13. სურა რა'დ
43 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓمٓر ۚ تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ۗ وَٱلَّذِىٓ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ ٱلْحَقُّ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ 1. ალიფ, ლამ, მიმ, რა. ეს არის წიგნის აიათები, რომელიც შენი ღმერთისგან შენზე გარდმოვლენილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ხალხის უმეტესობას არ სწამს. ٱللَّهُ ٱلَّذِى رَفَعَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ بِغَيْرِ عَمَدٍۢ تَرَوْنَهَا ۖ ثُمَّ ٱسْتَوَىٰ عَلَى ٱلْعَرْشِ ۖ وَسَخَّرَ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ ۖ كُلٌّۭ يَجْرِى لِأَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ۚ يُدَبِّرُ ٱلْأَمْرَ يُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّكُم بِلِقَآءِ رَبِّكُمْ تُوقِنُونَ 2. იგია ალლაჰი, რომელმაც აღამაღლა ცანი უხილავი საყრდენების გარეშე, შემდეგ 'არშზე ამაღლდა და დაიმორჩილა მზე და მთვარე. თითოეული მოძრაობს განსაზღვრულ ჟამამდე. იგი განაგებს საქმეებს, განმარტავს აიათებს, ეგების თქვენს ღმერთთან შეხვედრისა ირწმუნოთ! وَهُوَ ٱلَّذِى مَدَّ ٱلْأَرْضَ وَجَعَلَ فِيهَا رَوَ‌ٰسِىَ وَأَنْهَـٰرًۭا ۖ وَمِن كُلِّ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ جَعَلَ فِيهَا زَوْجَيْنِ ٱثْنَيْنِ ۖ يُغْشِى ٱلَّيْلَ ٱلنَّهَارَ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 3. იგია ის, რომელმაც განავრცო მიწა, მასზე დაადგინა მთები და მდინარეები. ყოველი სახეობის ნაყოფი წყვილებად გააჩინა, იგი ფარავს დღეს ღამით. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გულისხმიერი ხალხისათვის. وَفِى ٱلْأَرْضِ قِطَعٌۭ مُّتَجَـٰوِرَ‌ٰتٌۭ وَجَنَّـٰتٌۭ مِّنْ أَعْنَـٰبٍۢ وَزَرْعٌۭ وَنَخِيلٌۭ صِنْوَانٌۭ وَغَيْرُ صِنْوَانٍۢ يُسْقَىٰ بِمَآءٍۢ وَ‌ٰحِدٍۢ وَنُفَضِّلُ بَعْضَهَا عَلَىٰ بَعْضٍۢ فِى ٱلْأُكُلِ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَعْقِلُونَ 4. დედამიწაზე ერთმანეთის მიყოლებით ნაკვეთებია, ბაღებია ყურძნისა, ნათესისა, ერთი ფესვიდან აღმოცენებული, ერთი წყლით მორწყული ფინიკები, რომლებსაც ერთმანეთზე უკეთეს გემოს ვაძლევთ. ამაშია სასწაულები ხალხისათვის, რომელიც აზროვნებს. وَإِن تَعْجَبْ فَعَجَبٌۭ قَوْلُهُمْ أَءِذَا كُنَّا تُرَ‌ٰبًا أَءِنَّا لَفِى خَلْقٍۢ جَدِيدٍ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِرَبِّهِمْ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ ٱلْأَغْلَـٰلُ فِىٓ أَعْنَاقِهِمْ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 5. თუ შენ გაოცებს, სწორედ მათი სიტყვები უნდა გაოცებდეს: როცა მიწად ვიქცევით, განა ვიქნებით ჩვენ ისევ გაცოცხლებულნიო? ესენი არიან, რომელთაც არ ირწმუნეს თავიანთი ღმერთისა; მათ ყელზე ადევთ ჯაჭვები, ცეცხლის მკვიდრნი არიან და იქნებიან იქ მარადიულად. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِٱلسَّيِّئَةِ قَبْلَ ٱلْحَسَنَةِ وَقَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِمُ ٱلْمَثُلَـٰتُ ۗ وَإِنَّ رَبَّكَ لَذُو مَغْفِرَةٍۢ لِّلنَّاسِ عَلَىٰ ظُلْمِهِمْ ۖ وَإِنَّ رَبَّكَ لَشَدِيدُ ٱلْعِقَابِ 6. ისინი გაჩქარებენ შენ სიავეს სიკეთეზე წინ მაშინ, როცა ჩაუვლია მსგავს ამბებს მათი დასჯისა. და შენი ღმერთი ადამიანებისათვის, მათი უსამართლობის მიუხედავად, მიმტევებელია. და შენი ღმერთის სასჯელი მკაცრია. وَيَقُولُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ ءَايَةٌۭ مِّن رَّبِّهِۦٓ ۗ إِنَّمَآ أَنتَ مُنذِرٌۭ ۖ وَلِكُلِّ قَوْمٍ هَادٍ 7. ამბობენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს: ნეტავ, გარმოვლენილ იქნას მასზე ერთი სასწაული მაინც მისი ღმერთისგანო. შენ კი შემგონებელი ხარ და ყოველ ხალხს ჰყავს თავისი წინამძღოლი. ٱللَّهُ يَعْلَمُ مَا تَحْمِلُ كُلُّ أُنثَىٰ وَمَا تَغِيضُ ٱلْأَرْحَامُ وَمَا تَزْدَادُ ۖ وَكُلُّ شَىْءٍ عِندَهُۥ بِمِقْدَارٍ 8. ალლაჰმა იცის, რას დაატარებს თითოეული მდედრი, და რას იკლებს(საშვილოსნო) და რას იმატებს. და ყოველივე მის წინაშე ზომა-წონითაა. عَـٰلِمُ ٱلْغَيْبِ وَٱلشَّهَـٰدَةِ ٱلْكَبِيرُ ٱلْمُتَعَالِ 9. მცოდნეა დაფარულისა და გაცხადებულისა, დიდებულია და უზენაესი. سَوَآءٌۭ مِّنكُم مَّنْ أَسَرَّ ٱلْقَوْلَ وَمَن جَهَرَ بِهِۦ وَمَنْ هُوَ مُسْتَخْفٍۭ بِٱلَّيْلِ وَسَارِبٌۢ بِٱلنَّهَارِ 10. სულერთია, თქვენგან ვინ დაფარა სათქმელი და ვინ განაცხადა, ვინ იმალება ღამით და ვინ მოჩანს დღისით. هُۥ مُعَقِّبَـٰتٌۭ مِّنۢ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِۦ يَحْفَظُونَهُۥ مِنْ أَمْرِ ٱللَّهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُغَيِّرُ مَا بِقَوْمٍ حَتَّىٰ يُغَيِّرُوا۟ مَا بِأَنفُسِهِمْ ۗ وَإِذَآ أَرَادَ ٱللَّهُ بِقَوْمٍۢ سُوٓءًۭا فَلَا مَرَدَّ لَهُۥ ۚ وَمَا لَهُم مِّن دُونِهِۦ مِن وَالٍ 11. მას ჰყავს განუყრელი მეთვალყურენი წინიდან და უკნიდან, იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას მანამ, სანამ ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა სიავე ხალხისა, ვერავინ დააკავებს მას და არავინა ჰყავთ მათ მის გარდა დამცველი. هُوَ ٱلَّذِى يُرِيكُمُ ٱلْبَرْقَ خَوْفًۭا وَطَمَعًۭا وَيُنشِئُ ٱلسَّحَابَ ٱلثِّقَالَ 12. იგია ის, ვინც გიჩვენებთ ელვას დასაშინებლად და დასაიმედებლად, და წარმოქმნის მძიმე ღრუბლებს. وَيُسَبِّحُ ٱلرَّعْدُ بِحَمْدِهِۦ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ مِنْ خِيفَتِهِۦ وَيُرْسِلُ ٱلصَّوَ‌ٰعِقَ فَيُصِيبُ بِهَا مَن يَشَآءُ وَهُمْ يُجَـٰدِلُونَ فِى ٱللَّهِ وَهُوَ شَدِيدُ ٱلْمِحَالِ 13. ქუხილი აქებს მას (ალლაჰს) და ანგელოზები მისი შიშით. ხოლო იგი აგზავნის ელჭექს და აწევს იმას, ვისაც ინებებს. და ისინი დაობენ ალლაჰის შესახებ. და იგი მკაცრსასჯელიანია. لَهُۥ دَعْوَةُ ٱلْحَقِّ ۖ وَٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِۦ لَا يَسْتَجِيبُونَ لَهُم بِشَىْءٍ إِلَّا كَبَـٰسِطِ كَفَّيْهِ إِلَى ٱلْمَآءِ لِيَبْلُغَ فَاهُ وَمَا هُوَ بِبَـٰلِغِهِۦ ۚ وَمَا دُعَآءُ ٱلْكَـٰفِرِينَ إِلَّا فِى ضَلَـٰلٍۢ 14. მას ეკუთვნის ჭეშმარიტი ვედრება. და ისინი, რომლებიც მის გარდა მოუხმობენ (ალლაჰის გარდა) ვერ უპასუხებენ მათ ვერაფრით; მხოლოდ მსგავსია იმისა, ვინც წყლისაკენ პეშვს იწვდის, რათა პირს მიაწვდინოს, მაშინ, როცა ის იქამდე ვერ აღწევს. ურწმუნოთა ვედრება არაფერია გზააბნევის გარდა. وَلِلَّهِ يَسْجُدُ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ طَوْعًۭا وَكَرْهًۭا وَظِلَـٰلُهُم بِٱلْغُدُوِّ وَٱلْـَٔاصَالِ 15. და სეჯდეს ასრულებენ ალლაჰისთვის, ვინც არიან ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ნებით თუ უნებურად, და მათი ჩრდილები, დილით და შებინდებისას. قُلْ مَن رَّبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ قُلِ ٱللَّهُ ۚ قُلْ أَفَٱتَّخَذْتُم مِّن دُونِهِۦٓ أَوْلِيَآءَ لَا يَمْلِكُونَ لِأَنفُسِهِمْ نَفْعًۭا وَلَا ضَرًّۭا ۚ قُلْ هَلْ يَسْتَوِى ٱلْأَعْمَىٰ وَٱلْبَصِيرُ أَمْ هَلْ تَسْتَوِى ٱلظُّلُمَـٰتُ وَٱلنُّورُ ۗ أَمْ جَعَلُوا۟ لِلَّهِ شُرَكَآءَ خَلَقُوا۟ كَخَلْقِهِۦ فَتَشَـٰبَهَ ٱلْخَلْقُ عَلَيْهِمْ ۚ قُلِ ٱللَّهُ خَـٰلِقُ كُلِّ شَىْءٍۢ وَهُوَ ٱلْوَ‌ٰحِدُ ٱلْقَهَّـٰرُ 16. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: განა დაიდგინეთ მის გარდა მფარველები, რომელთაც არ შეუძლიათ არგონ ან ავნონ საკუთარ თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი, ან წყვდიადი და ნათელი? განა დაუდგინეს მათ ალლაჰს თანაზიარნი, რომლებმაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს რაიმე, და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: „ალლაჰია გამჩენი ყოველივესი, და იგია ერთადერთი, ძლევამოსილი! أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَسَالَتْ أَوْدِيَةٌۢ بِقَدَرِهَا فَٱحْتَمَلَ ٱلسَّيْلُ زَبَدًۭا رَّابِيًۭا ۚ وَمِمَّا يُوقِدُونَ عَلَيْهِ فِى ٱلنَّارِ ٱبْتِغَآءَ حِلْيَةٍ أَوْ مَتَـٰعٍۢ زَبَدٌۭ مِّثْلُهُۥ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَضْرِبُ ٱللَّهُ ٱلْحَقَّ وَٱلْبَـٰطِلَ ۚ فَأَمَّا ٱلزَّبَدُ فَيَذْهَبُ جُفَآءًۭ ۖ وَأَمَّا مَا يَنفَعُ ٱلنَّاسَ فَيَمْكُثُ فِى ٱلْأَرْضِ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَضْرِبُ ٱللَّهُ ٱلْأَمْثَالَ 17. გარდმოავლინა ციდან წყალი და აავსო მისით კალაპოტები მათი მოცულობის მიხედვით, დინებამ კი წაიღო თავზემოგდებული ქაფი. ის, რასაც ისინი ცეცხლზე ადნობენ სამკაულისა ან ჭურჭლის სურვილით, მსგავსია მისი. ამგვარად მოჰყავს ალლაჰს ჭეშმარიტისა და ფუჭის მაგალითი: ქაფი მტვრად მიდის, ხოლო ის, რაც სარგებელს აძლევს ადამიანებს, დედამიწაზე რჩება. აი, ამგვარად მოაქვს ალლაჰს მაგალითები. لِلَّذِينَ ٱسْتَجَابُوا۟ لِرَبِّهِمُ ٱلْحُسْنَىٰ ۚ وَٱلَّذِينَ لَمْ يَسْتَجِيبُوا۟ لَهُۥ لَوْ أَنَّ لَهُم مَّا فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا وَمِثْلَهُۥ مَعَهُۥ لَٱفْتَدَوْا۟ بِهِۦٓ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ سُوٓءُ ٱلْحِسَابِ وَمَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ ٱلْمِهَادُ 18. მათთვის, ვინც თავიანთ ღმერთს კეთილი საქმით უპასუხეს. ხოლო ის, ვინც არ უპასუხებს მას... თუნდაც რომ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც დედამიწაზეა ან კიდევ ერთი ამდენიც, ვერ გამოისყიდებიან მისით. მათ მიეგებათ ავი ანგარიშსწორება. მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია და რა საშინელი სამყოფელია. أَفَمَن يَعْلَمُ أَنَّمَآ أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ ٱلْحَقُّ كَمَنْ هُوَ أَعْمَىٰٓ ۚ إِنَّمَا يَتَذَكَّرُ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 19. განა იგი, ვინც იცის, რომ ის, რაც შენზე გარდმოევლინა შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებაა, მსგავსია იმისა, ვინც ბრმაა? ამას მხოლოდ გონების მქონენი განსჯიან. ٱلَّذِينَ يُوفُونَ بِعَهْدِ ٱللَّهِ وَلَا يَنقُضُونَ ٱلْمِيثَـٰقَ 20. რომელნიც ასრულებენ ალლაჰის აღთქმას და არ არღვევენ პირობას. وَٱلَّذِينَ يَصِلُونَ مَآ أَمَرَ ٱللَّهُ بِهِۦٓ أَن يُوصَلَ وَيَخْشَوْنَ رَبَّهُمْ وَيَخَافُونَ سُوٓءَ ٱلْحِسَابِ 21. და ისინი, ვინც კრებენ იმას, რისი შეკრებაც ბრძანა ალლაჰმა, ეშინიათ თავიანთი ღმერთის და ეშინიათ ავი ანგარიშსწორებისა. وَٱلَّذِينَ صَبَرُوا۟ ٱبْتِغَآءَ وَجْهِ رَبِّهِمْ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَأَنفَقُوا۟ مِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ سِرًّۭا وَعَلَانِيَةًۭ وَيَدْرَءُونَ بِٱلْحَسَنَةِ ٱلسَّيِّئَةَ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عُقْبَى ٱلدَّارِ 22. და რომელთაც მოითმინეს თავიანთი ღმერთის კმაყოფილების სურვილით და დადგნენ ლოცვად, და გასცემენ ფარულად თუ აშკარად მოწყალებას იმისაგან, რაც ვუბოძეთ, და სდევნიან სიკეთით ბოროტებას. სწორედ მათია - საბოლოო სამყოფელი! جَنَّـٰتُ عَدْنٍۢ يَدْخُلُونَهَا وَمَن صَلَحَ مِنْ ءَابَآئِهِمْ وَأَزْوَ‌ٰجِهِمْ وَذُرِّيَّـٰتِهِمْ ۖ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يَدْخُلُونَ عَلَيْهِم مِّن كُلِّ بَابٍۢ 23. ედემის ბაღები, სადაც შევლენ თვითონ და ისინიც, ვინც იყო მართალი, და მათი მამები, მეუღლეები, შთამომავლები და ანგელოზები შევლენ მათში ყოველი კარიბჭით. سَلَـٰمٌ عَلَيْكُم بِمَا صَبَرْتُمْ ۚ فَنِعْمَ عُقْبَى ٱلدَّارِ 24. მშვიდობა თქვენდა იმის გამო, რაც მოითმინეთ და რა მშვენიერია საბოლოო სამკვირდო. وَٱلَّذِينَ يَنقُضُونَ عَهْدَ ٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ مِيثَـٰقِهِۦ وَيَقْطَعُونَ مَآ أَمَرَ ٱللَّهُ بِهِۦٓ أَن يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِى ٱلْأَرْضِ ۙ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمُ ٱللَّعْنَةُ وَلَهُمْ سُوٓءُ ٱلدَّارِ 25. რომელნიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი დადების შემდგომ, და წყვეტენ იმას, რაზედაც ალლაჰმა ბრძანა შეერთდესო, და უკეთურებას თესავენ დედამიწაზე, წყევლა იწვნიეს და მათთვისაა ავი სამყოფელი. ٱللَّهُ يَبْسُطُ ٱلرِّزْقَ لِمَن يَشَآءُ وَيَقْدِرُ ۚ وَفَرِحُوا۟ بِٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَمَا ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا فِى ٱلْـَٔاخِرَةِ إِلَّا مَتَـٰعٌۭ 26. ალლაჰი შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს იმას, ვისაც ინებებს. და ტკბებიან ისინი ამქვეყნიური ცხოვრებით, თუმცაღა არაფერია მიწიერი ცხოვრება, იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შედარებით. وَيَقُولُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ ءَايَةٌۭ مِّن رَّبِّهِۦ ۗ قُلْ إِنَّ ٱللَّهَ يُضِلُّ مَن يَشَآءُ وَيَهْدِىٓ إِلَيْهِ مَنْ أَنَابَ 27. და ამბობენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს: ნეტავ მასზე გარდმოვლენილ იქნას ერთი სასწაული მაინც მისი ღმერთისგანო. უთხარი: ალლაჰი გზას აუბნებს იმას, ვისაც ინებებს, და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც მისკენ მიბრუნდება. ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَتَطْمَئِنُّ قُلُوبُهُم بِذِكْرِ ٱللَّهِ ۗ أَلَا بِذِكْرِ ٱللَّهِ تَطْمَئِنُّ ٱلْقُلُوبُ 28. რომელთაც ირწმუნეს, გული დაიმშვიდეს ალლაჰის ხსენებით. და განა მხოლოდ ალლაჰის ხსენებით არ მშვიდდებიან გულები? ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ طُوبَىٰ لَهُمْ وَحُسْنُ مَـَٔابٍۢ 29. რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათთვისაა ნეტარება და მშვენიერი სამკვიდრო! كَذَ‌ٰلِكَ أَرْسَلْنَـٰكَ فِىٓ أُمَّةٍۢ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهَآ أُمَمٌۭ لِّتَتْلُوَا۟ عَلَيْهِمُ ٱلَّذِىٓ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ وَهُمْ يَكْفُرُونَ بِٱلرَّحْمَـٰنِ ۚ قُلْ هُوَ رَبِّى لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ مَتَابِ 30. ამგვარად წარგაგზავნეთ შენ ხალხთან, რომელზე უწინაც გარდამხდარან ხალხი, რათა მათ წაუკითხო, რაც ზეგარდმოგევლინა, მაშინ, როცა მათ არა სწამთ მოწყალე. უთხარი: ის არის ჩემი ღმერთი, არ არსებობს ღვთაება მის გარდა, მას მივენდე და მასთანაა ჩემი დასაბრუნებელი. وَلَوْ أَنَّ قُرْءَانًۭا سُيِّرَتْ بِهِ ٱلْجِبَالُ أَوْ قُطِّعَتْ بِهِ ٱلْأَرْضُ أَوْ كُلِّمَ بِهِ ٱلْمَوْتَىٰ ۗ بَل لِّلَّهِ ٱلْأَمْرُ جَمِيعًا ۗ أَفَلَمْ يَا۟يْـَٔسِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَن لَّوْ يَشَآءُ ٱللَّهُ لَهَدَى ٱلنَّاسَ جَمِيعًۭا ۗ وَلَا يَزَالُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ تُصِيبُهُم بِمَا صَنَعُوا۟ قَارِعَةٌ أَوْ تَحُلُّ قَرِيبًۭا مِّن دَارِهِمْ حَتَّىٰ يَأْتِىَ وَعْدُ ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُخْلِفُ ٱلْمِيعَادَ 31. თუნდაც