14. სურა იბრაჰიმ
52 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓر ۚ كِتَـٰبٌ أَنزَلْنَـٰهُ إِلَيْكَ لِتُخْرِجَ ٱلنَّاسَ مِنَ ٱلظُّلُمَـٰتِ إِلَى ٱلنُّورِ بِإِذْنِ رَبِّهِمْ إِلَىٰ صِرَ‌ٰطِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَمِيدِ 1. ალიფ. ლამ.რა. წიგნი, რომელიც ზეგარდმოვავლინეთ შენზე, რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან სინათლეში, მათი ღმერთის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე. ٱللَّهِ ٱلَّذِى لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَوَيْلٌۭ لِّلْكَـٰفِرِينَ مِنْ عَذَابٍۢ شَدِيدٍ 2. ალლაჰია, ვისიცაა ყოველი, რაც ცათა შინა და რაც ქვეყანასა ზედაა და ვაი ურწმუნოებს მტანჯველი სასჯელის გამო. ٱلَّذِينَ يَسْتَحِبُّونَ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا عَلَى ٱلْـَٔاخِرَةِ وَيَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ فِى ضَلَـٰلٍۭ بَعِيدٍۢ 3. იმათ, რომელთაც უყვართ მიწიერი ცხოვრება საიქიოზე მეტად, აცდუნებენ ალლაჰის გზიდან და სურთ მისი გამრუდება. ისინი არიან შორ გზააბნევაში. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن رَّسُولٍ إِلَّا بِلِسَانِ قَوْمِهِۦ لِيُبَيِّنَ لَهُمْ ۖ فَيُضِلُّ ٱللَّهُ مَن يَشَآءُ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 4. და არ წარმოგვიგზავნია ერთი შუამავალიც კი, თუ არა მისი ხალხის ენით, რათა ცხადი განმარტებანი მიეცა მათთვის. ალლაჰი კი გზას ააცდენს იმას, ვისაც ინებებს, და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინენებს. სწორედ იგია ძლევამოსილი, ბრძენი. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَآ أَنْ أَخْرِجْ قَوْمَكَ مِنَ ٱلظُّلُمَـٰتِ إِلَى ٱلنُّورِ وَذَكِّرْهُم بِأَيَّىٰمِ ٱللَّهِ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّكُلِّ صَبَّارٍۢ شَكُورٍۢ 5. და ვფიცავ, წარვაგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით: გამოიყვანე შენი ხალხი წყვდიადიდან სინათლეში და გაახსენე მათ ალლაჰის დღეები. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენის, მადლიერისათვის. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَةَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ أَنجَىٰكُم مِّنْ ءَالِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوٓءَ ٱلْعَذَابِ وَيُذَبِّحُونَ أَبْنَآءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَآءَكُمْ ۚ وَفِى ذَ‌ٰلِكُم بَلَآءٌۭ مِّن رَّبِّكُمْ عَظِيمٌۭ 6. და უთხრა, მუსამ თავის ხალხს: გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა გიხსნათ ფარაონის სახლეულისაგან, რომლებიც გტანჯავდნენ საშინელი სატანჯველით: კლავდნენ თქვენს ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს და ამაში იყო უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან. وَإِذْ تَأَذَّنَ رَبُّكُمْ لَئِن شَكَرْتُمْ لَأَزِيدَنَّكُمْ ۖ وَلَئِن كَفَرْتُمْ إِنَّ عَذَابِى لَشَدِيدٌۭ 7. და უხმო შენმა ღმერთმა: თუ იქნებით მადლიერნი, გაგიმრავლებთ(წყალობას), ხოლო თუ ურწმუნონი იქნებით, ჭეშმარიტად, ჩემი სასჯელი მტანჯველია. وَقَالَ مُوسَىٰٓ إِن تَكْفُرُوٓا۟ أَنتُمْ وَمَن فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا فَإِنَّ ٱللَّهَ لَغَنِىٌّ حَمِيدٌ 8. და თქვა მუსამ: თუ ურწმუნონი იქნებით თქვენც და ვინც ქვეყანაზეა ერთიანად... ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია. أَلَمْ يَأْتِكُمْ نَبَؤُا۟ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ قَوْمِ نُوحٍۢ وَعَادٍۢ وَثَمُودَ ۛ وَٱلَّذِينَ مِنۢ بَعْدِهِمْ ۛ لَا يَعْلَمُهُمْ إِلَّا ٱللَّهُ ۚ جَآءَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَرَدُّوٓا۟ أَيْدِيَهُمْ فِىٓ أَفْوَ‌ٰهِهِمْ وَقَالُوٓا۟ إِنَّا كَفَرْنَا بِمَآ أُرْسِلْتُم بِهِۦ وَإِنَّا لَفِى شَكٍّۢ مِّمَّا تَدْعُونَنَآ إِلَيْهِ مُرِيبٍۢ 9. განა არ მოგივიდათ ამბავი იმათი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ, ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხისა და მათი, ვინც იყვნენ ამათ შემდგომ, რომლებიც არავინ იცის, ალლაჰის გარდა. მათთან მივიდნენ მათი შუამავლები ცხადი მტკიცებებით, ისინი კი პირზე ხელს იფარებდნენ და ამბობდნენ: ჩვენ არა გვწამს ის, რითაც წარმოგზავნილხართ და უეჭველად, რისკენაც მოგვიწოდებთ მის მიმართ ეჭვში ვართო. قَالَتْ رُسُلُهُمْ أَفِى ٱللَّهِ شَكٌّۭ فَاطِرِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ يَدْعُوكُمْ لِيَغْفِرَ لَكُم مِّن ذُنُوبِكُمْ وَيُؤَخِّرَكُمْ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ۚ قَالُوٓا۟ إِنْ أَنتُمْ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُنَا تُرِيدُونَ أَن تَصُدُّونَا عَمَّا كَانَ يَعْبُدُ ءَابَآؤُنَا فَأْتُونَا بِسُلْطَـٰنٍۢ مُّبِينٍۢ 10. უთხრეს მათმა შუამავლებმა: განა ალლაჰის გამო ეჭვობთ ცათა და ქვეყნის შემქმნელისა, რომელიც გიხმობთ, რათა მოგიტევოთ თქვენი ცოდვები და გადაგივადოთ განსაზღვრულ ვადამდეო. თქვეს: თქვენ მხოლოდ კაცნი ხართ ჩვენი მსგავსი, რომელთაც გსურთ მოგვაცილოთ იმას, რასაც ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები. მაშ, მოგვიტანეთ ცხადი მტკიცებაო! قَالَتْ لَهُمْ رُسُلُهُمْ إِن نَّحْنُ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يَمُنُّ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ ۖ وَمَا كَانَ لَنَآ أَن نَّأْتِيَكُم بِسُلْطَـٰنٍ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 11. უთხრეს მათ თავიანთმა შუამავლებმა: ჩვენ მხოლოდ კაცები ვართ თქვენი მსგავსი, თუმცა ალლაჰი წყალობას ანიჭებს იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან, და ვერ შევძლებდით მოგვეტანა თქვენთვის მტკიცება, რომ არა ალლაჰის ნება. მაშ ალლაჰს მიენდნონ მორწმუნენი. وَمَا لَنَآ أَلَّا نَتَوَكَّلَ عَلَى ٱللَّهِ وَقَدْ هَدَىٰنَا سُبُلَنَا ۚ وَلَنَصْبِرَنَّ عَلَىٰ مَآ ءَاذَيْتُمُونَا ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُتَوَكِّلُونَ 12. და რატომ არ უნდა მივენდოთ ალლაჰს, მან ხომ ჭეშმარიტ გზაზე დაგვადგინა, ჩვენ კი მოვითმენთ, რასაც გვაწევთ. მაშ, ალლაჰს მიენდონ მინდობილნი. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لِرُسُلِهِمْ لَنُخْرِجَنَّكُم مِّنْ أَرْضِنَآ أَوْ لَتَعُودُنَّ فِى مِلَّتِنَا ۖ فَأَوْحَىٰٓ إِلَيْهِمْ رَبُّهُمْ لَنُهْلِكَنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ 13. და უთხრეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთ შუამავლებს: უეჭველად გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან დაუბრუნდით ჩვენს რელიგიას. და ზეშთააგონა მათ მათმა ღმერთმა: უსათუოდ დავღუპავთ ჩვენ უსამართლოებს. وَلَنُسْكِنَنَّكُمُ ٱلْأَرْضَ مِنۢ بَعْدِهِمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ لِمَنْ خَافَ مَقَامِى وَخَافَ وَعِيدِ 14. და უთუოდ დაგამკვიდრებთ ამ მიწაზე მათ შემდგომ. ეს იმისთვის, ვისაც ეშინია ჩემი სამსჯავროსი და ჩემი მუქარისა. وَٱسْتَفْتَحُوا۟ وَخَابَ كُلُّ جَبَّارٍ عَنِيدٍۢ 15. ისინი ითხოვდნენ გამარჯვებას, მაგრამ ხელი მოეცარა ყოველ მტარვალს, ულმობელს. مِّن وَرَآئِهِۦ جَهَنَّمُ وَيُسْقَىٰ مِن مَّآءٍۢ صَدِيدٍۢ 16. მის მიღმა ჯოჯოხეთია და დარწყულება ჩირქნარევი წყლით. يَتَجَرَّعُهُۥ وَلَا يَكَادُ يُسِيغُهُۥ وَيَأْتِيهِ ٱلْمَوْتُ مِن كُلِّ مَكَانٍۢ وَمَا هُوَ بِمَيِّتٍۢ ۖ وَمِن وَرَآئِهِۦ عَذَابٌ غَلِيظٌۭ 17. ყლუპებად შესვავს მას და ძლივსძლივ გადაყლაპავს. ყოველი ადგილიდან სიკვდილი მოვა მასთან, მაგრამ არ იქნება სიკვდილი და მის მერე ისევ სასტიკი სასჯელია. مَّثَلُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِرَبِّهِمْ ۖ أَعْمَـٰلُهُمْ كَرَمَادٍ ٱشْتَدَّتْ بِهِ ٱلرِّيحُ فِى يَوْمٍ عَاصِفٍۢ ۖ لَّا يَقْدِرُونَ مِمَّا كَسَبُوا۟ عَلَىٰ شَىْءٍۢ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلضَّلَـٰلُ ٱلْبَعِيدُ 18. იგავი იმათი, ვინც არ ირწმუნა თავისი ღმერთი: მათი საქმენი მსგავსია მტვრისა, რომელსაც ქარი გაფანტავს ქარიშხლიან დღეს. ვერაფერს შეძლებენ იმით, რაც მოიხვეჭეს. სწორედ ეს არის ღრმა გზააბნევა. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ ۚ إِن يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَأْتِ بِخَلْقٍۢ جَدِيدٍۢ 19. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა შექმნა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. თუ ინებებს, მოგაშთობთ თქვენ და მოიყვანს ახალ ქმნილებას. وَمَا ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ بِعَزِيزٍۢ 20. ეს კი სულაც არ არის ალლაჰისთვის ძნელი. وَبَرَزُوا۟ لِلَّهِ جَمِيعًۭا فَقَالَ ٱلضُّعَفَـٰٓؤُا۟ لِلَّذِينَ ٱسْتَكْبَرُوٓا۟ إِنَّا كُنَّا لَكُمْ تَبَعًۭا فَهَلْ أَنتُم مُّغْنُونَ عَنَّا مِنْ عَذَابِ ٱللَّهِ مِن شَىْءٍۢ ۚ قَالُوا۟ لَوْ هَدَىٰنَا ٱللَّهُ لَهَدَيْنَـٰكُمْ ۖ سَوَآءٌ عَلَيْنَآ أَجَزِعْنَآ أَمْ صَبَرْنَا مَا لَنَا مِن مَّحِيصٍۢ 21. წარსდგებიან ალლაჰის წინაშე ერთიანად, და სუსტები ეტყვიან იმათ, ვინც თავს იდიდებდა: ჩვენ თქვენ მოგყვებოდით კვალში და ახლა თქვენ თუ შეგიძლიათ აგვარიდოთ ალლაჰის სასჯელს? ეტყვიან: ალლაჰს რომ დავედგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, თქვენც დაგადგენდით. სულერთია ჩვენთვის, შევწუხდებით თუ მოვითმენთ, გამოსავალი არ გვაქვსო. وَقَالَ ٱلشَّيْطَـٰنُ لَمَّا قُضِىَ ٱلْأَمْرُ إِنَّ ٱللَّهَ وَعَدَكُمْ وَعْدَ ٱلْحَقِّ وَوَعَدتُّكُمْ فَأَخْلَفْتُكُمْ ۖ وَمَا كَانَ لِىَ عَلَيْكُم مِّن سُلْطَـٰنٍ إِلَّآ أَن دَعَوْتُكُمْ فَٱسْتَجَبْتُمْ لِى ۖ فَلَا تَلُومُونِى وَلُومُوٓا۟ أَنفُسَكُم ۖ مَّآ أَنَا۠ بِمُصْرِخِكُمْ وَمَآ أَنتُم بِمُصْرِخِىَّ ۖ إِنِّى كَفَرْتُ بِمَآ أَشْرَكْتُمُونِ مِن قَبْلُ ۗ إِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 22. და იტყვის შაიტანი, როცა საქმე გადაწყდება: „უეჭველად, ალლაჰმა აღგითქვათ თქვენ ჭეშმარიტი აღთქმა. მეც დაგპირდით, მაგრამ პირობა დავარღვიე. თქვენზე დაძალება არ შემეძლო, მე მხოლოდ მოგიწოდეთ, თქვენ კი შეისმინეთ. მე ნუ გამკიცხავთ. გაკიცხეთ თქვენი თავი. და მე არა ვარ თქვენი მშველელი, და თქვენც არა ხარ ჩემი მშველელი. მე ვუარყოფ იმას, თქვენ რომ უწინ ალლაჰის თანაზიარად მადგენდით. ჭეშმარიტად, უსამართლოებისთვისაა მტანჯველი სასჯელი. وَأُدْخِلَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا بِإِذْنِ رَبِّهِمْ ۖ تَحِيَّتُهُمْ فِيهَا سَلَـٰمٌ 23. შეყვანილ იქნებიან ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეს აკეთებდნენ, სამოთხეში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, თავიანთი ღმერთის ნებით. და მათი მისალმება იქნება მშვიდობა. أَلَمْ تَرَ كَيْفَ ضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًۭا كَلِمَةًۭ طَيِّبَةًۭ كَشَجَرَةٍۢ طَيِّبَةٍ أَصْلُهَا ثَابِتٌۭ وَفَرْعُهَا فِى ٱلسَّمَآءِ 24. ნუთუ ვერ დაინახე,როგორ მოჰყავს ალლაჰს იგავად კეთილი სიტყვა? ის კეთილ ხეს ჰგავს, მყარია მისი ფესვები და ზეცაშია აწვდილი მისი ტოტები. تُؤْتِىٓ أُكُلَهَا كُلَّ حِينٍۭ بِإِذْنِ رَبِّهَا ۗ وَيَضْرِبُ ٱللَّهُ ٱلْأَمْثَالَ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 25. იძლევა ნაყოფს ყოველთვის, თავისი ღმერთის ნებით. და მოჰყავს ალლაჰს იგავები ხალხისათვის, რათა ეგების შეიგონონ. وَمَثَلُ كَلِمَةٍ خَبِيثَةٍۢ كَشَجَرَةٍ خَبِيثَةٍ ٱجْتُثَّتْ مِن فَوْقِ ٱلْأَرْضِ مَا لَهَا مِن قَرَارٍۢ 26. იგავი ავი სიტყვისა მსგავსია ავი ხისა, მიწის ზემოთ რომ იდგამს ფესვებს და სიმყარე არ გააჩნია. يُثَبِّتُ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱلْقَوْلِ ٱلثَّابِتِ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَيُضِلُّ ٱللَّهُ ٱلظَّـٰلِمِينَ ۚ وَيَفْعَلُ ٱللَّهُ مَا يَشَآءُ 27. განამტკიცებს ალლაჰი იმათ, ვინც ირწმუნა, მტკიცე სიტყვით ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და უბნევს გზას ალლაჰი უსამართლოებს. და იქმს ალლაჰი იმას, რასაც ინებებს. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ بَدَّلُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ كُفْرًۭا وَأَحَلُّوا۟ قَوْمَهُمْ دَارَ ٱلْبَوَارِ 28. განა არ გინახავს ისინი, რომელთაც ალლაჰის სიკეთე უმადურობაზე გადაცვალეს და თავიანთი ხალხი დასაღუპ სამკვიდროში წაიყვანეს? جَهَنَّمَ يَصْلَوْنَهَا ۖ وَبِئْسَ ٱلْقَرَارُ 29. ჯოჯოხეთში, სადაც დაიწვებიან და რა ავია ეს სამყოფელი! وَجَعَلُوا۟ لِلَّهِ أَندَادًۭا لِّيُضِلُّوا۟ عَن سَبِيلِهِۦ ۗ قُلْ تَمَتَّعُوا۟ فَإِنَّ مَصِيرَكُمْ إِلَى ٱلنَّارِ 30. და დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი, რათა აეცდინათ ხალხი მისი გზიდან. უთხარი: „დატკბით, უეჭველად, თქვენი გზა ცეცხლისკენ მიდის! قُل لِّعِبَادِىَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ يُقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَيُنفِقُوا۟ مِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ سِرًّۭا وَعَلَانِيَةًۭ مِّن قَبْلِ أَن يَأْتِىَ يَوْمٌۭ لَّا بَيْعٌۭ فِيهِ وَلَا خِلَـٰلٌ 31. უთხარი ჩემს მსახურებს, მათ, რომელთაც ირწმუნეს, ლოცვად დადგნენ და მოწყალებად გასცენ ის, რაც მივმადლეთ - ფარულად თუ ცხადად, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომელშიც არც აღებ-მიცემობა იქნება და არც მეგობრობა. ٱللَّهُ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَأَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَخْرَجَ بِهِۦ مِنَ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ رِزْقًۭا لَّكُمْ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ ٱلْفُلْكَ لِتَجْرِىَ فِى ٱلْبَحْرِ بِأَمْرِهِۦ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ ٱلْأَنْهَـٰرَ 32. ალლაჰია იგი, ვინც გააჩინა ცანი და დედამიწა, გარდმოავლინა ციდან წყალი და ამოიყვანა მისით ნაყოფები - სარჩოდ თქვენთვის. დაგიმორჩილათ ხომალდები, რათა იცურონ ზღვაზე მისი ბრძანებით და დაგიმორჩილათ მდინარეები. وَسَخَّرَ لَكُمُ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ دَآئِبَيْنِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ 33. დაგიმორჩილათ მზე და მთვარე, მოძრავნი, და დაგიმორჩილათ ღამე და დღე. وَءَاتَىٰكُم مِّن كُلِّ مَا سَأَلْتُمُوهُ ۚ وَإِن تَعُدُّوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ لَا تُحْصُوهَآ ۗ إِنَّ ٱلْإِنسَـٰنَ لَظَلُومٌۭ كَفَّارٌۭ 34. გიბოძათ ყოველი, რასაც თხოვთ და თუ ალლაჰის მოწყალებათა დათვლას შეუდგებით, ვერ დაითვლით. ხოლო ადამიანი, ჭეშმარიტად, უსამართლო და უმადურია. وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِيمُ رَبِّ ٱجْعَلْ هَـٰذَا