდიდესი ჯილდო. وَأَنَّ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا 10. და იმათ კი, რომელთაც არ სწამთ საიქიო, გავუმზადეთ მტანჯველი სასჯელი. وَيَدْعُ ٱلْإِنسَـٰنُ بِٱلشَّرِّ دُعَآءَهُۥ بِٱلْخَيْرِ ۖ وَكَانَ ٱلْإِنسَـٰنُ عَجُولًۭ 11. ადამიანი მოუწოდებს ბოროტებას იმგვარად, როგორც უნდა მოუწოდებდეს სიკეთეს, და ჭეშმარიტად ადამიანი სულსწრაფია. وَجَعَلْنَا ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ ءَايَتَيْنِ ۖ فَمَحَوْنَآ ءَايَةَ ٱلَّيْلِ وَجَعَلْنَآ ءَايَةَ ٱلنَّهَارِ مُبْصِرَةًۭ لِّتَبْتَغُوا۟ فَضْلًۭا مِّن رَّبِّكُمْ وَلِتَعْلَمُوا۟ عَدَدَ ٱلسِّنِينَ وَٱلْحِسَابَ ۚ وَكُلَّ شَىْءٍۢ فَصَّلْنَـٰهُ تَفْصِيلًۭا 12. დავადგინეთ ღამე და დღე ორ სასწაულად: დავფარეთ ღამის სასწაული და საჩინო ვყავით დღის სასწაული, რათა ითხოვოთ მადლი თქვენი ღმერთისგან, რათა შეიტყოთ წელთაღრიცხვა და ანგარიში. და ყოველივე ცხადად განვმარტეთ. وَكُلَّ إِنسَـٰنٍ أَلْزَمْنَـٰهُ طَـٰٓئِرَهُۥ فِى عُنُقِهِۦ ۖ وَنُخْرِجُ لَهُۥ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ كِتَـٰبًۭا يَلْقَىٰهُ مَنشُورًا 13. და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე თავისი ჩიტი და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც დახვდება გადაშლილი! ٱقْرَأْ كِتَـٰبَكَ كَفَىٰ بِنَفْسِكَ ٱلْيَوْمَ عَلَيْكَ حَسِيبًۭا 14. წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ საკმარისია შენი სული! مَّنِ ٱهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِى لِنَفْسِهِۦ ۖ وَمَن ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۚ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌۭ وِزْرَ أُخْرَىٰ ۗ وَمَا كُنَّا مُعَذِّبِينَ حَتَّىٰ نَبْعَثَ رَسُولًۭا 15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვის ტვირთს, და ჩვენ არ დაგვისჯია ვინმე, ვიდრე არ წარვუგზავნიდით შუამავალს! وَإِذَآ أَرَدْنَآ أَن نُّهْلِكَ قَرْيَةً أَمَرْنَا مُتْرَفِيهَا فَفَسَقُوا۟ فِيهَا فَحَقَّ عَلَيْهَا ٱلْقَوْلُ فَدَمَّرْنَـٰهَا تَدْمِيرًۭا 16. ხოლო როცა ვინებეთ დაგვეღუპა რომელიმე სოფელი, ვუბრძანეთ ფუფუნებით განებივრებულ მის ბინადრებს, მაგრამ ურჩობდნენ მასში და აუხდათ მათ ნათქვამი და გავანადგურეთ განადგურებით. وَكَمْ أَهْلَكْنَا مِنَ ٱلْقُرُونِ مِنۢ بَعْدِ نُوحٍۢ ۗ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ بِذُنُوبِ عِبَادِهِۦ خَبِيرًۢا بَصِيرًۭا 17. და რამდენი თაობა დავღუპეთ ნუჰის შემდგომ; შენი ღმერთი კი საკმარისია თავის მონათა ცოდვების მცოდნედ და დამნახველად. مَّن كَانَ يُرِيدُ ٱلْعَاجِلَةَ عَجَّلْنَا لَهُۥ فِيهَا مَا نَشَآءُ لِمَن نُّرِيدُ ثُمَّ جَعَلْنَا لَهُۥ جَهَنَّمَ يَصْلَىٰهَا مَذْمُومًۭا مَّدْحُورًۭا 18. იმას, ვინც წარმავალ სიცოცხლეს ისურვებს, დავუჩქარებთ მას იქ, რასაც ვინებებთ და ვისთვისაც ვინებებთ. მერე კი დავუდგინეთ მას ჯოჯოხეთი და დაიხრუკება იქ გაკიცხული, დამცირებული. وَمَنْ أَرَادَ ٱلْـَٔاخِرَةَ وَسَعَىٰ لَهَا سَعْيَهَا وَهُوَ مُؤْمِنٌۭ فَأُو۟لَـٰٓئِكَ كَانَ سَعْيُهُم مَّشْكُورًۭا 19. ხოლო იმან, ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის და მორწმუნე იყო, დაფასებულ იქნება მათი ღვაწლი. كُلًّۭا نُّمِدُّ هَـٰٓؤُلَآءِ وَهَـٰٓؤُلَآءِ مِنْ عَطَآءِ رَبِّكَ ۚ وَمَا كَانَ عَطَآءُ رَبِّكَ مَحْظُورًا 20. სრულად მივაგებთ ამათაც და იმათაც შენი ღმერთის საზღაურს, და შენი ღმერთის საზღაური არ არის შეზღუდული. ٱنظُرْ كَيْفَ فَضَّلْنَا بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۚ وَلَلْـَٔاخِرَةُ أَكْبَرُ دَرَجَـٰتٍۢ وَأَكْبَرُ تَفْضِيلًۭا 21. შეხედე, როგორ ვამჯობინეთ ისინი ერთი მეორეს. საიქიო კი კიდევ უფრო დიდია ხარისხით და უმეტესია მადლით. لَّا تَجْعَلْ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ فَتَقْعُدَ مَذْمُومًۭا مَّخْذُولًۭا 22. ნუ დაიდგენ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, თორემ დარჩები განკიცხული, დაკნინებული. وَقَضَىٰ رَبُّكَ أَلَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّآ إِيَّاهُ وَبِٱلْوَ‌ٰلِدَيْنِ إِحْسَـٰنًا ۚ إِمَّا يَبْلُغَنَّ عِندَكَ ٱلْكِبَرَ أَحَدُهُمَآ أَوْ كِلَاهُمَا فَلَا تَقُل لَّهُمَآ أُفٍّۢ وَلَا تَنْهَرْهُمَا وَقُل لَّهُمَا قَوْلًۭا كَرِيمًۭا 23. და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ! - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა. وَٱخْفِضْ لَهُمَا جَنَاحَ ٱلذُّلِّ مِنَ ٱلرَّحْمَةِ وَقُل رَّبِّ ٱرْحَمْهُمَا كَمَا رَبَّيَانِى صَغِيرًۭا 24. მათდამი სიკეთით დახარე მოწყალების ფრთები და თქვი: ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს პატარა. رَّبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَا فِى نُفُوسِكُمْ ۚ إِن تَكُونُوا۟ صَـٰلِحِينَ فَإِنَّهُۥ كَانَ لِلْأَوَّ‌ٰبِينَ غَفُورًۭا 25. თქვენმა ღმერთმა უკეთ იცის, რაც თქვენს გულებშია, თქვენ რომ მართალნი ყოფილიყავით, და ჭეშმარიტად, იგი არის მომნანიეთა მიმართ მიმტევებელი. وَءَاتِ ذَا ٱلْقُرْبَىٰ حَقَّهُۥ وَٱلْمِسْكِينَ وَٱبْنَ ٱلسَّبِيلِ وَلَا تُبَذِّرْ تَبْذِيرًا 26. და მიეცი ახლობელს თავისი კუთვნილი, ღატაკსა და მგზავრს, და ნუ გაფლანგავ გადაჭარბებულად. إِنَّ ٱلْمُبَذِّرِينَ كَانُوٓا۟ إِخْوَ‌ٰنَ ٱلشَّيَـٰطِينِ ۖ وَكَانَ ٱلشَّيْطَـٰنُ لِرَبِّهِۦ كَفُورًۭا 27. რამეთუ მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან. ეშკამი კი თავისი ღმერთის მიმართ უმადურია. وَإِمَّا تُعْرِضَنَّ عَنْهُمُ ٱبْتِغَآءَ رَحْمَةٍۢ مِّن رَّبِّكَ تَرْجُوهَا فَقُل لَّهُمْ قَوْلًۭا مَّيْسُورًۭا 28. და ნუ შეაქცევ ზურგს მათ, შენი ღმერთის იმ მოწყალების წადილით, რასაც იმედოვნებ, და უთხარი მათ ტკბილი სიტყვა. وَلَا تَجْعَلْ يَدَكَ مَغْلُولَةً إِلَىٰ عُنُقِكَ وَلَا تَبْسُطْهَا كُلَّ ٱلْبَسْطِ فَتَقْعُدَ مَلُومًۭا مَّحْسُورًا 29. და ნუ იქნები ხელმომჭირნე და ნურც გაშლი მას მთლიანად, რათა არ დარჩე განკიცხული, გაღატაკებული. إِنَّ رَبَّكَ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّهُۥ كَانَ بِعِبَادِهِۦ خَبِيرًۢا بَصِيرًۭا 30. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი გულუხვად აძლევს სარჩოს, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, იგი თავის მსახურთა მცოდნეა, მხედველია. وَلَا تَقْتُلُوٓا۟ أَوْلَـٰدَكُمْ خَشْيَةَ إِمْلَـٰقٍۢ ۖ نَّحْنُ نَرْزُقُهُمْ وَإِيَّاكُمْ ۚ إِنَّ قَتْلَهُمْ كَانَ خِطْـًۭٔا كَبِيرًۭا 31. და ნუ დახოცავთ საკუთარ შვილებს გაღატაკების შიშით. ჩვენ ვაძლევთ სარჩოს მათაც და თქვენც. მათი მოკვლა დიდი ცოდვაა. وَلَا تَقْرَبُوا۟ ٱلزِّنَىٰٓ ۖ إِنَّهُۥ كَانَ فَـٰحِشَةًۭ وَسَآءَ سَبِيلًۭ 32. და ნუ მიუახლოვდებით მრუშობას! რადგან, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა. وَلَا تَقْتُلُوا۟ ٱلنَّفْسَ ٱلَّتِى حَرَّمَ ٱللَّهُ إِلَّا بِٱلْحَقِّ ۗ وَمَن قُتِلَ مَظْلُومًۭا فَقَدْ جَعَلْنَا لِوَلِيِّهِۦ سُلْطَـٰنًۭا فَلَا يُسْرِف فِّى ٱلْقَتْلِ ۖ إِنَّهُۥ كَانَ مَنصُورًۭا 33. და ნუ მოჰკლავთ სულს, რაც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა - მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად, და ვინც მოიკლა უსამართლოდ, ჩვენ დავუდგინეთ მის ახლობელს უფლება (შურისგებისა) და ზღვარს ნუ გადავა მკვლელობაში, და ჭეშმარიტად, იგი შეწევნული იქნება. وَلَا تَقْرَبُوا۟ مَالَ ٱلْيَتِيمِ إِلَّا بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ حَتَّىٰ يَبْلُغَ أَشُدَّهُۥ ۚ وَأَوْفُوا۟ بِٱلْعَهْدِ ۖ إِنَّ ٱلْعَهْدَ كَانَ مَسْـُٔولًۭا 34. და ნუ მიეკარებით ობლის ქონებას, თუ არა სიკეთით, ვიდრე იგი სრულწლოვანებას მიაღწევდეს, და უერთგულეთ თქვენს აღთქმანს, უეჭველად აღთქმა მოგეკითხებათ. وَأَوْفُوا۟ ٱلْكَيْلَ إِذَا كِلْتُمْ وَزِنُوا۟ بِٱلْقِسْطَاسِ ٱلْمُسْتَقِيمِ ۚ ذَ‌ٰلِكَ خَيْرٌۭ وَأَحْسَنُ تَأْوِيلًۭا 35. და უერთგულეთ ზომას, როცა ზომავთ, და აწონეთ ზუსტი სასწორით. ეს უკეთესია და უმჯობესია შედეგით. وَلَا تَقْفُ مَا لَيْسَ لَكَ بِهِۦ عِلْمٌ ۚ إِنَّ ٱلسَّمْعَ وَٱلْبَصَرَ وَٱلْفُؤَادَ كُلُّ أُو۟لَـٰٓئِكَ كَانَ عَنْهُ مَسْـُٔولًۭ 36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ გაქვს. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება! وَلَا تَمْشِ فِى ٱلْأَرْضِ مَرَحًا ۖ إِنَّكَ لَن تَخْرِقَ ٱلْأَرْضَ وَلَن تَبْلُغَ ٱلْجِبَالَ طُولًۭا 37. და ნუ ივლი ქვეყანაზე ამაყად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით! كُلُّ ذَ‌ٰلِكَ كَانَ سَيِّئُهُۥ عِندَ رَبِّكَ مَكْرُوهًۭا 38. ყოველივე ეს, შენი ღმერთის წინაშე უკეთური, საძულველია! ذَ‌ٰلِكَ مِمَّآ أَوْحَىٰٓ إِلَيْكَ رَبُّكَ مِنَ ٱلْحِكْمَةِ ۗ وَلَا تَجْعَلْ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ فَتُلْقَىٰ فِى جَهَنَّمَ مَلُومًۭا مَّدْحُورًا 39. ეს არის სიბრძნე, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთისგან და ნუ დაიდგენ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, თორემ ჩაგდებულ იქნები ჯოჯოხეთში, განკიცხული, დამცირებული. أَفَأَصْفَىٰكُمْ رَبُّكُم بِٱلْبَنِينَ وَٱتَّخَذَ مِنَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ إِنَـٰثًا ۚ إِنَّكُمْ لَتَقُولُونَ قَوْلًا عَظِيمًۭا 40. განა თქვენმა ღმერთმა მოგცათ ძენი, თვითონ კი ანგელოზთაგან ასულები აირჩია?! - თქვენ დიდ სიტყვას ამბობთ! وَلَقَدْ صَرَّفْنَا فِى هَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ لِيَذَّكَّرُوا۟ وَمَا يَزِيدُهُمْ إِلَّا نُفُورًۭا 41. და ვფიცავ! ჩვენ განვმარტეთ ამ ყურანში, რათა შეეგონათ. თუმცა ამას არაფერი შეუმატებია მათთვის, სიძულვილის გარდა. قُل لَّوْ كَانَ مَعَهُۥٓ ءَالِهَةٌۭ كَمَا يَقُولُونَ إِذًۭا لَّٱبْتَغَوْا۟ إِلَىٰ ذِى ٱلْعَرْشِ سَبِيلًۭا 42. უთხარი: რომ ყოფილიყვნენ მასთან ერთად ღვთაებები - როგორც ამბობენ - უსათუოდ ისურვებდნენ ისინი ტახტრევნის მფლობელისკენ სავალ გზას. سُبْحَـٰنَهُۥ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يَقُولُونَ عُلُوًّۭا كَبِيرًۭا 43. დიდება მას! იგი უზენაესი, დიადი და აღმატებულია იმაზე, რასაც (მასზე) ამბობენ تُسَبِّحُ لَهُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ ٱلسَّبْعُ وَٱلْأَرْضُ وَمَن فِيهِنَّ ۚ وَإِن مِّن شَىْءٍ إِلَّا يُسَبِّحُ بِحَمْدِهِۦ وَلَـٰكِن لَّا تَفْقَهُونَ تَسْبِيحَهُمْ ۗ إِنَّهُۥ كَانَ حَلِيمًا غَفُورًۭا 44. დიდებას აღუვლენს მას შვიდი ზეცა, მიწა, და ყოველი, რაც მასშია. და არ არის რაიმე, მას რომ ქებას არ აღუვლენდეს, მაგრამ თქვენ არ გესმით მათი ქება-დიდება. ჭეშმარიტად, იგი სათნოა, მიმტევებელია. وَإِذَا قَرَأْتَ ٱلْقُرْءَانَ جَعَلْنَا بَيْنَكَ وَبَيْنَ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ حِجَابًۭا مَّسْتُورًۭا 45. და როცა წაიკითხე ყურანი, ჩვენ დავადგინეთ უხილავი ფარდა შენსა და მათ შორის, რომელთაც არ სწამთ საიქიო. وَجَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَن يَفْقَهُوهُ وَفِىٓ ءَاذَانِهِمْ وَقْرًۭا ۚ وَإِذَا ذَكَرْتَ رَبَّكَ فِى ٱلْقُرْءَانِ وَحْدَهُۥ وَلَّوْا۟ عَلَىٰٓ أَدْبَـٰرِهِمْ نُفُورًۭا 46. და გადავაფარეთ მათ გულებს საბურველნი, რათა ვერ შეიცნონ იგი და მათ ყურებს - სიყრუე. ხოლო როცა ახსენებ ყურანში შენი ღმერთის ერთადერთობას, უკან გაბრუნდებიან ზიზღით. نَّحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَسْتَمِعُونَ بِهِۦٓ إِذْ يَسْتَمِعُونَ إِلَيْكَ وَإِذْ هُمْ نَجْوَىٰٓ إِذْ يَقُولُ ٱلظَّـٰلِمُونَ إِن تَتَّبِعُونَ إِلَّا رَجُلًۭا مَّسْحُورًا 47. ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც ისინი შეისმენენ, როცა შენ გისმენენ, და როცა ისინი საიდუმლოდ თათბირობენ, აჰა, ამბობენ უსამართლონი: თქვენ მიჰყვებით მხოლოდ მონუსხულ კაცსო. ٱنظُرْ كَيْفَ ضَرَبُوا۟ لَكَ ٱلْأَمْثَالَ فَضَلُّوا۟ فَلَا يَسْتَطِيعُونَ سَبِيلًۭا 48. შეხედე, როგორ მოაქვთ შენთვის იგავები. ჭეშმარიტ გზას ასცდებიან და გზის პოვნას ვეღარ შეძლებენ. وَقَالُوٓا۟ أَءِذَا كُنَّا عِظَـٰمًۭا وَرُفَـٰتًا أَءِنَّا لَمَبْعُوثُونَ خَلْقًۭا جَدِيدًۭا 49. თქვეს: თუკი ძვლებად და ფერფლად ვიქცევით, განა მართლაც აღდგენილ ვიქნებით ახალ ქმნილებადო?! قُلْ كُونُوا۟ حِجَارَةً أَوْ حَدِيدًا 50. უთხარი: „ქვადაც რომ იქცეთ ან რკინად, أَوْ خَلْقًۭا مِّمَّا يَكْبُرُ فِى صُدُورِكُمْ ۚ فَسَيَقُولُونَ مَن يُعِيدُنَا ۖ قُلِ ٱلَّذِى فَطَرَكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍۢ ۚ فَسَيُنْغِضُونَ إِلَيْكَ رُءُوسَهُمْ وَيَقُولُونَ مَتَىٰ هُوَ ۖ قُلْ عَسَىٰٓ أَن يَكُونَ قَرِيبًۭا 51. ანდა, ქმნილებად, რომელიც დიდია თქვენს გულებში. და იკითხავენ: ვინღა დაგვაბრუნებს უკანო? უთხარი: იგი, ვინც გაგაჩინათ თავდაპირველად. თავს დახრიან შენს წინაშე და გკითხავენ: როდისაა ისო? უთხარი: შეიძლება ახლოსაა. يَوْمَ يَدْعُوكُمْ فَتَسْتَجِيبُونَ بِحَمْدِهِۦ وَتَظُنُّونَ إِن لَّبِثْتُمْ إِلَّا قَلِيلًۭا 52. დღე, როცა იგი მოგიხმობთ თქვენ. ხოლო თქვენ უპასუხებთ მას დიდებით და გეგონებათ, მხოლოდ მცირე ხნით დავყოვნდითო. وَقُل لِّعِبَادِى يَقُولُوا۟ ٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ ۚ إِنَّ ٱلشَّيْطَـٰنَ يَنزَغُ بَيْنَهُمْ ۚ إِنَّ ٱلشَّيْطَـٰنَ كَانَ لِلْإِنسَـٰنِ عَدُوًّۭا مُّبِينًۭا 53. და უთხარი ჩემს მსახურებს, თქვან ის, რაც კარგია. ჭეშმარიტად, ეშმაკი განხეთქილებას თესავს მათ შორის და ჭეშმარიტად, ეშმაკი ადამიანის აშკარა მტერია! رَّبُّكُمْ أَعْلَمُ بِكُمْ ۖ إِن يَشَأْ يَرْحَمْكُمْ أَوْ إِن يَشَأْ يُعَذِّبْكُمْ ۚ وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ عَلَيْهِمْ وَكِيلًۭا 54. თქვენი ღმერთი უკეთესად გიცნობთ თქვენ. თუ ინებებს, წყალობას მოიღებს, ანდა თუ ინებებს, დაგსჯით! ხოლო შენ არ წარგვიგზავნიხარ მათ დამცველად. وَرَبُّكَ أَعْلَمُ بِمَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۗ وَلَقَدْ فَضَّلْنَا بَعْضَ ٱلنَّبِيِّـۧنَ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۖ وَءَاتَيْنَا دَاوُۥدَ زَبُورًۭا 55. შენმა ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის ისინი, ვინც ცათა შინაა და ვინც ქვეყანასა ზედაა. ჩვენ ვამჯობინეთ ზოგი შუამავალი ზოგიერთს და ვუბოძეთ დავუდს ზებური(ფსალმუნი). قُلِ ٱدْعُوا۟ ٱلَّذِينَ زَعَمْتُم مِّن دُونِهِۦ فَلَا يَمْلِكُونَ كَشْفَ ٱلضُّرِّ عَنكُمْ وَلَا تَحْوِيلًا 56. უთხარი: მოუხმეთ იმათ, რომლებზედაც ჰყვებოდით მის გარდა. მათ არ შეუძლიათ ზარალის აცილება თქვენთვის და არც შეცვლა. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ يَبْتَغُونَ إِلَىٰ رَبِّهِمُ ٱلْوَسِيلَةَ أَيُّهُمْ أَقْرَبُ وَيَرْجُونَ رَحْمَتَهُۥ وَيَخَافُونَ عَذَابَهُۥٓ ۚ إِنَّ عَذَابَ رَبِّكَ كَانَ مَحْذُورًۭا 57. ისინი, რომლებიც უხმობენ ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან, რომელი უფრო ახლოსაა; იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია. وَإِن مِّن قَرْيَةٍ إِلَّا نَحْنُ مُهْلِكُوهَا قَبْلَ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ أَوْ مُعَذِّبُوهَا عَذَابًۭا شَدِيدًۭا ۚ كَانَ ذَ‌ٰلِكَ فِى ٱلْكِتَـٰبِ مَسْطُورًۭا 58. არ არის არცერთი დასახლება, რომ არ დავღუპოთ იგი განკითხვის დღემდე, ანდა არ დავსაჯოთ მტანჯველი სასჯელით. ეს წიგნშია აღნუსხული. وَمَا مَنَعَنَآ أَن نُّرْسِلَ بِٱلْـَٔايَـٰتِ إِلَّآ أَن كَذَّبَ بِهَا ٱلْأَوَّلُونَ ۚ وَءَاتَيْنَا ثَمُودَ ٱلنَّاقَةَ مُبْصِرَةًۭ فَظَلَمُوا۟ بِهَا ۚ وَمَا نُرْسِلُ بِٱلْـَٔايَـٰتِ إِلَّا تَخْوِيفًۭا 59. და არაფერს შევუკავებივართ ჩვენ, რომ წარმოგვეგზავნა(შუამავლები) ჩვენი სასწაულებით, გარდა იმისა, რომ უწინდელებმა ცრუდ შერაცხეს ისინი. ჩვენ კი ვუბოძეთ სემუდეველებს დედალი აქლემი ცხად ნიშნად, ხოლო ისინი უსამართლოდ მოექცნენ მას. ჩვენ კი ჩვენს აიათებს მხოლოდ დასაშინებლად გარდმოვავლენთ. وَإِذْ قُلْنَا لَكَ إِنَّ رَبَّكَ أَحَاطَ بِٱلنَّاسِ ۚ وَمَا جَعَلْنَا ٱلرُّءْيَا ٱلَّتِىٓ أَرَيْنَـٰكَ إِلَّا فِتْنَةًۭ لِّلنَّاسِ وَٱلشَّجَرَةَ ٱلْمَلْعُونَةَ فِى ٱلْقُرْءَانِ ۚ وَنُخَوِّفُهُمْ فَمَا يَزِيدُهُمْ إِلَّا طُغْيَـٰنًۭا كَبِيرًۭا 60. და აჰა, გითხარით შენ: ჭეშმარიტად, შენი ღმერთი გარემოიცავს ხალხს, და სიზმარიც, რომელიც გიჩვენეთ, მხოლოდ ხალხის გამოსაცდელად დავადგინეთ, და ხეც, დაწყევლილი ყურანში, ჩვენ დავაშინებთ(შევაგონებთ) მათ, იმათ კი არაფერი ემატებათ, გარდა დიდი ურჩობისა. وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَـٰٓئِكَةِ ٱسْجُدُوا۟ لِـَٔادَمَ فَسَجَدُوٓا۟ إِلَّآ إِبْلِيسَ قَالَ ءَأَسْجُدُ لِمَنْ خَلَقْتَ طِينًۭا 61. და აკი ვუთხარით ანგელოზებს! სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის! და სეჯდე აღასრულეს, იბლისის გარდა(რომელმაც) თქვა: განა თაყვანი ვსცე იმას, ვინც თიხისგან შექმენიო?! قَالَ أَرَءَيْتَكَ هَـٰذَا ٱلَّذِى كَرَّمْتَ عَلَىَّ لَئِنْ أَخَّرْتَنِ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ لَأَحْتَنِكَنَّ ذُرِّيَّتَهُۥٓ إِلَّا قَلِيلًۭا 62. თქვა: ხედავ შენ, ეს არის იგი, ვინც ჩემზე მეტად დააფასე! თუკი გადამივადებ აღდგომის დღემდე, მე დავღუპავ მის შთამომავლობას, მცირედის გარდაო. قَالَ ٱذْهَبْ فَمَن تَبِعَكَ مِنْهُمْ فَإِنَّ جَهَنَّمَ جَزَآؤُكُمْ جَزَآءًۭ مَّوْفُورًۭا 63. მიუგო(ალლაჰმა): წადი და მათგან, ვინც შენ გამოგყვება - ჯოჯოხეთი იქნება თქვენი საზღაური, სრული საზღაური. وَٱسْتَفْزِزْ مَنِ ٱسْتَطَعْتَ مِنْهُم بِصَوْتِكَ وَأَجْلِبْ عَلَيْهِم بِخَيْلِكَ وَرَجِلِكَ وَشَارِكْهُمْ فِى ٱلْأَمْوَ‌ٰلِ وَٱلْأَوْلَـٰدِ وَعِدْهُمْ ۚ وَمَا يَعِدُهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ إِلَّا غُرُورًا 64. და მოხიბლე მათგან ისინი, ვისაც შეძლებ, შენი ხმით; შეკრიბე მათ წინააღმდეგ შენი მხედრობა და ქვეითნი, თანაზიარი იყავი მათი ქონებასა და ძეებში და დაჰპირდი! შაიტანი კი არაფერს ჰპირდება ცდუნების გარდა! إِنَّ عِبَادِى لَيْسَ لَكَ عَلَيْهِمْ سُلْطَـٰنٌۭ ۚ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ وَكِيلًۭا 65. ჩემს მსახურებზე - ჭეშმარიტად, არ გაგაჩნია მეუფება და საკმარისია შენი ღმერთი დამცველად. رَّبُّكُمُ ٱلَّذِى يُزْجِى لَكُمُ ٱلْفُلْكَ فِى ٱلْبَحْرِ لِتَبْتَغُوا۟ مِن فَضْلِهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ كَانَ بِكُمْ رَحِيمًۭا 66. თქვენი ღმერთი, რომელიც გადააადგილებს ხომალდებს ზღვაში, რათა ეძიოთ მისი მადლი. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მწყალობელია. وَإِذَا مَسَّكُمُ ٱلضُّرُّ فِى ٱلْبَحْرِ ضَلَّ مَن تَدْعُونَ إِلَّآ إِيَّاهُ ۖ فَلَمَّا نَجَّىٰكُمْ إِلَى ٱلْبَرِّ أَعْرَضْتُمْ ۚ وَكَانَ ٱلْإِنسَـٰنُ كَفُورًا 67. და როცა შეგეხოთ ხიფათი ზღვაში, დაიკარგა, ვისაც მოუხმობდით, მის გარდა, ხოლო როცა ნაპირზე გამოგიყვანათ, პირი იბრუნეთ. ჭეშმარიტად, ადამიანი უმადურია. أَفَأَمِنتُمْ أَن يَخْسِفَ بِكُمْ جَانِبَ ٱلْبَرِّ أَوْ يُرْسِلَ عَلَيْكُمْ حَاصِبًۭا ثُمَّ لَا تَجِدُوا۟ لَكُمْ وَكِيلًا 68. და განა უსაფრთხოდ გრძნობთ თავს იმისაგან, რომ გშთანთქოს მიწამ ან დაგატეხოთ ქვების გრიგალი და მერე ვეღარ იპოვით დამცველს? أَمْ أَمِنتُمْ أَن يُعِيدَكُمْ فِيهِ تَارَةً أُخْرَىٰ فَيُرْسِلَ عَلَيْكُمْ قَاصِفًۭا مِّنَ ٱلرِّيحِ فَيُغْرِقَكُم بِمَا كَفَرْتُمْ ۙ ثُمَّ لَا تَجِدُوا۟ لَكُمْ عَلَيْنَا بِهِۦ تَبِيعًۭا 69. ან განა უსაფრთხონი ხართ იმისაგან, რომ იგი დაგაბრუნებთ მასში(მიწაში) ხელახლა, მოგივლენთ უმკაცრეს ქარიშხალხს და დაგახრჩობთ იმის გამო, რომ იყავით ურწმუნონი, მერე კი ამაში ვერავის იპოვით ჩვენს წინააღმდეგ მიმდევარს? وَلَقَدْ كَرَّمْنَا بَنِىٓ ءَادَمَ وَحَمَلْنَـٰهُمْ فِى ٱلْبَرِّ وَٱلْبَحْرِ وَرَزَقْنَـٰهُم مِّنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ وَفَضَّلْنَـٰهُمْ عَلَىٰ كَثِيرٍۢ مِّمَّنْ خَلَقْنَا تَفْضِيلًۭا 70. და ვფიცავ! ჩვენ ვაკურთხეთ ადამის ძენი, გადავიყვანეთ ისინი ხმელეთსა თუ ზღვაში, ვუწყალობეთ სიკეთენი და ვამჯობინებთ მრავალს მადლით იმათგან, ვინც შევქმენით. يَوْمَ نَدْعُوا۟ كُلَّ أُنَاسٍۭ بِإِمَـٰمِهِمْ ۖ فَمَنْ أُوتِىَ كِتَـٰبَهُۥ بِيَمِينِهِۦ فَأُو۟لَـٰٓئِكَ يَقْرَءُونَ كِتَـٰبَهُمْ وَلَا يُظْلَمُونَ فَتِيلًۭا 71. იმ დღეს, როცა მოგიხმობთ ყველა ადამიანს თავიანთ წინამძღოლებთან ერთად, და ის, ვისაც ებოძება თავისი წიგნი მარჯვენაში, და წაიკითხავენ თავიანთ წიგნს და ფათილის ოდენადაც არ იქნებიან დაჩაგრულნი. وَمَن كَانَ فِى هَـٰذِهِۦٓ أَعْمَىٰ فَهُوَ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ أَعْمَىٰ وَأَضَلُّ سَبِيلًۭا 72. და ის, ვინც აქ(ამ ცხოვრებაში) იყო ბრმა, იგი საიქიოშიც ბრმა იქნება და კიდევ უფრო გზააბნეული وَإِن