ყურანით დაიძრან მთები ან გაიპოს მიწა, ანდა ალაპარაკდნენ მისით მკვდრები... დიახ, ალლაჰს ეკუთვნის ყოველი საქმე და, განა ვერ შეიგნეს მორწმუნეებმა, რომ თუ ინებებდა ალლაჰი, დაადგენდა ჭეშმარიტ გზაზე ხალხს ერთიანად, მაშინ, როცა იმათ, ვინც არ ირწმუნა, კვლავ და კვლად ატყდებათ უბედურება იმისათვის რაც ჩაიდინეს, ანდა იგი მათი სახლების ახლომახლო იტრიალებს, ვიდრე ალლაჰის აღთქმა არ აღსრულდება! ხოლო ალლაჰი არ შეცვლის თავის აღთქმას. وَلَقَدِ ٱسْتُهْزِئَ بِرُسُلٍۢ مِّن قَبْلِكَ فَأَمْلَيْتُ لِلَّذِينَ كَفَرُوا۟ ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ عِقَابِ 32. და ვფიცავ, დასცინოდნენ შუამავლებს შენზე უწინაც, ხოლო მე გადავუვადე იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, მერე კი შევიპყარი და როგორი იყო ჩემი სასჯელი? أَفَمَنْ هُوَ قَآئِمٌ عَلَىٰ كُلِّ نَفْسٍۭ بِمَا كَسَبَتْ ۗ وَجَعَلُوا۟ لِلَّهِ شُرَكَآءَ قُلْ سَمُّوهُمْ ۚ أَمْ تُنَبِّـُٔونَهُۥ بِمَا لَا يَعْلَمُ فِى ٱلْأَرْضِ أَم بِظَـٰهِرٍۢ مِّنَ ٱلْقَوْلِ ۗ بَلْ زُيِّنَ لِلَّذِينَ كَفَرُوا۟ مَكْرُهُمْ وَصُدُّوا۟ عَنِ ٱلسَّبِيلِ ۗ وَمَن يُضْلِلِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِنْ هَادٍۢ 33. და განა არ არის იგი ის, ვინც თავს ადგას ყოველ სულს(და იცის), რაც მან მოიხვეჭა?! მათ კი დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი. უთხარი: დაასახელეთ ისინი, ან აცნობეთ, რაც მან არ იცის ქვეყანასა ზედა, ანდა რაიმე სიტყვით გაცხადებული. დიახ, ემშვენიერებათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთი მზაკვრობა და აცდნენ გზას. იმას კი, ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, არავინ ეყოლება სწორ გზაზე დამდგენი. لَّهُمْ عَذَابٌۭ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ ٱلْـَٔاخِرَةِ أَشَقُّ ۖ وَمَا لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مِن وَاقٍۢ 34. მათ - სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიური სასჯელი უფრო მკაცრია, და არავინა ჰყავთ მათ ალლაჰისაგან დამცველი. مَّثَلُ ٱلْجَنَّةِ ٱلَّتِى وُعِدَ ٱلْمُتَّقُونَ ۖ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ أُكُلُهَا دَآئِمٌۭ وَظِلُّهَا ۚ تِلْكَ عُقْبَى ٱلَّذِينَ ٱتَّقَوا۟ ۖ وَّعُقْبَى ٱلْكَـٰفِرِينَ ٱلنَّارُ 35. იგავი სამოთხისა, რომელიც აღეთქვათ ღვთისმოშიშებს: რომლის ძირს მიედინებიან მდინარეები, საკვები მისი კი მუდმივია და მისი ჩრდილი; ეს საზღაურია მათი, ვინც იყო ღვთისმოშიში. ურწმუნოთა საზღაური კი ცეცხლია. وَٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يَفْرَحُونَ بِمَآ أُنزِلَ إِلَيْكَ ۖ وَمِنَ ٱلْأَحْزَابِ مَن يُنكِرُ بَعْضَهُۥ ۚ قُلْ إِنَّمَآ أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ ٱللَّهَ وَلَآ أُشْرِكَ بِهِۦٓ ۚ إِلَيْهِ أَدْعُوا۟ وَإِلَيْهِ مَـَٔابِ 36. და ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნი, ხარობენ იმით, რაც