ٱلْبَلَدَ ءَامِنًۭا وَٱجْنُبْنِى وَبَنِىَّ أَن نَّعْبُدَ ٱلْأَصْنَامَ 35. და უთხრა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო! აქციე ეს ქალაქი უსაფრთხოდ და დამიფარე მე ჩემი შვილები, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს. رَبِّ إِنَّهُنَّ أَضْلَلْنَ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلنَّاسِ ۖ فَمَن تَبِعَنِى فَإِنَّهُۥ مِنِّى ۖ وَمَنْ عَصَانِى فَإِنَّكَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 36. ღმერთო ჩემო! მათ მრავალი ადამიანი აცდუნეს. ვინც მე გამომყვება, ჩემიანია. ხოლო ვინც მეურჩება... ჭეშმარიტად, შენ ხარ მიმტევებელი, მწყალობელი. رَّبَّنَآ إِنِّىٓ أَسْكَنتُ مِن ذُرِّيَّتِى بِوَادٍ غَيْرِ ذِى زَرْعٍ عِندَ بَيْتِكَ ٱلْمُحَرَّمِ رَبَّنَا لِيُقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ فَٱجْعَلْ أَفْـِٔدَةًۭ مِّنَ ٱلنَّاسِ تَهْوِىٓ إِلَيْهِمْ وَٱرْزُقْهُم مِّنَ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ لَعَلَّهُمْ يَشْكُرُونَ 37. ღმერთო ჩემო! მე დავასახლე ჩემი შთამომავლობიდან ზოგიერთი, უნაყოფო ხეობაში, შენი წმინდა სახლის მახლობლად. ღმერთო ჩემო, რათა დამდგარიყვნენ ლოცვად. ჰყავ ადამიანთა გულები მათკენ მიმსწრაფებად, და უბოძე სარჩო, რათა ეგების, იყვნენ მადლიერნი. رَبَّنَآ إِنَّكَ تَعْلَمُ مَا نُخْفِى وَمَا نُعْلِنُ ۗ وَمَا يَخْفَىٰ عَلَى ٱللَّهِ مِن شَىْءٍۢ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فِى ٱلسَّمَآءِ 38. ღმერთო ჩვენო, შენ იცი, რასაც ვმალავთ და რასაც ვამჟღავნებთ და არაფერია დაფარული ალლაჰისგან არც დედამიწაზე და არც ცაში. ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِى وَهَبَ لِى عَلَى ٱلْكِبَرِ إِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ ۚ إِنَّ رَبِّى لَسَمِيعُ ٱلدُّعَآءِ 39. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მიწყალობა მე სიბერეში, ისმა'ილი და ისჰაყი. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ვედრების შემსმენელია. رَبِّ ٱجْعَلْنِى مُقِيمَ ٱلصَّلَوٰةِ وَمِن ذُرِّيَّتِى ۚ رَبَّنَا وَتَقَبَّلْ دُعَآءِ 40. ღმერთო ჩემო, დამადგინე მე ლოცვათა აღმსრულებლად და ჩემი შთამომავლობიდან. ღმერთო ჩემო! მიიღე ჩემი ვედრება! رَبَّنَا ٱغْفِرْ لِى وَلِوَ‌ٰلِدَىَّ وَلِلْمُؤْمِنِينَ يَوْمَ يَقُومُ ٱلْحِسَابُ 41. ღმერთო ჩემო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებსა და მორწმუნეებს იმ დღეს, როდესაც შედგება ანგარიშსწორება. وَلَا تَحْسَبَنَّ ٱللَّهَ غَـٰفِلًا عَمَّا يَعْمَلُ ٱلظَّـٰلِمُونَ ۚ إِنَّمَا يُؤَخِّرُهُمْ لِيَوْمٍۢ تَشْخَصُ فِيهِ ٱلْأَبْصَـٰرُ 42. არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც უსამართლონი აკეთებენ. იგი (მხოლოდ) უვადებს მათ იმ დღემდე, როცა შიშით თვალები გაუშეშდებათ. مُهْطِعِينَ مُقْنِعِى رُءُوسِهِمْ لَا يَرْتَدُّ إِلَيْهِمْ طَرْفُهُمْ ۖ وَأَفْـِٔدَتُهُمْ هَوَآءٌۭ 