كَادُوا۟ لَيَفْتِنُونَكَ عَنِ ٱلَّذِىٓ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ لِتَفْتَرِىَ عَلَيْنَا غَيْرَهُۥ ۖ وَإِذًۭا لَّٱتَّخَذُوكَ خَلِيلًۭا 73. და, კინაღამ გაცდუნეს იმისგან, რაც ზეშთაგაგონეთ, რათა შეგეთხზა ჩვენს წინააღმდეგ სხვა(აიათები) და მაშინ ამოგირჩევდნენ ისინი მეგობრად. وَلَوْلَآ أَن ثَبَّتْنَـٰكَ لَقَدْ كِدتَّ تَرْكَنُ إِلَيْهِمْ شَيْـًۭٔا قَلِيلًا 74. და ჩვენ რომ არ განგვემტკიცებინე, ვფიცავ, შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი. إِذًۭا لَّأَذَقْنَـٰكَ ضِعْفَ ٱلْحَيَوٰةِ وَضِعْفَ ٱلْمَمَاتِ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ عَلَيْنَا نَصِيرًۭا 75. მაშინ, უთუოდ გაგემებდით შენ ორმაგ სასჯელს სიცოცხლისას და ორმაგს მკვდარს. და ვერავის ნახავდი ჩვენს წინააღმდეგ შემწეს. وَإِن كَادُوا۟ لَيَسْتَفِزُّونَكَ مِنَ ٱلْأَرْضِ لِيُخْرِجُوكَ مِنْهَا ۖ وَإِذًۭا لَّا يَلْبَثُونَ خِلَـٰفَكَ إِلَّا قَلِيلًۭا 76. ლამის გაგაძევეს შენ ამ მიწაწყლიდან, რათა გაეგდეთ მისგან, მაგრამ ისინი შენს შემდგომ მხოლოდ მცირედ თუ დარჩებოდნენ. سُنَّةَ مَن قَدْ أَرْسَلْنَا قَبْلَكَ مِن رُّسُلِنَا ۖ وَلَا تَجِدُ لِسُنَّتِنَا تَحْوِيلًا 77. თანახმად იმ შუამავალთა მაგალითისა, შენს უწინ რომ წარმოვგზავნეთ. შენ კი ვერ ნახავ (ალლაჰის) კანონში ცვლილებას. أَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ لِدُلُوكِ ٱلشَّمْسِ إِلَىٰ غَسَقِ ٱلَّيْلِ وَقُرْءَانَ ٱلْفَجْرِ ۖ إِنَّ قُرْءَانَ ٱلْفَجْرِ كَانَ مَشْهُودًۭا 78. დადექი ლოცვად მზის გადახრისას ღამის დაბინდებამდე და იკითხე ყურანი გამთენიისას. ჭეშმარიტად, დილის ლოცვა მოწმეობაა. وَمِنَ ٱلَّيْلِ فَتَهَجَّدْ بِهِۦ نَافِلَةًۭ لَّكَ عَسَىٰٓ أَن يَبْعَثَكَ رَبُّكَ مَقَامًۭا مَّحْمُودًۭا 79. და ღამის ერთ ნაწილში ილოცე ყურანით, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგებ გიბოძოს შენმა ღმერთმა ქებული ადგილი. وَقُل رَّبِّ أَدْخِلْنِى مُدْخَلَ صِدْقٍۢ وَأَخْرِجْنِى مُخْرَجَ صِدْقٍۢ وَٱجْعَل لِّى مِن لَّدُنكَ سُلْطَـٰنًۭا نَّصِيرًۭا 80. და თქვი: ღმერთო ჩემო, შემიყვანე მე სიმართლით და გამიყვანე სიმართლით, და დამიდგინე შენგან დამხმარე ძალა. وَقُلْ جَآءَ ٱلْحَقُّ وَزَهَقَ ٱلْبَـٰطِلُ ۚ إِنَّ ٱلْبَـٰطِلَ كَانَ زَهُوقًۭا 81. თქვი: მოვიდა ჭეშმარიტება და ამაო იქნა სიცრუე; ჭეშმარიტად, სიცრუე ამაოა. وَنُنَزِّلُ مِنَ ٱلْقُرْءَانِ مَا هُوَ شِفَآءٌۭ وَرَحْمَةٌۭ لِّلْمُؤْمِنِينَ ۙ وَلَا يَزِيدُ ٱلظَّـٰلِمِينَ إِلَّا خَسَارًۭا 82. გარდმოვავლენთ ყურანისგან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის, მაშინ, როცა იგი არაფერს მატებს უსამართლოებს, ზარალის გარდა. وَإِذَآ أَنْعَمْنَا عَلَى ٱلْإِنسَـٰنِ أَعْرَضَ وَنَـَٔا بِجَانِبِهِۦ ۖ وَإِذَا مَسَّهُ ٱلشَّرُّ كَانَ يَـُٔوسًۭا 83. და როცა წყალობას მივცემთ ადამიანს, პირს იბრუნებს და მოშორდება მას, ხოლო როცა სიავე დაატყდება, სასოწარკვეთა იპყრობს. قُلْ كُلٌّۭ يَعْمَلُ عَلَىٰ شَاكِلَتِهِۦ فَرَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَنْ هُوَ أَهْدَىٰ سَبِيلًۭ 84. უთხარი: ყველა იღწვის თავისი უნარის მიხედვით, შენმა ღმერთმა კი ყველაზე უკეთ იცის, ვინ უფრო ჭეშმარიტ გზას ადგას. وَيَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلرُّوحِ ۖ قُلِ ٱلرُّوحُ مِنْ أَمْرِ رَبِّى وَمَآ أُوتِيتُم مِّنَ ٱلْعِلْمِ إِلَّا قَلِيلًۭا 85. გეკითხებიან შენ სულის თაობაზე. უთხარი: სული - ჩემი ღმერთის ბრძანებისგანაა, თქვენ კი არ გბოძებიათ ცოდნა, მცირედის გარდა. وَلَئِن شِئْنَا لَنَذْهَبَنَّ بِٱلَّذِىٓ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ بِهِۦ عَلَيْنَا وَكِيلًا 86. და რომ გვენებებინა, უსათუოდ წავიღებდით იმას, რაც ზეშთაგაგონეთ - მერე კი ვერავის ნახავდი შენთვის მისით ჩვენს წინააღმდეგ შემწედ. إِلَّا رَحْمَةًۭ مِّن رَّبِّكَ ۚ إِنَّ فَضْلَهُۥ كَانَ عَلَيْكَ كَبِيرًۭا 87. გარდა მოწყალებით შენი ღმერთისგან. ჭეშმარიტად, მისი მადლი შენდამი დიდია. قُل لَّئِنِ ٱجْتَمَعَتِ ٱلْإِنسُ وَٱلْجِنُّ عَلَىٰٓ أَن يَأْتُوا۟ بِمِثْلِ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ لَا يَأْتُونَ بِمِثْلِهِۦ وَلَوْ كَانَ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍۢ ظَهِيرًۭا 88. უთხარი: თუნდაც გაერთიანდნენ ადამიანები და ჯინები იმისათვის, რომ მოიტანონ მსგავსი ამ ყურანისა, ვერ მოიტანენ მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ. وَلَقَدْ صَرَّفْنَا لِلنَّاسِ فِى هَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ مِن كُلِّ مَثَلٍۢ فَأَبَىٰٓ أَكْثَرُ ٱلنَّاسِ إِلَّا كُفُورًۭا 89. ჩვენ კი ნაწილ-ნაწილ ვუბოძეთ ადამიანებს ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინა. وَقَالُوا۟ لَن نُّؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ تَفْجُرَ لَنَا مِنَ ٱلْأَرْضِ يَنۢبُوعًا 90. და თქვეს: არ ვირწმუნებთ შენსას, ვიდრე დედამიწიდან წყაროსთვალს არ ამოხეთქავ. أَوْ تَكُونَ لَكَ جَنَّةٌۭ مِّن نَّخِيلٍۢ وَعِنَبٍۢ فَتُفَجِّرَ ٱلْأَنْهَـٰرَ خِلَـٰلَهَا تَفْجِيرًا 91. ანდა არ გექნება ბაღნარი ხურმისა და ვაზისა, რომელთა შორისაც მდინარენი იდენენ ჩუხჩუხით, أَوْ تُسْقِطَ ٱلسَّمَآءَ كَمَا زَعَمْتَ عَلَيْنَا كِسَفًا أَوْ تَأْتِىَ بِٱللَّهِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةِ قَبِيلًا 92. ანდა არ ჩამოგვამხობ ცას, როგორც დაგვპირდი, ან მოგვიყვან ალლაჰსა და ანგელოზებს პირისპირ, أَوْ يَكُونَ لَكَ بَيْتٌۭ مِّن زُخْرُفٍ أَوْ تَرْقَىٰ فِى ٱلسَّمَآءِ وَلَن نُّؤْمِنَ لِرُقِيِّكَ حَتَّىٰ تُنَزِّلَ عَلَيْنَا كِتَـٰبًۭا نَّقْرَؤُهُۥ ۗ قُلْ سُبْحَانَ رَبِّى هَلْ كُنتُ إِلَّا بَشَرًۭا رَّسُولًۭا 93. ან არ გექნება სახლი ოქროს ჩუქურთმებით, ანდა არ ახვალ ზემოთ ცაში, და შენს ამაღლებასაც არ ვირწმუნებთ, ვიდრე არ გარდმოგვივლენ წიგნს, რომელსაც წავიკითხავთო. უთხარი: დიდება ჩემს ღმერთს! განა მე ვინმე ვარ, გარდა კაცისა, შუამავლისა? وَمَا مَنَعَ ٱلنَّاسَ أَن يُؤْمِنُوٓا۟ إِذْ جَآءَهُمُ ٱلْهُدَىٰٓ إِلَّآ أَن قَالُوٓا۟ أَبَعَثَ ٱللَّهُ بَشَرًۭا رَّسُولًۭ 94. და არაფერს დაუბრკოლებია ხალხი, რომ ერწმუნათ მაშინ, როცა ჭეშმარიტი გზა მიებოძათ, იმის გარდა, რომ თქვეს: განა ალლაჰმა შუამავლად კაცი წარმოგვიგზავნაო?! قُل لَّوْ كَانَ فِى ٱلْأَرْضِ مَلَـٰٓئِكَةٌۭ يَمْشُونَ مُطْمَئِنِّينَ لَنَزَّلْنَا عَلَيْهِم مِّنَ ٱلسَّمَآءِ مَلَكًۭا رَّسُولًۭا 95. უთხარი: მიწაზე რომ ანგელოზნი დადიოდნენ გულმშვიდად, გარდმოვუვლენდით მათ ზეციდან ანგელოზებს შუამავლად. قُلْ كَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًۢا بَيْنِى وَبَيْنَكُمْ ۚ إِنَّهُۥ كَانَ بِعِبَادِهِۦ خَبِيرًۢا بَصِيرًۭا 96. უთხარი: საკმარისია ალლაჰი მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის; ჭეშმარიტად, იგი თავის მონათა მცოდნე, მხედველია. وَمَن يَهْدِ ٱللَّهُ فَهُوَ ٱلْمُهْتَدِ ۖ وَمَن يُضْلِلْ فَلَن تَجِدَ لَهُمْ أَوْلِيَآءَ مِن دُونِهِۦ ۖ وَنَحْشُرُهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ عَلَىٰ وُجُوهِهِمْ عُمْيًۭا وَبُكْمًۭا وَصُمًّۭا ۖ مَّأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ ۖ كُلَّمَا خَبَتْ زِدْنَـٰهُمْ سَعِيرًۭا 97. ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით მიდის, ხოლო ვისაც გზას აუბნევს, ვერავის უპოვი მათ შემწედ, მის გარდა. და აღვადგენთ მათ აღდგომის დღეს თავიანთი სახეებით, ბრმებად, მუნჯებად და ყრუებად. მათი თავშესაფარი ცეცხლი იქნება, რომელსაც, როგორც კი ჩაქრობას დიწყებენ, მოვუმატებთ მათ მოგიზგიზე ცეცხლს! ذَ‌ٰلِكَ جَزَآؤُهُم بِأَنَّهُمْ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا وَقَالُوٓا۟ أَءِذَا كُنَّا عِظَـٰمًۭا وَرُفَـٰتًا أَءِنَّا لَمَبْعُوثُونَ خَلْقًۭا جَدِيدًا 98. ეს არის მათი სასჯელი იმის გამო, რომ არ ირწმუნეს ჩვენი აიათები და ამბობდნენ: თუ ძვლები და ფერფლი დავრჩებით, განა მერე აღდგენილნი ვიქნებით ახალ ქმნილებადო?! أَوَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّ ٱللَّهَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ قَادِرٌ عَلَىٰٓ أَن يَخْلُقَ مِثْلَهُمْ وَجَعَلَ لَهُمْ أَجَلًۭا لَّا رَيْبَ فِيهِ فَأَبَى ٱلظَّـٰلِمُونَ إِلَّا كُفُورًۭا 99. განა ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა, შემძლეა იმისა, რომ შექმნას მათი მსგავსი, და დაუდგინა მათ ვადა, რომელშიაც ეჭვი არ არის, უსამართლოებმა კი ყველაფერი უარყვეს, გარდა ურწმუნოებისა. قُل لَّوْ أَنتُمْ تَمْلِكُونَ خَزَآئِنَ رَحْمَةِ رَبِّىٓ إِذًۭا لَّأَمْسَكْتُمْ خَشْيَةَ ٱلْإِنفَاقِ ۚ وَكَانَ ٱلْإِنسَـٰنُ قَتُورًۭا 100. უთხარი: თქვენ რომ ჩემი ღმერთის მოწყალების საგანძურს ფლობდეთ, მაინც თავს შეიკავებდით მათი განიავების შიშით. ჭეშმარიტად, ადამიანი ძუნწია. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَىٰ تِسْعَ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍۢ ۖ فَسْـَٔلْ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ إِذْ جَآءَهُمْ فَقَالَ لَهُۥ فِرْعَوْنُ إِنِّى لَأَظُنُّكَ يَـٰمُوسَىٰ مَسْحُورًۭا 101. და ვფიცავ, მივეცით მუსას ცხრა ცხადი სასწაული, და ჰკითხე ისრაელის შვილებს, როცა მივიდა მათთან, უთხრა ფარაონმა: ჰეი მუსა, მონუსხული მგონიხარო. قَالَ لَقَدْ عَلِمْتَ مَآ أَنزَلَ هَـٰٓؤُلَآءِ إِلَّا رَبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ بَصَآئِرَ وَإِنِّى لَأَظُنُّكَ يَـٰفِرْعَوْنُ مَثْبُورًۭا 102. უთხრა: შენ უკვე იცი, რომ არ გადმოუვლენია ესენი არავის, ცათა და ქვეყნის ღმერთის გარდა, ხილულ ნიშნებად, შენ კი, ფარაონო, დაღუპულად მიმაჩნიხარო. فَأَرَادَ أَن يَسْتَفِزَّهُم مِّنَ ٱلْأَرْضِ فَأَغْرَقْنَـٰهُ وَمَن مَّعَهُۥ جَمِيعًۭا 103. და მოინდომა, რომ განედევნა ისინი დედამიწიდან; ჩვენ კი დავახრჩეთ იგი და ისინიც ვინც იყვნენ მასთან - ერთიანად. وَقُلْنَا مِنۢ بَعْدِهِۦ لِبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱسْكُنُوا۟ ٱلْأَرْضَ فَإِذَا جَآءَ وَعْدُ ٱلْـَٔاخِرَةِ جِئْنَا بِكُمْ لَفِيفًۭا 104. და ვუთხარით შემდგომ ისრაელის შვილებს: იცხოვრეთ ამქვეყნად და, როცა აღსრულდება ბოლო აღთქმა, ყველას ერთიანად შეგკრებთ! وَبِٱلْحَقِّ أَنزَلْنَـٰهُ وَبِٱلْحَقِّ نَزَلَ ۗ وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ إِلَّا مُبَشِّرًۭا وَنَذِيرًۭا 105. და ზეგარდმოვავლინეთ იგი ჭეშმარიტებით და ჭეშმარიტებით ზეგარდმოვლინდა. შენ კი მხოლოდ მახარობლად და შემგონებლად წარგაგზავნეთ. وَقُرْءَانًۭا فَرَقْنَـٰهُ لِتَقْرَأَهُۥ عَلَى ٱلنَّاسِ عَلَىٰ مُكْثٍۢ وَنَزَّلْنَـٰهُ تَنزِيلًۭا 106. და ყურანი დავყავით, რათა წაგეკითხა ხალხისათვის დახვეწილად და გარდმოვავლინეთ იგი ზეგარდმოვლენით. قُلْ ءَامِنُوا۟ بِهِۦٓ أَوْ لَا تُؤْمِنُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ مِن قَبْلِهِۦٓ إِذَا يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ يَخِرُّونَ لِلْأَذْقَانِ سُجَّدًۭا 107. უთხარი: ირწმუნებთ მას თუ არ ირწმუნებთ. ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც ებოძა ცოდნა მასზე უწინ, როცა ეკითხებოდათ(აიათები), პირქვე ემხობოდნენ თაყვანისცემით. وَيَقُولُونَ سُبْحَـٰنَ رَبِّنَآ إِن كَانَ وَعْدُ رَبِّنَا لَمَفْعُولًۭا 108. და ამბობენ: დიდება ჩვენს ღმერთს! ჩვენი ღმერთის აღთქმა სრულდებაო! وَيَخِرُّونَ لِلْأَذْقَانِ يَبْكُونَ وَيَزِيدُهُمْ خُشُوعًۭا 109. ისინი ცრემლმორეული პირქვე ემხობიან(სუჯუდზე) და ეს მატებს მათ მოკრძალებას. قُلِ ٱدْعُوا۟ ٱللَّهَ أَوِ ٱدْعُوا۟ ٱلرَّحْمَـٰنَ ۖ أَيًّۭا مَّا تَدْعُوا۟ فَلَهُ ٱلْأَسْمَآءُ ٱلْحُسْنَىٰ ۚ وَلَا تَجْهَرْ بِصَلَاتِكَ وَلَا تُخَافِتْ بِهَا وَٱبْتَغِ بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ سَبِيلًۭا 110. უთხარი: „მოუხმეთ ალლაჰს ან მწყალობელს! როგორც უნდა მოუხმოთ, მისია უმშვენიერესი სახელები.“ და ნუ აუწევ ხმას ლოცვაში და ნურც დაუწევ, ამ ორს შორის საშუალო გზა დაიდგინე! وَقُلِ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى لَمْ يَتَّخِذْ وَلَدًۭا وَلَمْ يَكُن لَّهُۥ شَرِيكٌۭ فِى ٱلْمُلْكِ وَلَمْ يَكُن لَّهُۥ وَلِىٌّۭ مِّنَ ٱلذُّلِّ ۖ وَكَبِّرْهُ تَكْبِيرًۢا 111. უთხარი: დიდება ალლაჰს, ვისაც ძე არ დაუდგენია, და არც ყოლია თანაზიარი ხელმწიფებაში, არ არს მისდა უმწეობა და არც სჭირდება მეოხი. და თაქბირით (ალლაჰუ აქბარ) განადიდე იგი.