ზეგარდმოგევლინა, ხოლო მათ შორის არის ის, ვინც უარყოფს მის ნაწილს. უთხარი: მებრძანა ვეთაყვანო ალლაჰს და არ დავუდგინო მას თანაზიარი, მას მოვუხმობ და მასთანაა ჩემი დასაბრუნებელი. وَكَذَ‌ٰلِكَ أَنزَلْنَـٰهُ حُكْمًا عَرَبِيًّۭا ۚ وَلَئِنِ ٱتَّبَعْتَ أَهْوَآءَهُم بَعْدَ مَا جَآءَكَ مِنَ ٱلْعِلْمِ مَا لَكَ مِنَ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّۢ وَلَا وَاقٍۢ 37. ამგვარად გარდმოვავლინეთ როგორც არაბულ მსჯავრად და, თუ აჰყვები მათ სურვილებს იმის შემდგომ, რაც გებოძა ცოდნა, არავინ გეყოლება ალლაჰისაგან მფარველი და დამცველი. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلًۭا مِّن قَبْلِكَ وَجَعَلْنَا لَهُمْ أَزْوَ‌ٰجًۭا وَذُرِّيَّةًۭ ۚ وَمَا كَانَ لِرَسُولٍ أَن يَأْتِىَ بِـَٔايَةٍ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۗ لِكُلِّ أَجَلٍۢ كِتَابٌۭ 38. და წარმოვაგზავნეთ შუამავლები და მივეცით მათ მეუღლეები და შთამომავლობა და არცერთ შუამავალს არ უჩვენებია სასწაული, თუ არა ალლაჰის ნებართვით. ყოველ დროს წიგნი აქვს. يَمْحُوا۟ ٱللَّهُ مَا يَشَآءُ وَيُثْبِتُ ۖ وَعِندَهُۥٓ أُمُّ ٱلْكِتَـٰبِ 39. ცვლის ალლაჰი იმას, რასაც ინებებს, და ტოვებს იმას, რასაც ინებებს; მის წინაშე კი არის წიგნის დედა. وَإِن مَّا نُرِيَنَّكَ بَعْضَ ٱلَّذِى نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِنَّمَا عَلَيْكَ ٱلْبَلَـٰغُ وَعَلَيْنَا ٱلْحِسَابُ 40. ან გიჩვენებთ შენ ნაწილს იმისას, რითაც ვაშინებთ მათ, ან მოგაკვდინებთ შენ, შენზეა შეტყობინება, ხოლო ჩვენზე ანგარიშსწორება. أَوَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّا نَأْتِى ٱلْأَرْضَ نَنقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَا ۚ وَٱللَّهُ يَحْكُمُ لَا مُعَقِّبَ لِحُكْمِهِۦ ۚ وَهُوَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 41. ან არ უნახავთ მათ, რომ დავდივართ ქვეყანაზე და ვამცირებთ მას კიდეებიდან. ალლაჰი განსჯის და არავინაა მისი მსჯავრის გადამვადებელი. და იგი, ჭეშმარიტად, სწრაფია ანგარიშსწორებისას. وَقَدْ مَكَرَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَلِلَّهِ ٱلْمَكْرُ جَمِيعًۭا ۖ يَعْلَمُ مَا تَكْسِبُ كُلُّ نَفْسٍۢ ۗ وَسَيَعْلَمُ ٱلْكُفَّـٰرُ لِمَنْ عُقْبَى ٱلدَّارِ 42. და იმზაკვრეს მათ, ვინც იყვნენ მათზე უწინ. მზაკვრობა კი ერთიანად ალლაჰს ეკუთვნის. მან იცის, რას იხვეჭს თითოეული სული და მალე შეიტყობენ ურწმუნოები, ვისია მარადიული სამყოფელი. وَيَقُولُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَسْتَ مُرْسَلًۭا ۚ قُلْ كَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًۢا بَيْنِى وَبَيْنَكُمْ وَمَنْ عِندَهُۥ عِلْمُ ٱلْكِتَـٰبِ 43. და ამბობენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს: არა ხარ შენ წარმოგზავნილიო. უთხარი: საკმარისია ალლაჰი მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის და ასევე მათ შორის, ვისთანაცაა წიგნის ცოდნა.