43. (იმ დღეს) თავაღერილნი ირბენენ. არ დაუბრუნდებათ მათ მზერა და მათი გული ცარიელი იქნება. وَأَنذِرِ ٱلنَّاسَ يَوْمَ يَأْتِيهِمُ ٱلْعَذَابُ فَيَقُولُ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ رَبَّنَآ أَخِّرْنَآ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ قَرِيبٍۢ نُّجِبْ دَعْوَتَكَ وَنَتَّبِعِ ٱلرُّسُلَ ۗ أَوَلَمْ تَكُونُوٓا۟ أَقْسَمْتُم مِّن قَبْلُ مَا لَكُم مِّن زَوَالٍۢ 44. და გააფრთხილე ადამიანები იმ დღის თაობაზე, როცა მათ მიაგებს სასჯელს. და იტყვიან, რომელთაც უსამართლობა ჩაიდინეს: „ღმერთო ჩვენო! გადაგვივადე მცირე ხნით. შევისმენთ შენს მოწოდებას და გავყვებით შუამავლებსო.“ და განა თქვენ არ იფიცებდით უწინ ჩვენი აღსასრული არ დადგებაო? وَسَكَنتُمْ فِى مَسَـٰكِنِ ٱلَّذِينَ ظَلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ وَتَبَيَّنَ لَكُمْ كَيْفَ فَعَلْنَا بِهِمْ وَضَرَبْنَا لَكُمُ ٱلْأَمْثَالَ 45. და შენ იცხოვრე მათ შორის, ვინც ასცდა გზას, და ცხადი გახდა შენთვის, თუ როგორ დავსაჯეთ ისინი. და ჩვენ გაჩვენეთ მრავალი მაგალითი, რომ ისინი გეგმავდნენ მოხერხებულად. وَقَدْ مَكَرُوا۟ مَكْرَهُمْ وَعِندَ ٱللَّهِ مَكْرُهُمْ وَإِن كَانَ مَكْرُهُمْ لِتَزُولَ مِنْهُ ٱلْجِبَالُ 46. მახე დაუგეს, მაგრამ ალლაჰის წინაშეა მათი მზაკვრობა, თუნდაც მათმა მზაკვრობამ მთები შეარყიოს. فَلَا تَحْسَبَنَّ ٱللَّهَ مُخْلِفَ وَعْدِهِۦ رُسُلَهُۥٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌۭ ذُو ٱنتِقَامٍۢ 47. და არ გეგონოს, ალლაჰი არ შეასრულებს აღთქმას, რომელიც თავის შუამავლებს აღუთქვა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, მკაცრსასჯელიანია! يَوْمَ تُبَدَّلُ ٱلْأَرْضُ غَيْرَ ٱلْأَرْضِ وَٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ ۖ وَبَرَزُوا۟ لِلَّهِ ٱلْوَ‌ٰحِدِ ٱلْقَهَّارِ 48. იმ დღეს, როცა მიწა და ცანი შეიცვლება სხვა მიწითა და ცანით და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე, ერთადერთთან, ყოვლისშემძლესთან, وَتَرَى ٱلْمُجْرِمِينَ يَوْمَئِذٍۢ مُّقَرَّنِينَ فِى ٱلْأَصْفَادِ 49. იმ დღეს იხილავ ცოდვილებს გადაბმულთ ბორკილებით; سَرَابِيلُهُم مِّن قَطِرَانٍۢ وَتَغْشَىٰ وُجُوهَهُمُ ٱلنَّارُ 50. სამოსი მათი კუპრისა იქნება და გადაუფარავთ სახეებს ცეცხლი, لِيَجْزِىَ ٱللَّهُ كُلَّ نَفْسٍۢ مَّا كَسَبَتْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 51. რათა მიაგოს ალლაჰმა ყოველ სულს ის, რაც მოიხვეჭა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას. هَـٰذَا بَلَـٰغٌۭ لِّلنَّاسِ وَلِيُنذَرُوا۟ بِهِۦ وَلِيَعْلَمُوٓا۟ أَنَّمَا هُوَ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ وَلِيَذَّكَّرَ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 52. ეს არის ცხადი ცნობარი ადამიანთათვის, რათა გაფრთხილდნენ ამით და იცოდნენ, რომ მხოლოდ იგია ერთადერთი ღვთაება, და რომ გონიერებმა კეთილგანსაჯონ.